Popular Post walkman Posted December 14, 2011 Popular Post Share Posted December 14, 2011 Nikon და Canon მსოფლიო ფოტოინდუსტრიის ორი გიგანტი გახლავთ. ორივე კომპანია მრავალმილიარდიან აქტივებს ფლობს, აწარმოებს როგორც ფოტოკამერებს, ასევე ლინზებს (ობიექტივებს) და მათ აქსესუარებს. რათქმაუნდა მხოლოდ ფოტოგრაფიით მათი მოღვაწეობა არ შემოიფარგლება, ორივე მათგანი აწარმოებს მაღალხარისხიან ოპტიკურ მოწყობილობებს, სამედიცინო და ასტრონომიულ დანადგარებს. თუმცა ჩვენ ფოტოგრაფია უფრო გვაინტერესებს გიგანტებს შორის გაცხოველებული კონკურენციაა. დაახლოებით ისე, როგორც კომპ. სამყაროში AMD-სა და Nvidia-ს შორის. და ისევე, როგორც "AMD vs Nvidia", ან "Mercedes vs BMW", ხშირია "Nikon vs Canon" ტიპის კამათი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აქაც ძირითადად ყოველგვარი არგუმენტის გარეშე (ან უაზრო არგუმენტებით) ხდება დასაბუთება, რომ "ერთი მაგარია, მეორე ნაგავია". რათქმაუნდა მთლიანი კომპანიების ერთმანეთისთვის შედარება აბსოლუტური უაზრობაა, რადგან "კარგს" ყოველთვის ექნება ცუდი პროდუქციაც (ისევე როგორც "ცუდსაც" ექნება თითოოროლა კარგი აპარატი). მოცემულ თემაში, რომელიც კენ როკველის საიტზე იდო და რომელსაც მე ვთარგმნი, გარჩეული იქნება როგორც ნიკონი, ასევე ქენონი. მაშ ასე, დავიწყოთ. ურთიერთთავსებადობა იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ორივე ფირმა ფოტოაპარატების წარმოებასთან ასოცირდება, ნიკონიც და ქენონიც პირველ რიგში ლინზების მწარმოებელი უფროა. გადაავლეთ თვალი ამაზონს, ან რომელიმე სხვა საიტს. რამდენია ქენონის SLR? რამდენია ნიკონის? ათი? ოცი? ოცდაათი? და ახლა ნახეთ რამდენია მათ მიერ წარმოებული ლინზები? ხომ არის აპარატებზე 4-5-ჯერ მეტი? კარგი ფოტოების გადაღება ხშირად დაიყვანება კარგი ლინზის ქონაზე, ამიტომ ლინზებთან თავსებადობა ხშირად ფოტოაპარატის "ბოდი"-სთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. Nikon 1959 წლის შემდეგ გამოშვებული (!) ნიკონების კამერებისა და ლინზების უმრავლესობა ერთმანეთთან სრულად, ან ნაწილობრივ თავსებადია. ნიკონის ბოდიზე ქენონის ლინზები არ მიდის. Canon ქენონმა ლინზების თავსებადობის ქვედა ზღვარი 1985 წლამდე "ამოწია". ამ წელს მათ შექმნეს ახალი სისტემა "EOS", რომელიც "წინამორბედზე და კონკურენტებზე უკეთესია". სამწუხაროდ ამ ცვლილებას შეეწირა ქენონის წარმოების უამრავი ძველი ლინზა, რომლებსაც დღეს ვეღარ გამოიყენებთ, მაგრამ სამაგიეროდ ქენონის ბოდიზე შესაძლებელია გარკვეული ხრიკებით და გადამყვანებით ნიკონის ლინზების მორგება. პროდუქციის მიწოდება პროდუქციის მიწოდებაში ნიკონი და ქენონი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ნიკონი ნივთს გამოშვებამდე ერთი-ორი თვით ადრე აანონსებს მაშინ, როცა ქენონს დაანონსებისთანავე აქვს გამზადებული პროდუქცია გასაყიდად. ერთი შეხედვით კარგია ნიკონის პოლიტიკა - ადრე დააანონსებს, ასე რომ პრეორდერის საშუალება გექნება. მაგრამ სამწუხაროდ ნივთის მიწოდების ტემპები ბევრად ჩამოუვარდება შეკვეთების რაოდენობას. მაგალითად 80-400mm VR ლინზა, რომელიც 2000 წლის იანვარში დაანონსდა, მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში დეფიციტურ პროდუქტს წარმოადგენდა. D100-ისთვის ეს პერიოდი ერთი წლით განისაზღვრა ისევე, როგორც 12-24mm ლინზისთვის. ისტორია გაგიკვირდებათ, მაგრამ ნიკონსა და ქენონს შორის მძაფრი კონკურენცია მათი დაარსებისთანავე არსებობდა. შორეულ წარსულს თავს დავანებებთ და შედარებით ახალ მოვლენებს გადავხედავთ. 1980-იანებში ნიკონი 35მმ-იანი ფოტოკამერების წარმოების ერთპიროვნული ლიდერი იყო. იმ ფასად, რა ფასადაც Canon-ს იყიდდით, შეგეძლოთ შეგეძინათ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის Nikon-ის აპარატი, უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით და უფრო მეტ აქსესუართან თავსებადობით. რაც შეეხება ფოტოს ხარისხს, ის თითქმის იდენტური იყო არამხოლოდ ნიკონსა და ქენონს შორის, არამედ სხვა კონკურენტ ფირმებთან მიმართებაშიც. კონკურენციაში გარდატეხა მაშინ მოხდა, რომცა Minolta-მ შექმნა ავტოფოკუსის მქონე პირველი SLR - Minolta Maxxum 7000: მალე მას "ნიქენონმაც" მიბაძა. კონკურენტების კამერები იყო Nikon F301: და Canon T80: პროფესიონალებს სასაცილოდ არ ეყოთ ახალი გამოგონება, მაგრამ ტექნოლოგიის პროგრესს წინ ვერ აღუდგნენ. Nikon AF (ავტოფოკუსიანი) კამერები და მათი ლინზები სრულად იყვნენ თავსებადნი უფრო ძველ კამერებთან და ლინზებთან. ეს რათქმაუნდა კარგი იყო მათთვის, ვისაც Manual focus ლინზები მოეპოვებოდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო კამერის ბოდის ძრავიანად და უძრავოდ დაყოფა და ყველა Nikon AF-ს ჩაშენებული ფოკუსის ძრავი გააჩნდა. რაც შეეხება Canon-ს, მათ შეიმუშავეს სრულიად ახალი სისტემა, განსხვავებული ბაიონეტით (ლინზის სამაგრით), რომელზეც ძველი ლინზები აღარ ერგებოდა. ამასთან ყველა ახალ ლინზას ინდივიდუალური ავტოფოკუსის ძრავი ჰქონდა. 90-იან წლებში პროფესიონალები როგორც იქნა შეეგუენ ავტოფოკუსს და აღმოაჩინეს, რომ ნიკონის ავტოფოკუსი უფრო ნელი იყო, ვიდრე ქენონისა. ასე რომ მათ, ვინც სპორტული შეჯიბრებების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი, მოუწიათ Nikon-იდან Canon-ზე გადასვლა. სხვათა შორის სპორტ-ფოტოგრაფიაში დღემდე ქენონი დომინირებს, ნიკონმა კი დაკარგული პირველობა დღემდე ვერ აღიდგინა, რადგან Canon-ის კამერების მექანიკურ-ტექნიკური დონე ისეთი დაბალი აღარ არის, როგორც უწინ იყო. მართალია Nikon-ის კამერები კვლავაც ჯობნიან Canon-ს "ფიზიკურად" და ნელი ავტოფოკუსიც წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ცოტა თუ გაყიდის წლების განმავლობაში ნაგროვებ უზარმაზარ და ძვირადღირებულ ფოტოაღჭურვილობას იმისთვის, რომ ნიკონზე გადაბარგდეს. უკეთესი ავტოფოკუსი ის მიზეზი გახდა, რის გამოც დღემდე სპორტულ შეჯიბრებებზე ხედავთ თეთრ ლინზებს (ანუ ქენონისას). 