Popular Post gio_kiborg Posted May 8, 2013 Popular Post Posted May 8, 2013 ამ თემაში დეტალურად ავღწერ თუ როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა Windows-ის ოპერაციულ სისტემებში 1. დავიწყოთ Windows XP-თიWindows XP-ში ქართული კლავიატურის ინსტალაციამდე საჭიროა ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება (თუ უკვე არ არის გააქტიურებული) გახსენით Control Panel და შემდეგ Regional And Language Optionsგამოსულ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Languages და თოლია დაუსვით როგორც სურათზეა: * თუ ეს უჯრა უკვე მონიშნულია შემდეგ საფეხურებს გამოტოვებთ და პირდაპირ კლავიატურის ინსტალაციაზე შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა Windows XP-ს საინსალაციო დისკი, თუ გაქვთ, ჩადეთ დისკწამყვანში და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ OK-ს, საჭირო ფაილები ავტომატურად დაკოპირდება დისკიდან (საერთოდ ჯობს თუ ამ პროცედურას Windows XP-ს ინსტალაციისას ჩაატარებთ)თუკი დისკი არ გაქვთ, შემდეგ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ საწირო ფაილების მდებარეობა Browse ღილაკზე დაჭერითქართულის საინსტალაციო ფაილები:Windows XP SP2-ისთვისWindows XP SP3-ისთვის(ფაილები ამოაარქივეთ, მაგალითად Desktop-ზე I386 ფოლდერში)აირჩიეთ ფოლდერი, სადაც ამოაარქივეთ ქართულის საინსტალაციო ფაილები ფაილები გადაკოპირდება Windows-ის შესაბამის ფოლდერში და გამოვა შეტყობინება:დააჭირეთ OK-ს, კომპიუტერი გადაიტვირთება, ქართულის მხარდაჭერა უკვე გააქტიურებულია!* ქართულის საინსტალაციო ფაილები და ზოგიერთი სურათი აღებულია fonts.ge-დან ქართული კლავიატურის ინსტალაცია:Windows XP-ს მოყვება ქართული კლავიატურის დრაივერი, მაგრამ სამწუხაროდ მისი განლაგება არის ქართული საბეჭდი მანქანის განლაგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ არავინ იცით თუ როგორაა განლაგებული ასოები საბეჭდ მანქანაზე, ამიტომ გვინდა, რომ ქართული კლავიატურის განლაგება შეესაბამებოდეს ლათინურს, ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა დრაივერი, მე უპირატესობას ვანიჭებ ILKBD2-სგადმოწერეთ დრაივერი და ამოაარქივეთ, გაუშვით Setup.exe და აირჩიეთ Georgian Unicode (English Layout) კლავიატურა თავისით დაყენდება და გააქტიურდება, გადართვა შეგიძლიათ Desktop-ზე, საათთან მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული პიქტოგრამიდან, ან Alt Shift კომბინაციით კლავიატურაზე. 2. ქართული კლავიატურის ინსტალაცია Windows Vista/Seven-ზე:ამ ოპერაციულ სისტემებში ქართულის მხარდაჭერა ავტომატურადაა გააქტიურებული, საჭიროა მხოლოდ კლავიატურის ინსტალაცია, ამისთვის ისევ ვხსნით Control Panel-ს, და იქ Region And Language-ს: გადავდივართ Keyboards and Language ჩანართზე და ვაჭერთ Change Keyboards ღილაკს: გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Add ღილაკს ვნახულობთ სიაში Georgian-ს და დავუსვავთ თოლიას Georgian(QWERTY)-სვაჭერთ OK-ს ყველა ფანჯარაში, ქართული კლავიატურა დაყენებულია! გადართვა XP-ს ანალოგიურად ან ე.წ Language Bar-იდან (საათთან) ან Alt+Shift ღილაკების კომბინაციითP.S: ILKBD-თი პირდაპირ შეიძლება კლავიატურის დაყენება, მუშაობს 32 და 64 ბიტიან სისტემებზე 3. ქართული კავიატურის ინსტალაცია Windows 8 ოპერაციულ სისტემაში:ისევ შევდივართ Control Panel-ში და ვირჩევთ Language-ს:გამოსულ ფანჯარაში Add Language: მოვნახავთ ქართულს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ Add ღილაკს იგივენარად ხდება Windows 10 ის შემთხვევაშიც.