Jump to content

ვორდის ფაილის

Recommended Posts

ახლობელმა თავის კომპში შექმნა ვორდის ფაილი ქართული ტექსტით, გადმოვიტანეთ სხვა კომპზე(სევენია დაყენებული) და ნაწერი ინგლისურადაა. რატომ შვება ასე? მხოლოდ ტექსტის გადაყვანა კი ვიცი ქართულ უნიკოდში რომ ხდება რამდენიმე საიტზე მაგრამ საქმე იმაშია რომ ფაილში ცხრილები, ხაზებია და არ კეთდება ისე რომ გვინდა, და არის რამე საშუალება ამ დროს?

Link to comment
Share on other sites

რა ფონტიც გამოიყენა ფაილის შექმნისას ის უნდა დააყენოთ მეორე კომპზე

უბრალოდ მონიშნეთ ტექსტის ნაწილი და ფონტებში ნახეთ (ზემოთ მხარეს, საიდანაც ფონტი იცვლება) რა სახელი წერია, მონახეთ მერე ეგ ფონტი fonts.ge-ზე და დააყენეთ

P.S: ურჩიე ახლობელს გამოიყენოს უნიკოდ ფონტი (ქართული კლავიატურაის დრაივერი დაუყენე)

  • Upvote 1

მადლობა გიო.. და ვინც აკრიბა იმას xp ეყენა. და თუ აკრიბა ხო ექნებოდა კლავიატურის დრაივერი დაყენებული? ამას სევენი მე დავუყენე და რომ არ გახსნა მე შემომჩივლა

Link to comment
Share on other sites

ეგ იმიტო მოხდა რო AcadNusx-ში იქნება აკრებილი,რომელიც სევენს არ მოყვება, ამიტომ აკრიბეთ Sylfaen-ში

Link to comment
Share on other sites

მადლობა გიო.. და ვინც აკრიბა იმას xp ეყენა. და თუ აკრიბა ხო ექნებოდა კლავიატურის დრაივერი დაყენებული? ამას სევენი მე დავუყენე და რომ არ გახსნა მე შემომჩივლა

პასუხი :)

ეგ იმიტო მოხდა რო AcadNusx-ში იქნება აკრებილი,რომელიც სევენს არ მოყვება, ამიტომ აკრიბეთ Sylfaen-ში

ეყენა თუ არა დრაივერი მაგას ვერ გეტყვი, ყოველ შემთხვევაში არ გამოუყენებია და ქართული შრიფტით აკრიბა

ეს "ქართული" შრიფტები კი რეალურად არის გადაკეთებული ლათინური, ამიტომ აღიქვამს სხვა კომპი (სადაც ის კონკრეტული ფონტი არ აყენია) ინგლისურად :)

ნამდვილი "ქართული" არის ე.წ უნიკოდ ფონტები, დეფაულტად არის Sylfaen, (რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩვენში)

უნიკოდ ფონტები როგორც დასახელებიდან ჩანს ყველა ენის (ან ბევრის ყოველ შემთხვევაში) სიმბოლოებს შეიცავს და შესაბამისად მაგალითად Sylfaen-ით შეგიძლია წერო როგორც ქართულად, ისე რუსულად, ინგლისურად და ჩინურადაც კი

არის სხვა ქართულის შემცველი უნიკოდ ფონტები, მაგალითად BPG Glaho Arial V5, Arial Unicode MS და ა.შ

ზოგი უნიკოდი ქართულს არ შეიცავს (მაგ Times New Roman)

acad nusx, acad mtavruli და ა.შ არის ლათინური სიმბოლოები გადაკეთებული როგორც ვთქვი, და არ მოყვება WIndows-ს, არც XP-ს და არც Seven-ს

ასე რომ შენი ბრალი არაფერია, უნრალოდ ფონტი უნდა ეყენოს შესაბამისი'თუ არ აყენია, fonts.ge-და მისი ჯანი

დავხურავ თემას

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.