Jump to content

ღირს თუ არა დამატებითი ვიდეო ბარათი PhysX ისთვის...


Recommended Posts

მოგესალმებით,

ფორუმზე ხშირად ისმის კითხვები ამასთან დაკვაშირებით, ღირს თუ არა დამატებითი კარტის ჩაყენება ფიზიკისთვის და რა სიმძლავრის. ზოგი ამბობს რომ სუსტი კარტაც საკმარისია, ხოლო ზოგი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამისათვის დღეს მე და ჩემმა მეგობარმა გადვაწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ტესტი და ბოლოს და ბოლოს დაგვედგინა სიმართლე. მაშ ასე, გთავაზობთ ფიზიკის ბენჩმარკებს. სულ გამოყენებული იქნა 2 ბენჩმარკი. პირველი - Fluidmark, რომელიც ტესტავს მხოლოდ ფიზიკას, ხოლო მეორე თამაში - Batman Arkham Origins. ეს ყველაფერი გაიტესტა შემდეგ მონაცემებზე:

  • მთავარი კარტა - GTX 770, ფიზიკის გამომთვლელი - GTX 770
  • მთავარი კარტა - GTX 770, ფიზიკის გამომთვლელი - GTX 560
  • მთავარი კარტა - GTX 770, ფიზიკის გამომთვლელი - GT 440

მაშ ასე გთავაზობთ ბენჩმარკებს:

GTX 770

eRMN47B.png

 

GTX 560

kizeY6S.png

 

GT 440

BfmvJe4.png

 

როგორც ხედავთ GTX 560-ის ჩადგმამ გამოიწვია ფპს-ის ბუსტი 23-ით, როცა GT 440-მა პირიქით ჩამოიყვანა ფპს ძირს 32მდე. რა თქმა უნდა ეს არის მხოლოდ ფიზიკის ბენჩმარკი და ალბათ ყველას აინტერესებს თუ როგორი სურათი იქნება რეალურად თამაშის დროს სადაც გამოყენებულია ფიზიკის გარდა ათასგვარი სხვა ეფექტი. ამიტომ ვნახოთ ბეტმენის ბენჩმარკის შედეგები ქვემოთ.

 

GTX 770

RuXzefr.png

 

GTX 560

LzSeKlU.png

 

GT 440

ProRNqS.png

 

როგორც ვხედავთ აქაც იგივე სიტუაციაა: 560-მა აშკარად გაუადვილა საქმე 770-ს და აჩვენა უფრო მაღალი ფპს, როცა GT 440-მა პირიქით დაალიმიტა 770 და ჩამოუგდო ფპს.

 

პ.ს. ჩვენ ასევე გავატარეთ ბენჩმარკი კიდევ 1 თამაშში: Metro 2033. მეტროში რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს შედეგები იყო ზუსტად ერთნაირი, ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ 770-საც კი უჭირს ეს თამაში ხოლო ფიზიკის მაღალი თუ დაბალი დამუშავება ვერ ცვლის რეალურად ვერაფერს.

 

პ.ს. ასე რომ როგორც აღმოჩნდა ფიზიკისთვის საშუალო სიძლიერის კარტა საკმაოდ ეხმარება თამაშებში ჰაი ენდ კარტას, როცა სუსტი პირიქით ხელს უშლის. იმედია ეს ტესტი ბევრს გამოადგება სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს მიუდგას თუ არა მეორე კარტა ფიზიკისთვის და რა სიმძლავრის.

Link to comment
Share on other sites

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Vepar,  კარგი ტესტია, ნამდვილად ბევრს წაადგება  :thumbsup:

უშუალოდ რამოდენიმე თამაშში რომ გაგეტარებინა უფრო მაგარი ქნებოდა თუმცა სურათი აქედანაც მშვენივრად იხატება :)

Link to comment
Share on other sites

ისე 770ზე რო გიწერიათ ფიზიკის გამოთვლელი 770-იო ხალხს ეგონებათ მეორე 770 მიუდგეთ ცოტა სხვანარიად ჩასწერეთ

რაც შეეხება ბენჩებს,ერთი 750იც რო გაიჩითოს კარგი ბუძეტ მაგასაც გატესტავდა კაცი ანუ მითები რო 9800იც საკმარისი იყო ნეპრავილნო იმიტო რო დიდად არ ჩამორჩება ეს კარტა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აი მაგალითად მე რო მივუდგა ჩემ კარტას რაიმე სუსტი კარტა მაგალითად GT 440 პერფომანს გააუარესებს? O_O

Link to comment
Share on other sites

აი მაგალითად მე რო მივუდგა ჩემ კარტას რაიმე სუსტი კარტა მაგალითად GT 440 პერფომანს გააუარესებს? O_O

არა. მე მქონდა მიდგმული ჩემ კარტასთან GT 630 და კაკრას metro last light-ში 10 FPS სხვაობა მომცა მაქსიმუმ. თამაშიც მასე დავხურე და მეე გავყიდე ეგ 630. 

შენი კარტა ჩემსაზე სუსტია ისევე როგორც 440 ოდნავ სუსტია 630-ზე ამიტომ არ დაალიმიტებს. 770-ს რათქმაუნდა დაალიმიტებს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე ღირს ყიდვვა ფიზიკისთვის? ფიზიკა ხო ცოტა თამაშს აქვს?

Link to comment
Share on other sites

ისე ღირს ყიდვვა ფიზიკისთვის? ფიზიკა ხო ცოტა თამაშს აქვს?

თუ თამაშობ მასეთ იგრებს რატომაც არა. მე მაგიტო ვიყიდე ის 630, თან ეგ ისეთი კარტებია რა ფასადაც იყიდი იგივე ფასად გაყიდი 1-2 თვეში და არ კარგავ არაფერს. (ახალი არ უნდა იყიდო რათქმაუნდა. ფორუმზე დაძებნე იმ მომენტში იყო მე რო მინდოდა) სანამ გაქ კი ტკბები ფიზიკითაც და მაღალი FPS-თაც. თან ჩვენი კარტები არაა ძლიერები ისე რო ფიზიკა და ყველაფერს მიხედონ ამიტომ ფიზიკა რომ აკლდებათ კაი ბუსტს აძლევს წარმადობაში.

Link to comment
Share on other sites

ეს 

PhysX.

 რა არის? ვიდეოკარტვების რაღაც რომ არი ვიცი მარა ძირიტადად რა არი არ ვიიცი?

Link to comment
Share on other sites

აქ შეგიძლია ნახო დეტალურათ თუ რა გრაფიკული ფიშკაა და რომელ თამაშებს აქვთ მაგის საპორტი ნვიდიას კარტებზე http://www.geforce.com/hardware/technology/physx

Link to comment
Share on other sites

რა მაინტერესებს ამდ ვიდეო კარტას რომ ნვიდიას ვიდეო კარტა მივუდგა იმუსჰავებს ტან მაინტერესებს როგორ მივუდგა. ვიდეო ან რაიმე მომეცით.



თან ფიზიკისათვის gtx 750 გამოდგება ხო? 



ივარგებს?
Link to comment
Share on other sites

George,

თვითონ რა არის თორე ინგლისური რომ ვიცოდე ხო დავსერჩავდი... 

physx არის ფიზიკა. ანუ თამაშში შემოაქვს სხეულებს ისეთი მოძრაობა ან ზემოქმედება თამაშში გარემოზე რაც ფიზიკის კანონებს ემორჩილება :) 

ისეთი რამეები როგორებიცაა ფარდები, რაიმეს დამტვრევისას ან აფეთქებისას გამოყრილი ნაწილაკები, იარაღის რაღაცა ეფექტები და სხვადასხვა სხეულები არ ჩანს AMD-ზე იმიტომ რომ ფიზიკა არ აქვს და nvidia-ზე ჩანს ფიზიკას თუ ჩართავ. 

რა ავხსენი :D

 

მოკლედ აგერ ნახე ფიზიკიანი და უფიზიკო ვიდეოები და ნახავ სხვაობა რამხელაა. დააკვირდი განსხვავებას ზოგი რაღაცა ქრება როცა physx off-ია :)

რა მაინტერესებს ამდ ვიდეო კარტას რომ ნვიდიას ვიდეო კარტა მივუდგა იმუსჰავებს ტან მაინტერესებს როგორ მივუდგა. ვიდეო ან რაიმე მომეცით.

