Jump to content

AMD Radeon™ RAMDisk - ოპ. მეხსიერების ვირტ. მყარ მეხსიერებად გამოყენება


Recommended Posts

AMD Radeon™ RAMDisk შექმნილია იმისათვის რომ გამოვიყენოთ ოპერატიული მეხსიერების შესაძლებლობები უფრო მეტად. ამიტომ ამ პროგრამის შესაქმნელად გაერთიანდა AMD და Dataram.

ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი შემდეგია. არსებული ოპერატიული მეხსიერებიდან არეზერვებს გარკვეულ მოცულობას და ახდენს მის ვირტუალურ "მყარ" მეხსიერებად გარდაქმნას.

მაგალითად თუ გვაქვს 8 GB მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და გვინდა შევქმნათ 4 GB მოცულობის მეხსიერება, ამ პროგრამის საშუალებით ეს თავისუფლად მოხდება. ვინდოუსის ოპერაციული სისტემა ამ დარეზერვებულ მეხსიერებას აღიქვავს როგორც ჩვეუელბრივ ვინჩესტერის მეხსიერებას.

უარყოფითი თვისება ისაა რომ კომპის გამორთვისას ეს ვირტუალურად შექმნილი მეხსიერება ქრება რადგან ოპერატიული მეხსიერების მუშაობის პრინციპი ესეთია.

მაგრამ დადებითი თვისებებიც აქვს

  • თამაშების ჩატვირთვის დრო შემცირდება
  • უსწრაფესი ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე (RAMDisk წაკითხვის სიჩქარე აღწევს 25600 MB წამში DDR3-1600 ოპერებზე)
  • უფრო მეტი სისწრაფე ვებ–გვერდების ჩატვირთვაში
  • Easily protect your privacy with auto-delete on boot or protect your data with auto-save on shutdown

არის ამ პროგრამის უფასო და ფასიანი ვერსიები. უფასო ვერსიას შესაბამისად ლიმიტირებული ფუნქციები აქვს, მისი გამოყენებისას მაქსიმუმ შეგიძლიათ 4 (ან 6 თუ AMD-ს ბრენდირებული ოპერებია) გიგაბაიტამდე დაარეზერვერვოთ ოპ. მეხსიერება.

ფასიან Radeon™ RAMDisk Xtreme ვერსიას რაც შეეხება 19 $ ღირს და საშუალებას გვაძლევთ 64GB მოცულობის ადგილი დაარეზერვოთ.

აქ მოცემულია რეკომენდირებული მონაცემები თუ რომელ სისტემაზე რა იქნებ აოპტიმალური ჩვენთვის.

ramdisl_recommendation_chart_750x156.png

აქ კი მოცემულია თუ რომელი კატეგორიის მომხმარებელს რა სარგებელი ქნება

ramdisk_usage_chart_722x256.png

უფასო ვერსია შეგიძლიათ გადმოიწეროთ ახლავე საიტიდან: http://www.radeonramdisk.com/

ხოლო ფასიანი: http://radeonramdisk.com/xtreme/

[media=]

წყარო:

http://blogs.amd.com...radeon-ramdisk/

http://www.amd.com/u...k-overview.aspx

http://www.amd.com/u...promotions.aspx

http://www.amd.com/U...k-consumer.aspx

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მადლობთ ყველას

ჯერ ჯერობით რაღაც მიზეზების გამო XP მიყენია და ვერ დავაინსტალირე უფასო ვერსია რომ გამეტესტა. მინიმუმ ვისტა უნდა გეყენოს რომ დააყენო ეს პროგრამა.

ხშირად გამოსაყენებელი პროგრამა არაა მაგრამ, რაღაც კონკრეტული საქმისთვის გამოიყენებს კაცი.

Link to comment
Share on other sites

ვერ გავიგე მაგალითად თამაშებს რა პრინციპით აჩქარებს?

Link to comment
Share on other sites

ვერც მე მივხვდი თამაში თუ მყარ დისკზე გიყენია რატომ უნდა დაჩქარდეს რამდისკის გამოყენებისას. მგონი რო დაჩქარდეს ზედ მაგ რამდისკზევე უნდა გეყენოს თამაში.

Link to comment
Share on other sites

ვერც მე მივხვდი თამაში თუ მყარ დისკზე გიყენია რატომ უნდა დაჩქარდეს რამდისკის გამოყენებისას. მგონი რო დაჩქარდეს ზედ მაგ რამდისკზევე უნდა გეყენოს თამაში.

