Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by მათე

  1. გამოცვალე კვება? ეშველა სისტემას? 264 W-იანი თან მაგ კვებით აქამდე როგორ მუშაობდა ეგ სისტემა საინტერესოა.
  2. Pixel-ებს რაც შეეხება აგერ გუგლს უწერია: https://support.google.com/photos/answer/6220791?co=GENIE.Platform%3DAndroid&oco=1 Pixel 2-ს ამ წლის 16 იანვარს გაუვიდა ვადა original quality backup ამიტომ high quality-ზე განაგრძობს დაბექაფებას. Pixel 3-ს ჯერ კიდევ აქვს 2022 წლის 31 იანვრამდე Original quality backup. 3a-დან 5-მდე კი მხოლოდ high quality აქვთ. პირველ პიქსელს რაც შეეხება სანთლით საძებნელი გახდება მალე. You get unlimited free storage at Original quality. You won’t be able to upload in High quality. სამუდამოდ original quality-ზე ატვირთავს ფოტოებს და high quality-ს ვერ მონიშნავთო. high quality ფოტო ვიდეოს უკეთებს კომპრესიას და MP-ებშიც აპატარავებს 16 MP-მდე ფოტოებს. ფოტოების ხარისხს დიდად არ აგდებს, მაგარი დახვეწილი ალგორითმი აქვთ, აი ვიდეოებს კი მაგრად აბანძებს. ამიტომ ვიდეო backup-ს მარტო მაგას დიდად არ ვენდობოდი, ამიტომ ჯობია იყიდოთ ვისაც არ შეგეძლებათ original quality backup-ს გამოყენება.
  3. @George ნახე შენს ზედა პოსტში ინფო და ვიდეო MSI B560M PRO ძაან ალიმიტებს CPU-ებს. ეგ B560M-A PRO კიდევ უფრო ბიუჯეტური მოდელია და power limit-ს მოხსნის მერეც კი MSI B560M PRO-ს ვერ ქაჩავდა, სავარაუდოდ VRM-ების გამო. ინტელის CPU-ები იმდენად ენერგომხვრეპავია უკვე რომ მაზერიც ნორმალური გინდა რომ performance სრულად მიიღო. აგერ power limit-ს მოხსნამდე ეს power limit-ს მოხსნის მერე, რაც ბევრ უზერს უბრალოდ არც კი ეცოდინება ამ B560 ჩიპსეტებზე. მაინც დანაკარგი აქვს MSI B560M Pro-ზე. დიშოვი ნაწილებითაა ძაან აწყობილი და ამიტომ მაინც ნორმალური მაზერი გინდა სრული performance-ს მისაღებად.
  4. ზოგ პროცესორზე B560 ჩიპსეტზე performance შეიძლება გაგინახევრდეთო. The fact that out of the box performance can vary by up to 50% between B560 motherboards when using the same processor is insane. https://www.techspot.com/article/2252-intel-b560-disaster/
  5. არა არაა საჭირო დარეკვა. უბრალოდ პორტი უნდა გახსნას. პირდაპირ როდესაც აერთებ ხედავს კომპს შესაბამისად თამაშის სერვერსაც, როუტერს რომ აერთებ როუტერში უნდა გადაამისამართო საჭირო პორტები შენს კომპიუტერზე. @sab100 შედი როუტერში და setting-ებში ნახე firewall-ში იქნება port routing და რა პორტებიც უნდა შენს თამაშს შენს კომპზე გადაამისამართე. P.S. 47 პორტი გქონია და უნდა იცოდე რომ ქართული ასოებით უნდა პოსტო აქ!
