gio_kiborg Posted May 2, 2014 Share Posted May 2, 2014 MKV ვიდეო ფორმატი უნივერსალური კონტეინერია ვიდეო ფაილებისთვის, განსხვავებით სხვა კონტეინერებისგან (ფორმატებისგან) მას არ აქვს შეზღუდვა აუდიო/ვიდეო/სუბტიტრების ნაკადების რაოდენობაზე და კოდირებაზე, შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი კოდეკით დამუშავებული აუდიო და ვიდეო ფაილების ნაკადების ნებისმიერი რიცხვი მოვაქციოთ ამ ფორმატში, ასევე აქვს ბევრი დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, თავების (Chapter)-ების შექმნა ვიდეო ფაილში, Cover-ის დამატება ფაილზე (როგორც MP3 ფაილის Album Art, ისე შეიძლება ვიდეო ფაილზე DVD Cover-ის დამატება) ასვე არის ჯერ კიდევ განუხორციელებელი ფუნქციები- მაგალითად DVD მენიუს მსგავსი მენიუს გაკეთება ვიდეო ფაილებისთვის. ამ თვისებების გამო, MKV ფორმატი ერთ-ერთი ფავორიტია მათთვის ვისაც საყვარელი ფილმების კოლექციის შენახვა უნდა (განსაკუთრებით მაღალი რეზოლუციით) თუმცა ხშირად გადმოწერილი MKV ფაილი "მთლად ისეთი" არ არის როგორც გინდა იყოს: მაგალითად მოყვება გახმოვანების ბევრი სხვადასხვა ვაირიანტი (სხვადასხვა ტრეკი) რომლებიც არ გაინტერესებს, მაგრამ ფაილის მოცულობას ზრდიან, ან პირიქით- გინდა დაამატო სხვა ტრეკი, ან სუბტიტრი (გაითვალისწინეთ- ეს პროგრამა აუდიო/ვიდეო/სუბტიტრების სინქრონიზაციას ვერ გაგიკეთებთ) და ა,შ. MKVToolNix გაძლევთ საშუალებას MKV ფაილზე (და არა მარტო) ჩაატაროთ სხვადასხვა ოპერაციები ძალიან მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია აუდიო/ვიდეო კოდირების შეცვლის გარეშე მათ შორის: ვიდეო ფაილში აუდიო ტრეკების დამატება/ამოღება, რიგის და აღწერის შეცვლა სუბტიტრების დამატება/ამოღება, რიგის და აღწერის შეცვლა Cover-ის დამატება (Attachment-ებიდან) ვიდეო ფაილის სასურველი ზომის ნაჭრებად "დაჭრა" თავების (Chapter-ების) გაკეთება ვიდეო ფაილში სხვადასხვა Plug-in ების მხარდაჭერა, მათ შორის MKV Extract GUI მუშაობს თითქმის ყველა ფორმატის აუდიო/ვიდეო ფაილთან, მხოლოდ შექმნილი ფაილი არის ყოველთვის MKV ფორმატის. პროგრამა უფასოა, მულტიპლათფორმულია და არის როგორც 32 ისე 64 ბიტიანი ვერსია, აქვს ასევე Command Line Interface (უფრო სწორად დაწერილია როგორც მხოლოდ CLI-ს მქონე პროგრამა, GUI შექმნილია მერე) რომელიც მოსახერხებელია დიდი რაოდენობით ფაილებთან მუშაობისას. HomePage Download MKVToolNix for Windows MKVMerge GUI Documentation MKVMerge CLI Documentation 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted May 2, 2014 Share Posted May 2, 2014 მაგარი პროგრამებია. ადვილიცაა და მშვენივრად ართმევენ სამუშაოს თავს +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted May 2, 2014 Share Posted May 2, 2014 MKV ვიდეო ფორმატი უნივერსალური კონტეინერია ვიდეო