Jump to content

Recommended Posts

3dx37.jpg

ცოტა არ იყოს, უსამართლობაა, რომ ფორუმზე მხოლოდ ქენონი ბრწყინავს და მისი უახლოესი კონკურენტი (თან არც ისე ხელწამოსაკრავი) კი დაჩაგრულ "პოზიციაშია"... ამიტომ აღვადგენ სტატუს ქვოს და შემოგთავაზებთ ორი კვირის წინანდელ სიახლეს...

საქმე ეხება კომპანია Nikon-ს, რომელმაც 19 აგვისტოს ჩაატარა თავისი ახალი სარკიანი ("პროფესიონალურს" რომ ვეძახით) ციფრული ფოტოკამერის - Nikon D3100-ის წარდგენა (preview). იგი "prosumer" კატეგორიაში გადის, ანუ სარკიანი ციფრულების მეორე დონეზე გახლავთ (პირველი - დამწყებთათვისაა განკუთვნილი, ხოლო მესამე - გურუებისთვის). ძირითადი მონაცემებია:

14.2 მეგაპიქსელიანი DX ფორმატის CMOS სენსორი (14.8 რეალური მეგაპიქსელი, 14.2 ფაქტობრივი მეგაპიქსელი);

3.0" LCD დისპლეი (230,000 წერტილი)

სენსორის გამწმენდი (სენსორის მოძრაობით)

11-წერტილიანი ავტოფოკუსი (3D ტრეკინგით)

IS0 100-3200 შუქმგრძნობელობა (ფართოვდება 12,800-მდე)

HD ვიდეო (1080, 720p და WVGA)

შემდეგ სურათზე ხედავთ D3000-ს და D3100-ს:

yndtb.jpg

ვიზუალურად ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან და მსგავსი ნუმერაციის მიუხედავად, D3100 არამხოლოდ D3000-ს, არამედ D5000-საც სჯობნის.

ძირითადი ზომები:

rswex.jpg

ერთ-ერთი, რაც D3100-ს D3000-ისგან განასხვავებს, პირდაპირი რეჟიმის (Live view) ჩამრთველია. იგი ერგონომიულადაა უკანა პანელზე განთავსებული:

ixczr.jpg

რათქმაუნდა "პროფებისთვის" დამახასიათებელი დოლური გადამრთველი აქაც გვხვდება:

g4iiv.jpg

ეს კი AV-out, HDMI, mini-USB და Nikon-ის სტანდარტული სოკეტებია:

c1v31.jpg

ჩიპი, წინამორბედთა მსგავსად, აქაც SD/SDHC და SDXC-ია. 1080p ხარისხით ვიდეოს გადასაღებად უთუოდ დაგჭირდებათ მაღალი კლასისა და სისწრაფის ჩიპი...

r7znr.jpg

"Nikon F" ტიპის ობიექტივის სამაგრი, Nikon AF კონტაქტებით:

ph0zi.jpg

კამერას არ აქვს ჩაშენებული ძრავი ობიექტივის ფოკუსირებისთვის, რაც გასათვალისწინებელია ობიექტივების შეძენისას (შიდაძრავიანი ობიექტივი უნდა იყიდოთ ანუ, თორემ ხელით მოგიწევთ ფოკუსის სწორება :ugly_wink: ).

ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ კამერის წინასწარი შეკვეთები (Preorder) უკვე დაწყებულია (ამაზონიდანაც მომივიდა მეილი), მისი ფასი 18-55მმ-იანი "კიტ" ობიექტივით 699 დოლარია.

მეტს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ D3100 სულ რაღაც 40-50 დოლარით ძვირია D5000-თან შედარებით და ვვარაუდობ, რომ როდესაც D3100 ბოლოსდაბოლოს გამოვა გაყიდვაში (და ეს ძალიან მალე მოხდება), D5000 გაიაფდება...

თუკი დაგაინტერესებთ, დროდადრო მოგაწვდით ხოლმე სიახლეებს ციფრული სამყაროდან...

სიახლის წყარო - dpreview.com

კამერა რამდენიმე კვირაა, გაყიდვაშია. ღირს 640 აშშ დოლარი, რაც მას Nikon D5000-ის ფასთან ათანაბრებს. ამასთან, D3100 ამ უკანასკნელს ბევრად ჯობია. მემგონი Entry Level კატეგორიის ახალი ლიდერია სახეზე.

http://www.amazon.com/Nikon-D3100-Digital-18-55mm-3-5-5-6/dp/B003ZYF3LO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1289326578&sr=8-1

  • Upvote 2
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

ბატონო მიშა რა რჩევას მისცემდით დამწყებ ფოტოგრაფს მომდევნო საკითხთან დაკავშირებით: D3100, D5100 თუ D90? ნუ ზოგადად D90ზე მეკეტება, უკვე fullframe ტიპის აპარატია თავისი "მატორჩიკით" მაგრამ სამაგიეროდ D5100ში მიზიდავს მოძრავი ეკრანი, D3100ში კიდევ ფასი... იქნებ მირჩიოთ?

