Jump to content

AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო


Recommended Posts

  • Replies 807
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

საინტერესო და სასიხარული ინფორმაცია AMD-ს ფანებისთვის. Athlon სერიის, ძველი K8 სერიის პროცესორების შემდეგ AMD-ს დიდი ხანია უჭირს Intel-თან ერთი ერთზე შეჯიბრი წარმადობაში. თუმცა როგორც წინასწარი ცნობე

AVENGER

მაგიტომ მიყვარს ამდ რომ ინტელს უწევს კონკურენციას და ყოველი ახალი პროციკის გამოსვლისას ინტელი იძულებულია ფასები დააგდოს თავის პროდუქტზე ATI-იც მაგიტომ მიყვარს რომ Nvidia-ს უწევს კონკურენციას :

ailamo

ოთხი მოდული, თითოში 2 ბირთვი, გარკვუელი საერთო ელემეტებით, მოდულის მაქსიმალური ეფექტურობა ორივე ბირთვის დატვირთვის დროს თეორიულად 180%. (თეორიული 200%-იდან რომელიც რომელსაც სრულყოფილი ბირთვები მოგვცემ

AMD Bulldozer Pre-launch FAQ http://guru3d.com/news/amd-bulldozer-prelaunch-faq/

Link to comment
Share on other sites

AMD თავკაცს უნდა რომ კომპანია აგრესიული ხიშნიკი გახდეს http://www.3dnews.ru/news/616388/

Link to comment
Share on other sites

AMD Bulldozer Pre-launch FAQ http://guru3d.com/news/amd-bulldozer-prelaunch-faq/

ისე ველოდი რაღაც ესეთს :) jf-ას ტვინი წაუღეს ყველა ფორუმზე რომელზეც პოსტავს.

Link to comment
Share on other sites

New AMD Zambezi and Llano rumors http://guru3d.com/news/new-amd-zambezi-and-llano-rumors/

Link to comment
Share on other sites

AM3+ მაზერზე ეხლანდელი Phenom II x4 ები და x6 იმუშავებენ?

კი

Link to comment
Share on other sites

AMD Ships First 'Bulldozer' Processors http://guru3d.com/news/amd-ships-first-bulldozer-processors/

AMD Bulldozer desktop chips delayed to October http://guru3d.com/news/amd-bulldozer-desktop-chips-delayed-to-october/

Link to comment
Share on other sites

იგივე ინფო რუსულათ http://www.3dnews.ru/news/616646/ დესკტოპ ვერსიები კი ოქტომბერში გამოვა უკვე ალბათ

Link to comment
Share on other sites

AMD დაადასტურა FX პროცესორების გამოსვლა ამ წლის ბოლო კვარტალში http://www.3dnews.ru/news/616720

Link to comment
Share on other sites

რესურ BrightSideOfNews-მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო მონაცემები - პუპულარულ სატესტო პაკეტ Sandra 2011-ის მწარმოებელ SiSoft-ისაგან. მათზე დეტალურად არის შედარებული საშუალო დონის, 8-ბირთვიანი AMD FX - Intel Core i5-ის 4-ბირთვიანთან. ამჟამად, საიტზე უკვე აღარ მოიპოვება აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ Google-ის კეშის საშუალებით, ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს სკრინშოტების შენარჩუნება.

SiSoft-მა, დავალებათა და აპლიკაციების მთელ სპექტრში დატესტა 8 ბირთვიანი (4 გამომთვლელი მოდული, 8 ნაკადი) AMD FX-8100 პროცესორი (B2 სტეპინგი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება), რომელსაც გააჩნია 2,8 გჰზ (3,3 გჰზ-მდე ავტომატური აჩქარების რეჟიმში), 8 მბ L3 კეშ-მეხსიერება და მაქსიმალური ენერგომოხმარება - 95 ვ. კონკურენტის სახით, წარმოდგენილი იყო Sandy Bridge-ის 4-ბირთვიანი (8 ნაკადი) მოდელი, 3 გჰზ-ით (3,6 გჰზ-მდე ავტომატურ აჩქარებისას), 6 მბ L3 კეში, 95 ვ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ Core i5-2320-ს, რომლის ღირებულებაც AMD-ს პროდუქტზე ძვირი იქნება. ამასთან, ორივე სისტემა აღჭურვილი იყო ორი მეხსიერების მოდულ DDR3 1333-ით.