  6. Scientists discover new vulnerability affecting computers globally https://techxplore.com/news/2021-04-scientists-vulnerability-affecting-globally.html https://www.nsf.gov/pubs/2019/nsf19598/nsf19598.htm კიდევ უნახავთ სპექტრ ვარიანტის სისუსტე intel-ზე და AMD-ზეც. ამისგან დაცვა კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებსო performance-სო და როგორც ჩანს არც კი აპირებენ დაფიქსვას. ძველმა ფიქსებმა ისედაც საკმარისი დარტყმა მიაყენა ინტელის haswell-ს და ახალ თაობებს. performance-ს დარტყმა იკლებს რაც უფრო ახალი თაობაა და 11-ში მინიმალურია. haswell-ზე და broadwell-ზე კაი 10-15%-მდე კია დარტყმა ეგ HT-ს თუ არ გამორთავ მაშინ, მაგრამ HT-შიცაა სისუსტე და ეგეც თუ გამორთე ანუ 8 ნაკადიანი პროცესორი 4-დ გახდება და დარტყმა კიდევ უფრო დიდია. HT 33%-ს უმატებს დაახლოებით performance-ს ანუ დარტყმა 43-48%-შია მაგის გამორთვის მერე. როგორც ჩანს ეს ბოლო საკმაოდ სერიოზულია რადგან ფიქსზეც კი უარი თქვეს. წავიდა ამ ძველი x86-ს დრო რა. ეს ყველაფერი იმას ანახებს რომ ძველი ტექნოლოგიაა. backwards compatibility-ს გამო ექნება დარწმუნებული ვარ, თორემ მხოლოდ ახალი რომ იყოს ახალ სოფტზე მორგებული არ მგონია ამდენი სისუსტე ქონოდათ, ძაან კომპლექსურია. ARM-ს იმიტომაც არ ეხება ამ სისუსტეების უმეტესობა.
  7. აქ ერთი წერდა 7-ს დავაყენებდიო მხოლოდ forza horizon 4 მიშლისო მარტო 10-ზე ეშვებაო. აგერ Valve-ს Proton-თ Linux-ზე აამუშავეს Forza horizon 4 ამ პროგრამით windows 7-ზეც და თუ steam დადგება XP-ზეც გაუშვებთ ამ თამაშს. https://boilingsteam.com/forza-horizon-4-now-playable-with-proton-experimental/
  8. Firefox is the best browser for PC gamers https://www.pcgamer.com/best-browser-pc-gaming/ ისედაც ყველაზე კარგი ბრაუზერია privacy-ს მხრივაც. ანდროიდზე კი ედონების მხარდაჭერაც აქვს. დანარჩენები chrome-ზე გადავიდნენ უკვე ყველანი. ამიტომ ყველას აქვს privacy-ს პრობლემა. opera საერთოდ ჩინელებისაა უკვე. Google-მა კი chromium-ს გაუთიშა სინქრონიზაცია, სავარაუდოდ სხვებიც გაყვებიან მაგ ბედს. Google-ს რათქმაუნდა უნდა რომ ყველას იმენა chrome ეყენოს და არა რომელიმე სხვა ბრაუზერი.
  9. Nvidia announces better ARM support and new ARM CPU - x86 not the main player anymore https://nvidianews.nvidia.com/news/nvidia-announces-cpu-for-giant-ai-and-high-performance-computing-workloads https://www.nvidia.com/en-us/data-center/grace-cpu/ კარგია nvidia-ც თუ ჩაერთვება ARM-ს CPU-ებში, ოღონდ m1-ს დონის ან უკეთესებში რათქმაუნდა, რომ როგორმე ჩააჩოჩონ x86 მობილურ პლატფორმაზე მაინც ლეპტოპები მაინც რომ გადავიდნენ ARM-ზე, რადგან ყველაზე დიდი პლიუსები ის აქვთ რომ ელემენტი ყოფნით საკმაოდ დიდხანს და ძალიან გრილებია, macbook air-ს საერთოდ ქულერიც არ ჭირდება ასეთი ძლიერი performance-ს დასადებად.
  10. სულ 1992 დღე (on + off) სულ 123 დღე (on) სულ ჩაწერილია 38.4 TB საშუალო 19.3 GB/day 6 წლისაა უკვე, ძალიან ბიუჯეტური ვერსიაა და ესეც კი 6 წელია მუშაობს და კიდე ერთი ამდენი იმუშავებს. წარმოიდგინეთ samsung-ს EVO ან PRO თან ამ ბოლო წლებში გამოსულები, სიცოცხლის ხანგძლივობა კაი ხანია აღარაა საკითხავი ssd-ებზე. 10 თავით ჯობია მაგაშიც HDD-ებს.
  11. ეგ სტიმის სტატისტიკა სასტიკაც აცდენილია რეალობას. ნუ ვინც linux-ს იყენებთ და სტიმს დაწერეთ ერთი რამდენჯერ ამოგიგდოთ survey? მე აგერ ბოლო 8 წელში სულ ერთხელ ამომიგდო windows-ზე კიდევ საკმაოდ ბევრს კიდია ეგ survey და არც იღებენ მონაწილეობას. nvidia-ს დრაივერებზეც ქონდათ ეჭვი steam survey-ს ატრიგერებსო. იყო მაგაზე feedback AMD-ს gpu-ს დაყენებისას არ აგდებდაო hardware-ს შეცვლისას და არც მერე თვეებიო და nvidia-ს დაყენებისას გახსნისთანავე აგდებდაო survey-ს. ჩემი აზრით steam survey საკმაოდ არაზუსტ ინფორმაციას იძლევა, ნუ ისეთს არა რომ მსჯელობად მაინც ღირდეს.
  12. @kikitiცოტა უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მომაწოდო შეგიძლია? lsusb რას გიჩვენებს fdisk -l რას გიჩვენებს. შიდა მეხსიერებას windows-ზე ხედავდა მუშაობდა?
  13. კი შეგიძლია თავისუფლად ფლეშკაზე ლინუქსის დაყენება. ჩვეულებრივ ჩაწერე ფლეშკაზე და მეორე ფლეშკა მიაერთე და იმაზე დააყენე როგორც ვინჩესტერზე იზამდი. რამე lightweight დისტრიბუტივს თუ აიღებ მაგ თავის 2 GB-შიც ჩაეტევა. პაროლის შეცვლა რომ მოითხოვოს ეგ უკვე კონფიგურაციის ამბავია თუ აქვს მაგის ფუნქცია ან შენით რომ ქნა რომ არ შეუშვა სიტყვაზე სანამ არ შეცვლი.
  14. ეს 11900k ბულდოზერის ასლია რა. კარგად რაზგონდება, წინა თაობას ვერ ჯობია და არის სრული fail
  15. @G1ORG1 https://drive.google.com/file/d/1N2y6B0TSuEeNYzuz2jE8f_5nSsKn7FDB/view?usp=sharing
  16. falcon & Winter Soldier-ს ვუყურე უკვე ვანო. იმენა მეცინებოდა. ვინაა ის ტიპი საერთოდ cap america-დ რომ დასვეს,სირცხვილია lol ძალის ძალით გადაღებული სერიალია. მე დიდად არც ვანდავიჟენი მომეწონა. შავ თეთრი სცენები სადაც იყო ის სერიები 2 წუთში მოვამთავრე გადახვევებით, სადაც ექშენები იყო ცოტა იქ ვნახე მარტო. ეგენი ხომ გასაგებია ცალკე შემოსავლებისთვის გადაიღეს, არ მგონია დიდხანს გასტანოს, ისევე როგორც მწვანე ისარი, flash და სხვებმა გასტანა. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო რომ მაგ სერიალებს სერიოზული crossover-ები ქონდათ, დაჯე რამდენიმე სერია რო იყო განადგურება რომ ემუქრებოდა ყველა სამყაროს ეგენი მთლად კარგად იყო გაკეთებული. flash მაგ სერიალიდან მილიონჯერ ჯობია ამ DC_ს ფლეშს. გინდა სირბილით გინდა შენელებულად სადაც არის გადაღებული ჩემთვის ცა და დედამიწაა. ძაან უცოდინრად არის გადაღებული ფილმში. ენდგეიმი მოვთხარე აბა რა უაზრობები ხდებოდა lol. ჯერ იყოდა კომპიუტერი გაუშვეს მისიაზე რომელიც თავისივე თავმა დააფიქსირა ტანოსის შვილმა და უთხრა ტანოსს, აქედან დაიწყო ყველაფერი. უკვე უაზრობაა რასაც ქვია არადა იდეაში ჩუმად უნდოდათ რომ ექნათ. მერე დაბრუნებისთვის ის რაღაც ნივთიერება არ გვეყოფაო და ტანოსი უზარმაზარი ხომალდით და არმიით შემოვიდა. იქ ჰალკმა გაატკაცუნა და სულ გადაავიწყდა ტანოსის და მისი არმიის შესახებ და კაკრას მაშინ დასცხო ტანოსმა რაკეტები. ეს სტარკს რო გაატკაცუნებინეს ხო საერთოდ უაზრობა იყო. ამიტომაც ქონდა კრიტიკები მაგ ფილმს. მაგრამ ჯამში სპეცეფექტებით, მსახიობებით და როგორც ფილმი მთლიანობაში საყურებლად 10 თავით მაღლა დგას DC-ზე. შეცდომები იქაცაა, როგორ არაა, დღეს ვუყურებდი კაკრას სპაიდი, სტარკი და ჯადოქარი რომ არიან კოსმოსში და სტარლორდს რომ შეხვდებიან პირველად. რომ არ იცნობენ ერთმანეთს. სტარლორდი იყენებს ფრაზას french fry-სავით გავჭყლიტავო სპაიდის როცა უმიზნებს. ამაზე არაფერი და ცოტა ხნის მერე ვინ ვთქვა ჩემი ბატონი რომ არიო jesus-ო და ამაზე იტყვის რკინის კაცი დედამიწელიაო. french fry-ზე ვერ მიხვდა რომ დედამიწელი იყო? მსახიობები ვინც marvel-სთვის შეარჩია ძალიან მაგარი ხედვა აქვს და წარმოდგენის უნარი აი DC-სთვის მე პირადად როგორც მინიმუმ flash-ს, WW-ს ამათ ნამდვილად არ ავიყვანდი. WW-ს უფრო იმიტომ რომ გამომეტყველება არ შეუძლია სახის ცვალოს, სულ დაბღვერილი დადის. flash იმენა ბანძია ძაან მიფუჭებს მთელ ფილმზე წარმოდგენას როცა ეგ როჟა იჩითება ხოლმე კადრში და უაზროთ იქნევს მაგ ხელებს და უაზრო მოძრაობებით ვითომ დარბის ან იწყებს სირბილს.
  17. @George მასეთი სხვაობა როცა იყო იგრებში 5-10% AMD-ს 3000 სერიასა და 9-10 ინტელებს შორის მე ვწერდი მასე რომ არ ღირსთქო ინტელის ყიდვა მარტო თამაშების გამოთქო, რადგან სხვა რაღაცებში AMD ჯობიათქო და მახსოვს შენ წერდი ღირსო იმ მეტ იგრებში პერფორმანსშიო რასაც ინტელი იძლევაო, მიუხედავად იმისა რომ productivuty task-ებში მაშინაც ჯობდა AMD intel-ს. ეხლა უკვე ეგერ productivity task-ებში AMD-ს 8 ბირთვიანი ინტელის 10 ბირთვიანსაც ჯობია და თამაშებშიც გადასარევი performance აქვს ამას პლიუს ენერგომოხმარება საგრძნობლად განსხვავებულია ინტელსა და ამდს შორის AMD-ს სასარგებლოდ და ეხლა უკვე აღარ ღირს ის 200-300 ლარი AMD-რადგანაა წინ თან ყველაფერში? ჩემი აზრით 1300 ლარად 5800x იდეალურია, მითუმეტეს ზემოთ დავდე საკმაოდ იაფად მაზერები, ეგ ახლები მეორადი შეიძლება განბაჟების გარეშეც დაითრიო თუ მიდის ძველ თაობის მაზერებზე ეგ პროცესორი. თამაშებშიც წინაა უკვე რაც უფრო ნაკლებ გარჩევადობაზე ადარებენ მით უფრო და რაც უფრო CPU bound თამაშებში ადარებენ მით უფრო იგივე CS რადგან AMD-ს 5000 სერია IPC-თაც ძლიერია ინტელის ბოლო სერიებზე საგრძნობლად, იმდენად რომ ის მცირე სიხშირის სხვაობაც ვეღარ შველის. ნუ 11 სერია იდეაში შედარებით უკეთესი იქნებოდა backport რომ არ იყოს 10 nm-დან, ეგაა დიდი ფეილი რომ ვერ შეძლეს ახალი lithography-თ CPU-ს დამზადება. იმედია შემდეგ თაობაში გააუმჯობესებენ ამას თორემ მერე უკვე მართლა შეიძლება სხვაობა ისე გაიზარდოს ფასებში რომ აღარ ღირდეს AMD. ეხლა კი 11 სერიას ბულდოზერს ადარებენ, რადგან ბულდოზერიც მისივე წინა თაობას ვერ ჯობდა რიგ შემთხვევებში ისევე როგორც 11900k მარცხდება ლამის ყველგან 10900k-სთან.
  18. 1300-დ არც კი დავფიქრდებოდი, კომპის აწყობა ეხლა რომ მინდოდეს. თავზე დაახურა ყველა ინტელებს თან ნაკლები ენერგომოხმარებით. მანდ ვოლტაჟებზე დაჩალიჩება ყოველთვის შეიძლება სტოკ პროდუქტზე. იქნება ლეპტოპები, მობილურები თუ დესკტოპები ვგულისხმობ undervolt-ს რაც კიდევ უფრო შეამცირებს ენერგომოხმარებას, შესაბამისად ნაკლებად გახურდება. 5800x ჩემი აზრით ოქროს შუალედია, რახან performance-ში როგორც ემბარგოს აწევის მერე ჩატარებულ ბენჩებში ჩანს 10 ბირთვიან 10900k-საც კი ჯობია, ლამის 2-ჯერ ნაკლები ენერგომოხმარებით. 11 სერია 10-თან შედარებით fail-ა მთლიანად და თვითონ 11 სერიაში როგორც reviewer-ები აღნიშნავენ 11700k და 11900k არიან Waste Of Sand ისე ეს კარგი ვიდეო დადეს linustechtips-ზე ეს 124$-იანი დედაპლატა შეიძლება უკეთესიც იყოს RAM-ს პერფორმანსისთვის საკმაოდ იაფადაცაა 5800x-სთვის https://www.ebay.com/itm/ASRock-B550M-ITX-AC-AM4-AMD-B550-SATA-6Gb-s-Mini-ITX-AMD-Motherboard/293643025146?epid=14039860534&hash=item445e7cfafa:g:rpwAAOSwDZhfCEyf მაგარი გაიაფებულა მაზერები https://www.ebay.com/itm/MSI-B550M-PRO-VDH-WIFI-AM4-AMD-B550-PCIe-4-0-USB3-2-Gen1-Micro-ATX-Motherboard/324237913917?epid=20039727611&hash=item4b7e15ef3d:g:YrQAAOSwMk5fGM5j
