Jump to content

მანიპულატორი Level 10 M


Recommended Posts

CeBIT 2012 გამოფენაზე, რომელიც დღეს, ქალაქ ჰანოვერში იწყება, კომპანია Tt eSPORTS და DesignworksUSA-ს განზრახული აქვთ დაამტკიცონ, თუ რამდენად შეუძლია მანიპულატორის გარეგნულ მხარეს გავლენის მოხდენა სათამაშო პროცესზე. ორივე მათგანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, წარმოადგენს Thermaltake და BMW Group-ის ქვეგანყოფილებებს შესაბამისად. საუბარია კი არის გეიმერულ მაუს Level 10 M-ზე, რომლის შესახებაც პირველი ცნობები წლის დასაწყისში გავრცელდა. პროდუქტი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა: კორპუსი დაყოფილია ორ ნაწილად, რომელთა შორისაც დარჩენილია ცარიელი სივრცე, ხოლო ზედა მხარეს დატანებული ხვრელები კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფენ ჰაერის ნაკადის ცირკულაციას.

e539312595fc6dc7669ceeafb92ecf2c.jpg

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს პროდუქტის სიმაღლე და კუთხე და ამგვარად, მოირგოს მისი ერგონომიულობა საკუთარი სურვილისდა მიხედვით. ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან - უკეთესი მოძრაობისთვის და უფრო მეტი ცვეთაგამძლეობისთვის. ის აგრეთვე აღჭურვილია 800-დან 5000 DPI-ს მქონე ოპტიკური სენსორით (პროგრამულად ხელმისაწვდომია მაჩვენებელი 8200 DPI), ხოლო არჩეულ გაფართოებაში ორიენტირებისთვის, მღრღნელზე დატანებულია შესაბამისი საინდიკაციო ნიშნულები.

b56c091eb1702841d243a9a24df80ea9.jpg

ორი ძირითადი ღილაკის გარდა, კორპუსის გვერდითა მხარეს განთავსებულია ხუთი პროგრამირებადი კლავიში და კიდევ ერთი უზრუნველყოფს მათ შორის გადართვას. პარამეტრების დაყენება ხორციელდება კომპლექტში არსებული სოფტის მეშვეობით. მაუსს აგრეთვე გააჩნია განათების შვიდი ვარიანტი.

პროდუქტი ხელმისაწვდომია თეთრ, შავ და ხაკისფერში. ღირებულებასა და გამოჩენის თარიღზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.