Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. სწორად წერ მაგ კოდს? თუ სწორად წერ მაშინ კლავიატურის ბრალია. მეც იგივე პრობლემა მქონდა. კლავიატურის მარჯვენა მხარეს რომ ციფრებია მაგით არ დაწერო. კლავიატურის თავზე რომაა ისინი გამოიყენე და მიიღებს.
  2. ZCL-ს რომელ ბირჟაზე ცვლი? და miningpoolhub-ზე auto exchange-ის გამოყენება რამდენად უპრიანია? :დ
  3. წლებია ანდროიდის მომხმარებელი ვარ და მსგავსი პრობლემა არ მქონია. ნუ რომც მქონოდა მე Google drive-ზე და კიდევ სხვა დრაივებზეც ვინახავ საჭირო ფაილებსა და ფოტოებს. ახლობელი მირეკავს და მეუბნება აიფონ 5-ზე 12გბ-ის ფოტოები გამიქრაო. არ წაშლია, არ წაუშლია, არც სხვა მიკარებია და კომპში შეერთების გარეშე შეუძლებელი იყო წაშლილიყოო. ჰოდა უბრალოდ გაქრა. როგორც მითხრა 64გბ-იანი ვერსიაა და მხოლოდ 12გბ იყო დაკავებული ანუ თავისუფალი მეხსიერების დანაკლისს არ განიცდიდა სისტემას თავისით რომ გამოენთავისუფლებია სივრცე. ჩიპი აიფონზე როგორც ვიცი არ მიდის ანუ მეხსიერების ბარათის დაზიანებაც გამორიცხულია. არ წამიშლიაო და არც სხვა მიკარებიაო მეუბნება. რა შეიძლება მოსვლოდა თუ გქონიათ ან გსმენიათ მსგავს შემთხვევაზე? და როგორ შეიძლება აღდგენა? ნაწილის მაინც. ანდროიდზე ბლომად აპლიკაციებია წაშლილი ფაილების აღმდგენი, მაგრამ ios -ზე არ ვიცი. უცხოეთში ყოფნისას მთელი 2 წლის მოგონებები მქონდა იმ ფოტოებზე აღბეჭდილიო და იქნებ ეშველოს რამე.
  4. ზეკსა და ეთერიუმს შორის რომელი უფრო პერსპექტიულად მიგაჩნია უახლოეს მომავალში და ცოტა უფრო შორეულ მომავალში? ნუ ორივე უნდა გქონდეს მესმის, მაგრამ უფრო მეტად მაინც რომლისკენ იხრები?
  5. თუ ნაწილობრივ მუშა სისტემა მაინც აყენია ( სულერთია რომელი ) საკმაოდ მარტივად შეიძლება ახალი ვინდის ან ლინუქსის რომელიმე დისტროს დაყენება. მაგრამ თემის სათაურში რაკი ინსტალაცია გიწერია და არა გადაყენება ალბათ არაფერი არ წერია ზედ.. ისე უბუნტუს ლაივ სიდი გააკეთე მაინც და სცადე USB -დან. არის შემთხვევები ვინდის საინსტალაციო არ მუშაობს და ლინუქსი ჩვეულებრივად იბუთება.
  6. იმ პროგრამაში არ ჩაერთე ვინც 1 zclassic-ს გამოიმუშავებს 4 BTCP -ს მივცემთო? მე zclassic -ზე გადავედი ზეკიდან და miningpoolhub-ზე auto exchange მქონდა ეთერიუმზე მითითებული, მაგრამ ისევ zclassic დავაგროვო ჯობია. ამ ბოლოს ცოტა მოიმატა ისევ ფასმა.
  7. @Power_VANO @david_888 Zclassic-ზე და მოსალოდნელ fork-ზე რას ფიქრობთ?
  8. Google is tracking you. Even when you're in Airplane Mode. It knows when you get out the car. When you're walking. We now have proof. https://goo.gl/5vTpk5
  9. დაიდო თუ არა დაიტაცეს https://www.nvidia.com/en-us/geforce/products/10series/geforce-gtx-1060/
  10. ჩემმაც ეთერიუმზე იცის გადარევა და სახედარივით გაოჩნდება ხოლმე სისტემა. ქორი -300 ან -400-ზე და მემორი 600-700-ზე როცა მიყენია Power limit კი 85-ზე თუ არ შევეხე მუშაობს ჩვეულებრივად და ასე შეიძლება იმუშაოს დღეები ისე, რომ არაფერი შეფერხება არ ჰქონდეს, მაგრამ საკმარისია ბრაუზერის გახსნა ან რამე სხვა მოქმედება ვცადო და სისტემის დარესტარტება მჭირდება.. ამიტომ ახლა ვამუშავებ Zclassic -ზე, რომელიც კარგად გროვდება და ზეკსაც გადაუსწრო მცირედით მოგების თვალსაზრისით. ამ zclassic-ის დიდი ნაწილი ავტომატურად ეთერიუმზე გადამყავს და ნაწილს 28-ში ახლა Fork რომ იქნება მაგისთვის ვინახავ, იქნებ რაიმე ხეირი იყოს.
