Jump to content

Recommended Posts

ინფორმაციულ წყაროს ცნობით, ზაფხულისთვის დაგეგმილია ციფრულ სარკიან კამერა Nikon D600-ის გამოშვება, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ეღირება დაახლოებით 1500$ და ჩაანაცვლებს მოდელ Nikon D700-ს (ქვედა ფოტოსურათი). ნაწარმი აღჭურვილი იქნება ავტომატური ფოკუსირების ჩაშენებული წამყვანით ('სახრახნისით'), რითაც ის შეინარჩუნებს სრულ თავსებადობას აღნიშნული დეტალის არმქონე ობიექტივებთან.

25444_D700_34l.jpg

ეს გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინაც კი, კომპანიის ასორტიმენტის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ და მასში ახლაც შეინიშნებიან. ამ ტიპის კომპონენტების მქონე ლინზებს, სხვა მწარმოებლებიც უშვებენ და ასე, რომ სიახლე უდავოდ სასიამოვნო სახისაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამერას არ ექნება ინტეგრირებული GPS-მიმღები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ყველა ფოტოგრაფი არ იყენებს, ხოლო მის არსებობას, არ არის გამორიცხული, რომ გამოეწვია პროდუქტის გაძვირება, ეს ამბავიც, სურვილისამებრ, შეგვიძლია დადებით კატეგორიას მივაკუთვნოთ.

მაშ ასე, აპარატი აგრეთვე მიიღებს 24,7 მპ გაფართოების FX-ფორმატის სენსორს, მისი მასა კი იქნება 760 გ (850 გ - ელემენტისა და მეხსიერების ბარათთან ერთად). გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში შევა 921 ათას წერტილ გაფართოების მქონე 3,2-დუიმიანი დისპლეი, ვიდეომაძებარი - კადრის 100% დაფარვით და HDMI-გასასვლელი. ხოლო შუქმგრძნობელობის დიაპაზონად სახელდება ISO 100-6400 (იზრდება ISO 50-25600-მდე). ავტოფოკუსირების სისტემას გააჩნია 39 პიქსელი, რომელთაგანაც 9 - ჯვრისებური ფორმისაა. დიდად სავარაუდოა, რომ კვებისთვის გამოიყენონ ლითიუმ-იონური ელემენტი EN-EL15 - Nikon D7000, D800, D800E და Nikon 1 V1-ების მსგავსად.

28 მაისს, ქალაქ კასაბლანკაში დაგეგმილია Nikon-ის შეხვედრა - გაყიდვების ევროპული ქსელის წარმომადგენლებთან და შესაძლებელია, სწორედ იქ გახდეს ცნობილი ახალი ინფორმაცია D600-ის შესახებ.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

კარგია <3 მიყვარს ნიკონის სიახლეები მაგრამ გაიაფდეს ცოტა რა

Link to comment
Share on other sites

კასაბლანკას ყრილობაზე არაფერი უთქვამთ. ნიკონის ჭორბიუროც დუმს ჯერჯერობით.

დ800 და დ600 ორივე ფულფრეიმი იქნება, მაგრამ სხვადასხვა სეგმენტისთვის.

დ600 მოიგონეს, როგორც entry-level Full-Frame, ამიტომაც იაფი ინქება და არა ისეთი სწრაფი და ძლიერი, როგორიც დ800(ე)

მარკეტინგულად სწორი გათვლაა, ჩემი აზრით. თუმცა ვისაც საქმისთვის დასჭირდება აპარატი, მაინც დ800 ან ზემოთ კლასის კამერას იყიდის, ეს დ600 უფრო ამერიკელ და იაპონელ ფულიან "კონზიუმერებზე" იქნება გათვლილი

მე დ600-ზე მეტად დ400-ს ველოდები, რომელიც ლოგიკურად დ300ს-ის განახლება უნდა იყოს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ენტრი ლეველ ფულ ფრეიმი ნონსენსია ჩემი აზრით. მაგის ფასად პრო ლეველ APS-C-ს ვიყიდი და თუ რამე სერიოზული მინდა, იმდენ ფულსაც გამოვნახავ, რომ პრო დონის FF ავიღო.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.