Link to comment
Share on other sites

ანუ კიტ ლინზაზე ფოკუსი თავისით არ გასწორდება?? :ugly_confused2:

D90 ია მაქედან საუკეთესო, ფასითაც მიხვდები

3100 - 619$

5100 - 800$

90 - 1050$

ეს კიტ ლინზებით

Link to comment
Share on other sites

ანუ კიტ ლინზაზე ფოკუსი თავისით არ გასწორდება?? :ugly_confused2:

D90 ია მაქედან საუკეთესო, ფასითაც მიხვდები

3100 - 619$

5100 - 800$

90 - 1050$

ეს კიტ ლინზებით

კაკრაზ რომ ფასის მომენტია თორემ D90 უკვე ნახევრად პროფესიონალში გადის და ესენი უბრალოდ სარკულებია,,, ამიტომ მინდა ჩამოყალიბებული მსჯელობა რომ მივიღო გადაწყვეტილება მიღირს თუარა ამ ხვაობის გადახდა, იმდენად რამდენადაც დამწყები ვარ

Link to comment
Share on other sites

კაკრაზ რომ ფასის მომენტია თორემ D90 უკვე ნახევრად პროფესიონალში გადის და ესენი უბრალოდ სარკულებია,,, ამიტომ მინდა ჩამოყალიბებული მსჯელობა რომ მივიღო გადაწყვეტილება მიღირს თუარა ამ ხვაობის გადახდა, იმდენად რამდენადაც დამწყები ვარ

თუ დამწყები ხარ მაშინ 3100/5100 იდალური ვარიანტი იქნება

D90 იც წავა რა, არაა ეგ პროფესიონალური

Link to comment
Share on other sites

თუ დამწყები ხარ მაშინ 3100/5100 იდალური ვარიანტი იქნება

D90 იც წავა რა, არაა ეგ პროფესიონალური

და ამ ორს შორის შედარებით რომელიდ ა რატომ? ან D90 რით ჯობია გარდა იმისა, რომ ფულფრეიმია და მატორჩიკი აქვს, ვიდეო არ მაინტერესებს, იმიტორო ეგ რესურსს ამომიწურავს მალე

Link to comment
Share on other sites

კაკრაზ რომ ფასის მომენტია თორემ D90 უკვე ნახევრად პროფესიონალში გადის და ესენი უბრალოდ სარკულებია,,, ამიტომ მინდა ჩამოყალიბებული მსჯელობა რომ მივიღო გადაწყვეტილება მიღირს თუარა ამ ხვაობის გადახდა, იმდენად რამდენადაც დამწყები ვარ

D5100 აიღე, ეგეც ნახევრადპროფესიონალურია. D90 უკვე მოძველდა, ხოლო D3100 მაგ სამში ყველაზე სუსტია (მეგაპიქსელებით არა, ფუნქციურობით).

და ამ ორს შორის შედარებით რომელიდ ა რატომ? ან D90 რით ჯობია გარდა იმისა, რომ ფულფრეიმია და მატორჩიკი აქვს, ვიდეო არ მაინტერესებს, იმიტორო ეგ რესურსს ამომიწურავს მალე

D90 არ არის ფულ ფრეიმი. ფულ ფრეიმის სენსორი 35მმ სიგანისაა, ხოლო D90-ის სენსორი 23.6მმ სიგანისაა მხოლოდ. ეგაა ე.წ. "Nikon-DX" ფორმატი, რომელსაც Canon-ის APS-C ფორმატი შეესაბამება. "მატორჩიკი" საკმაოდ ბევრს ნიშნავს. რადგან არ იქნები უძრავო ლინზებში მარტო მანუალ ფოკუსის არსებობით შეზღუდული.

Link to comment
Share on other sites

მიშ, როდესაც ბოდის და ლინზას ორივეს აქვს მოტორი ამ შემთხვევაში რომელს ხმარობს აპარატი AF ლინზის დაყენებისას?

Link to comment
Share on other sites

მიშ, როდესაც ბოდის და ლინზას ორივეს აქვს მოტორი ამ შემთხვევაში რომელს ხმარობს აპარატი AF ლინზის დაყენებისას?

როგორც წესი ძრავიან ლინზას ბოდის ძრავიდან გამომავალ "ამძრავთან" კავშირი არ აქვს და თავის საკუთარ ძრავს იყენებს ხოლმე. საერთოდ ლინზაში ჩაშენებული ავტოფოკუსის სისტემა უფრო სწრაფია, ვიდრე ბოდიდან ლინზაში გამავალი.

თუმცა შეიძლება იყოს ისეთი ლინზაც, რომელსაც თავის ძრავიც გააჩნია და ბოდისთან კავშირის დამყარებაც ძალუძს. მე არასდროს მინახავს, მაგრამ ჩემზე გამოცდილი ხალხიც არსებობს ამქვეყნად...

მე მაინც ბოდის ავტოფოკუსს ვანიჭებ უპირატესობას ზუსტად იმიტომ, რომ უძრავო ლინზების საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს და თუ ბოდის ავტოფოკუსი არ აქვს, მანუალით გიწევს მუშაობა...

Link to comment
Share on other sites

მე ვფიქრობ რომ ბოდის ავტოფოკუსი უფრო ზუსტი უნდა იყოს.

პროფი სეგმენტისთვის ავტოფოკუსური ლინზების ფართო არჩევანი აშკარად არაა და მაგის გამო.

Link to comment
Share on other sites

მე ვფიქრობ რომ ბოდის ავტოფოკუსი უფრო ზუსტი უნდა იყოს.

პროფი სეგმენტისთვის ავტოფოკუსური ლინზების ფართო არჩევანი აშკარად არაა და მაგის გამო.

უფრო დაბალი დონეა ავტოფოკუსური ლინზა იმიტომ, რომ ავტოფოკუსის არმქონე ბოდი არის უფრო დაბალი დონე... ფოკუსიან ბოდის კი ავტოფოკუსიანი ლინზა არაფერში სჭირდება...

სიზუსტისა რა მოგახსენო, არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ციფრულის ყიდვა რომ მინდოდა, ზუსტად In-body ავტოფოკუსის მქონეს ვუმიზნებდი. უბრალოდ მერე მომიწია უარის თქმა არასაკმარისი ფინანსების გამო.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.