Jump to content

Panasonic Lumix DMC-3D1


Recommended Posts

საკმაოდ კომპაქტური კამერით 2D/3D-ფორმატის Full HD ვიდეოს გადაღებისა და შესაბამისად 4000 x 3000 და 3264 x 2448 გაფართოების ციფრული ფოტოსურათების მიღების მსურველებს, კომპანია Panasonic სთავაზობს მოდელ Lumix DMC-3D1-ს. პროდუქტის წონა 193 გრამია, ხოლო კორპუსის ზომები - 108 x 59 x 24 მმ. ის აღჭურვილია 12,1 მპ ეფექტური რეზოლუციის მქონე, 1/2,3-დუიმიან Live MOS სენსორებით (მგრძნობელობა 160-დან 6400 ISO ერთეულამდე) და ორ ცალ LUMIX DC VARIO ობიექტივით 4-მაგი ზუმით (ეკვივალენტური ფოკუსური მანძილის დიაპაზონი - 25-დან 100 მმ-მდეა), რომლებსაც ტრანსპორტირების დროს, დაზიანებისგან იცავს სპეციალური მოძრავი პანელი. აპარატს საფუძვლად უდევს გამოსახულების დამუშავების საფირმო პროცესორი Venus Engine.

9889d3942775dcd8b08ec6f3ac08f05e.jpg

0a0fcc04411f52a5123307ae973e7bc3.jpg

44dcdaff8a4b5dee762e3d133450df81.jpg

სხვა ტექნიკურ მახასიათებლებიდან კი უნდა აღინიშნოს შემდეგი:



  • გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი MEGA O.I.S.;
  • 4-მაგი ციფრული გადიდების სისტემა;
  • სიუჟეტურ პროგრამების ფართო ნაკრები;
  • თეთრი ფერის ბალანსის მომართვის შესაძლებლობა (ავტომატური და სამომხმარებლო);
  • ინტეგრირებული ფოტომაშუქის მუშაობის შვიდი რეჟიმი;
  • 460000 პიქსელ გაფართოების მქონე, 3,5-დუიმიანი სენსორული TFT-დისპლეი;
  • USB 2.0 (High Speed) ინტერფეისი;
  • ვიდეოგასასვლელი NTSC/PAL-ის მხარდაჭერით;
  • HDMI-პორტი;
  • 70 მბ შიდა მეხსიერება;
  • SD/SDHC/SDXC ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი;
  • ლითიუმ-იონური ელემენტი.

d976ac93185b37b27281451e47454824.jpg

f0ac0514a1bad129bb615dd9c9640912.jpg

მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ბაზრებზე აღნიშნული პროდუქტი გამოჩნდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - რეკომენდირებულ ფას 500$-ად.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Panasonic Lumix FZ150 აბზორი რუსულათ http://hi-tech.mail.ru/review/panasonic/panasonic_lumix_dmc_fz150-rev.html

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked and locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.