X-treme user Posted September 3, 2011 Share Posted September 3, 2011 ხო, გუშინწინ გამოჩნდა ისე ეგ ინფორმაცია ქსელში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 5, 2011 Share Posted September 5, 2011 AMD Bulldozer Pre-launch FAQ http://guru3d.com/news/amd-bulldozer-prelaunch-faq/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 5, 2011 Share Posted September 5, 2011 AMD თავკაცს უნდა რომ კომპანია აგრესიული ხიშნიკი გახდეს http://www.3dnews.ru/news/616388/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted September 5, 2011 Share Posted September 5, 2011 AMD Bulldozer Pre-launch FAQ http://guru3d.com/news/amd-bulldozer-prelaunch-faq/ ისე ველოდი რაღაც ესეთს jf-ას ტვინი წაუღეს ყველა ფორუმზე რომელზეც პოსტავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 7, 2011 Share Posted September 7, 2011 New AMD Zambezi and Llano rumors http://guru3d.com/news/new-amd-zambezi-and-llano-rumors/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted September 7, 2011 Share Posted September 7, 2011 AM3+ მაზერზე ეხლანდელი Phenom II x4 ები და x6 იმუშავებენ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted September 7, 2011 Share Posted September 7, 2011 AM3+ მაზერზე ეხლანდელი Phenom II x4 ები და x6 იმუშავებენ? კი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 8, 2011 Share Posted September 8, 2011 AMD Ships First 'Bulldozer' Processors http://guru3d.com/news/amd-ships-first-bulldozer-processors/ AMD Bulldozer desktop chips delayed to October http://guru3d.com/news/amd-bulldozer-desktop-chips-delayed-to-october/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 9, 2011 Share Posted September 9, 2011 იგივე ინფო რუსულათ http://www.3dnews.ru/news/616646/ დესკტოპ ვერსიები კი ოქტომბერში გამოვა უკვე ალბათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 10, 2011 Share Posted September 10, 2011 AMD დაადასტურა FX პროცესორების გამოსვლა ამ წლის ბოლო კვარტალში http://www.3dnews.ru/news/616720 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 11, 2011 Share Posted September 11, 2011 რესურ BrightSideOfNews-მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო მონაცემები - პუპულარულ სატესტო პაკეტ Sandra 2011-ის მწარმოებელ SiSoft-ისაგან. მათზე დეტალურად არის შედარებული საშუალო დონის, 8-ბირთვიანი AMD FX - Intel Core i5-ის 4-ბირთვიანთან. ამჟამად, საიტზე უკვე აღარ მოიპოვება აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ Google-ის კეშის საშუალებით, ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს სკრინშოტების შენარჩუნება. SiSoft-მა, დავალებათა და აპლიკაციების მთელ სპექტრში დატესტა 8 ბირთვიანი (4 გამომთვლელი მოდული, 8 ნაკადი) AMD FX-8100 პროცესორი (B2 სტეპინგი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება), რომელსაც გააჩნია 2,8 გჰზ (3,3 გჰზ-მდე ავტომატური აჩქარების რეჟიმში), 8 მბ L3 კეშ-მეხსიერება და მაქსიმალური ენერგომოხმარება - 95 ვ. კონკურენტის სახით, წარმოდგენილი იყო Sandy Bridge-ის 4-ბირთვიანი (8 ნაკადი) მოდელი, 3 გჰზ-ით (3,6 გჰზ-მდე ავტომატურ აჩქარებისას), 6 მბ L3 კეში, 95 ვ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ Core i5-2320-ს, რომლის ღირებულებაც AMD-ს პროდუქტზე ძვირი იქნება. ამასთან, ორივე სისტემა აღჭურვილი იყო ორი მეხსიერების მოდულ DDR3 1333-ით. მაშ ასე, ჯერ სტანდარტული გამომთვლელი დატვირთვა (Native, Java, .net, შეფასებები - GOPS-ში). აქ, AMD-ს CPU ჩამორჩება Intel-ისას 1,5-2-ჯერ, დავალების შესაბამისად: მეორე შედარება ჩატარდა მულტიმედიურ წარმადობაში. ამ შემთხვევაშიც, Intel-ის შედეგი შესამჩნევია და უფრო უკეთესია 1,1-1,5-ჯერ. ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, AMD-ს გადაწყვეტილებამ, მისი უქონლობის გამო, ის ვერ გაიარა. თუმცა, Sandy Bridge-მაც საკმაოდ მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა: კრიპტოგრაფიკულ დავალებებში, სიტუაცია უფრო რთულადაა. ALU-ს სუფთა რეჟიმში, AES და AVX ტექნოლოგიების გარეშე, Bulldozer-ის არქიტექტურა თავის უპირატესობას ავლენს, ხოლო ამ ოპტიმიზაციების ჩართვის შემდეგ კი, Core i5-ს 1,8-ჯერ ჩამორჩება. ხოლო თუ Intel-ის პროცესორის გამომთვლელ ბლოკებს გამოურთავთ ინტეგრირებულ გრაფიკას, მაშინ ეს შედეგი 2,1-ჯერ მეტია. OpenCL-ის კრიპტ.ამოცანებში, Bulldozer კვლავ უსწრებს კონკურენტს - 1,2-ჯერ: წარმადობა ვიდეოს დეკოდირებისას. მიუხედავად Bulldozer-ის 8 ბირთვისა და გაუმჯობესებული ნაკადურობით, ის მაინც ვერ ახერხებს სენდისთან მეტოქეობის გაწევას სუფთა CPU-ტესტირებაში და 1,3-ჯერ სუსტ შედეგს გვიჩვენებს. თუ Core i5-ის პროცესორის ბლოკებს დავუმატებთ GPU-ძრავ QuickSync-ს, მაშინ Intel 8-ჯერ უსწრებს AMD-ს მოდელს, რომელსაც არ გააჩნია ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა. Bulldozer-ის კეშისა და მეხსიერების წარმადობა ასევე მნიშვნელოვნად (1,1-1,3-ჯერ) ჩამორჩება სენდის - L2-სთვის შესაძლებელია გამტარიანობის უნარის მხრივ, საუკეთესო ვარიანტს არ წარმოადგენს: კეშის წვდომის დროს, დაყოვნებების მხრივ, Bulldozer კიდევ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებს - სენდისთან შედარებით. შესაძლოა, რომ ეს გამოსწორდეს მომავალ რევიზიების ან BIOS-ის ოპტიმიზაციის შემდეგ: ეფექტურობის კუთხითაც, სიტუაცია AMD-ს სასარგებლოდ არ გამოიყურება. ზემოჩამოთვლილ ტესტების მიხედვით, წარმადობა 1 ვ-ს მიხედვით, Intel-ს 1,5-1,8-ჯერ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე კონკურენტს, ხოლო 1 მჰზ-ის მხრივ კი - 1,4,1,7-ჯერ: უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Bulldozer ბაზარზე არ გამოვა, ამ მონაცემების ბოლომდე დაჯერება არ ღირს, მაგრამ თუ ისინი მართლაც სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ AMD-ს მდგომარეობა არც თუ შესაშურია. ამ შემთხვევაში, ახალ პროცესორებს, Intel-ის პროდუქტებთან კონკურენცია მხოლოდ შედარებით დაბალი ფასებით შეეძლებათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Sandy Bridge-ის ჩიპების კრისტალის ნაწილი იხარჯება ინტეგრირებულ გრაფიკაზე, რომელსაც ზოგჯერ სარგებლობაც მოაქვს. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 11, 2011 Author Share Posted September 11, 2011 მაშინ AMD-ს მდგომარეობა არც თუ შესაშურია. მდას მოდი ჯერ უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Bulldozer ბაზარზე არ გამოვა, ამ მონაცემების ბოლომდე დაჯერება არ ღირს, Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 11, 2011 Share Posted September 11, 2011 ხო, მეც არ მჯერა გაურკვეველი ტესტების და ვარაუდების ან რისთვის ავრცელებენ, არ ვიცი. :SNEMOTICON13: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 11, 2011 Share Posted September 11, 2011 ხო მეც ვნახე ეგ ნიუსი და ყველგან წააგოო თითქმისო http://www.3dnews.ru/news/616745/ ჯერ პირველი ოფიციალური აბზორი დაიდოს და მერე შეიძლება უკვე შედარება ვის რა შეუძლია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BIRKOF Posted September 11, 2011 Share Posted September 11, 2011 დიდი იმედით ვუყურებ AMD-ს არ მგონია ასეთ ცუდ დღეში ჩაიგდოს თავი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted September 11, 2011 Share Posted September 11, 2011 იმედია რომ რამე ბორმალური გამოუვათ და რამე ნორმალურ მოგებასაც ნახავენ... პ.