Grichika Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 რა მაინტერესებს ეხლა მაგალითად დისკრეტულ ვიდეოკარტასა და არადისკრეტულს შორის რა სხვაობა არის როცა სლოტში ზიან აი მაგალითად რითი უნდა მივხვდე რომ ინტეგრირებული არის გარდა იმისა რომ ინთელით და ამდს თი სხვა რითი ანუ ინტეგრირებული ტყულად ხო არ ქვია რისთვის ქვია? დისკრეტულთან შედარებით როგორ ზის სლოტში რა განსხვავება არის მათ შორის ? Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 Grichika, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ რითი უნდა მივხვდე რომ ინტეგრირებული არის დისკრეტულს რომ ვერ შენიშნავ და კაბელიც დედადაფაზე იქნება მიერთებული ინტეგრირებული ტყულად ხო არ ქვია რისთვის ქვია? ინტეგრირებულია და იმიტო შიგნით, ზედ ან ქვეშიდან დისკრეტულთან შედარებით როგორ ზის სლოტში დედადაფაზე ან პროცესორშია მოთავსებული და შესაბამისაც არც სლოტში იჯდება და ვერც მოხსნი Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 რა მაინტერესებს ეხლა მაგალითად დისკრეტულ ვიდეოკარტასა და არადისკრეტულს შორის რა სხვაობა არის როცა სლოტში ზიან აი მაგალითად რითი უნდა მივხვდე რომ ინტეგრირებული არის გარდა იმისა რომ ინთელით და ამდს თი სხვა რითი ანუ ინტეგრირებული ტყულად ხო არ ქვია რისთვის ქვია? დისკრეტულთან შედარებით როგორ ზის სლოტში რა განსხვავება არის მათ შორის ? ინტეგრირებულის სლოტში არ ზის შიგ პროცესორშია და ბევრად სუსტია ვიდრე high end დიკრეტული ვიდეო. ეხლა უკვე მაინც გაძლიერდა და top ინტეგრირებულები GTS 450-ს უტოლდებიან აი ესაა დიკრეტული და დედადაფის სიგრძისაა ძნელია არშეჩნევა. სლოტში ზის. ეს კი haswell-ს CPU შიგნით ეს 1 რო წერია არის ვოლტაჟის რეგულატორი. 2 და 3-დან ერთ-ერთი მხარე არის ინტეგრირებული ვიდეო და მეორე არის ბირთვები და მემორი კონტროლერი და ამბები. Link to comment Share on other sites More sharing options...
Beka_Tchighladze Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 Grichika, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ წინა თემა რო გახსნა ზუსტად იგივე მგონი 2 გვერდი დაეთმო ინტეგრირებულებს და მაინც ვერ გაიგო რა არის Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 barna, კარგია რომ ინტერესი აქვს და არც კითხვა ეთაკილება ჩვენც დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted May 16, 2014 Author Share Posted May 16, 2014 ვა ესე რატო მეგონა სლოტში იჯდა ეგ კაია გავიგე შეგიძლიათ მაჩვენოთ მაზერზე როგორ ზის მაზერიანად რა და პროცესორში როგორ უნდა იჯდეს პროცესორთან ერთად რომ იყოს ჩაშნებული კი მაგრამ ეგ პროცესორში? მაზერზე თუ არის ინტეგრირებული შნური მაგას როგორ უერთდება ვგა რომ მონიტორზე გავიდეს? და მაგალითად კომპიუტერს რომელსაც ინტეგრირებული აქ და მომინდა ენვიდიას ვიდეო კარტა ის ინტეგრირებული ხო უნდა ამოვაცალო ჯერ და მერე ის კარტა დავაყენო ეგ როგორ იქნება ეხლა? თუ არ შემეძლება საერთოდ? Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 ვა ესე რატო მეგონა სლოტში იჯდა ეგ კაია გავიგე შეგიძლიათ მაჩვენოთ მაზერზე როგორ ზის მაზერიანად რა და პროცესორში როგორ უნდა იჯდეს პროცესორთან ერთად რომ იყოს ჩაშნებული კი მაგრამ ეგ პროცესორში? მაზერზე თუ არის ინტეგრირებული შნური მაგას როგორ უერთდება ვგა რომ მონიტორზე გავიდეს? და მაგალითად კომპიუტერს რომელსაც ინტეგრირებული აქ და მომინდა ენვიდიას ვიდეო კარტა ის ინტეგრირებული ხო უნდა ამოვაცალო ჯერ და მერე ის კარტა დავაყენო ეგ როგორ იქნება ეხლა? თუ არ შემეძლება საერთოდ? დაგვცინი თუ რა არი? ცოტა ლოგიკასაც მიმართე რა. ზემოთ დაგიდე სურათი როგორ გამოიყურება ინტეგრირებული ვიდეო და ზის ზედვე იგივე ჩიპზე რაზეც პროცესორი. აი როგორ უნდა ამოიღო ეს ინტეგრირებული? ეს კი haswell-ს CPU შიგნით ეს 1 რო წერია არის ვოლტაჟის რეგულატორი. 2 და 3-დან ერთ-ერთი მხარე არის ინტეგრირებული ვიდეო და მეორე არის ბირთვები და მემორი კონტროლერი და ამბები. Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 რა არი ეგეთი გაუგებარი ვერ ვხვდები Link to comment Share on other sites More sharing options...
Beka_Tchighladze Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 არა ვერ ამოაცლი დისკრეტულს უნდა ჩასვა ცალკე თავის pcie სლოტში მერე რომელზედაც გინდა იმაზე ამუშავებ ისე რო ინტეგრირებულს ამოვაცლიო ვერ ამოაცლი ხო კიდე პროცესორი აი ისაა პროცესორის ჩიპი შუაში და დანარჩენი ზედა და ქვედა ნაწილები იმისთვის აქვს რო როგორღაც სოკეტში ჩავსვათ ანა ისე ხო არ დავადებთ მარტო ჩიპს ზედ და მიდი აბა გახსენი შენი პროცესორი და ამოაცალე მანდ დადუღებული ვიდეო კარტა (მართლა არ გახსნა ოღონდ) და როცა მაზერზეა ინტეგრირებული კი დაგილინკეს როგორც გამოიყურება და მაგის ამოცლას იდიოტი თუ დააპირებს მანდედან Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted May 16, 2014 Author Share Posted May 16, 2014 კაი1 კითხვაღა დამრჩა ყველანაირ შემთხვევაში ინტეგრირებული სლოტში არ ზის ხო? Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 რა მაინტერესებს ეხლა მაგალითად დისკრეტულ ვიდეოკარტასა და არადისკრეტულს შორის რა სხვაობა არის როცა სლოტში ზიან აი მაგალითად რითი უნდა მივხვდე რომ ინტეგრირებული არის გარდა იმისა რომ ინთელით და ამდს თი სხვა რითი ანუ ინტეგრირებული ტყულად ხო არ ქვია რისთვის ქვია? დისკრეტულთან შედარებით როგორ ზის სლოტში რა განსხვავება არის მათ შორის ? ყურადღებით წაიკითხე რას გპასუხობენ და ნუ იმოერებ შეკითხვებს ინტეგრირებული ვიდეოკარტა არის პროცესორშივე (პროცესორი იმედია იცი სად არის მოთავსებული დედა დაფაზე) ან კიდევ ზოგ შემთხვევაში ჩიპსეტში-ჩიპების ნაკრები რომლებიც დაპაიანებულია დედა დაფაზე რადგან პიორდაპირ დედა დაფაზეა დაპაიანებული პირდაირ დედა-დაფაზევე გადის კონტაქტები (თანამედროვე დედა დაფები მრავალშრიანებია და ყველა კონტაქტი თუ წრედი თვალით შეიძლება ვერ შეამჩნიო) და შესაერთებელი აქვს დაპაიანებული პირდაპირ დედა დაფაზევე, ისევე როგორც მაგალითად USB პორტის შესაერთებლები, აუდიო ჯეკები, ქსელის ჯეკი და PS2 მაუსი.