სულ ეს იყო, ქართული კლავიატურა აქტიურია კლავიატურების გადართვა ხდება წინა Windows-ების ანალოგიურად, მაგრამ დამატებული აქვს WIN+ SPACE ღილაკების კომბინაცია Windows 8-ში დეფაულტად დაყენებულია ისე, რომ ენის გადართვისას ის ირთვება ყველგან, მთლიანად სისტემაში, იმისთვის,რომ ენები გადართოთ მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის (როგორც წინა Windows-ებშია ისე) გახსენით Control Panel/Language და მარცხენა მხარეს სიიდან აირჩიეთ Advanced Settings და მონიშნეთ როგორც სურათზეა კიდევ ერთი გამარტივება ვისაც რამდენიმე ენა უყენია, დააყენეთ Key Sequence თითოეული ენისთვის, მაგ Ctrl 1 ქართული (ნებისმიერი ენიდან) Ctrl 2 ინგლისური და ა.შ და აღარ მოგიწევთ Alt Shift-ზე მრავალჯერ დაჭერა, რაც მართლა დამღლელია როცა 3 ან მეტი ენა გაქვთ 14 Quote
gio_kiborg Posted May 8, 2013 Author Posted May 8, 2013 (edited) ერთი თავისებურება, Windows XP/Vista/Seven-ში როდესაც გადართავთ კლავიატურას, ის ირთვება მხოლოდ იმ პროგრამისთვის, რომელიც აქტიურია, მაგალითად თუ Desktop, ან რომელიმე პაპკაში ხართ და მაშინ გადართავთ, კლავიატურა შეიცვლემა მხოლოდ Windows Explorer-ში და არა Skype-ში, ან ბრაუზერში და პირიქით ხოლო Windows 8-ში კლავიატურის გადართვით იცვლება მთლიან სისტემაში, მაგალითად, თუკი Skype-ში გინდათ ქართულად წეროთ და გადართეთ ქართულზე, ასევე ქართულზე შეიცვლება Windows Explorer-ში და ბრაუზერებში წერის ენა შესაძლოა ამის დაყენება ისე, როგორც წინა Windows-ებში Edited May 27, 2013 by gio_kiborg Quote
Mwitura Posted May 15, 2013 Posted May 15, 2013 (edited) Edited May 15, 2013 by gio_kiborg წერეთ ქართულად!!! Quote
GIBSON Posted May 15, 2013 Posted May 15, 2013 რა კარგია რო Windows 8 მაქ! ჩემთვის პირიქით უფრო მოსახერხებელია... ვთქვათ ბრაუზერ მაქვს გახსნილი და მინდა მარტო მანდ წეროს ფორუმზე ქართულად, ხოლო სკაიპში თან ინგლისურად ვწერო Quote
gio_kiborg Posted May 17, 2013 Author Posted May 17, 2013 გადართვის დამატებითი ვარიანტის ინსტრუქციაც ჩავამატე პირველი პოსტის ბოლოს, რაც მოსახერხებელია იმათთვის ვისაც 3 ან მეტი კლავიატურა უყენია 1 Quote
kakha77777 Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 ჩემთვის პირიქით უფრო მოსახერხებელია... ვთქვათ ბრაუზერ მაქვს გახსნილი და მინდა მარტო მანდ წეროს ფორუმზე ქართულად, ხოლო სკაიპში თან ინგლისურად ვწერო ჩემთვისაც მასე უფრო მოსახერხებელია. PS: ვატყობ მე ვინდოუს 7, XP რომ იყო იმაზე მეტ ხანს დარჩება ყველაზე კარგ ოპერაციულ სისტემად. Quote
gio_kiborg Posted May 27, 2013 Author Posted May 27, 2013 დავამატე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დავაყენოთ Windows 8-ზე ისე, რომ ენა გადაირთოს მხოლოდ აქტიური პროგრამისთვის და არა მთლიანად სისტემისთვის (ანუ როგორც წინა ვერსიის Windows-ებში იყო ისე) Quote
Isco Posted July 4, 2013 Posted July 4, 2013 Yvela gadmosaweri linki washlilia rac problemas mikmnis davayeno kartuli klaviatura Windows XP SP 3 ze Quote
Shopen Posted July 4, 2013 Posted July 4, 2013 Yvela gadmosaweri linki washlilia rac problemas mikmnis davayeno kartuli klaviatura Windows XP SP 3 ze http://fonts.ge/ka/tutorials/322/ Quote
gio_kiborg Posted July 4, 2013 Author Posted July 4, 2013 აუ დროპბოქსი წერს რომ ძალიან მაღალი ტრაფიკი აქვს ამ იუზერსო პაბლიკ ლინკებზე (ჩემზეა ლაპარაკი) და დროებით დაბლოკილია პაბლიკ ლინკებიო სხვა რა სერვერი ვნახო მასეთი საიმედო? Quote
kashmir Posted July 4, 2013 Posted July 4, 2013 აუ დროპბოქსი წერს რომ ძალიან მაღალი ტრაფიკი აქვს ამ იუზერსო პაბლიკ ლინკებზე (ჩემზეა ლაპარაკი) და დროებით დაბლოკილია პაბლიკ ლინკებიო სხვა რა სერვერი ვნახო მასეთი საიმედო? ადრე ბაზაზე დამემართა ეგრე, მერე SugarSync_ზე დავამირორე, თან პლიუსი ის აქვს, რომ განახებს რომელი პაბლიკ ფაილი რამდენჯერ გადაწერეს ესეც რეფერალი: Registration სივრცე 5გბ, ტრაფიკი ულიმიტო, და კიდევ რაც შემიძლია აღვნიშნო, ძალიან მაგარი ლაივ საპორტი ყავთ... პ.ს. პაბლიკ ლინკები გასწორდება რამდენიმე საათში/დღეში, ხზ რა ალგორითმით თვლიან მაგას. 1 Quote