1999 წელს მზის სხივი იხილა Nikon D1-მა, რომელიც მსოფლიოში პირველი ციფრული სარკიანი ფოტოაპარატი (DSLR) გახდა. მას მხოლოდ 2.7 მეგაპიქსელი ჰქონდა, მაგრამ მაინც რევოლუციური აპარატი იყო: D1-ის საპასუხოდ 2000 წელს Canon-მა D30 (30D-ში არ აგერიოთ) გამოუშვა: სამმეგაპიქსელიანი ფოტოკამერა პლასტმასისგან იყო დამზადებული და 3000$ ღირდა მაშინ, როცა ნიკონის ლითონის D1 ხუთ ათას დოლარად იყო შეფასებული. 30D-ს გამოშვების გარდა Canon-მა 2001 წლისთვის დააანონსა 1D ფოტოკამერაც, რომელიც მოგვიანებით კომპანიის ჰაი-ენდ მოდელად იქცა: მომდევნო წლებში ნიკონი და ქენონი რიგ-რიგობით უშვებდა ციფრულ კამერებს. საკმარისი იყო ნიკონს დაეანონსებინა რაიმე ახალი, რომ ქენონი მაშინვე ახვედრებდა მას კონკურენტ მოდელს და პრაქტიკულად ყველგან მოგებული რჩებოდა ნიკონის პროდუქციის "სრულყოფილი" მიწოდების სისტემის გამო. ვითარება მხოლოდ 2006 წელს შეიცვალა, როდესაც ბაზარზე Nikon D200 გამოჩნდა: მართალია D200-ის გამოშვებაზე Canon-საც ჰქონდა გამზადებული პასუხი, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ D200 იმდროინდელი Canon-ის ყველა მოდელს ჯობდა, მათ შორის 5D-საც, რომელიც D200-ზე ხუთჯერ ძვირი ღირდა. გარდა ამისა ნიკონმა ლინზების წარმოებაც ამოქაჩა - სახელგანთქმული Canon 28-135 IS-ის წინააღმდეგ მათ არაფერი ჰქონდათ 2005 წლამდე. ამ წელს კი მათ 18-200 VR გამოუშვეს. რათქმაუნდა ახალი ლინზა გამოსვლისთანავე დეფიციტურად იქცა. დღევანდელ სიტუაციას რაც შეეხება, ქენონის 1D Mark IV და ნიკონის D3s თითქმის ერთი დონის კამერებია. ცოტა ხნის წინ ქენონმა 1D-ს ახალი მოდელი - "1D X" წარუდგინა საზოგადოებას. ახლა ჯერი ნიკონზეა. რაც შეეხება ლინზებს, Nikon-ის "F" ბაიონეტზე დღეისთვის 146 ლინზა მოიპოვება, ხოლო ქენონის "EF" სამაგრზე - 128 ლინზა. თუმცა დაუმატეთ ნიკონს ძველ ლინზებთან თავსებადობა და ნათელი გახდება, ვის მეტი ქონება აქვს ამ მხრივ. შეჯამება ზოგადად, ერთი და იგივე კლასის და ღირებულების Nikon-იცა და Canon-იც თითქმის იდენტურ ფოტოებს იღებს. ელექტრულ ხმაურში განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ყურადღების გამახვილებად არც ღირს. მათ, ვინც Canon-იდან Nikon-ზე გადაბარგდნენ, ცუდი არჩევანი არ გაუკეთებიათ ზუსტად ისევე, როგორც Nikon-იდან Canon-ზე გადასულებს. კომპაქტურ კამერებში სტატიის ავტორი Canon-ს ანიჭებს უპირატესობას ფერთა უკეთესი გადმოცემის, უკეთესი დიზაინისა და უფრო ინტუიტიური მენიუს გამო. რაც შეეხება სარკიან კამერებს, შედარებისთვის გამოიყენეს Nikon D200, D80, D70, D1H და Canon 5D, 20D, 30D, XT. ზოგადი შთაბეჭდილება საჭირო მართვის სისტემების (ISO, WB, ხარისხი) ადვილად მისაწვდომობა ნიკონის უდავო უპირატესობაა - მათთან "მისასვლელად" მენიუში შესვლა არ გჭირდებათ, რასაც ვერ ვიტყვით ქენონის კამერებზე. ისინი ასევე მოიკოჭლებენ Auto ISO ფუნქციაში. სამაგიეროდ ქენონს უკეთესი აქვს ფერებით გაჯერების (Saturation) კონტროლი. მაშუქის მართვა ნიკონს სტატიის დაწერის დროისთვის მაშუქის