Jump to content

AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო


Recommended Posts

reviewer-ების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო ჩიპები, ეს იმას ნიშანვს რომ 7-10 დღის განმავლობაში გამოვა, ამჯერად აღარ გადაიდება.

გამოვიდეს რა დროზე დაეცეს ინტელის ფასები :P

Link to comment
Share on other sites

  • Replies 807
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

საინტერესო და სასიხარული ინფორმაცია AMD-ს ფანებისთვის. Athlon სერიის, ძველი K8 სერიის პროცესორების შემდეგ AMD-ს დიდი ხანია უჭირს Intel-თან ერთი ერთზე შეჯიბრი წარმადობაში. თუმცა როგორც წინასწარი ცნობე

AVENGER

მაგიტომ მიყვარს ამდ რომ ინტელს უწევს კონკურენციას და ყოველი ახალი პროციკის გამოსვლისას ინტელი იძულებულია ფასები დააგდოს თავის პროდუქტზე ATI-იც მაგიტომ მიყვარს რომ Nvidia-ს უწევს კონკურენციას :

ailamo

ოთხი მოდული, თითოში 2 ბირთვი, გარკვუელი საერთო ელემეტებით, მოდულის მაქსიმალური ეფექტურობა ორივე ბირთვის დატვირთვის დროს თეორიულად 180%. (თეორიული 200%-იდან რომელიც რომელსაც სრულყოფილი ბირთვები მოგვცემ

გამოვიდეს რა დროზე

გამოვა

დაეცეს ინტელის ფასები :P

ეს მეეჭვება ბულდოზერის გამო მოხდეს,

ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გააიაფებს ინტელი პროცესორებს, როგორც ყოვეთვის, 10-15% max, თუ რათქმაუნდა საწყობის გაწმენდა არ მიდის, ამ შემთვევაში ცოდა მეტითაც.

Link to comment
Share on other sites

აშშ-ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელზე რამდენიმე საათით გაჩნდა შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა FX-6100 პროცესორის ყიდვას - სისტემურ დაფასთან ერთად. ამჟამად ეს გვერდი უკვე წაშლილია, მაგრამ მაინც მოხერხდა სკრინშოტის გადაღება. ეს 6-ბირთვიანი მოდელი (3.3 გჰზ) ხელმისაწვდომი იყო Asus Sabertooth 990FX TUF-თან ერთად კომპლექტში - 380$-ად, რაც 10$-ით ნაკლებია - ორივე კომპონენტის ცალკეულად შეძენაზე.

04af40d83114446d6fd81f43546911e7.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

AMD Opteron 4200 series arrive http://guru3d.com/news/amd-opteron-4200-series-arrive/

Link to comment
Share on other sites

საიტის დიზაინი მეცნობა tigerdirect გავს :)

Link to comment
Share on other sites

არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რომელ საიტზე იყო შემოთავაზება, მთავარია, რომ გამოსვლა უკვე აღარ გადაიდება.

კიევის ინტერნეტ-მაღაზია Fixer-ზე უკვე გამოჩნდა 8-ბირთვიანი FX-8120 (FD8120FRGUBOX საქონლის კოდით) 1791 გრივნად, ანუ 221$-ად და თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესორის წინასწარი მონაცემებით გავრცელებულ საბითუმო ფას 205$-ს, აღნიშნული ნიშნული სავსებით მისაღებად გამოიყურება.

56cc36af83d69fbe62a7334bd7e89298.jpg

მოხერხდა ზოგიერთი დეტალის გარკვევაც. კერძოდ კი, Fixer-ის საწყობში ის შემოტანილ იქნა ჯერ კიდევ ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს, ხოლო ფლაგმან FX-8150-ის გამოჩენა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. პროდუქტის თავისებურებათა რიცხვში, უნდა გამოიყოს ტაქტური სიხშირე 3,1 გჰზ, 95 ვ-იანი თერმოპაკეტი და თავსებადობა AM3+ სისტემურ დაფებთან.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Houston we have a Problem. w7-ის scheduler-ი bd-სთან არ მეგობრობს.

1deex.png

დანარჩენს ცოტახანში დავდებ.

Link to comment
Share on other sites

აბააბა :D

Link to comment
Share on other sites

ვერ მივხვდი, ცოტაა ფპს? :mellow:

მოკლედ რომ ვთქვა, სრულ პოტენციალს ვერ ავლენს bd windows 7-ზე.