ჰოო მასეა მასე

რამდისკით როცა შექმნი გარკვეული მოცულობის ადგილს ოპერატიული მეხსიერებიდან, გახდება მაგალითად Local Disk (E) როგორიც C და D დისკია. რაც გინდა ის ჩაწერე, მაგალითად თამაშის ინსტალაციისას შეგიძლია მიუთითო ეგ ადგილი და მანდ დააინსტალირებს ფაილებს. ან რავი ჩაწერ რასაც გინდა.

ჩაწერა წაკითხვის სიჩქარე არის დიდი SSD და HDD-სთან შედარებით, ამიტომ შეგიძლიათ რაიმე 3D პროგრამებთან მუშაობის დროს პროექტის რენდერისას ან შენახვისას ან რაღაც სხვა ფუნქციებისთვის ეს ადგილი გამოიყენო. ასევე მაღალი ხარისხის ფილმების კონვერტაცისაას და ა.შ.

P.S. ყველაზე იაფიანი CORSAIR XMS 64GB (8 x 8GB) 1333 Mhz, 288 $

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820233308

ძვირიანი CORSAIR Dominator Platinum 64GB (8 x 8GB) 2133 Mhz, 900 $

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820233363

Link to comment
Share on other sites

8 სლოტიანი მაზერები ბევრს არ აქვს 4-იანებია გავრცელებული უფრო. ისე კი რამდისკზე რო დავაყენო ვთქვათ თამაში მერე გამორთვისას ხომ წაიშლება.

Link to comment
Share on other sites

8 სლოტიანი მაზერები ბევრს არ აქვს 4-იანებია გავრცელებული უფრო. ისე კი რამდისკზე რო დავაყენო ვთქვათ თამაში მერე გამორთვისას ხომ წაიშლება.

ხო გამორთვისას ყველაფერი იკარგება. როცა ჩაიტვირთება ვინდოუსი ისევ შექმნი.

ნიუეგზე ვნახე ერთი მოდული ოპერატიული DDR3 1333 Mhz 32 GB 2146 $ ღირდა :D გამოვშტერდი. ეგეთი არაფერი მინახია. თან HP-ის რაღაც LOW END გავს ვიზუალურად არანაირი გაგრილების კიტი... ამხელა ფულს იხდი ლამაზი მაინც გამოეშვათ :D

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820326202

ვინმეს რო ეჩუქებინა ისე გადავაგდებდი ზედაც არ დავხედავდი :D

Link to comment
Share on other sites

ზოგი თამაში ნახევარი საათი რო ყენდება, მაგაზე დაყენდება წამებში, ითამაშებ, სეივს ინახავ ვინჩოზე

მოხვალ მეორე დღეს ისევ გაუშვებ დაყენებაზე წახვალ მოფსავმოვხალ დაყენებულია მიდი უბერე+FPS-ები მეტი იქნება

:D :D :D

Link to comment
Share on other sites

ზოგი თამაში ნახევარი საათი რო ყენდება, მაგაზე დაყენდება წამებში, ითამაშებ, სეივს ინახავ ვინჩოზე

მოხვალ მეორე დღეს ისევ გაუშვებ დაყენებაზე წახვალ მოფსავმოვხალ დაყენებულია მიდი უბერე+FPS-ები მეტი იქნება

:D :D :D

მართალიხარ ოღონდ ფპს არ იქნება მეტი... თამაშს რო რთავ ვინჩესტერიდან იტვირთება ოპერატიულში შესაბამისად ოპერატიულშივე რომ დააყენო თამაში ეგ ჩატვირთვის პროცესი არ იქნება საჭირო თორე დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩება

ერთი ის ტეხავს კომპის რესტარტის მერე სულ რო გიწევს თამაშის დაყენება თორე დანარჩენი ხოშიანადაა ყველაფერი :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მართალიხარ ოღონდ ფპს არ იქნება მეტი... თამაშს რო რთავ ვინჩესტერიდან იტვირთება ოპერატიულში შესაბამისად ოპერატიულშივე რომ დააყენო თამაში ეგ ჩატვირთვის პროცესი არ იქნება საჭირო თორე დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩება

ერთი ის ტეხავს კომპის რესტარტის მერე სულ რო გიწევს თამაშის დაყენება თორე დანარჩენი ხოშიანადაა ყველაფერი :thumbsup:

მაგისთვის არსებობს Hibernate

მარა ბევრჯერ Hibernate არაა კაი

Link to comment
Share on other sites

მაგისთვის არსებობს Hibernate

მარა ბევრჯერ Hibernate არაა კაი

:)

ხომ ვერ შემახსენებ ჰიბერნეიტი რა პრინციპით მუშაობს?

Link to comment
Share on other sites

:)

ხომ ვერ შემახსენებ ჰიბერნეიტი რა პრინციპით მუშაობს?

უი ხო :დ რამზე ინახავს ყველაფერს როგორც იყო და არ შლის :დ

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.