სინქრონიზაციის უფრო მეტი ვარიანტი გააჩნდა, ვიდრე ქენონს. ამასთანავე ქენონის ზოგიერთი პარამეტრი მენიუშია ჩამალული, მაგალითად 30D-ს "2nd curtain" ოპციას უბრალოდ "custom function 15" ერქვა მაშინ, როცა ნიკონის D50-საც კი ჰქონდა მაშუქის სინქრონიზაციის ცალკე ღილაკი. გარდა ამისა Nikon-ის პროცესორი გატყობინებთ, როდის მოგცემთ მაშუქის პარამეტრი ზედმეტ, ან ნაკლებ განათებას. მსგავსი რამ ქენონს არც დასიზმრებია. მისი კიდევ ერთი მინუსი - სწრაფი სინქრონიზაცია მხოლოდ "P" რეჟიმზე. სხვა ყველა რეჟიმი (A, S, M) ნელ სინქს იყენებს, რაც მოუხერხებელია. საინტერესოა, რომ დაახლოებით 20 წელია, Nikon-ს გარე მაშუქის სამაგრზე პატარა პინი აქვს, რომელიც არ მისცემს მაშუქს ამოვარდნის საშუალებას. რაც შეეხება Canon-ს, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მას ისევ უცვლელად აქვს სამაგრი, რომელზეც მაშუქი ხრახნით უნდა დააფიქსიროთ. ავტოფოკუსი "Nikon-ის ნელი ავტოფოკუსი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა", ოღონდ შედარებით ძვირ ლინზებზე (500$ და ზემოთ). 500$-ზე იაფი ლინზები ისევდაისევ შედარებით ნელია. დღეისთვის ნიკონები უფრო მეტ მკვეთრ ფოტოს იღებს, ვიდრე ქენონები (ანუ ქენონს ცოტა უჭირს დაფოკუსება). ზოგჯერ ისინი მაშინაც "დაგიმოწმებენ" ფოკუსს, როდესაც ის საერთოდ არა გაქვთ. მსგავს შემთხვევაში კამერა წესით უნდა გაჩერდეს და ფოტოს გადაღების საშუალება არ უნდა მოგცეთ. ავტოფოკუსის დამხმარე ნათურა სტატიის დაწერის დროისთვის ქენონებს, თვით 5D-ს ჩათვლით არ ჰქონდათ ავტოფოკუსის ცალკე დამხმარე ნათურა და ცუდი განათების პირობებში ავტოფოკუსის "დასახმარებლად" ჩვეუელბრივი მაშუქი ირთვებოდა ("flash strobe" პრინციპი). ვიზირი ერთი დონის ნიკონის და ქენონის ვიზირებს თითქმის იდენტური ზომა, სისუფთავე და განათებულობა აქვთ. ქენონის ვიზირში მონაცემები უფრო ხალვათადაა მოცემული, ვიდრე ნიკონისაში. ნიკონს აქვს რამდენიმენაირი ბადე - ერთი შეხედვით პატარა დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ ფოტოსთვის სწორი კომპოზიციის შერჩევაში. რაც შეეხება ქენონს, მოგიწევთ "გარე" ბადის ყიდვა და კამერაში ჩატენვა. გადაღებული მასალის ჩვენება და დისპლეები აქაც ნიკონი ლიდერობს, გადაღებული (ან გადასაღები) ფოტოს გადიდება ერთი ღილაკით შეგიძლიათ. ქენონზე ისევ ყველაფერი საძებნია. უფრო მეტიც - გადაღებული მასალის ჩვენებისას ნიკონი უფრო სწრაფია, ვიდრე ქენონი. ამ უკანასკნელს ასევე ჰქონდა პრობლემები მაქსიმალურ ზუმზე სურათის სრული ხარისხით ჩვენებაზე, რაც ამ ბოლო დროს გამოასწორეს. დღეისთვის ასევე გამოსწორებულია ქენონის ფერების არასწორი გადმოცემა LCD დისპლეიზე. მართვის დანაწილება Nikon-ის საშუალო დონის მოდელებს ცალ-ცალკე აქვთ დიაფრაგმის და ჩამკეტის მართვა. ქენონის შემთხვევაში რომელი ღილაკი რას მართავს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეჟიმში ხართ. საინტერესოა ისიც, რომ თუ Nikon-ზე რომელიმე ღილაკს დააჭერთ, აინთება მისი LCD დისპლეიც