Popular Post სოსო Posted December 26, 2010 Popular Post Posted December 26, 2010 თუ თქვენი კომპიუტერი იწვის დაწერეთ აქ ჩვენი ფორუმის ტრადიციებიდან გამომდინარე ასე არ დავამთავრებ ამ პოსტს და მცირედს დავწერ რაც ვიცი ტემპერატურები წერია ცელსიუსით! პროცესორის, ვიდეო დაფის, დედა დაფის ოპერატიულის სამუშაო ტემპერატურა საშუალოდ 40-60 გრადუსია როგორც წესი ამ ტემპერატურაზე ეს კომპონენტები უპრობლემოდ მუშაობენ და საფრთხე არ ემუქრებათ ! რაც უფრო ნაკლები იქნება ტემპერატურა მით უკეთესია მაგრამ 50 და 20 გრადუსს შორის თქვენ დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ კომპონენტები ფაქტიურად ერთნაირი ეფექტურობით იმუშავებენ ამ ტემპერატურებზე დიდი სხვაობა გექნებათ თუ თქვენ ტემპერატურას 0 გრადუსის ქვევით დააგდებთ (მშრალი ყინული, თხევადი აზოტი, კასკადი...) და სხვაობა იქნება ძირითადად აჩქარების პოტენციალში (რაზგონში) რეალურად პროცესორიც და ვიდეო კარტაც უფრო დიდ ტემპერატურებს უძლებს და მწარმოებლის საიტებზე intel, Nvidia, AMD-ATI თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კომპონენტის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა ნვიდიას ახალ ვიდეო დაფებზე ეს ტემპარატურა ზოგჯერ 105 გრადუსსაც აღწევს ინტელის I7 პროცესორებზე 70 გრადუსი უწერიათ Tcase მაქსიმალური ტემპერატურა მაქსიმალური TDP ანუ სიმძლავრისას და თბოგამოყოფისასა აჩქარების გარეშე რეალურად ინტელის პროცესორები 100 გრადუსზეც მუშაობენ თუმცა როგორც წესი ცუდად საერთო ჯამში შეიძლება ჩაითვალოს ასედატვირთვაზე80 გრადუსი - მაქსიმალური დასაშვები 24/7 სამუშაოდ70 გრადუსი - მაქსიმალური რეკომენდებული 24/7 სამუშაოდ60 გრადუსი - შესაშური ტემპერატურა 24/7 სამუშაოდ60 გრადუსის ქვევით თუ არის თქვენი კომპონენტების ტემპერატურა დატვირთვაზე აქ არ დაწეროთ რამე თორემ ბანს მიიღებთ ფაქტიურად ეს რეკომენდაციები ეხება ყველა CPU, GPU და დედა დაფას პლუს მინუსით იმის გათვალისწინებით რომ 65 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული უფრო მაღალ ტემპერატურაზე გრძნობს თავს კარგად ვიდრე 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული ხოლო 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული კომპონენტები კიდევ უფრო მძიმედ განიცდიან მაღალ ტემპერატურებს.რაც დაბალია ნანოტექნოლოგია მით უფრო დაბალ ტემპერატურაზე უნდა ვამუშაოთ.მაღალი ძაბვა კომპონენტების მტერიამაგრამ მაღალი ძაბვა overclocker-ების მეგობარიამოკლედ მაღალი ძაბვა მეტად აზიანებს კომპონენტებს ვიდრე მაღალი ტემპერატურა !მნიშვნელოვანია იცოდეთდეგრადაცია რას ნიშნავს დეგრადაცია ? როცა დიდია ტემპერატურის ცვალებადობა კომპნენტები განიცდიან დეგრადაციას. თუ კომპონენტის ტემპერატურა ცვალებადობს 15 გრადუსიდან 85 გრადუსამდე! ასეთი კომპონენტი ბევრად მალე მოკვდება ვიდრე კომპონენტი რომლის ტემპერატურაც ცვალებადობს თუნდაც 75-დან 85 გრადუსამდე!!! სხვაობას მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურას შორის ეწოდება დელტა და რაც უფრო დაბალია დელტა (ანუ სხვაობა) Max და Min შორის მით უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს პროცესორი, ვიდეო, დედა დაფა და ა.