Jump to content

ჰაერზე მომუშავე მანქანა

Recommended Posts

OneCat გამოუშვა 5 ადგილიანი ავტომობილი რომელიც დამზადებულია შუშის ბოჭკოსაგან),(ტექნოლოგიის ზუსტად დაცვის შემთხვევაში რკინაზე მტკიცეა)იწონის 350კგ-ს,იგი მუშაობს დატუმბულ ჰაერზე,რომლებიც ინახება ავზებში,მანქნის ქვეშ.ეს მანქანა ეღირება 5 ათასი დოლარი.

ავზის ჰაერით ავსება შეიძლება 3წუთში,რაც ელექტერომობილთან შედარებით გაცილებით სწრაფად ხდება.

დიდი მოგზაურობის დროს მაღალი წნევა ავზებში შეიძლება გავზარდოთ ნებისმიერი სახის თხევადი საწვავის გამოყენებით,სითბოს გამო ჰაერი უფრო ფართოვდება და ზრდის დგუშზე ზეწოლის ძალას. ქალაქის პირობებში ავტომობილის ექსპლუატაცია შედარებით იაფი დაჯდება.(სხვადასხვაგვარი მოდიფიცირებით იქნება)

twak4.jpg

sqv46.jpg

maner.jpgშიგაწვის ძრავიშ შედეგი(აქ პრობლემა არამარტო CO2-შია,არამედ საწვავის წვის შედეგად გამოყოფილ მომწამლავი ნივთიერებების მთელ ბუკეტში)

ჰაერის ავტომობილებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე,ჰაერით დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურზე,ასევე ელექტროქსელში მანქანაში არსებული კომპრესორის საშვალებით,აგრეთვე ზემოთხსენებული მეთოდით,საწვავის გამოყენებით.შიგაწვის ძრავასთან შედარებით არ ცხელდება და რადიატორი და სხვა რამ არც უნდა,ნაკლებხმაურიანია,ეკოლოგ

იურად სუფთაა.თან ჰაერის ძრავი საჭიროებს უფრო ნაკლებ მიხედვას.

წნევა კი ავზებში 300-350კგ-სმ კვადრატის,ანი 1სმ კვადრატზე მოდის 300-350კგ ზეწოლა.

იგი ჰაერით დატუმბვის გარეშე გადის 200კმ-ს.მაქსიმალური სიჩქარე 64კმ/სთ-ია,ხოლო ტვირთამწეობა 300კგ-ა და მძღოლი.მისი ფასი 5000 ევროა.

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

აკუმლატორს სჯობს

იაფიცაა

ადვილად იმუხტება,როგორც სახლში კომპრესორით

ასევე ერთბაშად 5 წუთში აკუმულირებული წნევით

+ აკუმლატორის ეკოლოგია ცოტა საეჭვოა ბენზინზე,რადგან ლითიუმი რომ მოიპოვო აკუსთვის მთელი ტბა უნდა დააშრო,საჩალიჩოა,+ამორტიზირებული აკუ საჭიროებს სპეც. დამუშAვებას.

ასე რომ,მართლაც კარგი ვარიანტია ეს.

Link to comment
Share on other sites

ამ მანქანამ შარშან სახინკლე მომაგებინა :D

რაღაცაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და, ახლობელს ვუთხარი, დისქავერზე მაქვს ნანახი ჰაერზე მომუშავე მანქანის 2 საათიანი განხილვათქო, 5 წუთი იციონოდა და ხინკალზე დამენიძლავა, სამაგიეროდ მერე მე ვიცინე 2 საათი ხინკლას რომ მივირთემვდი ;)

მე რასაც ვუყურე, განხლივაში თქვეს, 80კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია და ერთი დატენვთ 160 კმ-მდე გადისო, რომლის მთლიანი ხარჯიც (დენის გადასახადი, რომელსაც კომპრესორი წვავს ჰაერის ჩატუმბვისას) შეადგენდა 60 ცენტს(!), მსოფლიოში არ არსებობს ამაზე იაფიანი ტრანსპორტი, მასზე ეკონომიური, მხოლოდ ფეხით სიარულია.