წყლის გაგრილება

56bddf6ca312.jpg

f153f15a84f6.jpg

2ebab7fd2fac.jpg

dca5a1353085.jpg

ახალი სლაიდები

f754853d7ff2.png

0d3a4c26f137.png

91a6d97321d2.png

და რაც მთავარია

a1a88868c11a.png

თუ შევადარებთ წინა ვარინატს

116c.jpg

ან ვიღაც მოიტყუა ან კონტრდაზვერვის მახეში გაება :D

7ghz საბილური დადო bd-მ, საბილურში იგულისხმეა starcraft-ის სათამაშოდ საჭირო საბილურობა.

ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ? :D

f24ad155d4e2.jpg

Link to comment
Share on other sites

wow წყლის გაგრილება მოყვება ბოქსათ? :D

კი,

პირველადი ინფორმაციით იქნება ორნაერი retail box-ი, ერთი ჩვეულებრივი და მეორე წყლის გაგრილებთ.

არამგოინა ამ გაგრილებამ რამე ნორმლაური შედეგი აჩვენოს.

Link to comment
Share on other sites

ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ?

უმეტესობას,

Link to comment
Share on other sites

live-ში მასტერკლასი

http://www.twitch.tv/amd

We ran it stable for ~7 hours at 7GHz

7 საათის მერე პირველად დაიკრაშა :D რამდენი ln2-ი დაწვეს :D

Link to comment
Share on other sites

ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ? :D

f24ad155d4e2.jpg

უიჰ ეგ რომ დადგეს დასახმარებლად ვიღაც ეხსომება რაზგონი ,მაგის ხათრით პროცი თვითონ დარაზგონდება :bliss:

Link to comment
Share on other sites

მაგის ხათრით პროცი თვითონ დარაზგონდება

:rofl2:

Link to comment
Share on other sites

preview/review

http://lab501.ro/procesoare-chipseturi/amd-fx-8150-bulldozer-preview

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგარი სიმღერა გაიჩითა :D

შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? :D

ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3

წავიკითხავ ბოლომდე ჯერ :D

ტაკს აბა ვინ თარგმნის ამას?

შემიძლია მე ვთარგმნო :)

მეხსიერების კონტროლერი ისევ არ უვარგა

და pi დათვლა ვერ ისწავლა AMD-მ :)

მაგრამ მე ვიტყოდი ინტელის 920 და 930 დონის არის

და თუ რაზგონს გავითვალისწინებთ უკეთესი არჩევანიც

spi_5066-580x606.jpg

5ghz 1.475 ვოლტზე ძალიან მაგარი შედეგია

Link to comment
Share on other sites

მაგარი სიმღერა გაიჩითა :D

შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? :D

არა, ბარსელონა იყო fail-ი, რა გრანდიოზულიც ეგ სიმღერაა ( <3 queen ), ეგეთი გრანდიოზული ოღონდ სიმღეისგან განსხვებით, fail-ი იქნება ბულდოზერი :)

მაგარი სიმღერა გაიჩითა :D

შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? :D

არა, ბარსელონა იყო fail-ი, რა გრადიზულიც ეგ სიმღერაა ( <3 queen ), ეგეთი გრადიოზული ოღონდ სიმღეისგან განსხვებით, fail-ი იქნება ბულდოზერი, stock-ზე რათქმაუნდა, მაგრამ ვნახოთ.

ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3

წავიკითხავ ბოლომდე ჯერ :D

x4-ების ეხლანდელ top მოდელს ვერ აჯობებ ალბათ :(

და pi დათვლა ვერ ისწავლა AMD-მ :)

ეგ მოსალოდნეიც იყო.

მაგრამ მე ვიტყოდი ინტელის 920 და 930 დონის არის

და თუ რაზგონს გავითვალისწინებთ უკეთესი არჩევანიც

არც ეხლანდელ thuban-ებს უჭირდათ მაგათან კონკურენცია, მითუმეტეს კარგ რაზგონზე, nb-ს სიხშირის მომატების მერე.

spi_5066-580x606.jpg

5ghz 1.475 ვოლტზე ძალიან მაგარი შედეგია

amd-ს ერთადერთი იმედი

Link to comment
Share on other sites

x4-ების ეხლანდელ top მოდელს ვერ აჯობებ ალბათ

მოიცა მოიცა, ანუ ფენომებს ვერ აჯობებს fx 4000? :o

fail-ი იქნება ბულდოზერი

ახლა გამახსენდა ჩემი პოსტი, ბულდოზერი იგივე იქნება რაც thuban vs nehalem თქო, მაგრამ აღარ მახსოვს მართლა დავპოსტე თუ არა :xeli:

ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3

ეგ ძალიან ცუდის ნიშანია :cry:

Link to comment
Share on other sites

ოთხშაბათს უნდა გამოვიდეს წესით,დაველოდები აბა მეტ ბენჩმარკებს

Link to comment
Share on other sites

რუმინულმა ინტერნეტ-გამოცემა Lab501-მა, რომელმაც ტაივანში ჩატარებულ ოვერქლოქერების ტურნირ MSI MOA 2011-ზე ჩავიდა მომავალი გამარჯვებულების სახით (matose და Monstru), წარმოადგინა Intel Core i7-2600K და AMD FX-8150 პროცესორების შედარებითი ტესტირების შედეგები. მათგან მეორე მუშაობდა Asus Crosshair V Formula დაფაზე, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე უკეთესად არის ოპტიმიზირებული ახალ FX/Zambezi-ებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა აღნიშნულ ჩიპების შესახებ, UEFI-ს უახლესი ვერსიისა და ოფიციალური დრაივერის გამოსვლამდე არ ღირს.

108ac8fadf84d47ae202c8276d640662.png

წინასწარი რეზულტატები კი გვიჩვენებს Sandy Bridge-ის მნიშვნელოვან უპირატესობას, რომელიც ზოგჯერ აჭარბებს ფასში სხვაობას (29%). ყველაზე ახლოს, FX-8150 - Core i7-2600K-სთან არის Handbrake (ვიდეოს დამუშავება) და Cinebench R11.5 (3D-გრაფიკა) ბენჩმარკებში და ჩამორჩება თამაშებში მეხსიერების გამოყენების სისწრაფეში.

56a08f99fb91758a0c15c7d494c9daac.png

dfc2901d732763c62b38eea234483136.png

72b51302ae60fcbb972d42bb5bea58b1.png

ნაკლები უკეთესია

d047b4049ae4bdd5f4cc3650f15ba9fe.png

ნაკლები უკეთესია

b9f8ddf4feb59f0303ac424aa1ae6581.png

9a48c49cd8c6894227d16d22618149c5.png

1280 x 1024, 8xAA, მაქსიმალური დეტალიზაცია

სხვა მხრივ, FX-8150 შესანიშნავია აჩქარების დროს:

9beb6d5dbf47.jpg

SuperPi 1M ტესტი წარმატებით იქნა გავლილი 5067 მჰზ სიხშირეზე - ყველა 8 ბირთვის გამოყენების პირობებში. რუმინელებმა ისიც აღნიშნეს, რომ პროცესორს სტაბილურად მუშაობა მხოლოდ 4700-4800 მჰზ-ზე შეუძლია, მაშინ, როდესაც Sandy Bridge-ის შემთხვევაში ეს ნიშნული 5,2 მჰზ-ია.

Lab501 ერთდაერთი არ იყო, რომელმაც Bulldozer-ზე საკმაოდ სუსტი შედეგები მიიღო. Overclockers.ua-ს კონფერენციის წევრ blood angel-ს თავის თემაში მოყვანილი აქვს FX-8120-ის ტესტები, სადაც აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ Phenom II-ის კონკურენტის როლში თუ წარმოგვიდგება.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ცოტაოდენი ინფო ზემოთმოყვანილ წყლის გაგრილებაზე:

როგორც ჩანს, აღნიშნული სისტემა კონსტრუქტიულად იმეორებს Antec Kuhler H2O 920-ს (მისი მიმოხილვა ნახეთ აქ) და გააჩნია მისი მსგავსი ეფექტურობის დონე. ამიტომ, ამ მხრივ, მისგან საოცრებებს არ უნდა ველოდოთ.

ამ პროდუქტს აგრეთვე მოყვება პროგრამული უზრუნველყოფა - ქარხნული ფენების ბრუნვების რეგულირებისთვის და აღჭურვილია სამი ფერის შუქდიოდური განათებით, რომლის მომართვაც ნებისმიერს თავისი სურვილის მიხედვით შეეძლება. ინტეგრირებული პომპის მქონე წყლის ბლოკს და მასიურ, ერთსექციან (120 მმ) ვენტილატორს დაეხმარება კიდევ ორი ხრახნი.

ამ 'VIP-კომპლექტის' ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თუ გავითვალისწინებთ AMD FX-8150-ის (255-260$) და Antec Kuhler H2O 920-ის ღირებულებას უკრაინაში (140$), ჯამში მივიღებთ 400$-ს ან ოდნავ უფრო ნაკლებს (უნდა გამოვრიცხოთ ჰაერის ქულერის ფასი).

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.