და გარე მაშუქის დისპლეიც, ხოლო ქენონზე ეს ცალ-ცალკე უნდა მოახდინოთ. სენსორის ზომები ნიკონის მოდელებს სენსორების ორი ზომა - FX და DX აქვთ. რაც ნაკლებია სენსორების ტიპები, მით უფრო მარტივია ლინზების სხვადასხვა მოდელის კამერაზე მორგება (რათქმაუნდა FX სენსორს თავის ლინზა აქვს, DX-ს - თავისი). ქენონს სამი ზომის სენსორი აქვს და ისე შეიძლება მოხდეს, რომ ლინზის გულისთვის ბოდის გამოცვლა მოგიხდეთ. საქმე არამარტო ფიზიკურ თავსებადობაშია, არამედ იმაშიც, რომ სხვადასხვა ფორმატის სენსორზე ლინზები სხვადასხვანაირ ფოტოებს იძლევიან (კონტრასტულობის, სისუფთავის და ა.შ. მხრივ). ტევადობა ქენონის მთვლელი 999 ფოტოზე იჭედებოდა, ხოლო ნიკონის დაახლოებით 2700 ფოტომდე თვლიდა, სანამ მრიცხველის განულება მოგიწევდათ. სამაგიეროდ ქენონი უფრო ზუსტად ხვდებოდა დაახლოებით რამდენი ფოტო ეტევა ჩიპზე, ვიდრე ნიკონი (მაგალითად D80-ს შეუძლია გითხრათ, რომ ჩიპზე დაეტევა 500 ფოტო, თქვენ კი 700-750 დაატიოთ). JPG ფაილის ხარისხშიც ქენონი ლიდერობს, მისი JPG ფაილები შეიძლება დიდად განსხვავდებოდნენ ზომაში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ფოტოს ხარისხი. რაც შეეხება ნიკონს, იგი ყველაფერს იზამს ხარისხის დაკარგვის ჩათვლით, რომ ფოტოები დაახლოებით ერთნაირი ზომის გამოიყვანოს. წყარო http://www.kenrockwell.com/tech/nikon-vs-canon.htm 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 14, 2011 Share Posted December 14, 2011 კაცო ან დასკვნა დაგეწერა, ან შენი საკუთარი აზრი ამ მიმდინარე მოვლენებზე... კი ხარ ნიკონისტი და ვიცი რასაც დაწერდი, მაგრამ მაინც ძალიან "ვირო მადლიო"-სავით გამომდის, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ მინოლტას რაღაც დიდი ჰქონდა გაკეთებული თავის არსებობის მანძილზე... დასანანია, რომ გაქრა P.S. ჩემი პირადი აზრით, ნიკონიც და ქენონიც ტყვილა იჭიმებიან, Olympus-ია ჩემპიონი ისა, ავპინო? :gigi: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted December 14, 2011 Author Share Posted December 14, 2011 ვთვლი რომ დასამატებელი არაფერია! დამახინჯდება თემა ოლიმპუს ჩემპიონ! ძალიან გამიხარდება თუ აპინავ და პატარა კორექტირებას შეიტან... :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 14, 2011 Share Posted December 14, 2011 პატარა კორექტირებას შეიტან... :xeli: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted December 14, 2011 Share Posted December 14, 2011 სერიოზული სტატიაა ორივეც კარგია, თუმცა ნიკონი უფრო დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა IMHO. ამბობენ თუმცა მე არ შემიმოწმებია, რომ ნიკონს თბილი ფერებისადმი აქვს უფრო "მიდრეკილება". აპინეთ ჰო მართლა, ქენონში ყველაზე მეტად მისი სირული კლასიფიკაცია არ მომწონს. ამერიკის, ევროპის და იაპონიის რეგიონებისთვის გამოშვებულ ერთნაირ აპარატებს სხვადასხვა სახელები აქვთ. :thumbdown: 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 ქენონში მექანიკური მხარის გარდა არაფერი მომწონს. ნიკონში - ყველაფერი დანარჩენი წარმადობის გარდა. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 კარგი სტატიაა +1 მე Canon-ი მომწონს. ნებისმიერ ასპექტში 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 "ძიშოვკა" ვიზუალური ხარისხის მიუხედავად? :ugly_confused2: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 რატოა ძიშოვკა ნუ ვისთვის როგორ მიშა 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 მართლაც ვისთვის როგორ :SNEMOTICON13: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საჯო Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 ორივე მომწონს :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted December 15, 2011 Share Posted December 15, 2011 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted December 16, 2011 Share Posted December 16, 2011 მე მაგის გარეგნობა უფრო მომწონს. კარგი სტატიაა! პ.ს. იგრძნობა, რომ ვინც ამას წერდა ქენონი არ ევასებოდა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 16, 2011 Share Posted December 16, 2011 პ.ს. იგრძნობა, რომ ვინც ამას წერდა ქენონი არ ევასებოდა პირველად გიმტყუნა ალღომ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Root Posted January 5, 2012 Share Posted January 5, 2012 სალამი ყველას canon Eos 1100D როგორი ციფრულია? და რომელი მოდელი არის კონკურენტი nikon-ის მხრიდან? help Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted January 5, 2012 Share Posted January 5, 2012 პირველად გიმტყუნა ალღომ აბა სათაურს შეხედე. Y U NO CAPITAL LETTER :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Root Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 სალამი ყველას canon Eos 1100D როგორი ციფრულია? და რომელი მოდელი არის კონკურენტი nikon-ის მხრიდან? help დილამშვიდობის მაგის პირდაპირი კონკურენტი (რომელიც ჯაბნის კიდეც 1100D-ს) არის Nikon D3100 :) 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LevanVerdzeuli Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 დადგა ნანატრი დღეც და გამოცხადდა ნიკონის ახალი ფლაგმანი D4 გასულ წელს უნდა გამოსულიყო მაგრამ წყალდიდობის შედეგად მათი ქარხნის დაკეტვის გამო გადმოიწია იანვარში გუშინ 6 იანვარს ჰონკონგში შედგა D4-ისა და ახალი 85მმ 1.8G-ს პრეზენტაცია. კამერა $6000 ეღირება, ლინზა $500. მე არც ერთის მყიდველი არ ვარ, ცხადია, თუმცა კარგი ის არის, რომ მათი ძველი ფლაგმანი კამერების ტექნოლოგია ახლა საშუალოშემოსავლიანი ტიპებისთვის გახდება ხელმისაწვდომი მალე გამოვა ასევე D700-ის განახლება D800. ამბობენ, იანვრის ბოლოსო. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 Dxx კლასიც განაახლონ რა.. იქნებ D90 გაიაფდეს :dabolili: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted January 6, 2012 Author Share Posted January 6, 2012 დადგა ნანატრი დღეც და გამოცხადდა ნიკონის ახალი ფლაგმანი D4 გასულ წელს უნდა გამოსულიყო მაგრამ წყალდიდობის შედეგად მათი ქარხნის დაკეტვის გამო გადმოიწია იანვარში გუშინ 6 იანვარს ჰონკონგში შედგა D4-ისა და ახალი 85მმ 1.8G-ს პრეზენტაცია. კამერა $6000 ეღირება, ლინზა $500. მე არც ერთის მყიდველი არ ვარ, ცხადია, თუმცა კარგი ის არის, რომ მათი ძველი ფლაგმანი კამერების ტექნოლოგია ახლა საშუალოშემოსავლიანი ტიპებისთვის გახდება ხელმისაწვდომი მალე გამოვა ასევე D700-ის განახლება D800. ამბობენ, იანვრის ბოლოსო. დამასწარი შენ წარმოიდგინე 85მმ არაა ძვირი და არც D4! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LevanVerdzeuli Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 Dxx კლასიც განაახლონ რა.. იქნებ D90 გაიაფდეს უკვე განაახლეს, სეხნიავ D7000 არის D90-ის განახლება, ხოლოდ D60 და D40 კარგა ხნის წინ განახლდა ჯერ 5000/3000-ით და შემდეგ 5100/3100 მოდელებით. თუ D90-ს უმიზნებ, თან ახალს, ჩემი რჩევა = იყიდე დღესვე >> მალე ამოიღებენ წარმოებიდან აქვე მოგილოცავთ ყველას დამდეგ შობას, ვინც ხვალ აღნიშნავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted January 6, 2012 Author Share Posted January 6, 2012 D4-ის პრეორდერი უკვე შესაძლებელია. http://www.adorama.com/INKD4.html?utm_term=Other&utm_medium=Affiliate&utm_campaign=Other&utm_source=rflaid63773 http://www.jessops.com/online.store/products/83621/show.html?tduid=f866e21830ca75fb52340a6d47f81e8e&url=http://www.jessops.com/online.store/products/83621/show.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LevanVerdzeuli Posted January 6, 2012 Share Posted January 6, 2012 85მმ ხომ არ იცი, რა სხვაობა ნიკონის ოპტიკაში D და G სერიებს შორის? ის, რომ დიაფრაგმის მარეგულირებელი რგონი არ აქვს ლინზას, რამე პლიუსია? ანუ 85მმ 1.8D და 85მმ 1.8G რაც ახლა გამოვიდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted January 6, 2012 Author Share Posted January 6, 2012 ხომ არ იცი, რა სხვაობა ნიკონის ოპტიკაში D და G სერიებს შორის? ის, რომ დიაფრაგმის მარეგულირებელი რგონი არ აქვს ლინზას, რამე პლიუსია? ანუ 85მმ 1.8D და 85მმ 1.8G რაც ახლა გამოვიდა. წესით ცოტა დახვეწილი შუშა უნდა ქონდეს, Lens Elements 9 vs 6, Lens Groups 9 vs 6, SWM (Silent Wave Motor) წესით უფრო სწრაფად უნდა დააფოკუსოს. რაღაც ახალი ჩაუმატებიათ კიდე, SIC Nikon Super Integrated Coating To enhance the performance of its optical lens elements, Nikon employs an exclusive multilayer lens coating that helps reduce ghost and flare to a negligible level. Nikon Super Integrated Coating achieves a number of objectives, including minimized reflection in the wider wavelength range and superior color balance and reproduction. მემგონი ღირს 500$ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.