ფაილებისთვის, განსხვავებით სხვა კონტეინერებისგან (ფორმატებისგან) მას არ აქვს შეზღუდვა აუდიო/ვიდეო/სუბტიტრების ნაკადების რაოდენობაზე და კოდირებაზე, შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი კოდეკით დამუშავებული აუდიო და ვიდეო ფაილების ნაკადების ნებისმიერი რიცხვი მოვაქციოთ ამ ფორმატში, ასევე აქვს ბევრი დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, თავების (Chapter)-ების შექმნა ვიდეო ფაილში, Cover-ის დამატება ფაილზე (როგორც MP3 ფაილის Album Art, ისე შეიძლება ვიდეო ფაილზე DVD Cover-ის დამატება) ასვე არის ჯერ კიდევ განუხორციელებელი ფუნქციები- მაგალითად DVD მენიუს მსგავსი მენიუს გაკეთება ვიდეო ფაილებისთვის. ამ თვისებების გამო, MKV ფორმატი ერთ-ერთი ფავორიტია მათთვის ვისაც საყვარელი ფილმების კოლექციის შენახვა უნდა (განსაკუთრებით მაღალი რეზოლუციით) თუმცა ხშირად გადმოწერილი MKV ფაილი "მთლად ისეთი" არ არის როგორც გინდა იყოს: მაგალითად მოყვება გახმოვანების ბევრი სხვადასხვა ვაირიანტი (სხვადასხვა ტრეკი) რომლებიც არ გაინტერესებს, მაგრამ ფაილის მოცულობას ზრდიან, ან პირიქით- გინდა დაამატო სხვა ტრეკი, ან სუბტიტრი (გაითვალისწინეთ- ეს პროგრამა აუდიო/ვიდეო/სუბტიტრების სინქრონიზაციას ვერ გაგიკეთებთ) და ა,შ. MKVToolNix გაძლევთ საშუალებას MKV ფაილზე (და არა მარტო) ჩაატაროთ სხვადასხვა ოპერაციები ძალიან მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია აუდიო/ვიდეო კოდირების შეცვლის გარეშე. ზუსტად მაგ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები და ამ პროგრამასაც კარგა ხანია ვიყენებ. ხანდახან ზედმეტი არასაჭირო გახმოვანება მოყვება ფილმებს, ხან სუბტიტრების ჩამატება მინდა ხოლმე და ამ საქმეებისთვის ძალიან კარგი რამეა ეს პროგრამა. mkv ფორმატი მართლა ძალიან მაგარი რამეა. სხვა ფორმატის ფილმებს არც ვინახავ კოლექციაში. მართალია, გადამევსო ჩემი მყარი დისკი და აღარ მყოფნის, მაგრამ თვის ბოლოს ვაპირებ 4tb მყარი დისკის დამატებას და თამამად გავაგრძელებ mkv ფილმების გადმოწერას ვისაც ჩემსავით ფილმების შენახვა უყვარს და ასევე გაფორმებებსაც ყურადღებას აქცევს, ამ პროგრამას ვურჩევდი: http://xbmc.org/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 2, 2014 Share Posted May 2, 2014 ამ თვისებების გამო, MKV ფორმატი ერთ-ერთი ფავორიტია მათთვის ვისაც საყვარელი ფილმების კოლექციის შენახვა უნდა (განსაკუთრებით მაღალი რეზოლუციით) BLUE-RAY disc? ანუ M2TS ეგ არის რაც ვიცი ფილმისთვის უმაღლესი ხარისხი ანუ რაშიც გამოვიდა დისკზე. ისე ფილმებს და თამაშებს მე არასოდეს ვინახავ მას შემდეგ რაც ვნახე ან დავხურე ისინი. ნანახ ფილმს კიდე კომპში შანსი არაა ვერ ვუყურებ ტელევიზორში კი ბატონო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 3, 2014 Share Posted May 3, 2014 მეც ვიყენებ ხოლმე ხშირათ, უბრალოთ ბდ რემუქსებზე ნამეტარი ბევრი დრო ჭირდება და ადგილიც ბევრი უნდა დაროჟკების დამატებას ან ამოღებას, BDRip-ის მართლა კარგი რამეა და სერიალებზე ხშირათ ვიყენებ ხოლმე ამ ბოლო დროს მაგ პროგრამას, ტაიმინგებს კი avidemux ვასწორებ ხოლმე ზუსტათ როცა არ ჯდება დაროჟკები და შესწორება ჭირდება რასინხრონი რომ არ ქონდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 3, 2014 Author Share Posted May 3, 2014 BLUE-RAY disc? ანუ M2TS ეგ არის რაც ვიცი ფილმისთვის უმაღლესი ხარისხი ანუ რაშიც გამოვიდა დისკზე. ისე ფილმებს და თამაშებს მე არასოდეს ვინახავ მას შემდეგ რაც ვნახე ან დავხურე ისინი. ნანახ ფილმს კიდე კომპში შანსი არაა ვერ ვუყურებ ტელევიზორში კი ბატონო. M2TS ფორმატში ძალიან კარგი ხარსხით ინახება BDRip-ები, თუმცა განსხვავებით MKV-სგან შეზღუდულია სხვადასხვა აუდიო/ვიდეო ტრეკების კოდეკების მხარდაჭერაში მეც ვიყენებ ხოლმე ხშირათ, უბრალოთ ბდ რემუქსებზე ნამეტარი ბევრი დრო ჭირდება და ადგილიც ბევრი უნდა დაროჟკების დამატებას ან ამოღებას, BDRip-ის მართლა კარგი რამეა და სერიალებზე ხშირათ ვიყენებ ხოლმე ამ ბოლო დროს მაგ პროგრამას, ტაიმინგებს კი avidemux ვასწორებ ხოლმე ზუსტათ როცა არ ჯდება დაროჟკები და შესწორება ჭირდება რასინხრონი რომ არ ქონდეს ვნახე ტაიმინგების გასწორებაც შეუძლია ცალკეულ ტრეკებზე, მაგრამ შედარებით რთული გასაკეთებელია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 4, 2014 Share Posted May 4, 2014 მანდ სრაზუ რამდენიმე მეთოდი არსებობს, საერთოდ პროფესიონალურ დონეზე რაღაცა სხვა პროგრამას იყენებენ მაგრამ შენთვის თუ გჭირდება საყურებლათ და არა დასარელიზებათ რომელიმე ტორენტ ტრეკერზე მაშინ შეიძლება აქ ჩაუწერო დაყოვნება: Uploaded at ImageFra.me ხანდახან - დაყოვნება აქვს ხოლმე საერთოდ გააჩნია სიტუაციას, strech by რომ აწერია მანდ უკვე 23/25ფსპ სხვაობა უნდა შეასწორო, სხვაობას ვიდეო პატოკის დაწყებაში რაზდაჩებს შორის avidemux ვამოწმებ ხოლმე, თუმცა თუ ერთი ისტოჩნიკია და ბდრიპიდან მეორე ბდრიპზე ამატებ დაროჟკას ხშირათ არ ჭირდება არანაირი გასწორება, უნდა დააკვირდე ხოლმე რომ დაამატებ, თავიდან ცოტა სხვა მეთოდს ვიყენებდი და ეგ ისეთი სწორი არ იყო, ავიდემუქსით ფაქტიურათ როვნათ ჯდება მინიმალური რასინხრონის გარეშე, გააჩნია რამდენ ფაილზე გჭირდება კორექცია, თუ სერიალია ბლომათ ეპიზოდებით ხანდახან ცოტა ბევრ დროს ანდომებს ხოლმე მაგ მეთოდით, თან ცოტა დამუღამება ჭირდება და უნდა სწორათ დაადგინო - უნდა დაუწერო თუ არა წინ, ლაპარაკი ასეულ მილიწამებზეა მაქსიმუმ მაგრამ მაინც, როცა ვიდეოპატოკები არ ემთქვევა რეკლამების გამო ან სხვადასხვა ვერსიებია მაგ შემთხვევაში ძალზე რთულია უკვე დაროჟკების კორექცია და ბლომათ დრო და ჩალიჩი ჭირდება კარგათაც რომ ერკვეოდე მაგ საკითხში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.