Jump to content

გაქართულება


Recommended Posts

ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება ნებისმიერი პროგრამის გაქართულება ასევე მაინტერესებს რა პროგრამა უნდა გამოიყენო იმისთვის რო პროგრამაში რაღაცეები ჩაამათო ან თუნდაც ერთი სახელი სხვა სახელით შეცვალო,წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის პლიუ დეტალურად თუ აღწერთ თანმიმდევრობით უფრო კარგი იქნება და სხვასაც გამოადგება

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება ნებისმიერი პროგრამის გაქართულება ასევე მაინტერესებს რა პროგრამა უნდა გამოიყენო იმისთვის რო პროგრამაში რაღაცეები ჩაამათო ან თუნდაც ერთი სახელი სხვა სახელით შეცვალო,წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის პლიუ დეტალურად თუ აღწერთ თანმიმდევრობით უფრო კარგი იქნება და სხვასაც გამოადგება

უნივერსალური მეთოდი არ არსებობს

ხშირად, პროგრამას ენის ფაილები მოყვება ცალ-ცალკე ფაილებად

მათი გაფართოება შეიძლება იყოს DLL, LNG, XML, ან თვითონ პროგრამის გამშვებშივე იყოს ჩატანებული

ახალი ენის დამატება/დააპდეითებაც (მათ შორის ქართულიც რა თქმა უნდა) სხვადასხვანაირად ხდება

თუკი მწარმოებელთან შეთანხმებით აკეთებ, ის გაწვდის საჭირო ინსტრუმენტებს

შეიძლება იყოს ვებზე დაფუნძვნებული: გაძლევენ საიტის მისამართს და პაროლს, ჩამოწერილია გადასათარგმნი ტექსტები (ე.წ "სტრინგები", შენ კი შესაბამის ველში უთითებ გადათარგმნილ (ლოკალიზებულ) ვარიანტს

ან ზოგჯერ გიგზავნიან xml ან სხვა ფაილს, სადაც ხელით უნდა ჩასვა (სინტაქსის დაცვით) სტრინგის შესაბამისი ლოკალიზებული ტექსტები

შენით რომ გააკეთო, პირველ რიგში უნდა იცოდე სად ინახავს პროგრამა ენის ფაილებს, შემდეგ კი ეს ფაილი გახსნა შესაბამისი პროგრამით და ჩაასწორო, ვთქვათ ჩინური ენის ფაილი ქართულზე, ან ახალი დაამატო, გააჩნია, აქაც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული)

თუკი XML ან LNG ფაილებია, ადვილად იხსნება Notead-ითაც, თუმცა სტრუქტურა და სინტაქსი რომ არ დაირღვეს, ჯობს გამოიყენო უფრო სრულყოფილი პროგრამა, მაგალითად Notepad++

exe ან dll ფაილში თუა ენის ბიბლიოთეკები, გამოიყენე XN Resource Editor

სიტუაციაზე დამოკიდებულებით, შეგიძლია შეცვალო ან სხვა ენა ქართულზე, ან დაამატო ქართული, ან სხვა ენაში შეცვალო რამე ტერმინი...

მთავარია, გასაქართულებელი პროგრამა და რედაქტორი პროგრამაც მხარს უჭერდეს უნიკოდს, ისე კითხვის ნიშნები ან იეროგლიფები გამოჩნდება

გაქართულებაში საკმაოდ დიდი პრობლემაა ასევე ტერმინოლოგია... ზოგის ქართული შესატყვისი არ არის, ან ძალიან არასწორად ჟღერს (მაგალითად ქუქი ფაილები ნათარგმნია როგორც ფუნთუშა ფაილები Opera-ს ქართულ ვარიანტში)

P.S: გადმომაქვს დახმარების განყოფილებაში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.