Jump to content

ASRock-ის X79 დაფები


Recommended Posts

Intel X79 სისტემურ ლოგიკაზე დაფუძნებულ და LGA 2011 სოკეტით აღჭურვილ დაფების წარმოების კუთხით, კომპანია ASRock მხოლოდ X79 Extreme7-ით არ შემოიფარგლება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. TechPowerUP-ის ავტორებმა ისაუბრეს X79 Extreme9-ის შესახებ და პირველი, რაც თვალებში გვხვდება, ეს არის DIMM-სლოტების 'სწორი' რაოდენობა.

6733c1b8cb45862774a5e2dc008fc7b6.jpg

ნაწარმზე განთავსებულია პროცესორის ძაბვის რეგულატორის მოდულის ციფრული კონტროლერი (არ დაიბნეთ), ხოლო კვების ჩასართავად, აუცილებელია ორი 8-კონტაქტიანი EPS-პორტის გამოყენება. გაფართოების სლოტები წარმოდგენილია ხუთი PCI Express x16 და ერთი PCI Express x1-ით, რომლისთვისაც, კომპლექტს თან ერთვის დამატებითი აქსესუარი. ბარათი ASRock Game Blaster, თავის მხრივ, დაფუძნებულია Creative SoundCore3D-ზე და აგრეთვე გააჩნია ცალკეული Gigabit Ethernet სამართავი, მან კი უნდა უზრუნველყოს სტაბილური და საუკეთესო კავშირი გარე სამყაროსთან (რაც შესაძლოა, რომ კრიტიკული აღმოჩნდეს - დაძაბულ ქსელური ბატალიების დროს). მსგავსი გადაწყვეტილება აქვს Gigabyte-საც, მხოლოდ ის Killer 2100-ის სახელწოდებით არის ცნობილი.

76382dd20509e925020d11d8bc151e37.jpg

პერიფერიული მოწყობილობებისთვის, ადგილზეა სტანდარტული ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტი, Marvell წარმოების კონტროლერების საშუალებით გვეძლევა კიდევ ექვსი SATA 6 და eSATA 6 გბიტ/წმ. გარდა ამისა, გათვალისწინებულია რვა USB 3.0 სტანდარტის მხარდაჭერა, რომელთაგანაც ოთხი განლაგებულია უკანა პანელზე, დანარჩენი კი - შესრულებულია შიდა კონტაქტების სახით. სურათს ავსებს LAN, USB 2.0 გასასვლელები და FireWire. როგორც ჩანს, ეს პროდუქტი იქნება ყველაზე ძვირადღირებული აღნიშნულ სოკეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ LGA 2011-ის მქონე დაფების ზომები არცთუ იშვიათად არის ხოლმე სტანდარტულ ATX-ფორმატზე დიდი, ASRock-ში შეიმუშავეს Micro-ATX-ზე აგებული X79 Extreme4-M-იც, რომელსაც პლატფორმის მთავარი თავისებურებები არ დაკლებია. მისი კვების ქვესისტემა 8-ფაზიანია, აქვს ოთხი ბუდე ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამი PCI Express x16 და ერთი PCI ინტერფეისი.

818fab208b7ee75c2f37da83c9c60e8a.jpg

PCI Express-ის ხელმისაწვდომი ხაზები დაყოფილია სლოტებს შორის '16+8+16' ფორმულის მიხედვით. X79 ჩიპსეტის შესაძლებლობები რეალიზებულია ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტით, ხოლო დამატებითი კონტროლერები ამ დაფაზე არ გამოიყენება. სხვა მხრივ, აქვეა 10-არხიანი აუდიოკოდეკი, ოთხი USB 3.0, LAN, USB 2.0 გასასვლელები, FireWire და მოძველებული PS/2. სხვა ცნობები პროდუქტების შესახენ, ჯერჯერობით არ მოიპოვება.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

აუ თუ ძალიან მაგარი მაზერი არ იყოს, შპროტი ვიყო :D

პროსტა 2011-ზე მე ნამდვილად არ გადავალ

Link to comment
Share on other sites

აუ თუ ძალიან მაგარი მაზერი არ იყოს, შპროტი ვიყო :D

მართლა კარგი მაზერი სჩანს

პროსტა 2011-ზე მე ნამდვილად არ გადავალ

ფიცი მწამს და... :D

Link to comment
Share on other sites

მახსოვს ასროკი უმდაბლესი დონის კომპანიად ითვლებოდა ოდესღაც.

საქართველოში 99% დღესაც უმდაბლეს კომპანიად მიიჩნევს ასროკს იმიტომ რომ ოდესღაც ცუდ მაზერებს უშვებდა

ხოლო ერთი კომპანია ოდესღაც თუ უშვებდა საკაიფო ვიდეოებს და დღეს თუ ჩაისვარა ის მაინც ძალიან ძლიერ ბრენდად ითვლება...

Link to comment
Share on other sites

საქართველოში 99% დღესაც უმდაბლეს კომპანიად მიიჩნევს ასროკს იმიტომ რომ ოდესღაც ცუდ მაზერებს უშვებდა

ხოლო ერთი კომპანია ოდესღაც თუ უშვებდა საკაიფო ვიდეოებს და დღეს თუ ჩაისვარა ის მაინც ძალიან ძლიერ ბრენდად ითვლება...

ეგ მასეა. პალიტი ნახე, სპარკლი ნახე, როგორ ამოქაჩეს პროდუქცია ბოლო წლებში, მარა მაინც ბანძ ბრენდად თვლის ხალხი. ასევე MSI-ს.

ვიღაცის ნათქვამს უჯერებენ იმიტომ, რომ თავად სიმართლის დადგენა ეზარებათ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.