gio_kiborg Posted July 5, 2013 Author Posted July 5, 2013 ადრე ბაზაზე დამემართა ეგრე, მერე SugarSync_ზე დავამირორე, თან პლიუსი ის აქვს, რომ განახებს რომელი პაბლიკ ფაილი რამდენჯერ გადაწერეს ესეც რეფერალი: Registration სივრცე 5გბ, ტრაფიკი ულიმიტო, და კიდევ რაც შემიძლია აღვნიშნო, ძალიან მაგარი ლაივ საპორტი ყავთ... პ.ს. პაბლიკ ლინკები გასწორდება რამდენიმე საათში/დღეში, ხზ რა ალგორითმით თვლიან მაგას. გაიხარე, მაქვს მაგის ექაუნთი ტრაფიკი თუ არაა შეზღუდული კარგია, ავტვირთავ მანდ ისე, არც დროპბოქსზე მახსოვს მე შეზღუდვა პაბლიკ ტრაფიკზე Quote
kashmir Posted July 5, 2013 Posted July 5, 2013 გაიხარე, მაქვს მაგის ექაუნთი ტრაფიკი თუ არაა შეზღუდული კარგია, ავტვირთავ მანდ ისე, არც დროპბოქსზე მახსოვს მე შეზღუდვა პაბლიკ ტრაფიკზე ერთი მინუსი აქვთ ის, რომ სერვერები მარტო ამერიკაში აქვთ, ანუ ევროპაში არ აქვთ და ზოგ პროვაიდერზე არც თუ ისე სწრაფად იწერს, თუმცა ტუტორიალების შემთხვევაში მეორეხარისხოვანია ეგ, მთავარია უპრობლემოდ მუშაობს. ბაზის მთავარი ლინკები კაი ხანია ზუსტად შუგარსინქის მიდევს და დროპბოქსი მირორად მაქვს, მანამდე 2ჯერ გამეთიშა პაბლიკ ლინკები ( Quote
Davide Posted August 6, 2013 Posted August 6, 2013 მაგარი თემაა საღოლთ კაი ნაწვალები სჩანს მაგრამ ვინც არ იცის რა ქნას მაგრაცმ ოც.გე ზე რაგაც არ მეგულება როგორ არ უნდა იცოდეს ოც.გე ზე დარეგისტრირებულმა ადამიანმა ეგ ყველაფერი Quote
მიშო Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 აქ ვერ ჩავსვამ რუსულს? 7ში ჯდებოდა ინგლისურის ქვეშ რუსული და აქ ვერ ვქენი. Quote
kakha77777 Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 აქ ვერ ჩავსვამ რუსულს? 7ში ჯდებოდა ინგლისურის ქვეშ რუსული და აქ ვერ ვქენი. ეგ მეც მაინტერესებს. ვინ 7 -ში რომელ ენასაც გინდოდა, იმ ენას აყენებდი აქტიურ შემყვნად ( მიუხედავად იმისა რა ენაზე გქონდა ვინდოზავრი) აქ, 8.1 -ში რა ენაზეა ვინდოზავრი იმ ენაზეა შემყვანი ენაც და ვერ ცვლი, ისე, რომ რომელიც შენ გინდა ის იყოს აქტიური. Quote
Shopen Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 ეგ სად არის? ან რისი არის საერთოდ? UI-ს ენა? თუ წერის? ვერ გავიგე მე Quote
kakha77777 Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 ეგ სად არის? ან რისი არის საერთოდ? UI-ს ენა? თუ წერის? ვერ გავიგე მე წერის ენაზე ვამბობ. Quote
მიშო Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 ეგ სად არის? ან რისი არის საერთოდ? UI-ს ენა? თუ წერის? ვერ გავიგე მე Quote
Shopen Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 წერის ენაზე ვამბობ. და ეგ რისთვის არის საჭირო? ანუ ენას ხო ირჩევ აყენებ რომელი გინდა იყოს პირველი და მეორე ეგ რისია? Quote
kakha77777 Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 mishonacro Shopen მასე რომ ვქენი და ზემოთ ავწიე ინგლისური, მერე ვინდოუსიც ინგლისური ხდება. (Log Off ითხოვს და შემდეგ ) პს: ქართული ენის პაკეტი მაქვს დაყენებული და ქართულია მოქცეული პირველ შემტან ენად. საწერად კი ინგლისური უფრო ხშირად მჭირდება, არადა იძულებული ვარ იმისთვის, რომ ვინდოზავრი ქართულად მქონდეს და საათან კუთხეში პირველ ენად ქარ ეწეროს წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისური ხდება ვინდოუსი, როგორც კი შევცვლი და ENG -ს დავაყენებ, (ლოგ ოფს ითხოვს და მერე რათქმაუნდა.) ვინ 7-ზე რომელიც მინდოდა იმ ენას ვაყენებდი შემტანად და მაგისთვის სისტემის ენის მთლიანად შეცვლა არ იყო სჭირო. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.