Jump to content

ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა


Recommended Posts

ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წყალდიდობამ რომელიც ტაივანში ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა უზარმაზარი ზარალი მოუტანა მოსახლეობას. ტაივანის ხელისუფლების ცნობით წ#$%ს დონე უკვე იკლებს და მდინარეები კალაპოტში დგებიან, თუმცა ზარალის დონე ჯერ კიდევ არ არის სრულად დათვლილი.

u7o4p.jpg

ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტი იმით არის რომ წყალდიდობის გამო ჩაიძირა ვინჩესტერების წარმოების ბიზნესი ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ტაივანში განლაგებულია ისეთი მწარმოებლების ქარხნები როგორიც არის Western Digital, Seagate Technology, Hitachi Global Storage Technologies, Toshiba, Nidec, TDK, Min Aik Technology და Cal-Comp Electronics. ყოველივე ამის გამო ვინჩესტერებზე ფასმა საკმაოდ მოიმატა.

Thailand-flooding-Nikon-factory.jpg

bridge-682_1393326a.jpg

ინფორმაციული წყაროების ცნობით HDD-ების მარაგი ნოემბრის დასასრულამდე და დეკემბრის დასაწყისამდე იქნება საკმარისი, შემდეგ კი დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. წყალლდიდობის გამო მწარმოებლები მინიმუმ ექვსი კვირა კიდევ ვერ შეძლებენ წარმოების ამუშავებას.

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • Replies 195
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წყალდიდობამ რომელიც ტაივანში ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა უზარმაზარი ზარალი მოუტანა მოსახლეობას. ტაივანის ხელისუფლების ცნ

X-treme user

მყარ დისკების დეფიციტი დღემდე იგრძნობა, თუმცა ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება. მაგალითად 500 გბ-იანი მოდელები, რომელთა ფასიც ოქტომბერში 45-დან 120$-მდე გაიზარდა, დღესდღ

Power_VANO

მართალია, მაგრამ არა 10000 და ა.შ. სტანდარტული მოხმარებისას თანამედროვე SSD-ების უმეტესობა 30-40 წელი და უფრო მეტიც (ეხება MLC-ს, SLC კდიევ უფრო დიდხანს ძლებს) უპრობლემოდ გაძლებს :)

ოო სოსიკო სოსიკოო, დაგაგვიანდა :D

პრინციპში იმ თემაში ტექსტი არაა, მაგრამ დისკუსია უფრო გრძელია

ვიცი

უბრალოდ პორტალზე გასატანად არ გამომადგებოდა ეგ თემა :)

Link to comment
Share on other sites

აუ რა გასწორებულში არიან ვითომ ვერ შეძლებენ ეხლა ააგდბენ ფასებს და მაგარ მაყუთსაც მოჭრიან

Link to comment
Share on other sites

ისიც გაიტანეთ პორტალზე რო სამსუნგი აღარ გამოუშვებს HDD-ს :) :) მგონი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა :)

Link to comment
Share on other sites

ისიც გაიტანეთ პორტალზე რო სამსუნგი აღარ გამოუშვებს HDD-ს :) :) მგონი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა :)

მნიშვნელოვანი ინფოა მართლაც და აპრილის ამბავი ყოფილა ეგ

თუმცა მე ეხლა გავიგე ეგ 1.375 მილიარდ დოლარად მიყიდა ვინჩესტერების ბიზნესი seagate-ს

Link to comment
Share on other sites

HDD დეფიციტის პიკი 2012 წლის 1 კვარტალს დაემთხვევაო http://www.3dnews.ru/news/619335/ მოვასწარი ისე 1 ტერაბაიტიანის დათრევა კარგ ფასათ

ისე SSD პრაიზვადიტელებს პირიქით დაეხმარაო ტაილანდში მომხდარი წყალდიდობა http://www.3dnews.ru/news/619404/

დეკემბრისთვის ალბათ ისევ დაიწყებაო წარმოება ტაილანდში http://www.gizmonews.ru/2011/11/03/proizvodstvo-v-tailande-mozhet-vozobnovitsya-uzhe-k-dekabryu/

Link to comment
Share on other sites

კარგ დროს მიყიდია 1,5TB ვინჩო 70$ დამიჯდა და ახლა 140 ღირს :sarcastic_hanend:

Link to comment
Share on other sites

2012 წლის პირველ კვარტალში ახალი თაობები გამოვა ვიდეოებისაც და აივი ხიდისაც ხოდა ყველა მაგ პერიოდში დაიწყებს სისტემის აფგრეიდს...

Link to comment
Share on other sites

86$ ღირდა ცოტა ხნის წინ

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16822136533

Link to comment
Share on other sites

HDD დეფიციტის გამო პს გამოშვება შეიძლება შეჩერდესო დროებით http://www.3dnews.ru/news/619454

HDD დეფიციტმა ნაცრისფერი ბაზრის ინტერესი გაზარდაო http://www.3dnews.ru/news/619455

Link to comment
Share on other sites

HDD დეფიციტის გამო პს გამოშვება შეიძლება შეჩერდესო დროებით http://www.3dnews.ru/news/619454

HDD დეფიციტმა ნაცრისფერი ბაზრის ინტერესი გაზარდაო http://www.3dnews.ru/news/619455

წავიკითხე ეგ ნიუსი მაგრამ ვერ გავიგე ნაცრისფერი ბაზარი რა ბაზარია? ულტრაბუკების?

