Jump to content

MSI Big Bang Marshal


Recommended Posts

მაშ ასე, წარმოგიდგენთ MSI-ის კიდევ ერთ ტოპ-ლაინ სისტემურ პლატას 'Sandy Bridge'-ის ბაზაზე - Big Bang Marshal-ს. როგორც უკვე ვიცით, P67 ჩიპსეტს ექნება Intel-ის ახალი თაობის პროცესორების მხარდაჭერა, მაგრამ ამ პროდუქტს ამაზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია.

XL-ATX ტიპის ფორმ-ფაქტორის მეშვეობით, კომპანიაში მოახერხეს და Marshal-ზე განათავსეს რვა PCIe x16 სლოტი, რომლებიც სურვილისამებრ შეგვიძლია ვამუშავოთ როგორც ოთხ x16 ან რვა x8 კონფიგურაციის პირობებში. ეს ყველაფერი კი Lucid-ის HydraLogix ჩიპის დამსახურებაა, რომელიც ასევე იძლევა multi-GPU-ების განთავსების საშუალებასაც - როგორც AMD-ს, ასევე NVIDIA-ს ვიდეოკარტებისათვის.

სიურპრიზები ამით არ მთავრდება. პლატას თან მოჰყვება სამი განსხვავებული BIOS ჩიპი, რვა USB 3.0 პორტების მთელი ნაკრები, ორი 8-პინიანი და ერთი 6-იანი P4 კვების კონექტორი - PCIe სლოტების დამატებითი ენერგიის უზრუნველსაყოფად. ენთუზიაზისტებისთვისაც მოიძებნება შესაფერისი თავისებურებები, კერძოდ კი - SATA 6 გბიტ/წმ, dual gigabit Ethernet-ი, on-board power, reset და ოვერქლოქინგის ღილაკები, ასევე LED error დისპლეი.

28abdea917bc.jpg

როგორც ჩანს, Big Bang Marshal-ი ჯერ კიდევ დამზადების პროცესშია, ამიტომ გამოსვლის თარიღამდე, რომელიც მოსალოდნელია 2011 წლის პირველ კვარტალში, მახასიათებლების მცირედი ცვლილება არაა გამორიცხული. თუმცა, დიზაინს ასე თუ ისე, ალბათ უკვე საბოლოო სახე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონსტრის გამოჩენას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, ხოლო თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირის CES-ის გამოფენაზე მას უფრო ახლო რაკურსით ვიხილავთ.

დასამატებელია მხოლოდ ის, რომ MSI-მ აგრეთვე გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ CES-ზე ის აჩვენებს BigFoot Networks-თან თანამშრომლობით მიღწეულ სიახლეებსაც, მათგან ერთ-ერთის შესახებ ბექამ უკვე მოგაწოდათ ცნობები ამ თემაში.

Link to comment
Share on other sites

მოდერო გააერთიანე მეც იგივე მაქვს :miyvarxar:

ამხელა ჰანტერმა კაცმა ეგ ორი დედაპლატა ვერ უნდა განასხვავო? შენ სხვა რამეზე გიწერია

Link to comment
Share on other sites

XL-ATX ტიპის ფორმ-ფაქტორის მეშვეობით, კომპანიაში მოახერხეს და Marshal-ზე განათავსეს რვა PCIe x16 სლოტი, რომლებიც სურვილისამებრ შეგვიძლია ვამუშავოთ როგორც ოთხ x16 ან რვა x8 კონფიგურაციის პირობებში. ეს ყველაფერი კი Lucid-ის HydraLogix ჩიპის დამსახურებაა, რომელიც ასევე იძლევა multi-GPU-ების განთავსების საშუალებასაც - როგორც AMD-ს, ასევე NVIDIA-ს ვიდეოკარტებისათვის.

მაგარია ძალიან , მეთქი P55-ის ნაირად იქნებოდა

მადლობა ნიუსისთვის

Link to comment
Share on other sites

ამხელა ჰანტერმა კაცმა ეგ ორი დედაპლატა ვერ უნდა განასხვავო? შენ სხვა რამეზე გიწერია

უიმე რამაგრად გავს და მაგიტო ვთქვი უაზროდარც წამიკითხავს ბოდიში მე მაპატიეთ

Link to comment
Share on other sites

8 PCI-e რეკორდია, ყველაზე ბევრი 7 იყო მგონი :drug:

ვა ბექა? გილოცავ გაჰანტერებას :)

კი და არა

8 PCI კი არის მარა X8 სპიდზე იმუშავებენ

Link to comment
Share on other sites

კი და არა

8 PCI კი არის მარა X8 სპიდზე იმუშავებენ

ყველა რომ x8-ზე მუშაობდეს და ყველაში რამე თხელი ვიდეო რომ ჩაარჭო მაინც კარგი იქნება :D

იმას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რომ დღევანდელი სისტემები მარტო 4 GPU-ს ხედავენ და დანარჩენი 4 ოხრად დაგვრჩება :D

------------------------------------

ხუმრობა იქით იყოს და კარგია, 4 სლოტში ვიდეოს ჩაარჭობ (თუ ჩაატევ), დანარჩენ 4-ში საუნდ კარტას, PCI-e SSD-ს და მისთანებს და მაზერი სიმძიმისგან ჩატყდება :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

1-იც საკმარისია ჩემთვის :D

ხუმრობა იქით იყოს და კარგია, 4 სლოტში ვიდეოს ჩაარჭობ (თუ ჩაატევ), დანარჩენ 4-ში საუნდ კარტას, PCI-e SSD-ს და მისთანებს და მაზერი სიმძიმისგან ჩატყდება :chojinfc:

ნამდვილად იქით იყო ხუმრობა ? :D

Link to comment
Share on other sites

ხუმრობა კი და ოცნება - არა :D

:user:

კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს , შესანიშნავი რევიუსათვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.