  11. nanopool-ის ნაცვლად ეს გამოიყენე https://zcash.miningpoolhub.com/ და EWBF მაინერის ნაცვლად dstm შედარებით უკეთესი შედეგი გექნება. მე რომ დავიწყე 7$ -ზე მეტი იყო :დ
  12. შორეულ პერსპექტივაში ვიდეო კარტას უფრო მომგებიანად და ნაკლებ სარისკოდ თვლის ხალხი. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ წარმოვიდგინოთ,: კიდევ რამდენიმე დიდმა ქვეყანამ და წამყვანმა მსოფლიო ბანკებმა ერთიანად უარი რომ თქვან კრიპტოვალუტაზე ამას მოყვება გლობალური პანიკა და ისედაც საგრძნობლად შემცირებული ფასები კიდევ მეტად დაიკლებს. თუ ეს კლება ხანგრძლივად გაგრძელდა უამრავი გამოუცდელი დაიწყებს ვალუტის გაყიდვას, რაც კიდევ მეტად დასცემს ფასს და მერე იგივე გამოუცდელი ხალხი მასობრივად დაიწყებს თავისი მაინერების გაყიდვას. ვიდეო კარტებს გეიმერები დაეწაფებიან. იმიტომ რომ ამ მაინინგმა ყველანაირი ნორმალური კარტა დეფიციტური გახადა. ანუ ვიდეო კარტების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა ფასების სერიოზული კლება და ეს asic მაინერები ვის უნდა შეტენო? შეიძლება ამოიღო გადახდილი თანხა, კიდევ ზედ მოგებაც დაამატო და შემდეგ მაინც სარფიანად გაყიდო, მაგრამ ყველა ვერ მოასწრებს ამას, რადგან ალღო და პროგნოზირების უნარი უნდა. რთულ და გაურკვეველ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი ერთეულებს ახასიათებთ მხოლოდ. თან რამდენიმე Asic მაინერმა არ გაამართლა. მე პირადად ვერ ვენდობი, თუმცა ჩემი აზრი ნაკლებ მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ მეც დამწყები ვარ. ამიტომ ვიყენებ მხოლოდ ერთ კარტას, რომლის საფასურის ნახევარიც უკვე თვითონვე ამოიღო, თუმცა არა მაინინგით. მაგ პერიოდშ დაიკლებს ფასები ? მაინც ეგრევე დაიტაცებენ მგონია მაინერები და ქვა ქვაზე აღარ დარჩება ანუ შენც უნდა დაიტაცოო ყურადღებით უნდა იყო, უნდა უდარაჯო და სხვებს მოასწრო, თორე ხალხი მარტო ვიდეო კარტების ყიდვა-გადაყიდვით კი არა ორდერების გაყიდვით შოულობს ფულს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოიდგინე რამდენი ადამიანი მიჩერებია საიტებს როდის დადებს მწარმოებელი ახალ კარტებს.
  13. Asic მაინერები მხოლოდ მაინინგზეა გათვლილი და უშუალოდ ამ საქმისთვის იქმნება. გარდა იმისა, რომ ფასითაც ძვირია თუ გამომუშავება შემცირდა და მოგება მიზერული ან საერთოდ არაფერი დატოვა რაში უნდა გამოიყენო?! ვიდეო კარტის N1 დანიშნულება კი გეიმინგია და შემდეგ მაინინგი, ამიტომ თუ მაინინგს რამე დაემართება ვიდეო კარტა შეგიძლია გაყიდო მაინც ნორმალურ ფასში. თან ვიდეო კარტები სხვადასხვა ალგორითმსა და ალტკოინებზე შეგიძლია ამუშაო. მაგალითად ეთერიუმის გამომუშავება თუ არ მოგწონს ზეკზე გადართავ, ზეკიდან ზეკკლასიკზე, ეთერიუმ კლასიკზე და ა.შ.