ს. ეგ ოქტომბერში გამოდის ხო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 12, 2011 Author Share Posted September 12, 2011 მოკლედ რესურსმა BrightSideofNews გამოაცხადა DarkSideofReality რომ Intel still leads ეხლა დაატრიალებს ყველა მაგ ინფოს წაღმა და უკუღმა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 12, 2011 Share Posted September 12, 2011 აბა ცხელ-ცხელი ნიუსი. როგორც იცით, AMD-ს უკვე ერთ კვირაში უნდა წარმოედგინა Zambezi პროცესორები, სერვერული მოდელების მიწოდებები კი, კომერციული პარტიების სახით, უკვე დაწყებული იყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო მომენტში მან გადაწყვიტა გადაედო ეს ანონსი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. აქამდე, ჩვენ ვეყრდნობოდით მხოლოდ არაოფიციალური წყაროს მონაცემებს, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ ბლოგის ჩანაწერების კომენტარებში, ჯონ ფრუიე (John Fruehe) აცხადებს, რომ Bulldozer არქიტექტურის დესქტოპ-პროცესორები მხოლოდ ამ წლის IV კვარტალში გამოჩნდებიან, რასაც ზემოაღნიშნული თარიღი სავსებით შეესაბამება. ის შეგვპირდა, რომ Zambezi პროცესორების შეძენა შესაძლებელი იქნება მაშინვე, ანონსის შემდეგ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 12, 2011 Share Posted September 12, 2011 AMD FX-Series CPUs pre-order spotted http://guru3d.com/news/amd-fxseries-cpus-preorder-spotted/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 13, 2011 Share Posted September 13, 2011 იგივე იფნო რუსულათ http://www.3dnews.ru/news/616804/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 13, 2011 Share Posted September 13, 2011 ზემოაღნიშნული ტესტი, რომელიც კომპანია SiSoft-მა წარმოადგინა, ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურებოდა (საკმარისია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ სენდის ჩიპის სახით, გამოიყენებოდა 3.0 @ 3.6 გჰზ სიხშირეებზე მომუშავე მოდელი, რაც ამ არქიტექტურის არცერთ პროცესორს არ გააჩნია) და მრავალი განხილვისა და ინფორმაციული წყაროს მიმართ უკმაყოფილების მიზეზად იქცა. სიმართლის აღდგენისთვის და იმისათვის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას სჯეროდეს Bulldozer-ის შესაძლო წარმატების, უნდა მოვიყვანოთ AMD-ს სასერვერო და სამუშაო სადგურების მარკეტინგის დირექტორ, ჯონ ფრუიეს სიტყვები, რომელიც საიტ Lenzfire-ზე გამოქვეყნდა. ის აცხადებს, რომ არსებული შედეგები არ შეიძლება სინამდვილეს შეესაბამებოდეს, რადგან ყველა ტესტის ჩასატარებლად, აუცილებელია BIOS-ის ბოლო ვერსია და შესაფერისი დრაივერები, რომელთა გარეშეც, რეზულტატები ვერ ასახავენ Zambezi პროცესორების რეალური წარმადობას. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატონი ფრუიეს არ მოჰყავს არანაირი მტკიცებულებები, რომელიც SiSoft-ს არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულებს. უფრო მეტიც, ის არ უარყოფს (მაგრამ არც ეთანხმება) იმ ფაქტს, რომ SiSoft-ის თანამშრომლებს გააჩნიათ B2 სტეპინგის მქონე, Zambezi CPU-ები (ანუ სერიული და არა ინჟინერული ეგზემპლიარები). მიკროკოდსა და BIOS-თან დაკავშირებულ პრობლემების აღნიშვნა ნიშნავს იმას, რომ FX სერიის პროდუქტების მორიგი გადადება საჭიროა ამ 'ვიწრო უბნების' დამუშავებისთვის და მათ ოფიციალურ გაშვების მომენტისთვის, შესაძლებელი იქნება საუკეთესო შედეგების დემონსტრირება. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც საბოლოოდ გამოჩნდებიან გზაში ასე შეყოვნებული Bulldozer-ები. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 15, 2011 Share Posted September 15, 2011 ASUS Sabertooth 990 FX აბზორი რუსულათ http://www.3dnews.ru/motherboard/616466/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 16, 2011 Share Posted September 16, 2011 IDF 2011 გამოფენიდან სულ რაღაც ორი კვარტლის დაშორებით, კომპანია AMD იწვევს ჟურნალისტებს მოკრძალებულ სასტუმრო ნომერში და ახდენს თავისი პროდუქტების დემონსტრირებას. ის როგორც იქნა საზოგადოებას გაახარებს იმით, რასაც ყველა ასე დიდხანს მოელოდა. ხოლო ვისაც არ სურს საეჭვო წარმომავლობის ბენჩმარკების შედეგების დაჯერება, მათთვის მან მოამზადა Zambezi-ს დესქტოპ-პროცესორების პირველი ოფიციალური ჩვენება. საიტ Hardware.info-მ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სან-ფრანცისკოში. შედარებისთვის შერჩეულ იქნა ორი აპლიკაცია, რომლებიც როგორც ჩანს, მეგობრულად არიან განწყობილნი ახალ პლატფორმის მიმართ. ასევე არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ წარმადობის გაზომვას ახდენდა დაინტერესებული მხარე და შედეგების გაცნობის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ჯერჯერობით ადრეა. AMD FX-ის უცნობი პროცესორი დაუპირისპირდა Intel Core i5-ის რომელიღაც მოდელს, პროგრამა Handbrake-ში. 5 წუთის განმავლობაში, მათ მოუწიათ H.264 ვიდეო-ფორმატის ჩართვა სტანდარტულ სიმკვეთრეზე (SD). მათგანი პირველმა პროდუქტმა დააფიქსირა საშუალოდ 223 კადრი/წმ-ში, მეორემ კი მხოლოდ 188. AMD-ს მტკიცებით, ორივე გამომცდელი სისტემა, ღირებულების მხრივ, ერთმანეთის მსგავსია, ამგვარად, კომპანია ხაზს უსვამს იმას, რომ გვთავაზობს დიდ წარმადობას იმავე ფასად. მეორე ტესტის სახით, გამოყენებულ იყო AMD-ს ძლიერ საყვარელი კომპიუტერული თამაში DiRT 3. CPU-ებს უერთდებოდა Radeon HD 6970 ვიდეობარათების წყვილი CrossFire რეჟიმში. ამ შემთხვევაში, Core i5-ის ადგილი დაიკავა Intel Core i7-980X-მა, ხოლო რომელი მოდელი გამოიყენებოდა AMD FX-დან, უცნობია. შედეგებით გაირკვა, რომ Intel-ის პროდუქტით აღჭურვილმა კომპიუტერმა, 2560x1600 გაფართოებაზე აჩვენა საშუალოდ 80,9 კადრი/წმ-ში, ხოლო AMD FX დაახლოებით ორი კადრ/წმ-ით უფრო სწრაფი გამოდგა, 82.8-ით. აქ მორიგი შენიშვნა უნდა გაკეთდეს: ასეთ რეზოლუციაზე, წარმადობის დონე DiRT 3-ში იზღუდება გრაფიკული ქვესისტემის შესაძლებლობებით და უმნიშვნელო განსხვავება აღნიშნულ მაჩვენებელში, არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და არა მხოლოდ პროცესორის ეფექტურობით. ხოლო იმისათვის, რომ გავეცნოთ დამოუკიდებელ ტესტებს, ჩვენ ყველა შემთხვევაში, მაინც ოფიციალურ გამოსვლას უნდა დაველოდოთ, რომელიც ოქტომბერში უნდა შედგეს. Overclockers.ru 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 16, 2011 Author Share Posted September 16, 2011 მიკერძოებას აქვს ადგილი ვნახოთ "რეალურ" ტესტებში რა გვექნება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted September 16, 2011 Share Posted September 16, 2011 ხო, ბოლო აბზაცში ეგრე მეწერა თავიდან 'რომ გავეცნოთ არამიკერძოებულ ტესტებს' და მერე გადავაკეთე დამოუკიდებლად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.