X-treme user Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 მაშ ასე, წარმოგიდგენთ MSI-ის კიდევ ერთ ტოპ-ლაინ სისტემურ პლატას 'Sandy Bridge'-ის ბაზაზე - Big Bang Marshal-ს. როგორც უკვე ვიცით, P67 ჩიპსეტს ექნება Intel-ის ახალი თაობის პროცესორების მხარდაჭერა, მაგრამ ამ პროდუქტს ამაზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია. XL-ATX ტიპის ფორმ-ფაქტორის მეშვეობით, კომპანიაში მოახერხეს და Marshal-ზე განათავსეს რვა PCIe x16 სლოტი, რომლებიც სურვილისამებრ შეგვიძლია ვამუშავოთ როგორც ოთხ x16 ან რვა x8 კონფიგურაციის პირობებში. ეს ყველაფერი კი Lucid-ის HydraLogix ჩიპის დამსახურებაა, რომელიც ასევე იძლევა multi-GPU-ების განთავსების საშუალებასაც - როგორც AMD-ს, ასევე NVIDIA-ს ვიდეოკარტებისათვის. სიურპრიზები ამით არ მთავრდება. პლატას თან მოჰყვება სამი განსხვავებული BIOS ჩიპი, რვა USB 3.0 პორტების მთელი ნაკრები, ორი 8-პინიანი და ერთი 6-იანი P4 კვების კონექტორი - PCIe სლოტების დამატებითი ენერგიის უზრუნველსაყოფად. ენთუზიაზისტებისთვისაც მოიძებნება შესაფერისი თავისებურებები, კერძოდ კი - SATA 6 გბიტ/წმ, dual gigabit Ethernet-ი, on-board power, reset და ოვერქლოქინგის ღილაკები, ასევე LED error დისპლეი. როგორც ჩანს, Big Bang Marshal-ი ჯერ კიდევ დამზადების პროცესშია, ამიტომ გამოსვლის თარიღამდე, რომელიც მოსალოდნელია 2011 წლის პირველ კვარტალში, მახასიათებლების მცირედი ცვლილება არაა გამორიცხული. თუმცა, დიზაინს ასე თუ ისე, ალბათ უკვე საბოლოო სახე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონსტრის გამოჩენას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, ხოლო თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირის CES-ის გამოფენაზე მას უფრო ახლო რაკურსით ვიხილავთ. დასამატებელია მხოლოდ ის, რომ MSI-მ აგრეთვე გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ CES-ზე ის აჩვენებს BigFoot Networks-თან თანამშრომლობით მიღწეულ სიახლეებსაც, მათგან ერთ-ერთის შესახებ ბექამ უკვე მოგაწოდათ ცნობები ამ თემაში. Hexus Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 მოდერო გააერთიანე მეც იგივე მაქვს ამხელა ჰანტერმა კაცმა ეგ ორი დედაპლატა ვერ უნდა განასხვავო? შენ სხვა რამეზე გიწერია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 XL-ATX ტიპის ფორმ-ფაქტორის მეშვეობით, კომპანიაში მოახერხეს და Marshal-ზე განათავსეს რვა PCIe x16 სლოტი, რომლებიც სურვილისამებრ შეგვიძლია ვამუშავოთ როგორც ოთხ x16 ან რვა x8 კონფიგურაციის პირობებში. ეს ყველაფერი კი Lucid-ის HydraLogix ჩიპის დამსახურებაა, რომელიც ასევე იძლევა multi-GPU-ების განთავსების საშუალებასაც - როგორც AMD-ს, ასევე NVIDIA-ს ვიდეოკარტებისათვის. მაგარია ძალიან , მეთქი P55-ის ნაირად იქნებოდა მადლობა ნიუსისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 ამხელა ჰანტერმა კაცმა ეგ ორი დედაპლატა ვერ უნდა განასხვავო? შენ სხვა რამეზე გიწერია უიმე რამაგრად გავს და მაგიტო ვთქვი უაზროდარც წამიკითხავს ბოდიში მე მაპატიეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 8 PCI-e რეკორდია, ყველაზე ბევრი 7 იყო მგონი ვა ბექა? გილოცავ გაჰანტერებას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 8 PCI-e რეკორდია, ყველაზე ბევრი 7 იყო მგონი ვა ბექა? გილოცავ გაჰანტერებას მადლობა მიშა :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 8 PCI-e რეკორდია, ყველაზე ბევრი 7 იყო მგონი ვა ბექა? გილოცავ გაჰანტერებას კი და არა 8 PCI კი არის მარა X8 სპიდზე იმუშავებენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 კი და არა 8 PCI კი არის მარა X8 სპიდზე იმუშავებენ ყველა რომ x8-ზე მუშაობდეს და ყველაში რამე თხელი ვიდეო რომ ჩაარჭო მაინც კარგი იქნება იმას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რომ დღევანდელი სისტემები მარტო 4 GPU-ს ხედავენ და დანარჩენი 4 ოხრად დაგვრჩება ------------------------------------ ხუმრობა იქით იყოს და კარგია, 4 სლოტში ვიდეოს ჩაარჭობ (თუ ჩაატევ), დანარჩენ 4-ში საუნდ კარტას, PCI-e SSD-ს და მისთანებს და მაზერი სიმძიმისგან ჩატყდება :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 1-იც საკმარისია ჩემთვის ხუმრობა იქით იყოს და კარგია, 4 სლოტში ვიდეოს ჩაარჭობ (თუ ჩაატევ), დანარჩენ 4-ში საუნდ კარტას, PCI-e SSD-ს და მისთანებს და მაზერი სიმძიმისგან ჩატყდება ნამდვილად იქით იყო ხუმრობა ? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 ნამდვილად იქით იყო ხუმრობა ? ხუმრობა კი და ოცნება - არა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 ხუმრობა კი და ოცნება - არა კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს , შესანიშნავი რევიუსათვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted December 31, 2010 Share Posted December 31, 2010 გილოცავ ჰანთერობას :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.