Popular Post kashmir Posted March 19, 2012 Popular Post Share Posted March 19, 2012 რა არის APK ფაილი? APK ფაილი არის Android სმარტფონის საინსტალაციო პაკეტი, ისევე როგორც მაგალითად SIS - სიმბიანისთვის, MSI - ვინდოუსისთვის და .DEB (RPM) - ლინუქსისთვის.1) APK ფაილის სტრუქტურა: რომ ვნახოთ, თუ რა არის შიგნით შეგვიძლია მარტივად გავხსნათ ნებისმიერი არქივატორით (Open with>Winrar/7-Zip): რას ვხედავთ: უმთავრესი ფაილი ე.წ. "პასპორტი" არის - AndroidManifest.xml. მასში არის აღწერილი, თუ რა პროგრამაა, რომელი ვერსია, რა უფლებები სჭირდება პროგრამას, ავტორი და ა.შ.META-INF ფოლდერში არის ფაილი manifest.mf, რომელში მოცემულია სხვადასხვა ფაილების SHA-1 ჰეშები, ასევე სხვადასხვა ფაილების მისამართები/მდებარეობა. ამავე ფოლდერში არის RSA/DSA სერტიფიკატები. მოკლედ, META-INF ფოლდერში არის ინფორმაცია APK_ფაილში არსებულ ფაილებზე.RES ფოლდერი - სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ ამ ფოლდერში არის პროგრამის ძირითადი რესურსები დანაწილებული სხვადასხვა ფოლდერებში, მაგალითად drawable ფოლდერში - გრაფიკული ფაილებია (პროგრამის ხატულა, სტატუსები და სხვადასხვა სურათები).classes.dex - სანამ ამ ფაილის მნიშვნელობას განვმარტავდე უნდა იცოდეთ, რომ ანდროიდი არის ლინუქსის ბირთვის და ჯავას "შერწყმის" შედეგი, კერძოდ პროგრამები ეშვება და მუშაობს Dalvik VM ვირტუალურ ძრავზე. პროგრამები ანდროიდისთვის იწერება ჯავაზე და უკვე შემდეგ ხდება მათი კონვერტაცია Dalvik_თვის გასაგებ .dex ფაილებში. classes.dex არის სწორედ ის პროგრამული კოდი, რომელიც სრულდება Dalvik VM_ზე.resources.arsc - კომპილირებული XML ფაილი, შეიცავს ინფორმაციას რესურსების თაობაზე.lib - შეიძლება არც იყოს APK ფაილში, ამ ფოლდერში თავსდება სხვადასხვა სახის ბიბლიოთეკები, რომელიც პროგრამას ჭირდება. ასევე შეიძლება შეგვხვდეს assets, com, udg და სხვა ფოლდერები, რომლებშიც მოცემულია სხვა დამატებითი რესურსები და საჭირო ფაილები, გააჩნია პროგრამას. 2) სტრუქტურა მეტნაკლებად განვიხილეთ, დროა დავშალოთ (დეკომპილაცია) ჩვენი APK ფაილი: ამისათვის დაგვჭირდება JAVA და პროგრამა APKTools. APKTools არის კომანდ ლაინის უტილიტა, საქმე რომ გავიმარტივოთ გამოვიყენოთ მისი გრაფიკული ინტერფეისი SmartApkTool (ავტორი: NIkDaimon, თემა 4pda-ზე) APKTools.zip_ში არსებულ ფაილებს ვაგდებთ C:Windows_ში, მხოლოდ ამის შემდეგ ვრთავთ SmartApkTool_ს. გადავდივართ Распаковать / Запаковать > Обзор > და ვირჩევთ ფაილს, რომლის დაშლაც გვინდა. ფაილის დასახელებაში და მისამართში არ უნდა იყოს სპეისი (space) და უნდა იყოს ლათინური ასოებით (არ უნდა იყოს ქართული/.