Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. როუტერზე თუ ჩერეზ WAN-თ გაქვს მიერთებული ჰოსტი, მაშინ IP მისამართით ვერ შეხვალ სამართავ პანელში. LAN-თ სცადეთ. Router მარშრუტიზატორია, Wireless Access Point-ს გულისხმობთ ალბათ და თუ არ მიაერთებ ფიზიკურად, ვერც მაგ შემთხვევაში შეხვალთ პანელში. ეს ბოლო პერიოდი ვერ ვაქცევდი ყურადღებას, რაიო, 8 ბირთვიანი აღმოჩნდესო? :დ
  2. მაგ დანაყოფებს KMS-სთან რაიმე კავშირი აქვს? KMSPico ან WinLoader-ით სულ ვააქტიურებდი როცა რამე დამჭირდებოდა... რომელ KMS-ს იყენებ
  3. დღეს რიპლის გარდა პერსპექტიულად არცერთი მეჩვენება
  4. და რატომ შლი? სისტემური ფოლდერებია და საჭიროა. partition 3 == C disk partition 4 == D disk
  5. თუ long-term-ზე ხარ სადაც არ უნდა იყიდო, მერე აუცილებლად offline wallet-ზე უნდა გადაიტანო. თავი უნდა დაიზღვიო აუცილებლად (ყოველშემთხვევაში მე ვთვლი ამას აუცილებლად). და თუ ტრეიდინგი გინდა მაშინ ემონეიზე ისედაც ვერ ივაჭრებ. შეგიძლია ემონეიზე იყიდო რაღაც რაოდენობა და როცა გაძვირდება საკაიფოდ იმით იყიდო ის საფულე მერე, სანამ პიკს მიარტყამს და იმის იქით წავა კიდე
  6. არა ეგ რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი აღარ არსებობს. http://bit.ly/2DluQfj ამ სტატიაში ძალიან კარგადაა ახსნილი ეგ ამბავი.
  7. იმისათვის, რომ ნაღდი ფულის საჭიროება არ იყოს, აფსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს ციფრულ მოწყობილობასთან წვდომა, სხვაგვარად ნაღდი ქეში არ გაქრება რა თქმა უნდა. მერეც შეიძლება არ გაქრეს. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ხო რა თქმა უნდა, როგორც ასეთი ოქროს სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ ირიბად ოქრო ამყარებს დღესაც ფულს. მარტივი მაგალითი კი ისაა, რომ როდესაც სიტყვაზე კომპანია ფართოვდება და ძალიან დიდ მოგებას ნახულობს, ამ მოგებას ოქროში ცვლის, რადგან ეს ოქრო უფრო სტაბილურია და ფასს უკეთესად ინახავს, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა. ეს დღესაც ასეა, უბრალოდ დღეს ფიატურ ფულს ოქრო ვეღარ ალიმიტებს, როგორც ადრე
  8. კრიპტოვალუტა, როგორც მომავლის ციფრული ფული კიდე შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ბიტკოინი რომ არ იქნება მომავლის ციფრული ფული ეს დღესვე ჩანს. ბიტკოინს მალე ბიტკოინ ქეში ჩაანაცვლებს, ტრანზაქციის სისწრაფითა და რაოდენობის ხარჯზე. ბიტკოინის დღევანდელი ფასი იმის გამოა ამხელა, რომ პირველი იყო მარკეტზე, მისი დაშვებული შეცდომებით კი უფრო ჭკვიანი ხალხი ხეირობს. კრიპტოვალუტას როგორც ასეთი მატერიალური მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად მის ფასს შენ და მე განვსაზღვრავთ და სხვა არაფერი, რაც ფინანსების საწყისებსაც ეწინააღმდეგება. ეს რომ სპეკულაციაა და ლამბო ბავშვების ფონზე გაბერილი ამბავი ორი აზრი არ არსებობს. როდესაც პრეტენზია გაქვს მომავლის ფულობაზე, მინიმუმ უკვე არსებულ პრობლემებს უნდა აგვარებდე და არა პირიქით. ამაზე სხვა თემაში დავპოსტე. მარტო ბიტკოინის მაინინგი იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს ვიდრე სერბეთი და სხვა 150-მდე სახელმწიფო ცალ-ცალკე. 