Jump to content

XOOM 2 სერიის პლანშეტები


Recommended Posts

პლანშეტურ კომპიუტერ Motorola XOOM-მა საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები მოიპოვა და კრიტიკის ქარ-ცეცხლქვეშ გაიარა, ამიტომ კომპანიის ინჟინრები აქტიურად მუშაობდნენ მის მეორე თაობის დამზადებაზე, რომელიც ოფიციალურად სწორედ დღეს წარადგინეს. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიდანაც დაიწყება XOOM 2 და მის თანამოძმე XOOM 2 Media Edition-ის არცთუ იოლი გზა, გახდება დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

773cc1e717b92a2a635d701b50265d36.jpg

მოდელებს ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივეს საფუძვლად უდევს 1.2 გჰზ ტაქტური სიხშირის მქონე, 2-ბირთვიანი პროცესორი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 16 გბ ტევადობის მყარი დისკი, ორი ცალი 1.3 (ფრონტალური) და 5 მპ-იანი (უკანა, შუქდიოდური მაშუქით). მოწყობილობები მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Google Android 3.2 Honeycomb-ზე, ხოლო შემთხვევითი დაზიანებებისგან, ისინი დაცულნი არიან Gorilla Glass მინით და წ^ლის შხეფების საწინააღმდეგო ზედაპირით.

d40f76fb82f68a96d67bf60a02465f0c.jpg

ca60a5bad0f9f83214a8fbd1ee71f0e2.jpg

უფროსი ვერსია XOOM 2 აღჭურვილია 10.1-დუიმიანი ეკრანით, მისი ზომებია 253.9 х 173.6 х 8.8 მმ და იწონის 599 გ-ს. მასში წინასწარ არის დაყენებული პროგრამები, რომლებიც საქმიან ადამიანებს ნამდვილად გამოადგებათ. ელემენტის ერთი დამუხტვით, გაჯეტს შეუძლია 10 სთ-მდე ფუნქციონირება. რაც შეეხება XOOM 2 Media Edition-ს, ის შედარებით მცირე გაბარიტებით (139 x 216 x 8.99 მმ), დისპლეით (8.2 დუიმი) ხასიათდება, არის 386 გ და გათვლილია გართობისთვის განკუთვნილ უნივერსალურ საშუალებად, რაც გამოიხატება არამხოლოდ სახელწოდებაში, არამედ განსაკუთრებული დინამიკებითაც, რომლებიც უზრუნველყოფენ ადაპტირებულ ვირტუალურ, მოცულობით ჟღერადობას.

ევროპაში პროდუქტები ნოემბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან. ფასები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ირლანდიურ მაღაზიის ბუკლეტის მიხედვით, 3G მხარდაჭერის არმქონე XOOM 2 Media Edition-ის ეს ნიშნული 400 ევროს უტოლდება.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

რა აზრი აქვს ამათ გამოშვებას ? :ugly_confused2:

გაუთავდათ ალბათ რაც ქონდათ გაკეთებული და ვითომ ახლა რაღაც განაახლეს :facepalm:

ჩემ აზრებს კითხულობ :D

დიზაინი არ მომწონს რაღაც..

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.