რუსული ასოები) !!! ვაჭერთ Распаковать და ველოდებით: ამის შემდეგ, იქ სადაც მდებარეობდა apk ფაილი, დაგხვდებათ ფოლდერი იმავე სახელწოდებით, რომელშიც იქნება დაშლილი აღნიშნული apk. 3. დაშლილი apk_ს აწყობა (კომპილაცია): ვრთავთ SmartApkTool_ს, გადავდივართ Распаковать / Запаковать> ვნიშნავთ Запаковать APK > იქვე ვნიშნავთ თოლიასაც > უნდა მივუთითოთ სერტიფიკატის მდებარეობა (SmartapkTool_ის ფოლდერი>sign) > ვაჭერთ Обзор > დაშლილი apk_s ფოლდერში ვირჩევთ ფაილს apktool.yml და ვაჭერთ Запаковать APK и подписать его: როდესაც დამთავრდება აწყობა, მზა ხელმოწერილი ფაილი დაგვხვდება SmartapkTool_ის ფოლდერში sign სახელით sign_name.apk. 4. დაშლა / აწყობა გავიგეთ, მაგრამ რაში გამოგვადგება? პირველ რიგში ალბათ პროგრამის ლოკალიზაციაში: ენის ფაილების რედაქტირებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ Notepad++. პარამეტრები დააყენეთ შემდეგნაირად: ჩართეთ Notepad++>Settings>Preferences>NewDocumentრაც შეეხება უშუალოდ თარგმნას, დაშლილი apk_ს ფოლდერში> ფოლდერი res> ვნახულობთ ფოლდერს values (თუ პროგრამაში არის რამდენიმე ენა, სახელები ექნებათ შესაბამისად values-ru - რუსულს, values-fr - ფრანგულს და ა.შ.). values ფოლდერში იქნება ფაილი strings.xml - პროგრამების 95%_ში , ამ ფაილში იქნება ყველა სტრინგი, რაც უნდა თარგმნოთ, დანარჩენი 5% შეიძლება იყოს ასევე ფაილში arrays.xml. ვხსნით strings.xml Notepad++_თ და ვცვლით რასაც გვინდა, როდესაც მოვრჩებით რედაქტირებას ვინახავთ ფაილს და ვაწყობთ apk_ს, როგორც მე_3 პუნქტშია აღწერილი. მაგალითად: შედეგი: თუ პროგრამაში არის რამდენიმე ენა, მაშინ შეგიძლიათ აიღოთ ინგლისური ან რუსული ენის ფაილი, რომლის თარგმნაც უფრო ადვილი იქნება, გადაიტანოთ სხვა ენის, მაგალითად ფრანგული ენის ფოლდერში (values-fr) და დაარედაქტიროთ/შეინახოთ. პროგრამაში ფრანგული ენის არჩევისას გამოჩნდება შესაბამისად თქვენ მიერ რედაქტირებული თარგმანი. ეს იმ შემთხვევაში, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ინგლისური ენაც და გქონდეთ ქართული თარგმანიც. 5. ასევე შეგვიძლია პროგრამის ხატულას და სხვა გრაფიკული ელემენტების შეცვლა: ხატულას შესაცვლელად res ფოლდერში ვნახულობთ ფოლდერებს: drawable-Ldpi - Low density drawable-Mdpi - Medium density drawable-Hdpi - High density drawable-xhdpi - extra high density შეიძლება იყოს სხვა/იყოს მარტო drawable/ან ზოგიერთი საერთოდ არ იყოს. როგორც წესი icon_ის ზომები არის შესაბამისად : Ldpi - 36×36 px, Mdpi - 48×48 px, Hdpi - 72×72 px, xhdpi - 96x96 px, თუმცა, სხვადასხვა პროგრამაში შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებული ზომები. მთავარია, რომ რედაქტირების შემთხვევაში დაიცვათ პირველადი ზომები და გაფართოება უნდა იყოს აუცილებლად .png. ანალოგიურად ხდება ნებისმიერი სხვა გრაფიკული ელემენტის რედაქტირება, როგორც წესი, მათი უმრავლესობა მდებარეობეს res>drawable ფოლდერში, ისევ და ისევ გააჩნია პროგრამას, ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცავთ ზემოთ მოცემულ წესს - ვინარჩუნებთ რეზოლუციას და გაფართოებას. 