2020 წელს კი მსოფლიო ელექტროენერგიის ექვივალენტი დასჭირდება, რაც მინიმუმ ხელს უშლის ბიტკოინს, როგორც მომავლის კრიპტოვალუტას. ამას დამატებული საკომისიო და უკვე სერიოზული პრობლემებია. bitcoin.com-ის თანადამფუძვნებელმა მთელი თავისი წილი გაყიდა და ბ-ქეშში ჩადო. საქმე ისაა, რომ არც ბ-ქეში არის კარგი საიმისოდ, რისთვისაც დაფორკეს. კითხვა ჩნდება - რატომ უნდა შეცვალოს კონსერვატიული SWIFT პროტოკოლი (რომელიც ფიატურ ფულის ქსელია და ოქრო ამყარებს) კრიპტოვალუტამ? 1. SWIFT cross-border payment-ს 3-5 დღე ანდომებს. 2. აქვს ძალიან დიდი საკომისიო რაც მულტი-ტრილიონობის წონის ტრანზაქციისას ფულს აუფასურებს 3. ხშირად ტრანზაქცია ვერ ვერიფიცირდება და ფული გამომგზავნს უბრუნდება, რაც ცალკე დროის პრობლემებს ქმნის. ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიო მაღალია, სჭირდება 1-2 საათი საშუალოდ, ასევე ეთერუმიც, საშუალოდ 45 წუთი და მეტი უნდება, საკომისიო დაბალი აქვს რა შედარებაა, მაგრამ დიდ ფულს მაინც ვერ გაატარებს. ყველა მაინებადი კრიპტოვალუტა ვერიფიკაციის პრობლემებით სავსეა, იყენებს ძალიან ბევრ ენერგიას და აქვს საკომისიო. არამაინებად ვალუტებს კი ნამდვილად აქვთ მომავალი. გარდა ამისა, როდესაც ინვესტიციას აკეთებ, თუ ამას მხოლოდ ფულის მოგებისთვის აკეთებ კი ბატონო, ტრეიდერი ხარ ვერავინ გაგამყუვნებს, მაგრამ ინვესტიციას თუ იმის გამო აკეთებ, რომ მომავლის ფულია კრიპტოვალუტა, მაშინ ვერ დაგეთანხმებით და არგუმენტებიც არსებობს, რამდენიმეზე ვისაუბრე. ძალიან მალე, 4-5 წელიწადში ეს სპეკულაციები ჩაწყნარდება, რეგულაციებიც იარსებებს და მარკეტიდან ბევრი ვალუტა უბრალოდ გაქრება, მხოლოდ რამდენიმე დარჩება, რომლებიც კონსერვატულ მოძველებულ სისტემას ცვლის და უკეთესობისკენ. შეხედეთ რიპლის კომპანიას. თავი დავანებოთ მის ვალუტას. უბრალოდ წაიკითხეთ რას აკეთებს და იფიქრეთ რა შეიძლება ელოდეს მომავალში. რა პრობლემებს ჭრის და რა მიზანი აქვს. ზუსტად მათნაირი კომპანიები დარჩებიან და სხვა ვერავინ. დღეს მხოლოდ 2-3 ვალუტას ვხედავ, რომლებსაც მომავალი აქვს. როგორც ასეთი მომავლის ფულის წილი კრიპტოვალუტაში შედარებით ნაკლები იქნება და ფიატურ ფულს კიდევ დიდი ხანი ვერ გადაფარავს, თუ საერთოდ გადაფარავს და თუ ამას გააკეთებს, დღევანდელებიდან მხოლოდ 1-2. ძალიან არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რასაც ამბობ, აი ზუსტად ეგ მოუღებს ბოლოს არამარტო ბიტკოინს, არამედ ბევრ მისნაირ ვალუტას. მათი სისტემა არაა გამართული. ვაითფეიფერი მხოლოდ ბლოკჩეინისაა კარგი, რომელიც არამარტო ფულისთვის და კრიპტოვალუტისთვის არის გამოსადეგი. ერთადერთი რაც დღევანდელ კრიპტოვალუტებს (უმეტესობას) აქვთ კარგი ეს დეცენტრალიზებაა, სხვა არაფერი. ამაზე ჯერ კიდევ მეოთხე კვარტლის დასაწყისში შეჯერდა მსოფლიო... თუ მეტი დეტალები გაინტერესებთ ვისაუბროთ შემდეგ
  9. ანუ უკვე მოსულ ქვითარს მივუტან და ვთხოვ რო გადათარგმნონ ხო? თუ ვიდრე მოიტანენ ვუთხრა რომ ინგლისურად მოიტანონ? ანუ თარჯიმანი გასაგებია გადათარგმნის, მაგრამ იმათმა რო მოიტანონ თვითონ ლათინურად ვითომ არ შეიძლება? ვთქვათ და ნოტარიულად დამტკიცებულიც რო მოითხოვონ რას გაიგებ...