  14. დავგუგლე და რაღაცები კი ვნახე, მაგრამ აღარ გილინკავ შეცდომაში რომ არ შეგიყვანო. იკითხე Steam -ზე სანამ იყიდი. ან plati.ru -ზე ჰკითხე სელერს
  15. ვითომ ამხელა მოთხოვნის გამო ხარისხი დაიკიდეს და უხარისხო ჩიპებს აწარმოებენ? :/ ისე რაღა შენ შეგხვდა ყველა დეფექტური კარტა
  16. plati.ru -ზე იყიდება GLOBAL ან რუსეთისთვის შეგიძლია იყიდო. Steam-ზე არ გაქვს რეგიონის არჩევის საშუალება?
  17. რის ყიდვას აპირებ?
  18. მერამდენე ბარათს აბრუნებ აბა ზეკზე სცადე EWBF ან dstm მაინერით. ქორი 100-ით და მემორი 500-ით გაზარდე.
  19. ვიზა ბარათიდან ცეხზე თუ ცეხიდან ვიზა ბარათზე? ორივე შემთხვევაში გარკვეული პროცედურებია საჭირო. მაგალითად დეპოზიტისთვის ანუ ვიზა ბარათიდან ცეხზე რომ თანხა გადაიტანო ჯერ ვიზა ბარათი უნდა დაამატო და ვერიფიკაცია გაიარო ამ ბარათის. გარკვეული მონაცემები უნდა შეავსო და ფოტო ატვირთო, სადაც ეგ ბარათი გიჭირავს და ა.შ. თანხის განაღდებისთვის ანუ ცეხიდან რომ ვერიფიცირებულ ვიზა ბარათზე გადაიტანო ჯერ აღნიშნული ბარათიდან მინიმუმ 20$ იანი დეპოზიტი უნდა გქონდეს ცეხზე განაკეთები. გაითვალისწინე, რომ ვიზა ბარათის შემთხევაში ცეხიდან საკომისიო ფიქსირებული 3,8$ ხოლო დრო 3-დან 5 სამუშაო დღემდეა. მასტერ ქარდს თუ დაამატებ უფრო სწრაფად დაგერიცხება, მაგრამ ფიქსირებულ საკომისიოს პლუს თანხის პროცენტიც ემატება. კი, ეგეც ვალუტაა, მაგრამ ბიტკოინის, ეთერიუმის და ზეკისგან განსხვავებით მისი გამომუშავება "მაინინგი" შეუძლებელია, რადგან ბანკების შექმნილია, ბანკების გავლენისსა და კონტროლის ქვეშაა და ამ უკანასკნელი მიზეზის გამო ბევრი ნეგატიურად უყურებს. თუმცა გადაცვლა-გადმოცვლა შეგიძლია. მაგალითად მე რომ ზეკს გამოვიმუშავებ შემიძლია რიპლზე გადავცვალო და ეს შევინახო. კი, და ჩემზე უფრო კომპეტენტურის პასუხს უნდა დაელოდო :დ ან მეტი ინფორმაცია მოიძიო დამოუკიდებლად. მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში ბევრს ვერ ისწავლი. trade-ში გადადი და მანდ მარცხენა მხარეს ჩამონათვალში XRP ნახე. მერე დოლარით ყიდვა აირჩიე და ვინც ყველაზე იაფად ყიდის იმისგან იყიდე.
  20. ნებისმიერს ვერ იყიდი. მხოლოდ რამდენიმე აქვთ. თუმცა შეგიძლია cex.io-ზე დაამატო თანხა, იყიდო რიპლი, მერე გადარიცხო რომელიმე ბირჟაზე მაგალითად ბინანსზე და იქ გადაცვალო რიპლი სასურველ ვალუტაში. არის კიდევ სხვა ვარიანტები. დაელოდე, უფრო უკეთ გიპასუხებენ.
  21. პასუხი ორივე კითხვაზე დადებითია. მაგრამ cex.io-ს ანგარიში უკვე დარეგისტრირებული გაქვს? მოცემული მომენტისთვის ახალი მომხმარებლების მიღება ისევ შეჩერებულია. ანგარიში თუ გაქვს ვერიფიკაცია უნდა გაიარო და ბარათს რომ დაამატებ ბარათის ვერიფიკაციაც ცალკე პროცედურაა.
  22. ნწ, ეგ VPN-ია. Settings >> Basic და მანდ Block ads and surf the web up to three times faster ეს მონიშნე. მაგას რომ მონიშნავ მერე კიდევ გამოჩნდება რაღაცები და ესენი მონიშნე EasyList EasyPrivacy NoCoin (Cryptocurrency Mining Protection) Manage lists…
  23. ის ublock origin მართლა კარგია Sent from my A451 using Tapatalk მივალ შინ ნახევარ საათში და დაგისქრინავ Sent from my A451 using Tapatalk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.