Link to comment
Share on other sites

მგონი რაღაც საშვალოა სტანდარტულ და შავ ბაზრებს შორის, ანუ რაღაც ლევი რინოკია

Link to comment
Share on other sites

ცალობაში არავინ არ იცით სად ყიდიან ? ბევრი მინდა , დამეხმარეთ რა ვინმემ

Link to comment
Share on other sites

მყარი დისკებისთვის განკუთვნილ შპინდელური ძრავების იაპონურ მწარმოებელ Nidec-მა, რომელზეც მოდის ამ ტიპის მექანიზმების გამოშვების 75%, განაცხადა მუშაობის განახლებაზე ქალაქ აიუტჰაიას ქარხანაში, ტაილანდში - იტყობინება საიტი DigiTimes. წყარო ვარაუდობს, რომ ეს დადებითად აისახება HDD სეგმენტზე და ხელს შეუწყობს დეფიციტის დონის შემცირებას 2011-ის IV კვარტალში.

გარდა ამისა, Nidec-მა გაზარდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობები ფილიპინებსა და ჩინეთში - ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ წლის ბოლომდე გამოსულ იქნება 100 მლნ აღნიშნული კომპონენტი. ამ აზიურ ქვეყანაში, მის განკარგულებაში იმყოფება ათი ფაბრიკა, რომელთაგანაც რვა იძულებული იყო შეეჩერებინა საქმიანობა მომხდარი მოვლენის გამო. როდესაც წ^ლის დონემ კლება დაიწყო, მათ განაახლეს მუშაობა 25 ოქტომბერს, თუმცა აიუტჰაიაში, ამის გაკეთებას შედარებით დიდი დრო დასჭირდა.

წყალდიდობამდე, ტაილანდსა, ფილიპინებსა და ჩინეთში განთავსებულ Nidec-ის ფაბრიკების მიერ წარმოებული პროდუქციის დონე პროცენტულად შეადგენდა 62, 23 და 15%-ს შესაბამისად, ახლა კი, კომპანია შეცვლის პრიორიტეტებს და მეორე და მესამე ქვეყნისთვის გაზრდის წილს 36 და 21%-მდე, მაშინ, როდესაც პირველზე გამახვილებულ იქნება მხოლოდ 43%.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე კი მიგრძნობდა გული რო მალე განაახლებდენ გამოშვებას

მაგრამ აღარ ვაპირებ HDD ის ყიდვას , SSD უნდა ვიყიდო

Link to comment
Share on other sites

HDD დეფიციტი ალბათ უკვე 2011 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდებაო http://www.3dnews.ru/news/619605

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

აუ რა ფასებია

1 ტერაბაიტიანი 4 ცალი ვიყიდე ჯამში 185 ევროდ 5 თვის წინ

ახლა ცალს უნდა მგონი მაგდენი

ვა შენ ცოცხალი ხარ? :D

მერე რა ქენი გაასაღე უკვე ოთხივე?

Link to comment
Share on other sites

ვებ-გვერდ DigiTimes-ის ინფორმაციით, უცხოურ ბაზრების ქსელების წარმომადგენლები ელოდებიან, რომ მყარი დისკების ფასები შემცირება უკვე დეკემბრის თვეში დაიწყება, რადგან ზოგიერთმა მყიდველმა პანიკაში მოიმარაგა ეს პროდუქტი საკმაოდ ბევრი რაოდენობით, ძვირად კი, მომხმარებლებს დიდად არ სურთ მათი შეძენა, ხოლო წყალდიდობა არც ისეთი მასშტაბური აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ჩანდა.

ამ კვირას, ტაილანდში HDD-ების ძრავებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების იაპონურმა მწარმოებელმა Nidec-მა განაცხადა, რომ მოწყობილობათა ოდენობების რაც შეიძლება სწრაფ აღდგენისთვის, არენდირებულ იქნა ფაბრიკა დატბორილ ტერიტორიების საზღვრებს გარეთ. ღონისძიებებს თავის მხრივ, ატარებენ სხვა კომპანიებიც. მარკეტის წევრთა აზრით, იანვარში სიტუაცია საგრძნობლად დაიწყებს გაუმჯობესებას. ხოლო ზოგიერთი მყიდველი, მზად არის გააიაფოს მყარ დისკთა მიმდინარე მარაგი უკვე ზამთრის პირველი თვიდან.

---------------------------------------------------------------------

თუმცა, ამ ინფორმაციას მეტისმეტად ნუ დავუჯერებთ, რადგან ზოგიერთი ანალიტიკოსის თვლის, რომ პროგნოზი დეკემბრისთვის მყარი დისკების გაიაფების შესახებ, მეტისმეტად ოპტიმისტურია. ასე მაგალითად, Seagate-ის თავმჯდომარე დარწმუნებულია იმაში, რომ მდგომარეობა მხოლოდ მომდევნო წლის ბოლოსთვის დასტაბილურდება.

ზემოაღნიშნულ წყაროს გვერდებზე გამოქვეყნდა უაღრესად ლაკონური შენიშვნა - 2011-ის IV კვარტალში HDD-ების დეფიციტის დონის შესაფასებლად. როგორც იტყობინებიან, ამ მოწყობილებების ძირითად ოთხ მწარმოებლიდან, ამ წლის ბოლო პერიოდში ლიდერი გახდება Seagate, რომლის საწარმო სიმძლავრეები ყველაზე ნაკლებად დაზიანდა.

d6ee1eecfe39dec8761455e2b4385d8b.png

მეოთხე კვარტალში, მყარი დისკებზე მოთხოვნილების დონე ფასდება 180 მლნ ერთეულით, მაშინ, როდესაც მწარმოებლებს შეეძლებათ არაუმეტეს 110-120 მლნ ამ მოწყობილობის უზრუნველყოფა, რაც ამ რაოდენობაზე მესამედით ნაკლებია. ამ კუთხით კი, მცირე დროში ფასების შემცირების მოლოდინი, მართლაც რომ მეტისმეტად ოპტიმისტურია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.