  10. მალადეც ძმაო შენ ყოფილხარ ვინც ყოფილხარ :დ residential proof-ად რა გაუგზავნე რო მიიღეს?
  11. ფიატია ნაღდ ფულს რასაც ეძახიან რა, დოლარი (USDT დოლარი არ არის, დოლარის ციფრული ვალუტაა, 'თეთერი'), ევრო, ლარი. 2 წუთში ვერიფიკაცია როგორ გაიარე კი მაგრამ? - ანუ უგზავნი პირადობის ორივე მხარის ფოტოს და residential proof დოკუმენტს. უნდა გადახედონ და ან დააკმაყოფილებენ ან არა. ამას კიდე 2 წუთში ვერ გააკეთებენ რა თქმა უნდა. რისი საკომისიო გაინტერესებს? ბალანსზე არსებული ფიატური თანხის კრიპტოვალუტაში გადაცვლას საკომისიო არ მიაქვს რა თქმა უნდა და პირიქით. ერთადერთი სხვა საფულის მისამართზე რიპლის გაგზავნისას 1% მიაქვს.
  12. @DZENA რაიმე კონკრეტულ ვალუტას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, საკმაოდ კარგ ფინანსურ ცოდნას მოითხოვს და ვისაც ესმით მათაც უჭირთ კრიპტოვალუტის მომავლის განსაზღვრა. ეს ის სფეროა სადაც საკუთარ კვლევებს უნდა დაეყრდნო, შეისწავლო ესა თუ ის ვალუტა და მიიღო გადაწყვეტილება. https://coinmarketcap.com/ არის კარგი საიტი, თითქმის ყველა ვალუტის ინფორმაციის მიღება შეგიძლია. ბიტრექსზე თუ არ ვცდები ჩვეულებრივი ფიატური ფულით ბიტკოინი უნდა იყიდო და ბიტკოინი გადაცვალო შემდეგ XRP-ში. ზუსტად ვერ გეტყვი. პირდაპირ რომ არ იძლევიან ფიატური ფულით რიპლის ყიდვის საშუალებას ეგ ვიცი
  13. Bittrex-ზე არ იყიდება რიპლი. Bitstamp, Kraken, GateHub, Poloneix, Bitfinex გთავაზობენ, მაგრამ ვერიფიკაციაა საჭირო, რაც გარკვეულ დოკუმენტებს (პირადობა, Residential Proof) და დროს მოითხოვს. თუ მაინც გადაწყვეტ, Poloneix-ზე ყველაზე მარტივია. თუ გინდა იყიდო და long-term hold-ზე ხარ მაშინ გირჩევ თუნდაც eMoney-ზე იყიდო და Ledger Nano S-ის საფულეში შეინახო. Nano S 150 დოლარი ღირს, მაგრამ ღირს ჩემი აზრით რიპლის მომავლიდან გამომდინარე, ყოველშემთხვევაში მე რასაც ვხედავ. ან შეგიძლია იყიდო და როცა აიწევს ცოტათი ფასი, ცოტა მოაკელი და იმით იყიდე საფულე და შეინახე, მანამდე ემონეის ენდე გააჩნია რამდენის ინვესტიციას აპირებ... EDIT: უფროსწორედ, ბიტტრექსზე იყიდება, მაგრამ ბიტკოინით
  14. ამ უცხოურ ბირჟებზე ან უბრალოდ ბანკებში რეგისტრაციისას Residental Proof-ში რას უთითებთ, გადავირიე რა გავუგზავნო აღარ ვიცი. სად ვიშოვო ლათინური ასებით მისამართის მოწმობა. გამარჯობა
  15. @Ioane Aslamazashvili აფსოლუტურად გეთანხმები. ამაზე საუბარი ძალიან დიდ ხანს შეიძლება. ხალხი მეტად უნდა დაფიქრდეს, უბრალოდ ვალდებულები არიან, რომ იფიქრონ. ძალიან ბევრი სპეკულატორი გაჩნდა. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო რამდენად ხელოვნურია ეს ყველაფერი. და დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდე, მთავრობა, ბანკები მართვის სადავეებს ხელიდან არ გაუშვებენ. ისინი უბრალოდ არ გაქრებიან ჰორიზონტიდან. ქეშის გაციფრულება ცუდი სულაც არ არის, პირიქით, მაგრამ ამან დღეს არსებული პრობლემები უნდა გადაჭრას და არა პირიქით, იქით გააჩინოს. ანტიმაინერების დამზადებასაც კი ვერ ასწრებენ იმდენი იყიდება. ერთ დღესაც ეს ყველაფერი უბრალოდ აიკრძალება. ყველა ამაინებს ვისაც ესმის ტექნოლოგია და ფული აქვს, ელექტრო-ენერგია კი ხუისნია. ფიატური ფული რა ვერ არსებობს? ხალხს არ უყვარს თუ ვერ იხდიან იმით მაინებადი კრიპტოვალუტა უბრალოდ ბერკეტია. რიპლზე საუბარს აღარ გავარძელებ. არანაირი პირადი ინტერესი ან მოგება აქედან არ მაქვს, უბრალოდ მინდა აქ მყოფმა ხალხმა წინ გაიხედოს და ცოტათი დაფიქრდეს. "რიპლი იგივეა, რაც SMPT იმეილისთვის ან HTTP სერვერ/კლიენტისთვის, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკის შეცვლა შეუძლია." - უბრალოდ დაიმახსოვრეთ... დღეს იმედზე გავიდა რეპორტაჟი ბიტკოინზე და მხოლოდ ბიტკოინზე. თურმე ბიტკოინს რამდენიმე წუთი სჭირდება გადასახდელად და კაფეშიც კი შეგეძლებათ მისი დახმარებით გადახდა. თურმე საკომისიო არ აქვს საერთოდ. ვინმეს იქიდან თუ იცნობთ ეს ფოტო ააფარეთ
  16. სპეციალურად შემოვედი, რომ მენახა ეს პოსტი უკვე არსებობდა თუ არა. თვითერზე რამდენიმეს ვუპასუხე და ბარემ აქაც დავპოსტავ. კი, გასაგებია, რომ price = marcet cap / supply, მაგრამ საქმე ისაა, რომ რაღაც რაოდენობის XRP ყოველ ტრანზაქციაზე ქრება. არ მაინდება, მაგრამ ზემოდან წამოხვალ თუ ქვემოდან ერთი და იგივეა. აუცილებლად უნდა ვახსენო ის, რაზეც ყველა საუბრობს ბოლო ერთი კვირაა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიპლია - Real Use-Case - და ახლა რას ნიშნავს ეს. გუშინ ძალიან მაგარი სტატია დაიწერა ბიტკოინზე და მისი დამაინების შესახებ, სხვათაშორის გარლინგჰაუსმა დაპოსტა ამის შესახებ. საკმაოდ ვრცელი სტატიაა, სადაც ავტორი წერს, რომ ბიტკოინის დამაინებაში გამოყენებული ელექტროენერგია აღემატება სერბიის მოხმარებას და ეს ტრენდი მზარდია, 2020 წლისთვის ამბობენ, რომ იმდენს მოიხმარს, რამდენსაც მსოფლიო. მნიშვნელოვანი რაოდენობის დიოქსიდი გამოიყოფა და ეს გლობალურ დათბობაზეც კი მოქმედებსო. საქმე ისაა, რომ თუ რაღაც არ მოხდა, ხალხი დამაინებას არ შეწყვეტს. 