  19. ხო ვამბობდი 11900k FAIL-ა მეთქი! 10-იანში გავარტყი იმენა. Overall 5800x-ა ყველაზე იდეალური პროცესორი. 300 ლარით მეტიც რომ ჯდებოდეს 11700k-ზე 100%-თ უნდა იყიდო მაინც. ჯერ ერთი სხვაობა საკმაოდ დიდია performnce-ში, მერე მაგ სხვაობას ენერგომოხმარებაში და გაგრილებაში ამოიღებ მარტო 2-3 წელი ხომ მაინც გექნება. ენერგომოხმარება იმხელა აქვს ინტელებს მაგაში წაგივა 2-3 წელში მაგაზე მეტი ფული. ის ზღაპრები ამდ ძვირიაო აგერ ნახეთ რა ფასებშია 5800x https://www.mymarket.ge/ka/pr/20044445/procesorebi/New!!-Ryzen-7-5800X https://www.mymarket.ge/ka/pr/20260894/procesorebi/AMD-Ryzen-7-5800X-8-core-axali https://www.mymarket.ge/ka/pr/19228099/procesorebi/New-AMD-Ryzen-7-5800X სად ჩითავენ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვისაც კომპი ესმის საქართველოში ამ ფასებში ინტელს საერთოდ არც კი განიხილავს. აგერ სტოკზე რამდენად მეტი ენერგომოხმარება აქ ინტელებს ყველას იგივე 5800x-თან შედარებით, ღადაობა ისაა რომ ბენჩებში და პერფორმანსში 5800x-ს ვერ ჯობია ეგ ინტელები ვერცერთი. 5900x-თან საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან. ეს single core-ზე lol 5800x მარტო 25 w-ს იყენებს 11700k 43W-ს და 11900k-49W-ს. ეს ყველაზე ხშირად იქნება რადგან ერთი ბირთვი ძალიან ხშირად ბუსტავს, უბრალოდ მუშაობაშიც კი.
  20. 11600k და 11900k დაიტესტა ძალიან დიდი ტესტიროვკა იყო https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-rkl-linux&num=22 ეს 300-ზე მეტი ტესტირების შედეგია. როგორც ხედავთ 5800x - ს ვერცერთი ინტელის წარმოდგენილი CPU ვერ ჯობია, მათ შორის 10 ბირთვიანი და 20 ნაკადიანი 10900k-ც და ახალი 8 ბირთვიანი 11900k-ც მარცხდება 5800x-თან. 5900x-ს ხომ საერთოდ ახლოსაც ვერ ეკარებიან 11600k კიდევ 5600x-ს დონეზე ქაჩავს. 10600k ახლოსაც კი არაა ამ ორთან. 5800x-ზე რომ წერს ზოგი ძვირიაო, 10900k-ც და 11900k-ც წაკუზა და ეხლა 250$-დ არავინ მოგცემთ მასეთ ძლიერ CPU-ს. ეს კიდევ linux gaming benchmark-ების შედეგებია. LINUSTECHTIP-მაც მიუძღვნა ვიდეო 11 gen-ს. ვეღარც gaming-ში ჯობია უკვე ინტელი AMD-ს. 5000 სერია სასწაული დადო AMD-მ. ეხლა უკვე ვისაც top კლასი უნდა gaming-ში ან productivity task-ებში ნომერ 1-ა AMD. ინტელს თუ იყიდი უკვე წაგებაში ხარ performance-ს მხრივ, რადგან ყველაფერში ჯობია უკვე AMD. ასე რომ პროფესიონალი gamer-ებიც amd-ზე გადადიან უკვე. intel-ზე მარტო ფენბოები თუ დარჩებიან გაასაზიზღრა AMD-ს 5000 სერიამ ინტელი lol 11900k ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე Ryzen 9 5900x ესეც თუ რამდენად გრილია Ryzen 9 5900x მაგ 11900k-ზე ან 10900k-ზე. ზუსტად ერთიდაიმავე სიტუაციაში დატესტეთ linustechtip-ზე. ეს კი Ryzen 4 5600x მოიხმარს ორჯერ ნაკლებს ვიდრე 11600k
