Jump to content

კარტრიჯების დამუხტვა


Recommended Posts

კარტრიჯის დასამუხტად დვჭირდება პრინტერის იმ მოდელისთვის განკუთვნილი მელანი და შპრიცი

შევუდგეთ საქმეს:

ავიღოთ კარტრიჯი და ავაძროთ ზედა "ნაკლეიკა" ნახევრად,ეს ხვრელი რომ გამოჩნდეს:

df23d50ddec8.jpg

შპრიცით ჩავასხათ 10 მილიგრამი მელანი.

b72e626f335c.png

1)შეავსეთ კარტრიჯი მელნით მანამ სანამ დამთავრდება მელანი,რადგან მერე კარტრიჯი საბეჭტად მზად იქნება რამოდენიმე საათში(~10 ან მეტი)

2)თუ "ნაკლეიკა" მთლიანად ააძრეთ,აუცილებლად დააწებეთ ასე როგორც სურათზეა,რადგან ეს ადგილი(წითელი ისრით მონიშნული) საჰაეროა მელანისთვის,თუ ბოლომდე დააწებეთ ჰაერის არყიფნის გამო არ დაბეჭდავს რაღაც დროის შემდეგ თუ არ ავხსნით.

07be359cc7a7.png

რჩევები,რომლებიც უნდა გავითვალიცწინოთ ჭავლური კარტრიჯის დამუხტვისას:



  • მელანი აუცილებლად იმ მოდელი კარტრიჯის გამოიყენეთ,წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მელანი "აიჭრას" და კარტრიჯი დასაშლელი + თბილი წ#$%თ გამოსარეცხი გაგიხდეთ



  • თუ კარტრიჯი არ ბეჭდავს მელნის ჩასხმიდან რამოდენიმე ხანი(როცა დაიცლება და შემდეგ დავმუხტავთ) დააცადეთ 1 დღე,რომ მელანმა მიაღწიოს მფრქვევანას საკანში,ან ზედა მხრიდან ჩაბერეთ ხვრელში,ისე რომ მელანი გამოვიდეს მფრქვევანიდან.



  • თუ კარტრიჯი ბეჭდავს შიგადაშიგ,ზოლებად,მაშინ ეს ოპერაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ:"რომ მელანმა მიაღწიოს მფრქვევანას საკანში,ან ზედა მხრიდან ჩაბერეთ ხვრელში,ისე რომ მელანი გამოვიდეს მფრქვევანიდან" ,შემდეგ კი თბილი გამოხდილი წ#$%თ მოწმინდეთ.
  • როდესაც კარტრიჯს ესეც არ შველის,მაშინ იგი უნდა დაიშალოს,ანუ ზედა დაწებებული ხუფი უნდა ახადოთ და გამორეცხოთ თბილი ნადგომი წ#$%თ(ღრუბელი ანუ გუბკაც ასევე უნდა გარეცხოთ),არასდროს გამოიყენოთ სპირტი,აცეტონი,გამხსნელი და სხვა ხიმიკომანია,რადგან გადასაგდები გახდება კარტრიჯი

ეს მეთოდი მკვდარ კარტრიჯსაც შველის,ჩემსას უშველა და ბეჭდავს.

ეს კარტრიჯი 5-ზე მეტჯერ არის დატენილი,შედეგი თავად ნახეთ

ეს წიგნი სულ მაგ კარტრიჯით დავბეჭდე

t14f0.jpg

tghx8.jpg

qy6av.jpg

uyfda.jpg

სულ ეს იყო.

მაგალითად:

მელნები იყიდება აქ:

http://bedi.ge/index.php?prod&catid=91&maincatid=7

აქ არის მეთოდები,თუ როგორ უნდა დამუხტოთ სხვადასხვა ტიპის კარტრიჯი კარტრიჯი

http://www.refillinstructions.com/

და არ დაგავიწყდეთ მიშას რჩევა:ხელსახოცები!

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დიდი მადლობა საჭირო თემისთვის!

ჩემი მხრით ერთს დავამატებდი - საკმაოდ "ჭუჭყიანი" საქმეა, შეიძლება ცუდად დატენილმა კარტრიჯმა "გაასხას", ანუ მუდმივად გადმოდიოდეს მელანი, ასე რომ მზად გქონდეთ ხელსახოცები, ყოველი შემთხვევისთვის.