6. შესაძლებელია ჩავასწოროთ პროგრამის ინსტალაციის ადგილი: დაშლილი პროგრამის ფოლდერში ვნახულობთ ფაილს AndroidManifest.xml. მეორე ხაზზე ვნახულობთ მნიშვნელობას android:installLocation და ვცვლით შესაბამისად:internalOnly - პროგრამა დაყენდება ტელეფონის შიდა მეხსიერებაშიauto - პროგრამა დაყენდება ტელეფონის შიდა ან გარე მეხსიერებაში (sdcard)preferExternal - პროგრამა დაყენდება გარე მეხსიერებაში (sdcard) აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა პროგრამა ვერ იმუშავებს sdcard_დან (მაგალითად სერვისები, ცოცხალი ფონები, ვიჯეტები, სხვდასხვა კლავიატურები). ეს ეხება ისეთ პროგრამებს, რომლებიც ტელეფონთან ერთად ირთვება, რადგან ანდროიდი სისტემის სრული ჩატვირთვის შემდეგ ახდენს sdcard_ის ინიციალიზაციას და შესაბამისად ჩართვისას ეს მეხსიერება მიუწვდომელია, ამიტომ შეიძლება პროგრამამ ვერ/არაკორექტულად იმუშაოს sdcard_დან. 7. პროგრამების ინსტალაცია CWM_დან (საინსტალაციო ZIP) დაგვჭირდება 2 არქივი:Data Skeleton - თუ გვინდა, რომ პროგრამა დაყენდეს, როგორც User App დაSystem Skeleton - თუ გვინდა, რომ დაყენდეს, როგორც System Appარქვიებს არ ვაექსტრაქტებთ, ვხსნით ნებისმიერი არქივატორით და Data Skeleton_ის შეთხვევაში სასურველ APK_ებს ვყრით dataapp_ში (სისტემურის შემთხვევაში ვხსნით არქივს System Skeleton და APK_ებს ვყრით systemapp _ში ) და ვამახსოვრებთ. შეგიძლიათ გადაიტანოთ არქივი ტელეფონში და CWM_დან დაფლეშოთ.წყარო ამ დროისთვის სულ ეს იყო, თუ რამე გამახსენდა/ვისწავლე ჩავამატებ სტატიაში. იდეები მომაწოდეთ. სტატია მოამზადა: kashmir ანუ მე =) 19 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted March 19, 2012 Share Posted March 19, 2012 აუ შენ გაიხარე ! წავიკითხავ 10 წუთში რაღაცას ვაკეთებ Facebook-ის აპლიკაციას Background სერვისი მთლიანად რომ მოვაშოროთ შესაძლებელია? ანუ Background Data როცა ჩართულია მაშინაც არ გააქტიურდეს სერვისი და მხოლოდ პროგრამის გაშვების (თითის შეხების ) შემდეგ გააქტიურდეს მანამ, სანამ არ გამოვალთ აპლიკაციიდან Back ღილაკით? ნერვებს მიშლის ჩართული როა სულ ისედაც RAM ცოტა მაქვს და ამიტომ მაინტერესებს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted March 19, 2012 Share Posted March 19, 2012 გაიხარე, საჭირო ინფოა. მე CMD Apk tool-ით ვშლი და ვაწყობ, მარა ეს უფრო მოხერხებულია +1 შენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted March 19, 2012 Share Posted March 19, 2012 მშვენიერი სტატიაა! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted March 19, 2012 Author Share Posted March 19, 2012 აუ შენ გაიხარე ! წავიკითხავ 10 წუთში რაღაცას ვაკეთებ Facebook-ის აპლიკაციას Background სერვისი მთლიანად რომ მოვაშოროთ შესაძლებელია? ანუ Background Data როცა ჩართულია მაშინაც არ გააქტიურდეს სერვისი და მხოლოდ პროგრამის გაშვების (თითის შეხების ) შემდეგ გააქტიურდეს მანამ, სანამ არ გამოვალთ აპლიკაციიდან Back ღილაკით? ნერვებს მიშლის ჩართული როა სულ ისედაც RAM ცოტა მაქვს და