X-treme user Posted November 7, 2011 Share Posted November 7, 2011 საკმაოდ კომპაქტური კამერით 2D/3D-ფორმატის Full HD ვიდეოს გადაღებისა და შესაბამისად 4000 x 3000 და 3264 x 2448 გაფართოების ციფრული ფოტოსურათების მიღების მსურველებს, კომპანია Panasonic სთავაზობს მოდელ Lumix DMC-3D1-ს. პროდუქტის წონა 193 გრამია, ხოლო კორპუსის ზომები - 108 x 59 x 24 მმ. ის აღჭურვილია 12,1 მპ ეფექტური რეზოლუციის მქონე, 1/2,3-დუიმიან Live MOS სენსორებით (მგრძნობელობა 160-დან 6400 ISO ერთეულამდე) და ორ ცალ LUMIX DC VARIO ობიექტივით 4-მაგი ზუმით (ეკვივალენტური ფოკუსური მანძილის დიაპაზონი - 25-დან 100 მმ-მდეა), რომლებსაც ტრანსპორტირების დროს, დაზიანებისგან იცავს სპეციალური მოძრავი პანელი. აპარატს საფუძვლად უდევს გამოსახულების დამუშავების საფირმო პროცესორი Venus Engine. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებიდან კი უნდა აღინიშნოს შემდეგი: გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი MEGA O.I.S.;4-მაგი ციფრული გადიდების სისტემა;სიუჟეტურ პროგრამების ფართო ნაკრები;თეთრი ფერის ბალანსის მომართვის შესაძლებლობა (ავტომატური და სამომხმარებლო);ინტეგრირებული ფოტომაშუქის მუშაობის შვიდი რეჟიმი;460000 პიქსელ გაფართოების მქონე, 3,5-დუიმიანი სენსორული TFT-დისპლეი;USB 2.0 (High Speed) ინტერფეისი;ვიდეოგასასვლელი NTSC/PAL-ის მხარდაჭერით;HDMI-პორტი;70 მბ შიდა მეხსიერება;SD/SDHC/SDXC ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი;ლითიუმ-იონური ელემენტი. მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ბაზრებზე აღნიშნული პროდუქტი გამოჩნდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - რეკომენდირებულ ფას 500$-ად. 3DNews 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 8, 2011 Share Posted November 8, 2011 აქაც შენ დებ უკვე ჩემ მაგიერ ინფოებს ხომ? ადმინობა გეკუთვნის, ალალად გეუბნები. Link to comment Share on other sites More sharing options...
rolandi2 Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 მაგარი რამე ჩანს.. დუალ ლინზა.. :) Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 9, 2011 Share Posted November 9, 2011 ჩემი აზრით 3D-ზე თუ არ ხარ "ჯვარდაწერილი", დიდი უაზრობაა ამის ყიდვა. 500$ უნდა მისცე 1/2.3"-იან სენსორში Link to comment Share on other sites More sharing options...
David777 Posted November 10, 2011 Share Posted November 10, 2011 მირჩევნია სულ არაფერი მქონდეს ვიდრე ეს ვიყიდო :D 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 30, 2012 Share Posted January 30, 2012 Panasonic Lumix FZ150 აბზორი რუსულათ http://hi-tech.mail.ru/review/panasonic/panasonic_lumix_dmc_fz150-rev.html Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts