Jump to content

Overclockers.ge ახალ ჰოსტინგზე გადადის


Recommended Posts

მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო,

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ (DDoS შეტევები საიტზე) გადავწყვიტეთ ჰოსტინგის შეცვლა.

საერთო თანხმობით არჩევანი უცხოურ ჰოსტინგზე შეჩერდა, კერძოდ HostGator.com-ზე.

ახალი ჰოსტინგი უკეთეს შესაძლებლობებს გვიჩენს და გარკვეულწილად ახალი სერვისების მოწოდების საშუალებასაც გვაძლევს.

NS-ების ცვლილებაზე განაცხადი დომენების რეგისტრატურაში უკვე შეტანილია, 2-დან 7 დღემდე ვადაში გადასვლა მოხდება.

იმისათვის, რომ დაუნთაიმი მინიმუმამდე დავიყვანოთ, საიტი ჩართული რჩება და ბაზის ბეკაპები დღეში რამდენჯერმე გაკეთდება. როგორც კი ნეიმსერვერებზე ცვლილება გაკეთდება, ბოლო ბეკაპი ახალ სერვერზე აიტვირთება და აქაურობა გაითიშება.

საიტის დაუნთაიმი ჯამში დაახლოებით 1 საათი შეიძლება იყოს.

ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, ისაა, რომ იუზერები, რომლებიც ისეთ DNS სერვერს იყენებენ, რომელიც გვიან გააკეთებს განახლებას (სამსახურების შიდა DNS სერვერები ძირითადად, ზოგიერთი უცხოური DNS სერვერი), დროებით ისევ ძველ საიტს დაინახავენ. ეს პრობლემა წესით 1 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

პატისივისცემით,

Overlockers.ge-ს ადმინისტრაცია

Link to comment
Share on other sites

ცოტა ვერ გაციგე,საიტის დიზაინი შეიცვლება?(ლამერულ კითხვაზე ბოდიში,არ ვერკვევი ნეტვორკინგში)

Link to comment
Share on other sites

PM-ს ვერ ვხსნი და ამ მამაძაღლობის ბრალია? რა უნდათ ამ საიტისგან :|

Link to comment
Share on other sites

ცოტა ვერ გაციგე,საიტის დიზაინი შეიცვლება?(ლამერულ კითხვაზე ბოდიში,არ ვერკვევი ნეტვორკინგში)

არა, საიტის დიზაინი იგივე დარჩება, ჰოსტინგს ვცვლით მხოლოდ ანუ ადგილს, სადაც საიტი დევს.

PM-ს ვერ ვხსნი და ამ მამაძაღლობის ბრალია? რა უნდათ ამ საიტისგან :|

არა, მასს PM-ის დაგზავნა გავუშვი ამ სიახლის შესახებ და 10-15 წუთში შეძლებ ისევ PM-ის ჩვეულებრივ გამოყენებას.

Link to comment
Share on other sites

გარეგნულად არაფერი შეიცვლება, უბრალოდ გლობალჰოსტინგი გვექნება აქაური პროსერვისის ნაცვლად.

გაცილებით მეტად დაცული და სწრაფი.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.