26eb8fe6f80bcb35affd00d25b5d4828.jpg

მაშ ასე, ჯერ სტანდარტული გამომთვლელი დატვირთვა (Native, Java, .net, შეფასებები - GOPS-ში). აქ, AMD-ს CPU ჩამორჩება Intel-ისას 1,5-2-ჯერ, დავალების შესაბამისად:

2c98fc6cf94dc93a2796a41d0e6849e9.jpg

მეორე შედარება ჩატარდა მულტიმედიურ წარმადობაში. ამ შემთხვევაშიც, Intel-ის შედეგი შესამჩნევია და უფრო უკეთესია 1,1-1,5-ჯერ. ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, AMD-ს გადაწყვეტილებამ, მისი უქონლობის გამო, ის ვერ გაიარა. თუმცა, Sandy Bridge-მაც საკმაოდ მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა:

216467ca1d022c0de65055e0201ed8d3.jpg

კრიპტოგრაფიკულ დავალებებში, სიტუაცია უფრო რთულადაა. ALU-ს სუფთა რეჟიმში, AES და AVX ტექნოლოგიების გარეშე, Bulldozer-ის არქიტექტურა თავის უპირატესობას ავლენს, ხოლო ამ ოპტიმიზაციების ჩართვის შემდეგ კი, Core i5-ს 1,8-ჯერ ჩამორჩება. ხოლო თუ Intel-ის პროცესორის გამომთვლელ ბლოკებს გამოურთავთ ინტეგრირებულ გრაფიკას, მაშინ ეს შედეგი 2,1-ჯერ მეტია. OpenCL-ის კრიპტ.ამოცანებში, Bulldozer კვლავ უსწრებს კონკურენტს - 1,2-ჯერ:

cbaa3bcc19cbfd0068926a2196375251.jpg

წარმადობა ვიდეოს დეკოდირებისას. მიუხედავად Bulldozer-ის 8 ბირთვისა და გაუმჯობესებული ნაკადურობით, ის მაინც ვერ ახერხებს სენდისთან მეტოქეობის გაწევას სუფთა CPU-ტესტირებაში და 1,3-ჯერ სუსტ შედეგს გვიჩვენებს. თუ Core i5-ის პროცესორის ბლოკებს დავუმატებთ GPU-ძრავ QuickSync-ს, მაშინ Intel 8-ჯერ უსწრებს AMD-ს მოდელს, რომელსაც არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა.

24ce8d8d475bbda1f58498e39b8287b8.jpg

Bulldozer-ის კეშისა და მეხსიერების წარმადობა ასევე მნიშვნელოვნად (1,1-1,3-ჯერ) ჩამორჩება სენდის - L2-სთვის შესაძლებელია გამტარიანობის უნარის მხრივ, საუკეთესო ვარიანტს არ წარმოადგენს:

e89966cd5fe7988958b49784b06cc8e6.jpg

d160b2ae9142bbfbd1b60b552e482abc.jpg

კეშის წვდომის დროს, დაყოვნებების მხრივ, Bulldozer კიდევ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებს - სენდისთან შედარებით. შესაძლოა, რომ ეს გამოსწორდეს მომავალ რევიზიების ან BIOS-ის ოპტიმიზაციის შემდეგ:

b35595a08097e660fb4affb325b71a79.jpg

ეფექტურობის კუთხითაც, სიტუაცია AMD-ს სასარგებლოდ არ გამოიყურება. ზემოჩამოთვლილ ტესტების მიხედვით, წარმადობა 1 ვ-ს მიხედვით, Intel-ს 1,5-1,8-ჯერ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე კონკურენტს, ხოლო 1 მჰზ-ის მხრივ კი - 1,4,1,7-ჯერ:

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Bulldozer ბაზარზე არ გამოვა, ამ მონაცემების ბოლომდე დაჯერება არ ღირს, მაგრამ თუ ისინი მართლაც სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ AMD-ს მდგომარეობა არც თუ შესაშურია. ამ შემთხვევაში, ახალ პროცესორებს, Intel-ის პროდუქტებთან კონკურენცია მხოლოდ შედარებით დაბალი ფასებით შეეძლებათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Sandy Bridge-ის ჩიპების კრისტალის ნაწილი იხარჯება ინტეგრირებულ გრაფიკაზე, რომელსაც ზოგჯერ სარგებლობაც მოაქვს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მაშინ AMD-ს მდგომარეობა არც თუ შესაშურია.

