Popular Post მათე Posted March 19, 2014 Popular Post Share Posted March 19, 2014 მოგესალმებით კიდევ ერთი საინტერესო news-თ. ერთ-ერთ საიტზე სადაც ხდება სხვადასხვა იდეების დაფინანსება http://www.indiegogo.com/ ერთ-ერთი იდეა იყო 3D 360 გრადუსიანი კამერის შექმნა და ის წარმატებით განხორციელდა. სწორედ ამ უნიკალურ აპარატს წარმოგიდგენთ დღეს. ეს გახლავთ 3 განზომილებიანი ვიდეოკამერა რომლის ხედვის არე ჰორიზონტალურად 360 გრადუსი და ვერტიკალურად 320 გრადუსია. ის თითქმის ყველაფერს ხედავს მის გარშემო. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო და უყუროთ მას ვირტუალური რეალობის შეგრძნებისათვის შექმნილ მოწყობილობაში სიტყვაზე იგივე oculus rift-ში და თავად გახდეთ ამ ვირტუალური რეალობის ნაწილი. მისი მონაცემები შემდეგია: 12 სინქრონიზებული full HD ვიდეოკამერა ხედვის კუთხე: 360° ჰორიზონტალურად და 320° ვერტიკალურად სტერეოსკოპიული 3D Ultra high Definition საბოლოო 3D ფაილის გაფართოება : 4096 * 4096 pixels ყოველი მიმართულებისთვის ინდივიდუალური ვიდეო აუდიო ჩაწერა Micro SD Card-ზე გამარტივებული ჩამწერი სისტემა AVI ფორმატის ვიდეოსთვის JPG ფორმატი ფოტოსთვის 30 FPS (კადრი წამში) კოდეკი: H.264 მგრძნობელობა : 960mV/lux-se დასაფინანსებლად 25 000$ ჭირდებათ როგორც ჩანს იმისთვის რომ სერიულად დაამზადონ. წყაროში ეწერა რომ ამისთვის 5 კამერის გაყიდვააო საჭირო და 18 მარტისთვის თურმე 3 უკვე გაყიდული ჰქონიათ ასე რომ მალე ექნებათ შესაძლებლობა მეტი კამერის დასამზადებლად. ეს ტავად კამერა ფასი ცოტა უცნაურადაა. თუ თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ და პირველი 10 მყიდველიდან ერთ-ერთი ბრძანდებით, მაშინ 3 999$-ად შეძლებთ შეიძინოთ ეს კამერა. ევროპელებს კი თითქმის 1000$-თ მეტი დაუჯდებათ 4 799$. ხოლო მოგვიანებით შეძენის მსურველებს ამერიკაში მოუწევთ 4 999$-ს გადახდა, ხოლო ევროპაში 5 999 $. ნუ ეს ყოველივე ალბათ იმას ემსახურება რომ მეტმა იყიდოს თავიდანვე იმის შიშით რომ მერე ძვირის გადახდა არ მოუწიოს, კარგი მარკეტინგული ხრიკია. მოწყობილობა როგორც ზემოთ აღვნიშნე VR headset-ებისთვის (virtual reality headset) იდეალურია, თუმცა მათთვის აქვს ერთი მინუსი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზემოთ ან ქვემოთ დაიხედავთ ვერაფერს დაინახავთ იმიტომ რომ მისი ვერტიკალური ხედვის კუთხე 320 გრადუსია. მეტი რა საჭიროა, მაგრამ მაინც. მადლობთ ყურადღებისთვის 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 19, 2014 Share Posted March 19, 2014 აი ყოჩაღ ! თემის ავტორს კაი ნიუსია. მოკლედ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eminem5515 Posted March 20, 2014 Share Posted March 20, 2014 ძალიან მაგარია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted March 20, 2014 Share Posted March 20, 2014 ესაა მსგავსი რაღაცა. ოღონდ სურათის იღებს და თან მარტო 360-ით კი არა, მთლიანად იღებს. გარეშემო აფიქსირებს ყველაფერს, პანორმაა ოღნდ მთლიანი. სურათიდანვე ჩანს 36 კამერა აქვს. ფასი 600$-ია ამთ 25,000-ზე მეტი ჭირდებოდათ დასაყებად და ამათ full 360იანზე ყოფნით 25,000 მომწონს ესეთი პროექტები, მაგრამ უბრალო მოკვადევები ვერ გამოიყენებენ. პოტოგრაფებისთვის კიდე მიღწევაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted March 20, 2014 Author Share Posted March 20, 2014 ამ კამერას 360 გრადუსი ჰორიზონტალურად და 320 ვერტიკალურად აქვს მაინც კაი რამე უნდა იყოს უბრალოდ შენ რაც და დე ეგ პატარა სათამაშოს გავს ამასთან შედარებით. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.