კლავიატურა შესაერთებელი როგორც წესი ინტეგრირებული ვიდეოადაპტერის შესაერთებელი განლაგებულია ვერტიკალურად დედა დაფაზე სხვა შესაერთებლებთან ერთად ინტეგრირებულ ვიდეო ადაპტერს ვერ მოხსნი, (მასინ უნდა მოხსნა პროცესორი-ამ შემთხვევაში კომპს ვერ გამოიყენებ საერთოდ, ხოლო თუ ჩიპსეტშია ინტეგრირებული პაიალნიკით თუ ააძრობ-ვერც ამ შემთხვევაში ჩართავ კომპს) დისკრეტული ანუ არა ინტეგრირებული ვიდეო კარტა მაგრდება დედა დაფაზე შესაბამის სლოტში, ახლა გამოიყენება PCI-ს სხვადასხვა ვერსიები, ადრე კი გამოიყენებოდა სპეციალური სლოტი ვიდეო ბარათებისთვის-AGP დეტალურად: ესაა "შეშველი" დედა პლატა G-ეს არის პროცესორის სოკეტი (ანუ ბუდე) მასში თავსთება პროცესორი-CPU, ხშირად პროცესორს მთლიან კეისს ვუძახით, სინამდვილეში კი აი ასეთია: D- და K ეს არის ჩიპსეტი-ანუ ჩიპების ნაკრები, რომელიც შუამავალია პროცესორს, მეხსიერებასა და პერიფერიულ მოწყობილობებს შორის როგორც გითხარი ინტეგრირებული ვიდეო ადაპტერი ახლა განთავსებულია თვითონ პროცესორში, ადრე კი იყო ჩიპსეტში აი მისი შესაერთებლებიც დედა დაფაზე B-არის PCI სლოტი სადაც თავსდება თანამედროვე არა-ინტეგრირებული ვიდეო ბარათი უფრო დაწვრილებით ამ სურათზე ჩანს: პროცესორს თავზე ადევს ქულერი: ქულერი არის რადიატორისა და ვენტილატორის ერთობლიობა სურათზეა სტანდარტული Intel-ის ე.წ Box ქულერი (რომელიც მოყვება პროცესორს) არსებობს წყლის, თხევადი მეტალის და თხევადი გაზის(კრიოგენული) ქულერები კიდევ ერთი სურათი : დედადაფა მასზე დაერთებული არა ინტეგრირებული ვიდეოდაფით იმედია ახლა შედარებით გასაგებია რა არის და რა განსხვავებაა ინტეგრირებულ და დისკრეტულ ვიდეო დაფებს სორის წარმადობაზეც გითხრეს, რომ დისკრეტულის როგორც წესი მეტია ვიდრე ინტეგრირებულის P.S: სამომავლოდ ყოველ წვრილმანზე თემის გახსნას, ჯობს გამოიყენო ფორუმზე ძებნის ფუნქცია, ასევე გადახედო საინფორმაციო-შემეცნებით თემებს, მაგალითად ასევე თემებს მიკიპედიაზე ასევე გამოიყენო საძიებო სისტემები მაგალითად google.com, bing.com, ასევე ონლინ ენციკლობედია wikipedia.com თუკი უცხო ენები გიჭირს დაიხმარე translate.google.com, translate.ge ეს შენთვისაც კარგი იქნება, კიდევ ბევრს გაიგებ რაც არ იცი და იმ წუთში არ გაინტერესებდა Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted May 16, 2014 Author Share Posted May 16, 2014 gio_kiborg, ესე უფრო გასაგებია მომეწონა. 