Jump to content

კონსოლების ემულატორები Android-ზე


gio_kiborg

Recommended Posts

ანდროიდ დევაისების სიმძლავრეები კარგა ხანია უკვე საკმარისზე მეტიცაა ბევრი შედარებით ძველი კონსოლის ემულაციისთვის,
ემულატორების საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლასიკური კონსოლების თამაშები თქვენს ანდროიდ ტაბლეტზე, სმარტფონზე თუ ტელევიზორზე.
 
ამ თემაში განვიხილავ სამი ყველაზე პოპულარული სისტემის ემულატორს, ასევე მოგაწვდით თამაშების (ROM-ების) გადმოსაწერ ბმულებს.
 
PSP ემულატორი
e9fa2ed0184c.jpg
Sony-ს პოპულარული პორტატული კონსოლის PSP-ს ემულატორის საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ ისეთი ექსკლუზივები, როგორიცაა Metal Gear Solid და God of War (PSP ვერსიები რა თქმა უნდა) ასევე ათასობით სხვა თამაში.

Android-ისთვის საუკეთესო ემულატორია PPSSPP-PSP Emulator
8a94e7846b77.png6e8e9463bb3d.png
 
თავსებადია ძალიან ბევრ თამაშთან და აქვს კონტროლერის მხარდაჭერაც, შესაძლოა დააკონფიგურიროთ არა მარტო Sony-ს არამედ სხვა მწარმოებლის კონტროლერებიც.
აქვს ბევრი ოპცია ემულატორის მოსარგებად, სუსტ აპარატებზე შესაძლოა ოპციების დაკლება სისწრაფისთვის, ხოლო ძლიერებზე მომატება გრაფიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად
გამოვცადე Assassin's Creed: Bloodlines ზე და ჩემს Galaxy Note-ზე 30–მდე FPS მომცა.
არის iOS, Windows, Mac, Linux, Symbian, Blackberry, MeGoo, Maemo სისტემებისთვის (WP გამორჩათ როგორც ჩანს) ჭორებია, რომ PS2-ის ემულატორი ანდროიდისთვის დამუშავების პროცესშია და შესაძლოა მომავალში ვიხილოთ მუშა ვერსიაც
 
ROM-ები (ISO ან CSO ფაილები) ამ ემულატორისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ სხვადასხვა Torrent საიტებიდან, (მე მაგალითად ბევრი ვნახე kinozal.tv-ზე) ან შემდეგი საიტებიდან:
Emuparadise.me PSP ISO
CoolROMs PSP
 
 
Super Nintendo Entertainment System SNES ემულატორი
697f2dda02a3.jpg
ჩვენში უფრო ცნობილია (თუ იყო :) ) როგორც "დენდი" ან "სიუბორი"
e3fa70ee0399.jpg
 
ერთ–ერთი საუკეთესო ემულატორია Snes9x EX+
38d20c67e8a7.png6e8e9463bb3d.png
ამ ემულატორით შეგიძლიათ ითამაშოთ ისეთი კლასიკები, როგორებიცაა Super Mario Bros, Contra, Prince Of Persia, Aladin  და ა.შ.
ROM-ები შეგიძლიათ გადმოიწეროთ
EmuParadise SNES
CoolROMs SNES
 
Nintendo DS ემულატორი
dc016c63bfc2.png
საუკეთესო ემულატორი ამ შემთხვევაში DraStic DS Emulator ფასიანია Google Play-ზე

72c45679059b.png6e8e9463bb3d.png

თუმცა ჩვენთვის Copyright ჯერ არც ისე აქტუალურია, ამიტომ შეგვიძლია "გატეხილი" ვერსიების დაყენება: DraSticDS Emulator v2.1.6.2.a (არქივშია გატეხილი ვერსია-cracked, ასევე ვერსია გატეხილი მარკეტისთვის).

ამ ემულატორით შეძლებთ ითამაშოთ Android-ზე Pokemon, Zelda, Final Fantasy, Mario, Sonic, Metroid და სხვა კლასიკები.

ანალოგიურად, ROM-ების დიდ რაოდენობას ნახავთ საიტებზე

Emuparadise NDS

CoolROMs NDS

 

კიდევ ერთი, თამაში განსაკუთრებით მოსახერხებელია კონტროლერით, შეგიძლიათ გამოიყენოთ PlayStation 3 Dualshock 3 Wireless კონტროლერი, თუმცა დაგჭირდებათ USB OTG ადაპტერი და კონტროლერის კაბელი, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ GameKlip Universal Mount for Cellphones, რომელსაც კონტროლერზე ტელეფონის სამაგრის გარდა მოყვება ორივე კაბელი (არ მოყვება თვითონ კონტროლერი!)

38322d60d76b.jpg

ან კიდევ გამოიყენოთ ბლუთუს კონტროლერი Nyko Playpad Pro for Android/Bluetooth

00cf63b518aa.jpg

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

gio_kiborg, ოოოო ჯიგარი ხარ ეს თემა რო გახსენი სულ მინდოდა მეკითხა ვინმე თუ იყენებდა,მე ამჟამად ესენი მაქვს პპსსპპ-ზე: pop warrior within,star wars republic..., flatout,tekken 6


ეს განხილვის და დახმარების თემაც იყოს?

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგია

მადლობა თემისთვის(Y)

წავიდა დროიდპედიაში

ჩავამატე უკვე

 

gio_kiborg, ოოოო ჯიგარი ხარ ეს თემა რო გახსენი სულ მინდოდა მეკითხა ვინმე თუ იყენებდა,მე ამჟამად ესენი მაქვს პპსსპპ-ზე: pop warrior within,star wars republic..., flatout,tekken 6

ეს განხილვის და დახმარების თემაც იყოს?

კი, რა თქმა უნდა განხილვაც და დახმარებაც შევა, + სხვა კონსოლების ემულატორებიც დადეთ თუ გინდათ და პირველ პოსტში ჩავამატებ შესაბამისი პოსტის ლინკს

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
PPSSPP
July 22, 2014: 0.9.9 is here!
ისეთი არაფერი აფდეითია ბევრი პატარ-პატარა ფიქსებით
July 23, 2014: 0.9.9.1 update coming soon
ეს რაღაც დაქრაშვებს ფიქსავს
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ისე არანაირი შანსი არააა არარსებობს რამე ემულატორი რო მაგალითად აიფონის ან ვინდოუს ფონის თამაშები/პროგრამები გაეშვას ანდროიდზე ? 

Link to comment
Share on other sites

ისე არანაირი შანსი არააა არარსებობს რამე ემულატორი რო მაგალითად აიფონის ან ვინდოუს ფონის თამაშები/პროგრამები გაეშვას ანდროიდზე ? 

გუგლმა არაო

Link to comment
Share on other sites

https://play.google.com/store/apps/details?id=com.reicast.emulator&hl=en

 

ეს სეგა დრიმქასთის ემულატორია, ბევრი მაგარი თამაშის თამაში შეგიძლიათ ამით.

Link to comment
Share on other sites

https://play.google.com/store/apps/details?id=com.postram.winulator
ეს კაი პონტია ვინ 98-ის ემულატორია ფაქტიურად და ძველ იგრებს უშვებს,ადრე მქონდა ოღონდ ეს არა DosBox მქონდა და ბევრი ჩალიჩი უნდოდა ,ვინულატორი გამზადებულია და პროსტა თამაში უნდა დაანახო

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

https://www.youtube.com/watch?v=_5WUw3o2ezo

ეს ტუტი გადავიღე რამდენიმე ხნის წინ
იმის მერე უფრო მეტ რამეში გავერკვიე და თუ რაიმე კითხვა გექნებათ მოუშვით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.