ამიტომ მაინტერესებს წარმოდგენა არ მაქვს =) საერთოდ არ ვიყენებ ფეისბუქის აპლიკაციას, საჩათაოდ Go!Chat_ს ვიყენებ. დამღალა ფეისბუქის განახლებებმა და ჭედვამ. გაიხარე, საჭირო ინფოა. მე CMD Apk tool-ით ვშლი და ვაწყობ, მარა ეს უფრო მოხერხებულია +1 შენ ApkTool ერთია, მაგას ვერ შეცვლიან, GUI აქვს სხვადასხვა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted March 19, 2012 Author Share Posted March 19, 2012 აუ შენ გაიხარე ! წავიკითხავ 10 წუთში რაღაცას ვაკეთებ Facebook-ის აპლიკაციას Background სერვისი მთლიანად რომ მოვაშოროთ შესაძლებელია? ანუ Background Data როცა ჩართულია მაშინაც არ გააქტიურდეს სერვისი და მხოლოდ პროგრამის გაშვების (თითის შეხების ) შემდეგ გააქტიურდეს მანამ, სანამ არ გამოვალთ აპლიკაციიდან Back ღილაკით? ნერვებს მიშლის ჩართული როა სულ ისედაც RAM ცოტა მაქვს და ამიტომ მაინტერესებს რა შეგიძლია ქნა იცი? ტიტანიუმს შეუძლია პროგრამის Freeze/Defrost ვიჯეტების გაკეთება. დააგდე დესკტოპზე 2 ვიჯეტი, ერთი, რომელიც გაყინავს ფეისბუქს (თავისი პროცესებით და ა.შ. თითქოს არც გეყენოს) და მეორე, რომელიც "დაადნობს" და ჩართავს ფეისბუქს; როცა დაგჭირდება დაადნობ და ჩართავ, როცა აღარ დაგჭირდება ისევ გაყინავ, 1-1 კლიკის ამბავია. კაი ტვინის ბურღვა კი იქნება, მაგრამ რავიცი, ვარიანტია... ცოტა მეტი ხანი მოუნდება ხოლმე ამ მეთოდით ჩართვას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted March 19, 2012 Share Posted March 19, 2012 რა შეგიძლია ქნა იცი? ტიტანიუმს შეუძლია პროგრამის Freeze/Defrost ვიჯეტების გაკეთება. დააგდე დესკტოპზე 2 ვიჯეტი, ერთი, რომელიც გაყინავს ფეისბუქს (თავისი პროცესებით და ა.შ. თითქოს არც გეყენოს) და მეორე, რომელიც "დაადნობს" და ჩართავს ფეისბუქს; როცა დაგჭირდება დაადნობ და ჩართავ, როცა აღარ დაგჭირდება ისევ გაყინავ, 1-1 კლიკის ამბავია. კაი ტვინის ბურღვა კი იქნება, მაგრამ რავიცი, ვარიანტია... ცოტა მეტი ხანი მოუნდება ხოლმე ამ მეთოდით ჩართვას ტიტანიუმით მქონდა და რომ მეზარება მაგიტომ გკითხე ერთხელ და სამუდამოდ გავაკეთებდი არაუშავს 2 კვირაში მომბეზრდება და წავშლი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჩეგე Posted March 19, 2012 Share Posted March 19, 2012 კაი თემაა ძლივს ახალი თემა გაიჩითა ამ რაზდელში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted March 24, 2012 Share Posted March 24, 2012 ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ! მადლობა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kote777 Posted March 29, 2012 Share Posted March 29, 2012 სალამი კაი ხალხ გამიხარდა ეს თემა გაიხსნა ბრაუზერით როგორ გადმოვწერო მარკეტიდან? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted March 29, 2012 Share Posted March 29, 2012 ამ თემის დაბლა იყო მაგაზე თემა გადახედე მარა შეიძლება დაგიბლოკონ Accaunt Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted April 1, 2012 Share Posted April 1, 2012 kashmir Package Name-ის შეცვლა შეიძლება? ერთი პროგრამა მინდა გადავაკეთო რომ თავზე გადაეწეროს და თემამაც შეუცვალოს ხატულა Gallery-ის უკეთესი ვერსია ვიპოვე Gallery Pro ფოლდერის დამალვა აქვს და დანარჩენი იგივე ფუნქციები რაც ჩვეულებრივს ვიზუალურადაც კი ვერ გაარჩევ ხოდა მინდა რომ მაგ ვერსიით შევცვალო და თან თემებმაც შეცვალონ ხატულა ანდროიდზე აპლიკაციების დამისამართება თუ რაცაა ხო Package Name-ით ხდება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 5, 2012 Author Share Posted April 5, 2012 kashmir Package Name-ის შეცვლა შეიძლება? ერთი პროგრამა მინდა გადავაკეთო რომ თავზე გადაეწეროს და თემამაც შეუცვალოს ხატულა Gallery-ის უკეთესი ვერსია ვიპოვე Gallery Pro ფოლდერის დამალვა აქვს და დანარჩენი იგივე ფუნქციები რაც ჩვეულებრივს ვიზუალურადაც კი ვერ გაარჩევ ხოდა მინდა რომ მაგ ვერსიით შევცვალო და თან თემებმაც შეცვალონ ხატულა ანდროიდზე აპლიკაციების დამისამართება თუ რაცაა ხო Package Name-ით ხდება? წარმოდგენა არ მაქვს ბლასტ, გუგლმა რაც ამომიგდო, package name_ის შეცვლა ადვილი ნამდვილად არ არის, თვითონ დეველოპერებისთვისაც კი. ადრე რომ მკითხე, CWM_დან რომ დავაყენო პროგრამები თუ შეიძლებაო, დავძებნე ეგეც, მარტივია ძალიან, ჩავამატებ ტოპიკში ცოტა ხანში. ___ დავამატე მე_7 პუნქტი... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted April 5, 2012 Share Posted April 5, 2012 წარმოდგენა არ მაქვს ბლასტ, გუგლმა რაც ამომიგდო, package name_ის შეცვლა ადვილი ნამდვილად არ არის, თვითონ დეველოპერებისთვისაც კი. ადრე რომ მკითხე, CWM_დან რომ დავაყენო პროგრამები თუ შეიძლებაო, დავძებნე ეგეც, მარტივია ძალიან, ჩავამატებ ტოპიკში ცოტა ხანში. ___ დავამატე მე_7 პუნქტი... გაიხარე მე ეს ვიპოვე მარკეტში, ფასიანი ვერსიაც დევს ინტერნეტში 1.01 ვერსია და კარგად მუშაობს გავტესტე კიდეც, xda-ზე ეწერა ავტორს ნელნელა დავხვეწავ, App only, App+Data და მსგავს ფუნქციებს დავამატებო და მგონი კარგი იქნება თუ განვითარდება ეს პროგრამა ამას სისტემაურად დაყენება არ შეუძლია თუ სისტემური არ შეინახე ისე შენი მეთოდი ჯობია, მაგ პროგრამის შემთხვევაში დაყენებულებს აკეთებს მარტო რაც apk-ები მაქვს ჩავყრი ეხლა (happy) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted April 5, 2012 Author Share Posted April 5, 2012 გაიხარე მე ეს ვიპოვე მარკეტში, ფასიანი ვერსიაც დევს ინტერნეტში 1.01 ვერსია და კარგად მუშაობს გავტესტე კიდეც, xda-ზე ეწერა ავტორს ნელნელა დავხვეწავ, App only, App+Data და მსგავს ფუნქციებს დავამატებო და მგონი კარგი იქნება თუ განვითარდება ეს პროგრამა ამას სისტემაურად დაყენება არ შეუძლია თუ სისტემური არ შეინახე ისე შენი მეთოდი ჯობია, მაგ პროგრამის შემთხვევაში დაყენებულებს აკეთებს მარტო რაც apk-ები მაქვს ჩავყრი ეხლა (happy) ლინკი არ ჩაგისვია =) მაგრამ ალბათ ამაზე ამბობ: https://play.google.com/store/apps/details?id=scd.app2zip ეგეც ვარიანტია, რატომაც არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted April 5, 2012 Share Posted April 5, 2012 ლინკი არ ჩაგისვია =) მაგრამ ალბათ ამაზე ამბობ: https://play.google.com/store/apps/details?id=scd.app2zip ეგეც ვარიანტია, რატომაც არა უი დამავიწყდა ხო ეგაა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 ძალიან კარგი თემაა, SpartAPK Tool-ის ლინკი ჩავასწორე, წაშლილი იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MisseR1997 Posted December 25, 2013 Share Posted December 25, 2013 რა შეგიძლია ქნა იცი? ტიტანიუმს შეუძლია პროგრამის Freeze/Defrost ვიჯეტების გაკეთება. დააგდე დესკტოპზე 2 ვიჯეტი, ერთი, რომელიც გაყინავს ფეისბუქს (თავისი პროცესებით და ა.შ. თითქოს არც გეყენოს) და მეორე, რომელიც "დაადნობს" და ჩართავს ფეისბუქს; როცა დაგჭირდება დაადნობ და ჩართავ, როცა აღარ დაგჭირდება ისევ გაყინავ, 1-1 კლიკის ამბავია. კაი ტვინის ბურღვა კი იქნება, მაგრამ რავიცი, ვარიანტია... ცოტა მეტი ხანი მოუნდება ხოლმე ამ მეთოდით ჩართვას ჰაჰ ტიტანიუმს რუთი სჭირდება და ბევრი არ უკეთებს თავის ტელეს რუთს ამიტონ ტიტანიუმ ყველას არ გამოადგებარუთით ხო შეიძლება ფასიანების უფასოდ ჩამოტვირთვა play store დან??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted December 25, 2013 Share Posted December 25, 2013 რუთით ხო შეიძლება ფასიანების უფასოდ ჩამოტვირთვა play store დან??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MGELOO Posted September 27, 2015 Share Posted September 27, 2015 http://prntscr.com/8l04gw AI RAS MICERS DZMEBO DA ROGOR GAVAKETO Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted September 27, 2015 Share Posted September 27, 2015 არ გაქვს დაყენებულიო ან ბოლომდე არ გაქვს დაყენებულიო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MGELOO Posted September 27, 2015 Share Posted September 27, 2015 ar yendeba da hegizliat damexmarot apkshi marto saitis misamartis shecvla minda meti araferis Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LeslieHarrison Posted March 7, 2022 Share Posted March 7, 2022 გაიხარე, საჭირო ინფოა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LeslieHarrison Posted March 7, 2022 Share Posted March 7, 2022 apk mod აპებისა და თამაშების კოლექცია, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ https://modcombo.com/id/ -ზე, გელოდებათ გამოცდილებისთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SonjaPerkins Posted September 17, 2022 Share Posted September 17, 2022 მე მომწონს აპების გამოყენება, რომლებიც განახლებულია mod apk ვერსიებზე. ModGila არის ჩემი პირველი არჩევანი, როდესაც მსურს მივიღო აპები და თამაშები mod apk ვერსია ანდროიდისთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.