1 კითხვაღა მაქ სადაც დავინახავ რომ ვიდეოკარტა ზის სლოტში ვსიო ეგ არის დისკრეტული ხო? ეხლა რატო ვწერ ესეთ კითხვებს იმიტომ რომ დეტალურად მაინტერესებს და არ მინდა ეს ყველაფერი რაც აქ წერია დავიზეპირო უბრალოდ მინდა გავიაზრო ეგრე უფრო გავიგებ და მაგიტომ მიჩნდება ეგეთი კითხვები . ისეტი ვიდეოკარტებიც ხო არის მწარმოებელი ენვიდია რომ არ არის და სლოტში ზის მაგას რაღა ქვია ჩვეულებრივი? Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 16, 2014 Share Posted May 16, 2014 გაიაზრე მერე ნუ იმეორებ და სხვაგანაც წაიკითხე სადაც უფრო დაწერილია თუ სლოტში ზის ე.ი არაა ინტეგრირებული ვსიო არაა გამონაკლისი მეტი დღეს დღეობით არა ინტეგრირებული კარტების ორი მწარმოებელია: Nvidia და AMD/ATI არიან სხვადასხვა ფირმები, რომლებიც ამ ორი მწარმოებლის გამოშვებულ კარტებს ანავაროტკებენ და თავიან თახელსაც უმატებენ, მაგალითად MSI, Gigzbite, ASUS (ესენი უშვებენ ორიე ფირმის ვიდეოების დანავაროტკებულ ვერსიებს EVGA მუშაობს მხოლოდ Nvidia-ს კარტებზე ინტეგრირებულებში ახლა წამყვანია Intel. თუმცა არის Nvidia და ATI-ს ინტეგრირებული ვიდეოებიც როგორც გითხარი ინტეგრირებული ზედ დედადაფაზევე ან პროცესორშივეა! (კიდევ ვიმეორებ არა ცალკე გამოყოფილ PCI ან VGA სლოტში!) Intel-ის პროცესორში მაგალითად ინტეგრირებულია Intel-ისვე ვიდეო ადაპტერი, ბოლო თაობაა HD4000 სერია, როგორც გითხრეს წარმადობა არა ინტეგრირებულ ტოპ კლასის ვიდეოებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაგალითად GTX 210/220-ს კი სჯობია Intel მხოლოდ ინტეგრირებულ ვიდეო ადაპტერებს უშვებს AMD-საც აქვს თავის პროცესორებში ინტეგრირებული თავისივე (ყოფილი ATI) ვიდეოარტები, თუმცა უფრო ცნობილი რა თქმა უნდა არა ინტეგრირებული ვიდეო დაფების სერიითაა Nvidia-ს ვიდეო ადაპტერები ადრე ჩიპსეტებში იყო ინტეგრირებული (ერქვა Nforce ჩიპსეტი) შემდეგ Nvidia და Intel ვერ შეეწყვენ, ასევე AMD-მ ATI იყიდა და Nvidia დარჩა დისკრეტული (არა-ინტეგრირებული) ვიდეობარათების ამარა თუმცა Nvidia-ს აქვს საკმაოდ წარმატებული პროექტი Tegra-ეს არის პროცესორის და ვიდეოკარტის ერთობლიობა, მხოლოდ მობილური სეგმენტისთვის (სმარტფონები, პპლანშეტები ARM არქიტექტურაზრე) P.S:ახლა დავაკვირდი, ამ თემის ადგილი Windows-ის დახმარების განყოფილებაში არაა გადამაქვს ჰარდის დახმარების განყოფილებაში P.S.S: წაიკითხე ის თემები რომლებიც ზედა პოსტში დაგიწერე! გამოიყენე ფორუმზე ძებნა თუკი ისეთ თემას გახსნი რომელზეც უკვე არის აქ, ან ძალიან მარტივია გუგლში მისი ნახვა შეგიზღუდავ პოსტინგს რაღაც პერიოდით და იძულებული იქნები თემების გახსნის ნაცვლად წაიკითხო უკვე გახსნილები და თავად ეძებო პასუხები შედარებით მარტივ კითხვებზე! Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted May 16, 2014 Author Share Posted May 16, 2014 მადლობა... Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts