Popular Post მათე Posted September 29, 2014 Popular Post Share Posted September 29, 2014 მოგესალმებით. ამ თემაში განვიხილავ თუ როგორ შეიძლება შეაფასოთ თქვენი თამაშის ხარისხი. ყველას გაგვიგია ალბათ FPS (frames per second)-ს შესახებ და უმეტესობას გონია რომ რაც მეტი მით უკეთესი, ნუ როგორც მიხვდით ამ თეორიის გაქარწ#$%ბა მინდა პირველ რიგში FPS სასურველია ემთხვეოდეს თქვენი მონიტორის განახლების დროს ანუ hz_ებს. უმეტესობას 60 hz-იანი მონიტორი გვექნება ამიტომ ჩვენთვის სასურველია 60 FPS თამაშებში. თუ სიტყვაზე 100 გაქვთ ჯობია V-sync ჩართოთ. (ეს მთლად smooth-ს ვერ გახდის თამაშებს იმიტომ რომ თავისი პრობლემები აქვს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ 60 ჰერციან მონიტორზე 100 FPS-თ თამაშს აჯობებს მაინც) ასევე FPS-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანია frame time (ალბათ ამ პარამეტრს არავინ უყურებს) მინდა გითხრათ რომ ამ კომპონენტის სიკარგე შეიძლება იმაში გამოიხატოს რომ ოდნავ ნაკლებ FPS-იანი თამაში უფრო smooth იყოს ვიდრე ცოტა მეტ FPS-იანი, რომელსაც frame time შედარებით დიდი (ანუ ცუდი აქვს) გაგიგიათ ალბათ რომ ამბობენ micro stuttering. ეს მარტივად რომ აგიხსნათ არის კადრის კანკალივით რა აი ენაბლუები რო არიან რო უჭირთ ლაპარაკი, როცა ეგ FPS-ს ემართება კადრი თითქოს დახტის. ხოდა დიდი შანსია ამაში დამნაშავე სწორედ ეს კომპონენტი იყოს. წარმოგიდგენთ crysis 3-ს benchmarks სეთინგები იყო 1920x1080 with 4xMSAA 'high' settings იდეალური ვარიანტი იქნებოდა რომ ხაზი იყოს სწორი, ან მინიმუმ ამპლიტუდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. თქვენ ხედავთ მკვეთრ ზრდას და ვარდნას frame time-ში სწორედ ამ წერტილებში წარმოიქმნება ეგრედწოდებული stuttering. ცნობილია რომ ადამიანისათვის 30 ms-ზე დაბლა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ვერ არჩევსო მაინც, მაგრამ ესეც ისეთივე ცნებაა როგორც ზოგი რომ ამბობს 24 FPS-ზე ზემოთ ვერ არჩევსო, ზოგიც ამ ნიშნულად 60 FPS-ს იღებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, ზოგმა შეიძლება შენიშნოს ზოგმაც ვერა. ეს კი იგივე ბენჩის სხვანაერი ჩანაწერი ამ ჩანაწერიდან ის ჩანს რომ ~99% შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიდეობარათი ამ ტესტის მსვლელობისას თითოეულ კადრს არენდერებდა 31 ms-ზე უფრო სწრაფად. (რაც მშვენიერი მონაცემებია) აი 50 ms-ზე მაღლა უკვე ძალიან ცუდია და აუცილებლად ამ მომენტში იქნებოდა micro stutter. შეიძლება ვერ შენიშნოთ თამაშში ჩართულობის გამო მაგრამ მისი ხშირად გამეორება უკვე გააფუჭებს თამაშის ხარისხს. სწორედ ამიტომ თუ თქვენ შემთხვევაში input მოწყობილობიდან მონიტორამდე დიდი დაყოვნებაა ან frame time ანუ თითოეული კადრის რენდერის დრო დიდია თქვენი avg FPS ვერაფერს იტყვის იმის შესახებ თუ რამდენად smooth არის თამაშის ხარისხი. მათემატიკურად რომ გამოვთვალოდ 60 hz-იანი მონიტორისთვის საუკეთესო შედეგი გამოდის ~frame time 16 ms იმიტომ რომ 60 x 16 = ~1000 ms-ს ანუ 60 FPS. მაგრამ პრაკტიკაში ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თამაშის ძრავის შექმნისას სწორედ ამ ბევრ რამეზე ფიქრობენ. ამიტომ იმის დამახსოვრების ნაცვლად რომ 30 FPS ან 60 FPS არის კარგი სათამაშოდ ჯობს დაიმახსოვროთ და თამაშის ხარისხი შეაფასოთ 33 ms და 16 ms frame time_თ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი შესაძლოა უფრო დაბალი FPS-თ თამაში იყოს უფრო მაღალი FPS-თ თამაშზე უფრო გლატკი. თამაშის ძრავთან დაკავშირებით. მაგალითად გაქვთ ძრავი რომელიც არის ძალიან ნელი. თქვენ ცვლით სხვადასხვა პარამეტრებს და მიხვედით დასკვნამდე რომ ყველა ეფექტით თქვენ აღწევთ 50 FPS-ს, მაგრამ თუ ჩრდილების დამუშავებას გათიშავთ აღწევთ 66.6 FPS-ს. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ყოველ მესამე კადრზე შეცვალოთ ჩრდილების დამუშავება (SM) ასე რომ თქვენ იღებთ 60 FPS-ს. მიუხედავად ამისა თამაში მაინც არაა smooth და რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ყოველი ორი კადრი საჭიროებს 15 ms frame time-ს და ის მესამე 20 ms-ს ამიტომ თამაში თუნდაც მუდმივ 60 FPS-ზე არაა smooth იმიტომ რომ ზოგი ეფექტი მუშაობს 300 fps-თ ზოგი 20-30 FPS-თ და საბოლოო ჯამში ვიღებთ stuttering-ს. ასეთ შემთხვევას ვერ ჩაწერთ FPS-თ ამიტომ უმჯობესია თამაშის ხარისხი შეაფასოთ frame time-თ. ეს იდეალურ სამყაროში FPS-ებისა და frame time_ს დამოკიდებულება არ გაზომოთ თქვენი თამაშის ხარისხი FPS-ებში გაზომეთ frame time ანუ ms-ებში, მაგრამ მთლად არ დაივიწყოთ FPS-ც DX12_ს უპირატესობა DX11-თან შედარებით 2:22-ზე იწყება DX12 არ გეგონოთ რმ ეს მაჩვენებელი მხოლოდ GPU-ზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ რა კვებავს ვიდეოს CPU ეხლა კი წარმოგიდგენთ იგივე ბენჩმარკს ოღონდ ეხლა CPU-ებში ეს კი 16.7 ms-ზე ზემოთ როცა იყო ანუ 60 FPS-ს ექვივალენტია 16.7 ms და მასზე დაბლა რამდენ ხანს იყო ჯამში ესეც მაგარი სკრინია AMD აი აქ კი ნათლად ხედავთ რატო არ ვარგა AMD-ს CPU-ები. იმის გარდა რომ მათ აქვთ დაბალი FPS თავისი ნელი არქიტექტურის წყალობით მათ აქვთ ძალიან დიდი Frame time intel-ს CPU-ებთან შედარებით. ასევე ნათლად ჩანს ინტელის ახალი არქიტექტურების სისწრაფე ძველთან შედარებით. ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ბენჩმარკს რათა პრაქტიკაში აღიქვათ რა ხდება. ესეც ორი ვიდეობარათის განხილვა Radeon HD 7950 და GeForce GTX 660 Ti გთავაზობთ 120 და 240 FPS-იან ვიდეოებს შენელებულს 30-მდე რათა თვალით იოლად გასარჩევი გახდეს 120 FPS 240 FPS 240-ში უფრო იოლად შენიშნავთ რომ 7950-ზე მომენტებში კადრი დახტის მაშინ როცა 660 ti-ზე შედარებით რბილად გადადის. ეს იმიტომ ხდება რომ ამ ვიდეოტესტის დროს ასეთი სიტუაცია იყო როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში 660 ti-ზე გაცილებით ნაკლები ამპლიტუდა იყო თვითონ frame time_ებში და ასევე საშუალო მნიშვნელობითაც ნაკლები იყო. გთავაზობთ რამოდენიმე თამშის შედეგს ეს Skyrim ჩვენ ვხედავთ რომ 7950-ზე ამ შემთხვევაში უფრო ხშირია frame time-ს ცვლილება ვიდრე 660 ti-ზე რაც რათქმაუნდა მოქმედებს overall gaming experience-ზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთლად იოლი შესამჩნევი არ იქნება ეს. Battlefield 3 აქ 7970-ს კარგად უჭირავს თავი. ეხლა კი SLI და CF როგორც ხედავთ ამ მხრივ SLI-ს შემთხვევაში შეადრებით უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე Crossfire-ს დროს. რათქმაუნდა ამაში software -ს ხელი ურევია. თუმცა მინდა გითხრათ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობია SLI-ს ერთი ვიდეობარათი. დააკვირდით და წაიკითხეთ რასაც ვიდეოში წერენ ატყობდით SLI-ს დროს როგორ გადადიოდა კადრი? მალე-მალე-დიდხანს ასეთია თამაშების მუშაობის პრინციპი მადლობთ ყურადღებისთვის. თემა მოამზადა matusala -მ 26 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 თამაშს გააჩნია ზოგზე 30-35-ით ნორმალურად ითამაშებ ზოგზე 40-ც დამღლელია და 50-ც, აი მაგალითად call of juarez gunslinger 40-45 fps-ით ვერ ვითამაშე დამღლელი იყო და stronghold crusader 2 25 fps-ითაც ითამაშება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 თამაშს გააჩნია ზოგზე 30-35-ით ნორმალურად ითამაშებ ზოგზე 40-ც დამღლელია და 50-ც, აი მაგალითად call of juarez gunslinger 40-45 fps-ით ვერ ვითამაშე დამღლელი იყო და stronghold crusader 2 25 fps-ითაც ითამაშება სწორედ ძრავის გამოა ეგ. მიწერია ზემოთ. crysis 20 FPS-ზეც კი მითამაშია და გაცილებით smooth იყო ვიდრე მაგალითად BF3 20 FPS-ზე, თან მაინც ორივე shooter-ია. ეხლა სახლში მივდივარ სამუშაოდან და დავდებ საინტერესო შედარებასაც. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Leqso-Woods Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 swored ega ro cryengine 3 s ver sheedreba frostbite 3 bevrad uketesi optimizacia aq yvelanairad ai magalitad sust cartaze romelsac gaachnia dx 11 low settingze crysis 3 uketesad itamsheb vidre bf4 s 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 ყოჩაღ მათე! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 თამაშისას, მისი frame time როგორ უნდა ვნახოთ ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 თამაშისას, მისი frame time როგორ უნდა ვნახოთ ? ისევე როგორც FPS ეს msi afterburner არის და სხვებსაც აქვთ 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 ესეთი რაღაცები კიდე დადერ რა.. რა ვერ გავიგე იცი ms და frame time ერთი არის თუ არა? და კიდე ვერ გავიგე , არ გითქვია ფრამე თაიმ რა იყო, მს თქვი მარტო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 ms არის მილიწამი. 1 წმ = 1000 მილიწამს და frame time ითარგმნება როგორც სურათის/კადრის დრო. ანუ რამდენი მილიწამი ჭირდება თითოეულ კადრს. 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 კარგია! თემის დასაწყიში, FPS თან დაკავშირებით, რომ წერ გეთანხმები 100 %. ერთს დავამატებ - როცა FPS - ი აღემატება მონიტორის Hz -ს GPU - ს ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს. ეგ კი არადა, ზოგ ტანჯულა 'ზრავზე' თამაშს, სპეციალურად ნაკლებზე ვალიმიტებ FPS )) და 10/15 °c იკლებს. ამიტომ თამაში არაა, რომ vSync ჩართული არ მქონდეს. წინააღმდეგ შემთვევაში, 100 დან 300 „ FPS ავა და ტემპერატურა ჩახურებული 'ჩურივით გახდება პ.ს. ამიტომ არასდროს ვურჩევ მონიტორის არჩევისას, მაღალ Hz -იან მონიტორებს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 მათე ჩემთან არ არის აქტიური ეგ ფრეითაიმი და ფრეიმრეითი, როგორ გავააქტიურო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 ms არის მილიწამი. 