  • Upvote 1

:D

ახლა უკვე შედარებით ფართოდაა და სხვადასხვა კორპუსშია ინეგრირებული.

ჰაერის სატუმბ სისტემაზეც იყო ნახსენები,სად ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ მზის პანელებით ჰაერგასამართი სადგური იმუშავებდა ავტონომიურად.

სადაც ელ. ტრანსპორტი იაფი გიჯდება პირველი 4 წელი,მერე ერთიანად ჩAგახევინებს ფულს აკუში რამდენიმე ათასს.

თან ერთი გამოგვრჩა,საქართველოში ესეც არაა ეკოლოგიური ტრანსპორტი:D

სიამოვნებით კი ვიყოლიებდი და...რასაც 1 დღეში ბენზინში ვხარჯავ, მთელი წელი მეყოფოდა.

Link to comment
Share on other sites

ამას მასობრივ სერიაში არავინ გაუშვებს ისევე, როგორც სხვა ალტერნატიული საწვავის მანქანებს. იმ მარტივი მიზეზით, რომ ნავთობმომპოვებლებისთვის ზარალია. მისცემენ რამდენიმე მილიონს მაგის გამკეთებელს, რომ "n" წლით დააკონსერვოს გამოგონება და :chojinfc:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

(დენის გადასახადი, რომელსაც კომპრესორი წვავს ჰაერის ჩატუმბვისას) შეადგენდა 60 ცენტს(!), მსოფლიოში არ არსებობს ამაზე იაფიანი ტრანსპორტი, მასზე ეკონომიური, მხოლოდ ფეხით სიარულია.

160 კილომეტრს ვერავინ გაივლის 60 ცენტად, საკვები 10–ჯერ მეტი დაუჯდება მინიმუმ :-)

მისცემენ რამდენიმე მილიონს მაგის გამკეთებელს, რომ "n" წლით დააკონსერვოს გამოგონება და :chojinfc:

ხო, სამწუხაროდ 30 წელია მასეა დამუხრუჭებული მსოფლიო.

Link to comment
Share on other sites

160 კილომეტრს ვერავინ გაივლის 60 ცენტად, საკვები 10–ჯერ მეტი დაუჯდება მინიმუმ :-)

უუფ, 160 კლომეტრი დიდი მანძილია, გზაში ვინმეს ბაღიდან ვაშლს მოიპარავს, მერე სიმინდს და ასე ჭუკჭუკით ჩავა ბოლომდე, აი ზამთარში კი, მართლა დაე...ვა :D

Link to comment
Share on other sites

არადა ეს უფრო შეიძლება ააწყოს კაცმა,ვიდრე ელექტრო,(დამუხტვა პრობლემა იქნება მაღAლ ატმოსფეროზე,მაგრამ შესაძლებელი).

თან ლითიუმს დამუხტულს არ უნდა ეხუმრო,თუ ავარიისას აკუში მეტალი გაეყარა(ანოდ კათოდამდე) კაი მოშნად ეკიდება იქაურობას,თAნ საკმაოდაა მანდ ამპერაჟი.

თუ ვინმეს გიყურებიათ "ეკო გამომგონებლები" დისქავერზე,მანდ მოტოციკლის რამაზე ააწყვეს ჰაერზე მომუშავე მანქანა,საკმაოდ კარგი იყო.

ყველაზე მეტი რესურსი აქვს მუშაობის ჰაერის ძრავს,თუნდაც ხელსაწყოში,გადახურება პრაქტიკულად არ ახასიათებს

ჰაერის ძრავები მაგიტომაა საწარმოო კლასის,ვირი მუშაა

Link to comment
Share on other sites

არადა ეს უფრო შეიძლება ააწყოს კაცმა,ვიდრე ელექტრო,(დამუხტვა პრობლემა იქნება მაღAლ ატმოსფეროზე,მაგრამ შესაძლებელი).

კი, მაგრამ მეეჭვება, "მანქანათმშენებლობის" გამოცდილების/ცოდნის გარეშე შეძლოს კაცმა, მარტო პრინციპის მორგება არ არის, ძრავი უნდა შექმნა, სადაც შიგაწვის კამერის მაგივრად დაწნეხილი ჰაერის ნაკადმა უნდა აამუშაოს პორშინი და შემდეგ ვალი (ქართული ტერმინოლოგია არ ვიცი, სამწუხაროდ), მთავარი ეგ არის, თორემ მაგის გაგრძელებას შენნაირი კაცი რამეს მოუფიქრებს, თუმცა, შენი შესაძლებლობები არ ვიცი და შეიძლება მაგ ძრავის აწყობაც შეგიძლია :rolleyes:

P.S. ჰაერის ავზები ცოტა საშიში რამ არის, რადგან ძალიან მაღალ ატმოსფეროს უნდა გაუძლოს, ღმერთმა ნუ ქნას და, ეგ თუ გასკდა, მიმიქარავს ერთად აფეთქებული 5 ცალი ხელყუმბარა :babu:

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს ეკონომიური ელექტრომობილის იდეა, რომელსაც არც აკუმულატორები დაჭირდება :hmm:

ფეხსაცმელი? :D

Link to comment
Share on other sites

აბა მაიტა.

ჩვეუელბრივი მანქანის ძარა უნდა აიღო, ჩადო კაპოტში კარგი დენის გენერატორი, ერთი კილოვატნახევრიანი, წითლები რომაა, კარგი მაყუჩი დაუყენო რომ არ იხრიგინოს, გამომუშავებული დენი წავა დენის ძრავისკენ, რომელიც დაძრავს კიდეც მანქანას :)

სამსახურში რომ გვედგა ეგეთი გენერატორი, 8 საათში სრულ დატვირთვაზე წვავდა 10 ლიტრს და არაა ეკონომიური? :dabolili:

აკი არ დამაბოლაო? :givi:

Link to comment
Share on other sites

მიდი, იცინე სკეპტიკოსო, მე მაინც გავფრინდები :fly:

მეეჭვება, ეგ გენერატორი საკმაოდ მძიმეა და ვერ დაძრავს :D ყვითელი "რობინია" მისწრება, ოღონდ ფარები არ უნდა აანთო, 1 კილოვატიანია და შუა გზაში გაგაჩერებს...

მე უფრო მაგარი იდეა მაქვს, თან თითქმის გავს ამ თემის პროექტს :spiteful:

Link to comment
Share on other sites

ტექნოლოგიებს ჩამორჩი :)

მძიმე მაინც რამსიმძიმეს გულისხმობ, 2 კაცი თავისუფლად ვათრევდით წითელ გენერატორს და არამგონია მანქანის ძრავი, სიჩქარეთა კოლოფი და კარდანი ორმა კაცმა ავწიოთ. თრევაზე აღარაფერს ვამბობ :xelitavi:

ბიჭო, კი მაგრამ, ამ 2-2,5 კილოვატს რამდენი რამე უნდა გააქაჩინო? მაშინ მარტო უნდა იჯდე მანქანაში და ხანდახან რომ დაასვენო, თავქვეზე ფეხით უნდა გაყვე.

Link to comment
Share on other sites

ბიჭო, კი მაგრამ, ამ 2-2,5 კილოვატს რამდენი რამე უნდა გააქაჩინო? მაშინ მარტო უნდა იჯდე მანქანაში და ხანდახან რომ დაასვენო, თავქვეზე ფეხით უნდა გაყვე.

რამეს მოვიფიქრებ. ორ გენერატორს ჩავდგამ და ორ ძრავზე ვამუშავებ (თან ორხიდიანი იქნება :spiteful:)

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს მაგარი ვარიანტი: საბარგულზე უნდა დაამონტაჟო დიიიიდი გასაბერი ბუშტი, მაგრა დაბერო, ჩაჯდე მანქანაში და პიპკა მოხსნა, დეედა უტირ ოუ, იგრე გავარდეს, მიმიქარავ ტრ...ში წიწაკა ამოსმული ვირიი.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.