მდას

მოდი ჯერ

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Bulldozer ბაზარზე არ გამოვა, ამ მონაცემების ბოლომდე დაჯერება არ ღირს,
Link to comment
Share on other sites

ხო, მეც არ მჯერა გაურკვეველი ტესტების და ვარაუდების ან რისთვის ავრცელებენ, არ ვიცი. :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

ხო მეც ვნახე ეგ ნიუსი და ყველგან წააგოო თითქმისო http://www.3dnews.ru/news/616745/ ჯერ პირველი ოფიციალური აბზორი დაიდოს და მერე შეიძლება უკვე შედარება ვის რა შეუძლია

Link to comment
Share on other sites

დიდი იმედით ვუყურებ AMD-ს არ მგონია ასეთ ცუდ დღეში ჩაიგდოს თავი :)

Link to comment
Share on other sites

იმედია რომ რამე ბორმალური გამოუვათ და რამე ნორმალურ მოგებასაც ნახავენ...

პ.ს. ეგ ოქტომბერში გამოდის ხო?

Link to comment
Share on other sites

მოკლედ რესურსმა BrightSideofNews გამოაცხადა DarkSideofReality რომ Intel still leads :chojinfc:

ეხლა დაატრიალებს ყველა მაგ ინფოს წაღმა და უკუღმა

Link to comment
Share on other sites

აბა ცხელ-ცხელი ნიუსი. როგორც იცით, AMD-ს უკვე ერთ კვირაში უნდა წარმოედგინა Zambezi პროცესორები, სერვერული მოდელების მიწოდებები კი, კომერციული პარტიების სახით, უკვე დაწყებული იყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო მომენტში მან გადაწყვიტა გადაედო ეს ანონსი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

აქამდე, ჩვენ ვეყრდნობოდით მხოლოდ არაოფიციალური წყაროს მონაცემებს, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ ბლოგის ჩანაწერების კომენტარებში, ჯონ ფრუიე (John Fruehe) აცხადებს, რომ Bulldozer არქიტექტურის დესქტოპ-პროცესორები მხოლოდ ამ წლის IV კვარტალში გამოჩნდებიან, რასაც ზემოაღნიშნული თარიღი სავსებით შეესაბამება. ის შეგვპირდა, რომ Zambezi პროცესორების შეძენა შესაძლებელი იქნება მაშინვე, ანონსის შემდეგ.

Link to comment
Share on other sites

AMD FX-Series CPUs pre-order spotted http://guru3d.com/news/amd-fxseries-cpus-preorder-spotted/

Link to comment
Share on other sites

იგივე იფნო რუსულათ http://www.3dnews.ru/news/616804/

Link to comment
Share on other sites

ზემოაღნიშნული ტესტი, რომელიც კომპანია SiSoft-მა წარმოადგინა, ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურებოდა (საკმარისია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ სენდის ჩიპის სახით, გამოიყენებოდა 3.0 @ 3.6 გჰზ სიხშირეებზე მომუშავე მოდელი, რაც ამ არქიტექტურის არცერთ პროცესორს არ გააჩნია) და მრავალი განხილვისა და ინფორმაციული წყაროს მიმართ უკმაყოფილების მიზეზად იქცა.

სიმართლის აღდგენისთვის და იმისათვის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას სჯეროდეს Bulldozer-ის შესაძლო წარმატების, უნდა მოვიყვანოთ AMD-ს სასერვერო და სამუშაო სადგურების მარკეტინგის დირექტორ, ჯონ ფრუიეს სიტყვები, რომელიც საიტ Lenzfire-ზე გამოქვეყნდა. ის აცხადებს, რომ არსებული შედეგები არ შეიძლება სინამდვილეს შეესაბამებოდეს, რადგან ყველა ტესტის ჩასატარებლად, აუცილებელია BIOS-ის ბოლო ვერსია და შესაფერისი დრაივერები, რომელთა გარეშეც, რეზულტატები ვერ ასახავენ Zambezi პროცესორების რეალური წარმადობას.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატონი ფრუიეს არ მოჰყავს არანაირი მტკიცებულებები, რომელიც SiSoft-ს არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულებს. უფრო მეტიც, ის არ უარყოფს (მაგრამ არც ეთანხმება) იმ ფაქტს, რომ SiSoft-ის თანამშრომლებს გააჩნიათ B2 სტეპინგის მქონე, Zambezi CPU-ები (ანუ სერიული და არა ინჟინერული ეგზემპლიარები). მიკროკოდსა და BIOS-თან დაკავშირებულ პრობლემების აღნიშვნა ნიშნავს იმას, რომ FX სერიის პროდუქტების მორიგი გადადება საჭიროა ამ 'ვიწრო უბნების' დამუშავებისთვის და მათ ოფიციალურ გაშვების მომენტისთვის, შესაძლებელი იქნება საუკეთესო შედეგების დემონსტრირება. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც საბოლოოდ გამოჩნდებიან გზაში ასე შეყოვნებული Bulldozer-ები.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ASUS Sabertooth 990 FX აბზორი რუსულათ http://www.3dnews.ru/motherboard/616466/

