Jump to content

Virus


Beroo

Recommended Posts

გამარჯობათ!

1 კვირაა სადღაც ვცდილობ და ვერანაირად ვერ მოვიშორე ვირუსები :( თითქმის ყველანაირი ხერხი ვცადე.

მოკლედ, რაღაც ვირუსი შემოიპარა კომპში, ძაან ჩედავდა თან ნეტიც ნელა მუშაობდა და ზედმეტი პროცესები იხსნებოდა task manager-ში.1ლი რაც მომაფიქრდა ვინდი გადავაყენე პირდაპირ, მეზარებოდა გაწმენდა. გადავაყენე, მუშაობდა ნორმალურად ცოტახანი (რამოდენიმე საათი) დრაივერების ჩაწერის შემდეგ ისევ დაიწყო, taskbar-ი ქრებოდა და თავიდან ირთვებოდა ყველაფერი და win32 dont send აგდებდა. რათქმაუნდა დავიწყე გადმოწერა ანტივირუსების, MB, hitman. თითქოს წაიშალა ყველა ვირუსი არაფერს აღარ აგდებდა და აღარც ჩედავდა.გადავწვიტე გადამეყენებინა ისევ რადგან ბევრი ფაილია წაშალა. ნუ გადავაყენე და ისევ ისე დაემართა აზზე არ ვიყავი რა უნდოდა. იმის მერე ბევრი რამე ვცადე MB + hitman + ანტივირუსებით სკანი და რავიცი. დღეს kaspersky-ს rescue disc-იც კი გავუშვი და თითქოს წაშალა ყველაფერი მარა მაინც თავიდან ჩნდებოდა როგორც იყო ისე ზუსტად :(

google-ში ვნახე ბევრს ქონდა ესეთი პრობლემა მარა იგივე გზები ცადეს და რავიცი არ გამოდის ჩემთან :S

ხო, combofix-იც კი გავუშვი და წაშალა იმანაც, მაგრამ გადაყენების შემდეგ ისევ ჩნდებიან ეს ვირუსები და არ ვიცი საიდან, ახალი დისკებიც ვცადე ( ვინდი ჩავწერე, მაინც მაგის ბრალი ხო არაა თქო ) მაგრამ იგივე შედეგი.

თუ გქონიათ იგივე შემთხვევა იქნებ რამენაირად დამეხმაროთ, ან ვინმე თუ არის გარკვეული როგორ მოვიშორო ეს ვირუსები. ძალიან დამტანჯა :D

P.S D დისკიც დავაფორმატე რამოდენიმე გადაყენების წინ

ესეც ეხლანდელი სკრინები :

x8clt.jpg

mgxi2.jpg

ეს hitman რასაც აგდებს ვაძლევ რო წაშალოს ყველაფერი, შლის მარა რესტარტის შემდეგ ისევ ისეა და იგივე ვირუსებია.

Link to comment
Share on other sites

Malwarebytes anti malware გადმოწერე და ეგ გაუშვი სკანირებაზე, ასევე რამე ანტივირუსი დააყენე მაგალითად MSE დროებით, როგორც ჩანს ანტივირუსი საერთოდ არ გეყენა რომ ამდენი ვირუსი აიკიდა :) ხო კიდე მარტო გაქვს ინტერნეტი თუ გაყოფილი გაქვს?? გადაყენების წინ network ქსელი გათიშე

Link to comment
Share on other sites

Malwarebytes anti malware გადმოწერე და ეგ გაუშვი სკანირებაზე, ასევე რამე ანტივირუსი დააყენე მაგალითად MSE დროებით, როგორც ჩანს ანტივირუსი საერთოდ არ გეყენა რომ ამდენი ვირუსი აიკიდა :)

ხო, კაი ხანია ანტივირუსი არ დამიყენებია შეიძლება წელზე მეტიც იყოს :) ვიცოდე მაინც საიდან შემოვიდა :( რო მოვედი სახში უკვე ესეთ დღეში იყო და იმის მერე ვეწვალები.

ვცდი აბა მაგასაც და დავწერ შედეგებს.

ინტერნეტი მარტო მაქვს. ეგ აღარ მომაფიქრდა რო გავთიშო. არადა წინებზე სულ ვთიშავდი ნეტს როცა ვაყენებდი

Link to comment
Share on other sites

თავიდან დააფორმატე ორივე დისკი და სხვა დასხვა ნაირად გაყავი, ანუ თუ გაქვს, ვთქვათ C: 60გბ და D:100გბ, გადააკეთე, მაგ: C:65გბ და დანარჩენი Dზე, მანამდე გადმოწერე მართლა MSE, კარგი ანტივირია, იქნებ უშველოს რამე.

Link to comment
Share on other sites

თუკი კავკაზუსი ჯელინკი ან სილკნეტის ოპტიკური გაქვს, ინტერნეტი გამოაერთე ინსტალაციისას, მანამდე, როგორც გითხრეს ვინჩესტერი გადააფორმატე და სხვანაირად დაყავი,

მერე, დააყენე ანტივირუსი, ფაერვოლი თუკი ანტივირუსს არ მოყვა და ისე შეაერთე ინტერნეტი

ფაერვოლად გირჩევ Comodo Firewall-ს, უფასო ვერსიაცაა, რომელიც მშვენივრად მუშაობს

Link to comment
Share on other sites

კი ჯელინკი მაქვს. მოკლედ გუშინ საღამოს გადავაყენე ვინდი ინტერნეტის გარეშე და თითქოს კარგად მუშაობდა, მაგრამ დილით რო ჩავრთე ხმა დაეკარგა. არადა საღამოს არ ეკარგებოდა კაი ხანი. ვინდი რო ირთვება ჩვეულებრივად არის ხმა welcome სკრინის შემდეგ. მარა რამოდენიმე წუთში ეკარგება. ვირუსის ბრალია ვითომ? ხო და startup-ში ჩნდება dumprep 0 -u ესეთი რაღაცა ვრთავ მაგრამ მაინც ითიშება ხმა.