შ. ამის მიზეზი ის არის რომ გაცხელებისას კომპონენტები ფართოვდებიან, ხოლო გაცივებისას პატარავდებიან, რაც უფრო დიდია ასეთი ცვალებადობა მით მალე ზიანდება ჩიპი.HDD ამ კომპონენტს ცალკე გამოვყოფ ! იმის გამო რომ HDD შეიცავს მბრუნავ მექანიზმებს და სხვადასხვა ბერკეტების სიტემას მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ცვალებადობს 25-დან 50 გრადუსამდე.25 გრადუსის ქვევით არის საშიშროება რომ დაზიანდეს მისი მბრუნავი მექაანიზმები ასე რომ ძალიან ნუ დააგდებთ ვინჩესტერის ტემპერატურას და ნურც 50 გრადუსის ზევით გაუშვებთ თუ გინდათ რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი იყოს. ეს არ ეხება SSD-ს რომელიც სხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული (მასში არაფერი ბრუნავს) და მშვენივრად უძლებს დაბალ ტემპერატურებს.მოკლედ: დატვირთვაზე 60-70 გრადუსი გაითვალისწინეთ დელტა HDD-ს ნუ გადააცივებთ P.S. აჩქარება მსხვერპლს მოითხოვს და თქვენ თუ რეკორდებზე ფიქრობთ ტემპერატურა არ უნდა გაშინებდეთ შემდგომში ტემპერატურის პრობლემებზე ვისაუბროთ ამ თემაში 16 Quote
baker Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 კაია სოსო ბევრს გამოადგება ხშირია თემები სადაც წერენ რომ კაია თუ არა ამა თუ იმ ნაწილის ტემპერატურა 1 Quote
bekuna Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 მაღალი ძაბვა overclocker-ების მეგობარია ზოზოია კიდე ჩვენი :D Quote
T a S o T T i Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 გამოსადეგი რამაა ეს კი ვიცოდი მაგრამ მაინც დიდი ყურადღებით წავიკითხე :D Quote
pulsar Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 (მშრალი ყინული, თხევადი აზოტი, კასკადი...) კასკადი რა არის? Quote
ბექა Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 hdd თბება 40 მდე ლეპტოპზე და ცპუ მაქსიმუმ 30 თავიდან 18 მდე ადიოდა და ხო კაი მაჩვენებელია ? Quote
სოსო Posted December 26, 2010 Author Posted December 26, 2010 კასკადი რა არის? hdd თბება 40 მდე ლეპტოპზე და ცპუ მაქსიმუმ 30 თავიდან 18 მდე ადიოდა და ხო კაი მაჩვენებელია ? კი კარგია ძალიან 1 Quote
Barca Posted December 26, 2010 Posted December 26, 2010 60 გრადუსის ქვევით თუ არის თქვენი კომპონენტების ტემპერატურა დატვირთვაზე აქ არ დაწეროთ რამე თორემ ბანს მიიღებთ ბანი არ მინდა და აი ნოუთის ოღონდ ეს სულ ასეა სტაბილურად როცა არაფერს ვაკეთებ ისეთს და ხომ კარგია ? :rolleyes: Quote
Razer Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 ძალიან საჭირო ინფოა. მადლობა ბანი მგონი მე უნდა დამადონ ამის დადებისთვის (აუ არა რა) < ესეა ჩვეულებრივ რეჟიმზე და ევერესტის სტრესზე CPU 30-40ს არ ცდება (ჰაერზე) , მგონი კარგად დარაზგონდება Quote
Jiddu Posted December 29, 2010 Posted December 29, 2010 ხალხო რა მინდა გკითხოთ, ჩემს მეგობარს აქვს ლეპტოპი DELL ვოსტრო 1015 და თამაშს რო რთავს გარკვეული ხნის შემდეგ ეკიდება და ბატარიის ამოღების გარეშე რეაქცია აღარ აქვს. ესეც მონაცემები. Processor: intel® core2 duo CPU T6570 @ 2.10GHz ოპერატიული 2GB ვიდეო GMA 4500MHD ხან რამდენიმე წუთში იჭედება ხან 1-2 საათში. თითონ ამ თამაშს უპრობლემოთ ქაჩავს გაჭედვის გარეშე. რისი ბრალი შეილება იყოს ხომ არ გაქვთ ვინმეს რაიმე იდეა? თითონ ლეპტოპი ახალია ცოტა ხნის წინ იყიდა. მე მაინც გადახურება მგონია. პ.ს: ერთერთ ახლობელს აქვს იგივენაირი ლეპტოპი ანალოგიური მონაცემებით და ზუსტად იგივე თამაშს თამაშობს უპრობლემოთ Quote