Link to comment
Share on other sites

IDF 2011 გამოფენიდან სულ რაღაც ორი კვარტლის დაშორებით, კომპანია AMD იწვევს ჟურნალისტებს მოკრძალებულ სასტუმრო ნომერში და ახდენს თავისი პროდუქტების დემონსტრირებას. ის როგორც იქნა საზოგადოებას გაახარებს იმით, რასაც ყველა ასე დიდხანს მოელოდა. ხოლო ვისაც არ სურს საეჭვო წარმომავლობის ბენჩმარკების შედეგების დაჯერება, მათთვის მან მოამზადა Zambezi-ს დესქტოპ-პროცესორების პირველი ოფიციალური ჩვენება. საიტ Hardware.info-მ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სან-ფრანცისკოში. შედარებისთვის შერჩეულ იქნა ორი აპლიკაცია, რომლებიც როგორც ჩანს, მეგობრულად არიან განწყობილნი ახალ პლატფორმის მიმართ. ასევე არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ წარმადობის გაზომვას ახდენდა დაინტერესებული მხარე და შედეგების გაცნობის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ჯერჯერობით ადრეა.

SSwW2j73.jpg

AMD FX-ის უცნობი პროცესორი დაუპირისპირდა Intel Core i5-ის რომელიღაც მოდელს, პროგრამა Handbrake-ში. 5 წუთის განმავლობაში, მათ მოუწიათ H.264 ვიდეო-ფორმატის ჩართვა სტანდარტულ სიმკვეთრეზე (SD). მათგანი პირველმა პროდუქტმა დააფიქსირა საშუალოდ 223 კადრი/წმ-ში, მეორემ კი მხოლოდ 188. AMD-ს მტკიცებით, ორივე გამომცდელი სისტემა, ღირებულების მხრივ, ერთმანეთის მსგავსია, ამგვარად, კომპანია ხაზს უსვამს იმას, რომ გვთავაზობს დიდ წარმადობას იმავე ფასად.

მეორე ტესტის სახით, გამოყენებულ იყო AMD-ს ძლიერ საყვარელი კომპიუტერული თამაში DiRT 3. CPU-ებს უერთდებოდა Radeon HD 6970 ვიდეობარათების წყვილი CrossFire რეჟიმში. ამ შემთხვევაში, Core i5-ის ადგილი დაიკავა Intel Core i7-980X-მა, ხოლო რომელი მოდელი გამოიყენებოდა AMD FX-დან, უცნობია. შედეგებით გაირკვა, რომ Intel-ის პროდუქტით აღჭურვილმა კომპიუტერმა, 2560x1600 გაფართოებაზე აჩვენა საშუალოდ 80,9 კადრი/წმ-ში, ხოლო AMD FX დაახლოებით ორი კადრ/წმ-ით უფრო სწრაფი გამოდგა, 82.8-ით. აქ მორიგი შენიშვნა უნდა გაკეთდეს: ასეთ რეზოლუციაზე, წარმადობის დონე DiRT 3-ში იზღუდება გრაფიკული ქვესისტემის შესაძლებლობებით და უმნიშვნელო განსხვავება აღნიშნულ მაჩვენებელში, არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და არა მხოლოდ პროცესორის ეფექტურობით.

ხოლო იმისათვის, რომ გავეცნოთ დამოუკიდებელ ტესტებს, ჩვენ ყველა შემთხვევაში, მაინც ოფიციალურ გამოსვლას უნდა დაველოდოთ, რომელიც ოქტომბერში უნდა შედგეს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო, ბოლო აბზაცში ეგრე მეწერა თავიდან 'რომ გავეცნოთ არამიკერძოებულ ტესტებს' და მერე გადავაკეთე დამოუკიდებლად.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.