G1ORG1

D დისკზე დაახლოებიტ 20GB ფაილები მაქვს რომელიც მჩირდება და დაფორმატების დროს Cზე გადამაქვს ვაფორმატებ და ისევ გადმომაქვს და შემდეგ ვაფორმატებ სისტემას. სხვანაირად ვერ გამოვა. და ესე თუ არის შესაძლებელი დაყოფა ვიზავ რამეს.

დღეს კიდევ ვცდი და დავაყენებ დაფორმატების შემდეგ MSE-ს და ვნახოთ :)

Link to comment
Share on other sites

ხო, აშკარად ჯელინკის სიმპტომებია, რაღაც ჰოტფიქსებიც კი იდო avoe.ge-ზე და gol.ge-ზე

მოკლედ, როგორც გითხარი გადაყენე ინტერნეტის გარეშე ვინდი და ეგრევე დააყენე ანტივირუსი და ფაერვოლი

შეგიძლია Kaspersky-ს Trial ვერსია დააყენო

მხოლოდ მერე შეაერთე ნეტი, დაააფდეითე ანტივირუსი და დაასკანერე კომპი, მერე Windows Update-ც გაუშვი და ვინდიც დაააპდეითე

მხოლო ამის შემდეგ წაშალე Kaspersky თუ არ მოგწონს და რაც გინდა ის დააყენე

Link to comment
Share on other sites

ვა არ ვიცოდი ეგ :)) კარგი ეხლა ვცდი ცოტა ხანში, გადავაყენებ ვინდს, დავაყენებ კასპერსკის, მაგრად კი ჩედავს მარა დასკანირების და ვინდის აპდეიტის შემდეგ მივაშლი. მე კიდე მეგონა საუნდკარტას ხო არ დაერხა თქო :))

Link to comment
Share on other sites

არა, ეგ ჯელინკის ცნობილი ვირუსია, რომელიც ჯერაც ვერ მოძირკვეს

XP-ს უტრაკებდა კაკრაზ

Link to comment
Share on other sites

firewall-იც დავაყენო უეჭველი ხომ? და მეყენოს თუ შემიძლია მერე მივაშალო? თორე 1გბ რამზე ცოტა არ იყოს მიჭედავს

Link to comment
Share on other sites

კი, აუცილებელია, ზუსტად მაგის გამოა რო შემოხტებიან ვირუსები

Comodo Firewall დააყენე მარტო Firewall პროაქტიული დაცვები და რეესტრის მონიტორინგი გაუთიშე, ისედაც ტვინის ბურღია

Link to comment
Share on other sites

გავაკეთე ყველაფერი. დავაყენე kis 2012, comodo firewall მარა ხმა მაინც იგივეა :( ითიშება რამოდენიმე წუთში

Link to comment
Share on other sites

ახლა ნამეტანი მოგსვლია, KIS 2012 აქვს თავისი Firewall, comodo-სთან კონფლიქტი ექნებოდა და უარეს შედეგს მოგცემდა

KAV+Comodo შეიძლება კიდევ,

ამიტომ თუ KIS აყენებ, Comodo აღარ გინდა, თუკი მაგალითად MSE-ს აყენებ ანტივირუსად დსაბოლოოდ, მაშინ COMODO დააყენე Firewall-ად

და ზოგადად, როდესაც Firewall-ს სხვას აყენებ (გინდ KIS-ის ას, გინდ COMODO-ს) უნდა დარწმუნდე, რომ Windows Firewall გათიშულია ControlPanel-დან

გადაყენების მერე D დისკი დაასკანერე?

Link to comment
Share on other sites

მგონი გამოსწორდა ხმაც. დავასკანირებ და მივაშლი kis-ს და მარტო comodo-ს დავტოვებ :)

Link to comment
Share on other sites

მგონი გამოსწორდა ხმაც. დავასკანირებ და მივაშლი kis-ს და მარტო comodo-ს დავტოვებ :)

არა.მარტო comodo არ გიშველის MSE გადმოწერე და წყვილში ამუშავე,ოღონდ comodo -ს დამატებითი ფუნქციები გაუთიშე და მარტო ფაირვოლად ამუშავე,MSE დაააფდეითე და მერე FULL Scan გაუშვი.

ესეც MSE-ს ლინკი- http://boni.ge/programs/antivirusebi/8372-microsoft-security-essentials-2111160-final-for-windows-xp-windows-7-vista-x32-64.html

Link to comment
Share on other sites

forum.geზე ვნახე ძველი თემები და მოვაგვარე პრობლემა :)

windows firewall ჩავრთე და updateბი დავაყენე ვინდის და გამოსწორდა :)

შეგიძლიათ დახუროთ

მადლობა

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.