2012 წლიდან დღემდე ჰარდვერი გაუმჯობესდა, სისწრაფე მოემატა, მაგრამ სიმძლავრის მოხმარება იგივე დარჩა. კარგად არის ისიც ხაზგასმული, რომ რომც შეამცირონ ელ. ენერგიის მოხმარება მოწყობილობებში, საერთო სიმძლავრის მოხმარების მაჩვენებელი იგივე დარჩება, რადგან ხალხი უბრალოდ უფრო მეტს დააყენებს, იგივე მოხდა LED ნათურებზეც. კი ვიცით, რომ ცოტას წვავს ეს ნათურები, მაგრამ ხალხმა უბრალოდ ბევრი დააყენა და მოხმარება იგივე დარჩა. რა შუაშია ეს Real Use-Case-თან... რიპლი აგვარებს ძალიან სერიოზულ პრობლემას, რასაც cross-border payment ქვია. დღეს ბანკები მოძველებულ SWIFT ქსელს იყენებენ რათა ქვეყნიდან ქვეყანაში ფული გაგზავნონ და ეს ფული ტრილიონობით არის. ამას 3-5 დღე ან მეტი სჭირდება და საკომისიოც ბევრი მიაქვს, როცა რიპლის შემთხვევაში მინიმუმამდეა ეს ნიშნული დაყვანილი. წამში 1500 ტრანზაქცია შეუძლია განახორციელოს (იგივე რაც ვიზას!), ტრანზაქცია 4 წამში სრულდება, როცა ბიტკოინის შემთხვევაში ესმ აჩვენებელი მინიმუმ 1 საათია. 150+ ბანკთან რიპლს უკვე აქვს კავშირი და ალბათ ხვდებით საითკენ მიდის ეს ყველაფერი. ბიტკოინის HODL-ერებს ეს რათქმა უნდა არ მოეწონებათ. რიპლი ნახევრად დეცენტრალიზებულია (და მალე სრულად დეცენტრალიზდება, ამაზე ჯოელ კატცმა ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც დეცენტრალიზებაა) და მალე რიპლს P2P ტრანზაქციის განხორციელებაც შეეძლება. ანუ რა გამოდის. რიპლი აგვარებს პრობლემებს, სწორედ აქეთ უნდა წავიდეთ. სხვა ალტკოინები რას აკეთებენ? საითკენ მიდიან, დაფიქრდით. ზოგადად ინვესტიცია ჩემი აზრით უნდა გააკეთო იმაში, რისიც გჯერა და რის მომავალსაც ხედავ და არა მხოლოდ ფასის გამო. დღეს მე ვხედავ ერთადერთ კრიპტოვალუტას, რიპლს, რომელიც მომავალში დონიმანტი გახდება. ქვეყნები, თუნდაც, ბიტკოინის ან სხვა ალტკოინის ფასს ვერ დაწევს პირდაპირ, მაგრამ წარმოიდგინეთ ევროპის ყველა ქვეყანამ, ან დიდმა ამერიკამაც შემოიღო კონსტიტუციაში კანონი, რომლითაც ალტკოინით ვაჭრობას აკრძალავს? ფასი დაეცემა რა თქმა უნდა. რიპლის გაქრობა კი არავის უნდა აწყობდეს. დანარჩენი თქვენ იფიქრეთ
  17. მე მაინტერესებს ასეთი რაღაც, ვინც იცით, თუ იცით. სილქნეტი როცა მოდის და აყენებს ინტერნეტს, სახლში ამონტაჟებს პატარა რაღაც მოწყობილობას, როუტერის მსგავსს ოღონდ მიერთებული აქვს მხოლოდ ყვითელი ოპტიკური კაბელი და ასევე თეთრი ოპტიკური კაბელი, რომლითაც შემდეგ როუტერს უკავშირდება. ეს მოწყობილობა რა არის და რისთვისაა საჭირო?
  18. ხოდა ისე უნდა დაამონტაჟო რო მთელს ბინაში გასწვდეს. მე 30 ლარიანი, უანტენო როუტერი მაქვს მაგრამ 75 კვადრატულში ყველგან მინიმუმ 3 ხაზზე იჭერს...
  19. პასუხი ვერანაირად იქნება ერთმნიშვნელოვანი. გააჩნია ფართს, კედლების დაგეგმარებას, მოწყობილობების რაოდენობას. ესე არ არის რო აი 'ის' ბრენდი საუკეთესოა და 'ეს' არ ვარგა. წარმადობას გააჩნია, სიკარგე ნიშნავს პერფორმანსი შეფარდებული ფასთან. საუკეთესო შენთვის ისაა, რომელიც აფსოლუტურად აკმაყოფილებს მოთხოვნას. სიტყვაზე სახლი 70 კვადრატია და სულ 2 ოთახია, რომელთა შორისი კედელიც საკმაოდ თხელია, ან უბრალოდ გიბსო-კარდონის ტიხარია, სრულებით საკმარისია ბიუჯეტური 50 ლარიანი როუტერი, რომელიც არც ძალიან მაღალ სიხშირეზე მუშაობს (სახლში მაღალი სიხშირის რადიო სიგნალების ქონა არ არის კარგი) და იმ სისწრაფეს ატარებს, რასაც შენი ინტერნეტ პროვაიდერი გაწვდის.
  20. აქვს კაცო ეგ ვიდეო ჩიპი მაგას, მეც მქონდა ეგ ლეპტოპი. თუ ვინდოუს 10-ს აყენებ ავტომატურად აყენებს მაგის დრაივერს, თუ ნეტში ხარ ჩართული. ამდ-ს საიტიდან ვერ გადმოწერ მაგის დრაივერს, ზოგადად ლეპტოპის ვიდეოს დრაივერები თვითონ ლეპტოპის ოფიციალური საიტიდან უნდა გადმოწერო. მაგრამ რაც 10 გამოვიდა 4530-ზე აღარაა საჭირო იქიდან გადმოწერაც, თვითონ აყომარებს, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაკლიკე და ამდ-ს კონტროლ პანელი თუ გაიჩითა ე.ი აყენია... პ.ს. მაგრამ მაინც უნდა გკითო არ აღიქვამსში რას გულისხმობ?
  21. მონტელას მომგონის დედა ვატირე. რა უბედურ გუნდს აყენებს ეს კაცი. იუვესთან 70 წუთზე 2 თვის უთამაშებელ 30 წლის ფეხბურთელს უშვებს. როდრიგესს, პადაჩების პასტერს ცენტრალურ მცველად აყენებს. 40 მილიონიანი ფორვარდის მაგივრად კიდე ბაბუის ტოლა კალინიჩს ათამაშებს. სუფთა დოდო რა
  22. event viewer-ში იმდენი ლოგია მაგათ რო უყურო ვინდოუსი საერთოდ არ უნდა დააყენო. ზოგს არანაირი კავშირი არ აქვს პერსონალურ კლიენტთან და უფრო სასერვერო სექტორებს ეხება, workgroup-ები დ ა.შ. დაჟე დააკვირდი თუ გინდა, სრულიად ახალ დაყენებულზეც, პირველ გაშვებაზე შედი მანდ და ერთი 20 ლოგი დაგხვდება
  23. http://windowsiso.net/windows-10-iso/windows-10-anniversary-update-1607-download-build-14393-0/windows-10-anniversary-update-1607-iso-download-standard/
  24. აქაც vlc რაღაც მკვდარი ფერებითააო. ავტომატურად ტვიკავს splash pro? ხელი არ მიხლია, დეფოლტად როგორც ჩართო ის სქრინია...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.