X-treme user Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 კომპანია PENTAX-მა წარმოადგინა მტვრისა და წ^ლისგან დაცული კამერა PENTAX K-30. მწარმოებლის სიტყვებით, 'ის იდეალურია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მისდევენ აქტიურ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე'. გარდა იმისა, რომ აპარატი თავს შესანიშნავად გრძნობს უამინდობის პირობებში, ის საკმაოდ მსუბუქიცაა, გააჩნია ავტოფოკუსირების ახალი სისტემა, ვიდეომაძებარი პენტაპრიზმის საფუძველზე - კადრის 100%-იანი დაფარვით და Full HD ფორმატში ვიდეოს გადაღების ფუნქციით. APS-C ფორმატიან CMOS სენსორის გაფართოება (23,7 x 15,7 მმ), რომელიც გამოიყენება კამერაში, შეადგენს 16,3 მპ-ს. გათვალისწინებულია გამოსახულების სტაბილიზაცია - ამ დეტალის მოძრაობის მეშვეობით. ფოტოსურათების დამუშავებას უზრუნველყოფს პროცესორი Prime M, ხოლო შუქმგრძნობელობის დიაპაზონი შეზღუდულია ISO 100 და 12800 მაჩვენებლებით (იზრდება ISO 25600-მდე). კამერაში რეალიზებულია ვიდეოგადაღების ფუნქცია - MPEG-4 ან H.264 ფორმატში შეკუმშვის ფუნქციით. შესაძლებელი გაფართოებები გახლავთ 1920 x 1080 (30, 25, 24 კ/წმ), 1280 x 720 (60, 50, 30, 25, 24 კ/წმ), 640 x 424 (30, 25, 24 კ/წმ). გარდა ამისა, მას შეუძლია წამში ექვსამდე კადრის გაკეთება, მინიმალური დაყოვნება კი შეადგენს 1/6000 წმ-ს. მწარმოებელი აღნიშნავს რეჟიმების, სიუჟეტური პროგრამებისა და აგრეთვე გამოსახულების დამუშავების ფუნქციების დიდ რაოდენობას. PENTAX K-30-მა მიიღო 11 წერტილის მქონე, ავტოფოკუსირების ახალი მოდული SAFOX IXi+, რომელთაგანაც 9 - ჯვრისებური ფორმისაა. კომპლექტაცია აგრეთვე მოიცავს 921 ათას პიქსელ რეზოლუციის 3-დუიმიან ეკრანს, ჩაშენებულ მაშუქს - წამყვანი რიცხვით 12 (ISO 100-ის დროს), SD, SDHC ან SDXC ფორმატის მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილ სლოტს. კამერა აღჭურვილია PENTAX KAF ბაიონეტით, რისი საშუალებითაც, ის ხდება სრულად ან ნაწილობრივ თავსებადი - PENTAX K-, KA-, KAF-, KAF2 და KAF3 ობიექტივებთან. მასა შეადგენს 650 გ-ს, ზომები კი - 130 x 97 x 71 მმ-ს. ის მუშაობს როგორც კომპლექტში შესულ (რომლის ერთი დამუხტვაც საკმარისია 410 სურათის გადასაღებად), აგრეთვე AA-ტიპის ოთხი ელემენტითაც (საჭირო გახდება ცალკეულად D-BH109 კონტეინერის შეძენა). პროდუქტის გაყიდვები ივლისის თვეში დაიწყება და მისი ღირებულება იქნება 850$. DA L 18-55mm ობიექტივიანი ნაკრები კი, შეფასებულია 900$-ად. IXBT 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 აუ ვიდზე მაგარია ძალიან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 აუ ვიდზე მაგარია ძალიან პენტაქსი, ყოველთვის დიდი მადლობა ავტორს. 900$ ცოტა არ იყოს მეძვირება, მაგრამ ახალ "ამინდგამძლე" კამერას მაგ ფასად ვერ იყიდის ადამიანი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted May 26, 2012 Share Posted May 26, 2012 გეძვირა? კარგი რა. weatherproof, sensor-shift stabilization და სუპერ დიზაინი :შ მნდაააა, მარა ფასი არ მაწყობს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 reviu daido http://www.pentaxforums.com/reviews/pentax-k-30-review/k30-introduction.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 D7000 VS es? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 19, 2012 Share Posted July 19, 2012 D7000 VS es? Hmm. Reviu waikitxe? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted July 21, 2012 Share Posted July 21, 2012 Hmm. Reviu waikitxe? კი წავიკითხე მიშა ვიხუმრე კაცო არ გამიბრაზდე ხომ არ იცი საქართველოში რომელ მაღაზიაში შეიძლება ჰქონდეთ ? ვიცი რომ შენი ერთერთი საყვარელი ბრენდია მაგრამ თანაბარი ფასის პირობებში ამის აღებას მირჩევ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 21, 2012 Share Posted July 21, 2012 კი წავიკითხე მიშა ვიხუმრე კაცო არ გამიბრაზდე ხომ არ იცი საქართველოში რომელ მაღაზიაში შეიძლება ჰქონდეთ ? ვიცი რომ შენი ერთერთი საყვარელი ბრენდია მაგრამ თანაბარი ფასის პირობებში ამის აღებას მირჩევ? Pentaxis SLR saqartveloshi?tan mag donis?eh,daragoi drug,samwuxarod eg fantastikis sferoa...K-x minaxavs meliqishvilze rom kodakia,iq.uwin.mere K-r-ic,magram semi-pro donis pentaxi aramgonia vismes hqondes.rac sheexeba Nikon vs Pentax,me D7000-s girchev,nikonis optika da aqsesuarebi ufro ioli sashovnelia aq da imitom.me tviton pentax-s avigebdi,didi xania mag brendis kameraze vocnebob 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted July 22, 2012 Share Posted July 22, 2012 არადა ამის მაგარი მუღამი მაქვს, იმედია მალე მექნება კ30 ის ბედნიერება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.