Jump to content

Recommended Posts

ინფორმაციულ წყაროს თუ დავუჯერებთ, საფრანგეთში დაიწყო Intel Huron River პლატფორმაზე დაფუძნებული, კომპანია ASUS-ის ახალ ნოუთბუქის გაყიდვები. მისი სახელწოდება გახლავთ X53SC და ის ხელმისაწვდომია 475 ევროს ფასად - ბაზური მოდიფიკაციისთვის, რომელშიც შედის 320 გბ-იანი მყარი დისკი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა კი - 640 გბ-ია. მულტიმედიური ხაზის ახალი წარმომადგენელი აღჭურვილია 2,2 გჰზ სიხშირეზე მომუშავე Intel Core i3-2330M პროცესორით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით (შესაძლებელია გაზრდა 8 გბ-მდე). გარდა ამისა, სტანდარტულ კონფიგურაციაში ასევე შედის პროცესორში ინტეგრირებული GPU, ხოლო დამატებითი თანხის გადახდისთვის, მიიღებთ დისკრეტულ ვიდეობარათ NVIDIA GeForce GT 530M-ს, 1 გბ GDDR3-ით და ტექნოლოგია NVIDIA Optimus-ის მხარდაჭერით.

86f3416e40a3b49f5e7cdb83cbb27409.jpg

b5abf1914ce289a837fc8fb765481c89.jpg

ეკრანის დიაგონალის ზომა შეადგენს 15,6 დუიმს, ხოლო გაფართოება - 1366 х 768 პიქსელს. სხვა სპეციფიკაციებს რაც შეეხება, ადგილზეა 0,3 მპ-იანი ვებ-კამერა, ჩამწერი DVD-წამყვანი, Wi-Fi და Bluetooth 3.0 მოდულები (ოპციონალურად), HDMI-პორტი. გათვალისწინებულია USB 3.0 ინტერფეისის პორტიც. პროდუქტის ზომებია 378 x 253 х 33,1-34,9 მმ, მასა კი დაახლოებით 2,6 კგ.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მოკლედ, ამ ლეპტოპს შეიძლება ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ ეგ ყველაფერი დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.