Jump to content

NVIDIA GeForce GTX 680


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ სულ ახლახანს წარმოადგინა Kepler არქიტექტურაზე დაფუძნებული თავისი პირველი ვიდეობარათი, რომელიც მწარმოებლის თქმით, არის ყველაზე სწრაფი ერთპროცესორიანი გადაწყვეტილება ბაზარზე. როგორც უკვე იცით, მას საფუძვლად უდევს GPU GK104 და დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით. 294 მმ2 ფართობის მქონე კრისტალზე სპეციალისტებმა განათავსეს 3,54 მლრდ ტრანზისტორი, რაც წინა თაობის ფლაგმან მოდელზე ოდნავ მეტია.

dde8f6ec6f23.jpg

GK104-ის თავისებურებაში შედის ნაკადური პროცესორების მასივის მქონე უნიფიცირებული არქიტექტურა და DirectX 11-ის მხარდაჭერა, Shader Model 5.0-ის ჩათვლით. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია 256-ბიტიანი GDDR5 ინტერფეისით. ტექსტურული და რასტერული სამუშაოების ბლოკების რაოდენობა კი შეადგენს 128 და 4-ს შესაბამისად. ბირთვის ბაზური სიხშირე გახლავთ 1006 მჰზ, მაგრამ ის შესაძლებელია ავტომატურად გაზრდილ იქნას 1058 მჰზ-მდე, მეხსიერების - 1502 მჰზ (6008 მჰზ ეფექტური), ხოლო მეხსიერება კი წარმოდგენილია 2 გბ-ს სახით.

02cdc8f2bd0c.jpg

ბარათი აღჭურვილია ორი Dual Link DVI-ით, ასევე HDMI, DisplayPort გასასვლელით (შესაძლებელია ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირება) და წყვილი SLI-ით. ადგილზეა PCI Express 3.0-ის მხარდაჭერაც.

ახალი GPU-ს პროექტირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის ენერგო-ეფექტურობის გაზრდას და გასაკვირი არ არის, რომ ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 195 ვ-ია. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორი 6-პინიანი პორტის მეშვეობით. გაგრილების სისტემის ზომები კი იმგვარია, რომ კომპიუტერის კორპუსში პროდუქტი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. როგორც მოსალოდნელი იყო, რეკომენდებული ღირებულება 499 $-ია.

P.S. ჯერჯერობით მხოლოდ ამ მცირე ინფორმაციით შემოვიფარგლოთ. შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ვრცელ მიმოხილვასაც.

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

If there ever was a middle weight boxer that fought like a heavy weight that would be the GeForce GTX 680.

~200 ვატის მოხმარება ძალიან მაგარია ტოპ კარტისთვის...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ავღნიშნავდი, რომ BF3-ზე მომთხოვნი თამაშია. ოპტიმიზაცია კი მაგარი აქვს, მაგრამ ერთი 680-იც ბოლომდე ვერ ერევა fullHD-ზე

Link to comment
Share on other sites

~200 ვატის მოხმარება ძალიან მაგარია ტოპ კარტისთვის...

+1

მიუჩვეველები ვართ ასეთ რამეს ენვიდიასგან :D

Link to comment
Share on other sites

+1

მიუჩვეველები ვართ ასეთ რამეს ენვიდიასგან :D

580_ს კიდევ არაუშავდა, აი 480 კატასტროფა იყო მაგ საკითხში :ugly_wink:

Link to comment
Share on other sites

რევიუები:

ანანდტექი: http://www.anandtech.com/show/5699/nvidia-geforce-gtx-680-review

გურუ3დ: http://www.guru3d.com/article/geforce-gtx-680-review/

Link to comment
Share on other sites

ვნახე გურუ3დ-ის აბზორი დღეს დასკანალნათ, კარგი კარტა გამოუვიდათ აშკარათ, ერთადერთი სადაც რეალურათ ჯობნის ამ ეტაპზე ატის 7970 მეტროა რომელსაც სპეციფიკური ოპტიმიზაციები და ფიქსები ჭირდება, თან ეგ მაგარი გლუჩნოი იგრაა გათიშულ ფიზიკაზეც კი, კრიზისში HD პაკით 2ფპს-ით აჯობა 6970-ს, სხვა იგრებში უფრო დიდი სხვაობა იყო, ბენჩებშიც კარგათ უჭირავს თავი, კიდე კარგი რაღაცეები ჩაიდება და განვითარდება კეპლერის დრაივერები, რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა სპეციალურათ მაგ კარტებისთვის, მერე შეიძლება ფერმის სერიებზეც დაამატონ ეგ ფიშკები, თუმცა რამდენიმე კეპლერის ექსკლუზივია, ტემპები და დენის მოხმარება მართლა კარგი აქვს და პერფორმანს-ლოუ პროფილების კანტროლიც გაუმჯობესებიათ, ახალი AA და ვერტიკალური სინხრონიზაცია აქვს დამატებული 300 სერიის დრაივერებში, სლის აბზორიც დაიდო ისე გურ3დ-ზე http://www.guru3d.com/article/geforce-gtx-680-sli-review/

Link to comment
Share on other sites

თან ეს ბარათი High end-ი არაა Gk104-ის ბირTვზეა როგორც ამბობენ სანამ Nvidia 2 ბირTვიანს გამოუSვებს კიდე GTX 685-იც გამოვა Gk110-ბირTვზე

653f9fc7ff28.jpg

ეს კი მონსტრი იქნება:D

საპასუხოდ AMD კი ამას გვპირდება

f2a5d9dac957.jpg

მგონი სიტუაცია საინტერესოდ წარიმარTება :D

Link to comment
Share on other sites

უძლიერესი კარტა გამოსვლიათ, მხოლოდ ორბირთვიანი GTX590 და MARSII სისტემა "უგებს", თან TDP-ც დაბალი აქვს, ისევე როგორც ხმაურის დონე, ტემპერატურაც მისაღებია, თან ეს რეფერენს მოდელია და მეორე ვენდორებს გაუმჯობესებული ვარიანტები ექნებათ!

ეგაა, ფასი დიდია, თუმცა არც ისეთი როგორიც მეგონა იქნებოდა

Link to comment
Share on other sites

თუ არავინ დამასწრებს დიდი სიამოვნებით დავდებ ამის რევიუს აქ საღამოს :) ექსტერემ თუ შენ წერ მომწერე პმ და აღარ დავწერ ტყუილად

მგონი არ ივარგებს ტესტების Techpowerup იდან აღებბა ხომ ? ტესტებს სხვა საიტიდან ავიღებ და დანარჩენს მანდედან მიჩვეული ვარ

Link to comment
Share on other sites

Evga-ს Extreme OC Review: http://kingpincooling.com/forum/showthread.php?t=1681

Link to comment
Share on other sites

მიდენდია ეს, ხაი ენდს ზაფხულის ბოლოსთვის გვპირდება ნვიდია და ორ ბირთვინიც გამოვა პახოდუ, ატიც არ დარჩება განზე რა თქმა უნდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.