Barca Posted December 29, 2010 Posted December 29, 2010 ხალხო რა მინდა გკითხოთ, ჩემს მეგობარს აქვს ლეპტოპი DELL ვოსტრო 1015 და თამაშს რო რთავს გარკვეული ხნის შემდეგ ეკიდება და ბატარიის ამოღების გარეშე რეაქცია აღარ აქვს. ესეც მონაცემები. Processor: intel® core2 duo CPU T6570 @ 2.10GHz ოპერატიული 2GB ვიდეო GMA 4500MHD ხან რამდენიმე წუთში იჭედება ხან 1-2 საათში. თითონ ამ თამაშს უპრობლემოთ ქაჩავს გაჭედვის გარეშე. რისი ბრალი შეილება იყოს ხომ არ გაქვთ ვინმეს რაიმე იდეა? თითონ ლეპტოპი ახალია ცოტა ხნის წინ იყიდა. მე მაინც გადახურება მგონია. პ.ს: ერთერთ ახლობელს აქვს იგივენაირი ლეპტოპი ანალოგიური მონაცემებით და ზუსტად იგივე თამაშს თამაშობს უპრობლემოთ Windows გადააყენოს :chojinfc: Quote
OverDozeD Posted December 29, 2010 Posted December 29, 2010 Windows გადააყენოს ეგ და აბი-გლუკოზა ერთი და იგივეა ლაპტოპ არაა სათამაშო, მითუმერეს ვოსტრო, ხოდა ასე რომ ნუ გამოძერწავს ხისგან ლურსმანს. Quote
GTA Posted December 29, 2010 Posted December 29, 2010 iavna bania video 40 ver cdeba fanebi iseti chaweuli maq buzis xma ismis otaxshi Quote
Gota__ Posted January 9, 2011 Posted January 9, 2011 დატვირთულზე (100%) 50 გრადუსი მაქვს მაქსიმუმ CPU-ზე. დედაპლატაზე 26. კაი მაჩვენებელია??? Quote
Barca Posted January 9, 2011 Posted January 9, 2011 დატვირთულზე (100%) 50 გრადუსი მაქვს მაქსიმუმ CPU-ზე. დედაპლატაზე 26. კაი მაჩვენებელია??? ვიდეო კარტაზე და ოპერებზე > ? Quote
Fatal Fighter Posted January 9, 2011 Posted January 9, 2011 ვიდეო კარტაზე და ოპერებზე > ? ოპერებზე ?! :) Quote
baker Posted January 9, 2011 Posted January 9, 2011 სენსორების სიუხვით არ გამოირჩვევა ჩემი სისტემა რავი ნორმალურია მგონი Quote
გათი Posted January 17, 2011 Posted January 17, 2011 ბიჭებო როგორ ფიქრობთ 10 გრადუს ცელსიუსი i3-540-ისთვის ნორმალურია? ჩვეულებრივი ჰაერის გაგრილებაზე. stock ქულერით. Quote
Barca Posted January 17, 2011 Posted January 17, 2011 ბიჭებო როგორ ფიქრობთ 10 გრადუს ცელსიუსი i3-540-ისთვის ნორმალურია? ჩვეულებრივი ჰაერის გაგრილებაზე. stock ქულერით. ზედმეტად მაღალი ტემპერატურაა ჯობია ქულერი დაამატო :D :D 1 Quote
GIBSON Posted January 17, 2011 Posted January 17, 2011 ჩემიც მასეა ზუსტად... ხანდახან 9 7 ზეც ჩამოდის Quote
LedZeppelin Posted January 21, 2011 Posted January 21, 2011 მე რო მქონდა ადრე P4 3.0 GHZ 478 სოკეტზე სტოკ ქულერზე 30 გრადუსს არ ცდებოდა დატვირთვაზე ოღონდ მართლა ეხა ცოტა არ იყოს და ფეჩი მაქვს 1 ბირთვი 50 გრადუსამდე ადის 2 40 მდე 3 45 მდე 4 45 მდე გრუზზე რათქმაუნდა :D Quote
Razer Posted January 28, 2011 Posted January 28, 2011 ბიჭებო როგორ ფიქრობთ 10 გრადუს ცელსიუსი i3-540-ისთვის ნორმალურია? ჩვეულებრივი ჰაერის გაგრილებაზე. stock ქულერით. რა გაგრილება გაქ? სტოკზე 10 გრადუსზე როგორ დგას ??? Quote
sauron Posted January 28, 2011 Posted January 28, 2011 ასეთი შედეგი მიიღწევა Spire ის 10 ლარიანი ქულერით Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.