Jump to content

Komodo პროცესორები AM3+ სოკეტზე იქნება?


Recommended Posts

მოსალოდნელი იყო რომ AMD-ს Komodo და Trinity პროცესორები FM2 სოკეტზე იქნებოდნენ. ორივე ბირთვი Piledriver არქიტექტურაზეა აგებული და საეერთო სოკეტი გასაკვირი არც არის.

თუმცა როგორც იაპონური საიტი 4Gamer ვარაუდობს, კომპანიამ გადაწყვიტა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს AM3+ სოკეტს და Komodo პროცესორები სწორედ ამ სოკეტზე გამოუშვას. AMD ჯერჯერობით არ აპირებს DDR4 და PCI Express 3.0 მხარდაჭერის ინტეგრაციას დესკტოპ სეგმენტში ასე რომ კონსტრუქციულად ახალი პროცესორების გამოშვების საჭიროება არ არის. თუმცა ეს ეხება მხოლოდ Komodo პროცესორებს, რომლებიც FX ოჯახში შედიან - უფრო იაფ სეგმენტზე გათვლილი Trinity პროცესორები, ინტეგრირებული ვიდეო დაფით უკვე Socket FM2-ზე გამოვა.

am3_01.jpg

იაპონური წყაროს ცნობით PCI Express 3.0 მხარდაჭერას AMD არ აპირებს 2013 წლამდე. Komodo პროცესორები კი იმუშავებენ ჩრდილოეთ 990FX და სამხრეთ SB950 ხიდებთან. ახალი პროცესორების არქიტექტურაზე ცოტა რამ არის ცნობილი. დამატებული იქნება ახალი ბრძანებები და ოფიციალურად DDR3-1866 მხარდაჭერა, ხოლო დინამიური აჩქარება უფრო აგრესიული გახდება Turbo Core 3.0 ტექნოლოგიის წყალობით. წარმადობის მატება Zambezi-სთან შედარებით სავარაუდოდ 10%-ს შეადგენს. საინტერესოა რომ პროცესორებს უფრო მაღალი TDP (150W) ექნებათ წინა თაობის 140W შედარებით, თუმცა Socket AM3+ დედა დაფები უპრობლემოდ შეძლებენ მასთან მუშაობას.

ცნობილი გახდა Socket FM2 პინების რაოდენობა - რომელიც 904-ს შეადგენს, მაშინ როცა FM1 სოკეტს 905 კონტაქტი აქვს. როგორც ჩანს Trinity პროცესორები შეძლებენ FM1 სოკეტზე მუშაობას გარკვეული შეზღუდვებით. ასევე იაპონური წყაროს ცნობით Trinity პროცესორებს ექნებათ DDR3-2133 მხარდაჭერა და 1.25 ვოლტზე მომუშავე DDR3 მხარდაჭერა.

ასევე გაჩნდა ინფორმაცია Trinity-ის წარმადობის მატების შესახებ Llano-სთან შედარებით. გამომთვლელი ბირთვი იქნება 20%-ით უფრო სწრაფი, გარფიკული ბირთვი VLIW4 არქიტექტურით და DirectX 11 მხარდაჭერით 30%-ით უფრო სწრაფი, ხოლო მცოცავი წერტილის მქონე რიცხვებზე (Floating point unit - FPU) გამოთველბი მთელი 70%-ით მეტი იქნება!!! ?

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

რაღაც მაგრამ მეეჭვება ეს ამბავი, თეორიაში შეიძლება ეგრეც მოხდეს, მაგრამ ეს სლაიდი ნამდვილად დიდ ეჭვს იწვევს.

zambezi ddr3 1866-ია, komodo max 10 core, tdp 125 და არა 140-ი, მომავლაში შეიძლება 140-იც გადეს მაგრამ დღესდღეისობით 125.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ბოლო ცნობებით, AMD-მ გარკვეული მიზეზების გამო, გადადო Piledriver არქიტექტურის მქონე FX პროცესორების გამოშვება და მისი გამოყენებით, აღჭურვილნი იქნებიან ჰიბრიდული Trinity სერიის მოდელები, რომლებიც 2012 წლის II კვარტალში ან უფრო გვიან გამოჩნდებიან.

IDF Fall 2011-ზე კომპანიამ მოახდინა ამ ხაზის CPU-თი დაკომპლექტებული ნოუთბუქის დემონსტრირება, რომელზეც წარმატებით იყო გაშვებული თამაში Deus Ex: Human Revolution, თუმცა მისი ტექნიკური მონაცემები არ გახმაურდა.

51784a2d182277d1f3058ed2dbb7b45a.jpg

2df2bf893999a04bc4e750308024793d.jpg

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ APU Llano-ს შემცვლელს ექნება Piledriver-ის ოთხამდე გამომთვლელი ბირთვი, რომელიც წარმოადგენს Bulldozer არქიტექტურის გაუმჯობესებულ ვერსიას. Trinity-ის სხვა სავარაუდო მახასიათებლებად უნდა აღინიშნოს DDR3 მეხსიერების ინტეგრირებული კონტროლერი და გრაფიკული ბირთვი Radeon - DirectX 11-ის მხარდაჭერით. ჩიპები დაფუძნებულები იქნებიან დახვეწილ 32 ნმ პროცესზე, თუმცა დიდი ალბათობით, მათი განთავსებისთვის საჭირო გახდება ახალ პროცესორის სოკეტ FM2-ით აღჭურვილი სისტემური დაფა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

AMD Piledriver 10 percent faster than Bulldozer? http://guru3d.com/news/amd-piledriver-10-percent-faster-than-bulldozer/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.