თან ფიზიკისათვის gtx 750 გამოდგება ხო? 

750 კი გამოდგება მარა მაშინ მოგიწევს ძალიან ძველ დრაივერების გამოყენება, იმიტომ რომ ახალ დრაივერებში ამოიღეს AMD-ს კარტების მხარდაჭერა, ანუ სისტემაში თუ AMD + NVIDIA-ს კარტა გაქ და გინდა NVIDIA ფიზიკაზე გაუშვა დრაივერი არ გაძლევს უფლებას. 

Link to comment
Share on other sites

GAO555,  თუ ფიზიკის მქონე თამაშებს თამაშობ მაგის გაკეთებას ჯობია მიაყიდო ეგ 7870 და 750-ს საყიდელი ფული ზემოდან დაამატო და ისე იყიდო რამე ძლიერი კარტა ენვიდიაზე :)

Link to comment
Share on other sites

პრინციპში ლოგიკური იყო რომ სუსტი კარტა პირიქით დააგდებდა კადდრებს

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი თემაა. ყოჩაღ.

ანუ, რა გამოდის? ფიზიკისთვის განკუთვნილი კარტა მთავარი კარტის დაახლოებით 50%-იანი წარმადობის უნდა იყოს, რომ დადებითი ეფექტი მიიღო? მაგალითად ჩემს შემთხვევაში, 660-ზე რომ ეფექტი მომცეს, 250/450 დაახლოებით ეს კარტები იქნება საჭირო?

Link to comment
Share on other sites

სულ რამდენიმე თამასში დებენ მაგ ფიზიკას წელიწადში და დატვიკვით რამე gtx760 2GB უპრობლემოთ ეყოფა ერთი 20ფ-ის დაკლებით ალბათ, მეორე კარტის დათრევა უფრო იმათ უღის ვინც ვერ თამაშობს 50-60ფპს-ზე ნაკლებზე

Link to comment
Share on other sites

სულ რამდენიმე თამასში დებენ მაგ ფიზიკას წელიწადში და დატვიკვით რამე gtx760 2GB უპრობლემოთ ეყოფა ერთი 20ფ-ის დაკლებით ალბათ, მეორე კარტის დათრევა უფრო იმათ უღის ვინც ვერ თამაშობს 50-60ფპს-ზე ნაკლებზე

მეორე კარტის ყიდვა არც გადამიწყვეტია, უბრალოდ ეს თემა რომ ვნახე დავინტერესდი და მაგიტომ ვიკითხე, რა კარტა იქნება საჭირო 660-თან.

Link to comment
Share on other sites

450 ყელში ამოუვა კახა. 640ი ასევე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

კაკრას ამას ვეძებდი კარგად რომ გამერკვია. 660 მაქვს და 560 მიდგმას ვაპირებ ფიზიკისთვის ასე რომ ვაყენებ :) მადლობა ავტორს

Link to comment
Share on other sites

კაკრას ამას ვეძებდი კარგად რომ გამერკვია. 660 მაქვს და 560 მიდგმას ვაპირებ ფიზიკისთვის ასე რომ ვაყენებ :) მადლობა ავტორს

 

არ ქნა 

Link to comment
Share on other sites

ესე იგი დავიიტოვოო 460 ბიჭებო, 970 რომ ჩამომივა? თუ მაგხელა სხვაობაა ფიზიკიან იგრებში, იასნია დავიტოვებ, თან ძაან სუფთა და მოვლილი ბარათია, ახალივითაა:)

Link to comment
Share on other sites

970ს 460ი პირიქით წარმადობას მოუკელბს. 

Link to comment
Share on other sites

აჰა, მაშინ რა ჯანდაბად მინდა :d

Link to comment
Share on other sites

აჰა, მაშინ რა ჯანდაბად მინდა :D

შენ ხარ რა კარტა გაქვს, ხან რა... ბარიგა ხარ ვიდეო კარტების :D :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.