1 წმ = 1000 მილიწამს და frame time ითარგმნება როგორც სურათის/კადრის დრო. ანუ რამდენი მილიწამი ჭირდება თითოეულ კადრს. ესეგი კარგი მაშინ იქნება როცა ფრამე თამ ცოტა იქნნება? მს რამდენი უნდა იყოს კარგი? ან ფრამე თაიმ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 მათე ჩემთან არ არის აქტიური ეგ ფრეითაიმი და ფრეიმრეითი, როგორ გავააქტიურო. წინ პტიჩკა მონიშნე და მერე თვითონ ეგ ხაზი მონიშნე და ქვევით ნახავ show in On-screen display და მონიშნე ეგეც პტიჩკით 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 თოლიები მქონია მოსანიშნი :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 დავასრულე შეგიძლიათ ახალი ინფოც გადაიკითხოთ CPU-ებისა და SLI Crossfire_ების შესახებ 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 დავასრულე შეგიძლიათ ახალი ინფოც გადაიკითხოთ CPU-ებისა და SLI Crossfire_ების შესახებ ამაზე გამეცი რა პასუხი: MS- დაბალი უფრო კარგი არის თუ მაღალი? ან time frame? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 ამაზე გამეცი რა პასუხი: MS- დაბალი უფრო კარგი არის თუ მაღალი? ან time frame? თემას თუ წაიკითხავდი მიხვდებოდი "დაბალი უკეთესია" ეს აწერია თითქმის ყველა სკრინს რაც დავდე 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 თამაშის Frametime მხოლოდ დაფაზეა დამოკიდებული თუ თამაშებსაც აქვთ თავიანთი ლიმიტები? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 თამაშის Frametime მხოლოდ დაფაზეა დამოკიდებული თუ თამაშებსაც აქვთ თავიანთი ლიმიტები? თამაშის engine-ზე, CPU-ზე, GPU-ზე და სხვადასხვა წვრილმანებზეა დამოკიდებული. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 თემას თუ წაიკითხავდი მიხვდებოდი "დაბალი უკეთესია" ეს აწერია თითქმის ყველა სკრინს რაც დავდე MS-ze vizaxi? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 MS-ze vizaxi? ვახ ჩინურად ხო არ ვწერ? დაბალი უკეთესია! 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 after burnetში frame times ტიწკა არ ადევს ანუ ვერ ვრტავ რომ იქ დისპლეი მოვტიწკო რატო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 ინფორმაცია დევს სადმე თამაშების ძრავსა და Frametime-თან დაკავშირებით? ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შემიძლია გავიგო როგორი კადრის სისწრაფე ექნება თამაშის ძრავს?პ.ს ესეიგი თუ დამოკიდებულია CPU-ზე, GPU-ზე და კიდევ რამდენიმე წვრილმანზე, ის მცნება რომ თამაშს ყოფნის, ანუ თამაში ვერ ალიმიტებს სისტემას ამ შემთხვევაში frametime როგორი იქნება? რაც მძლავრია სისტემა მით კარგი კადრის სისწრაფე ექნება თამაშის ძრავს? ანუ გამოწურავს? (იმედია გასაგებად ვთქვი) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 29, 2014 Author Share Posted September 29, 2014 წინა გვერდზე დავამატე CPU-ების შედეგებიც და გადახედე. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანია engine-სა და დრაივერების ოპტიმიზაცია, თორე თუ ძრავი ნაგავია 780-თაც არ გექნება კაი შედეგი. სხვა კი რაც უფრო სწრაფია და კაი soft აქვს CPU და GPU ძირითადი კომპონენტები მაინც ესენია მით ნაკლები გექნება frame time. ეგერ ჩანს AMD-ს პროციკებს რაც შეუძლიათ ძრავებს რაც შეეხება დავძებნი ინფოს და გეტვი. ისე კი იმათ კი უწერს ვინც ქმნის და ეხლა რო ამბობდნენ mantle და DIrectx 12 CPU overhead-ს შეამცირებსო, იქ frame time-ზეც იყო ლაპარაკი და შედარებულ ვიდეოში mantle-ზე ნაკლები ms ქონდა. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted September 29, 2014 Share Posted September 29, 2014 AMD საშინელებაა... დავიჯერო უკეთესი პროცესორის დამზადება არ შეუძლიათ? ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას ინტელს და ეს ნათლად ჩანს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.