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

თუ გაქვთ ფერადი პრინტერი(უმეტესობას ეს ფერადი კარტრიჯი,ფორმალობისთვის აქვს,თუმცა 150-200 ლარიანს,ბევრიც არ უნდა მოთხოვო)

და შავმა კარტრიჯმა ვეღარ გაუძლო ამდენ მელნით დამუხტვას და დაიწყო "გასხმები"

აიღეთ ფერადი კარტრიჯი და 3 ივე ფერი შAვი მელნით შეავსეთ,შავი კარტრიჯი კი,საერთოდ ამოიღეთ პრინტერიდან.

ჩემი პრინტერი: hp deskjet all-in-one f4213 ბეჭდავს ამ მეთოდით ისე,როგორც ჩვეულებრივი შAვი კარტრიჯის გამოყენებისას.

58033_gr_22862.jpg

თუ ხარისხმა დაგაინტერესათ,დაგიდებთ ამობეჭდილ სურათსაც

Link to comment
Share on other sites

NEIRON მეც დაახლოებით ეგეთი პრინტერი მაქ HP PSC 1513 და 1 წელი იქნება მეტი თუ არა რაც არ მიხმარია მას მერე რაც კარტრიჯი გათავდა და ახლა რომ დავტენო ღირს ?

PS. ეგ სინელნიკოვია?

ჰო კიდე ის ლინკები მკვდარია და ვერ დადებ სწორ ლინკებს?

Edited by kloud
Link to comment
Share on other sites

NEIRON მეც დაახლოებით ეგეთი პრინტერი მაქ HP PSC 1513 და 1 წელი იქნება მეტი თუ არა რაც არ მიხმარია მას მერე რაც კარტრიჯი გათავდა და ახლა რომ დავტენო ღირს ?

PS. ეგ სინელნიკოვია?

ჰო კიდე ის ლინკები მკვდარია და ვერ დადებ სწორ ლინკებს?

თბილი წყლით გარეცხე,ან დაასხი თეფშზე თბილი წყალი და დატოვე ასე 10 წუთი,შემდეგ ბამბა დაასველე თბილ წყალში და იმით გაწმინდე.

მელანი ჩაასხი და ბოლოს ჩაბერე იმ ხვრელში სადაც ჩაასხი მელანი,ისე რომ კარტრიჯის მფრქვევანიდან გადმოვიდეს.

კი,ეგ სინელნიკოვია,4-ივე ტომი მაქვს და თუ გინდა,აგიტვირთავ.

ჩემი წითელი კარტრიჯიც ნახევარი წლის ან მეტის უხმარი იყო,მაგრამ მაგ მეთოდმა უშველა.

Link to comment
Share on other sites

აჰა გასაგებია, დიდი მადლობა.

არა რა ჯანდაბად მინდა ეგ სინელნიკოვი უბრალოდ წარსული გამახსენდა ეგ სურათები რომ ვნახე (თსსუ-ში ვსწავლობდი და მეორე კურსის მერე ინფორმატიკაზე გადავიტანე სსუ-ში)

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ფერადი კატრიჯისთვის მაქვს ნაყიდი მელნები თავისი შპრიცებში ასხია უკვე და 3 ფერია და რომელი სად უნდა ჩავასხა მაგას ვერ მივხვდი და შეგიძლიათ რო ამიხსნათ ?

Link to comment
Share on other sites

ფერადი კატრიჯისთვის მაქვს ნაყიდი მელნები თავისი შპრიცებში ასხია უკვე და 3 ფერია და რომელი სად უნდა ჩავასხა მაგას ვერ მივხვდი და შეგიძლიათ რო ამიხსნათ ?

ზედ ნაკლეიკაზე რა ფერთა განლაგებაცაა,მასე ჩაასხამ,თუ ნაკლეიკა აცლილია,ზედვე ეტყობა გუბკაზე ნანემსარზე ფერები,მე მასე ჩვასხი ერთხელ.

კაი ხანია ფერადს შვით ვმუხტავ :D და მიმდევრობას ვერ გეტყვი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ზედ ნაკლეიკაზე რა ფერთა განლაგებაცაა,მასე ჩაასხამ,თუ ნაკლეიკა აცლილია,ზედვე ეტყობა გუბკაზე ნანემსარზე ფერები,მე მასე ჩვასხი ერთხელ.

კაი ხანია ფერადს შვით ვმუხტავ :D და მიმდევრობას ვერ გეტყვი

ნაკლეიკაზე საერთოდ არეულიდ არის ფერები და თვითონ ნახვრეტებზე კიდე არეტყობა ახალი ვიყიდე პლასმასიანად იმის გამო რო ვერ გავარკვიე სად როგორ ჩამესხა :D :D :D :D :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.