  21. კი გასაგებია შოკი და მარცხის მერე აღდგენა, უბრალოდ აქ იმხელა დროზეა საუბარი ათასობით წელზე. მანდ იმასაც ახსენებენ დიანა 5000 წლისააო, უბრალოდ სასაცილოა მაინცდამაინც ამ 40 წელს რომ მოუნდა დაბრუნება, როცა დიანას გარდა ყველა დაიბადა. ასევე კრიპტონელის სიკვდილი თუ ასე გაიგეს ერთი ცალის, მთელი პლანეტა როცა აფეთქდა მაშინ სად იყვნენ? ყველაზე უცნაური კი რაც არის ის რომ ყუთები ხომ ხსნიდა პორტალს? ბოლოს როდესაც სტეპენვოლფის თავი შემოუგდეს პორტალიდან და დახურეს პორტალი დარკსაიდი ამბობს რომ კაი ჯანდაბას ძველი გზით წავიდეთო. ანუ რა გამოდის მთელი ამ დროის მანძილზე უბრალოდ ფრენა ეზარებოდა დიდი ხანი და პორტალით უნდოდა სწრაფად წასვლა? ესეთ რაღაცებს DC-ს არ ვპატიობ ხოლმე უბრალოდ იმიტომ რომ მარველმა ძაან მაღალი სტანდარტები დააწესა კომიქსების ფილმებზე. რაღაცნაერი მშრალი ფილმები აქვს DC-ს. კიდევ ფლეში მიშლის ნერვებს რანაერად იქნევს ხელებს რო დარბის ის 2 თითი რო აქ თან გაშვერილი, მაგარი ბანძი მსახიობია. ეს დიანაც რაღაცნაერი ბანძია, სულ დაბღვერილი დადის.
  22. და მაგ ფილმში რომ ამბობენ სუპერმენის ეშინოდათო და იმიტომ ვერ მოდიოდნენო. ე.ი. ყუთების გამოღვიძებას არც ელოდნენ, რადგან ერთხელ უკვე გამოაღვიძა ეგ ყუთი იმ კიბორგის მამამ, მაგრამ სუპერმენის შიშით ვერ მოვიდნენ. სუპერმენი დედამიწაზე მაქსიმუმ 35 წლის წინ მოხვდა, მაქედან ალბათ ასე 10 წელია იმენა სუპერმენია და მანამდე სად იყვნენ, მანამდე რისი ეშინოდათ მაშინ? ეგ პირველი ბრძოლა ყუთებისთვის ძაან ადრე მოხდა, მაშინ მარტო WW იყო ცოცხალი. სუპერმენი, აქუამენი, ფლეში, ბეტმენი და კიბორგი ბოლო 35-40 წელში დაიბადნენ. იმენა ამათ დაბადებას ელოდნენ ათასობით წლები და მერე შემოუტიეს? რაღაცები არ ჯდება ფილმშივე შემოთავაზებულ ლოგიკაში. ამიტომ მომწონს marvel მანდ უფროა აწყობილი ისტორია, ლოგიკები მისივე სამყაროსი ვიდრე DC-ში.
  23. არა შენ ნაღდად არ კითხულობ ხოლმე სხვების პოსტებს ალბათ, მერამდენედ მე ერთს ვამბობ და შენ სხვანაერად კითხულობ 11700 კი არა 11900 ესაა თქო epic fail რადგან 8 ბირთვი აქვს ისევე როგორც 11700-ს. 10900-ს რო 20 თრიდი აქ და 11900-ს 16 ეგეც სასაცილოა. 330 კი არა მგონი 400$-მდე ეღირება ეგ 11700 და ეგ საკმაოდ ძვირია მაგ პროცესორისთვის როცა 5800-თან აბსოლუტურად ყველაფერში აგებს. მაგ 10700-ს მარტო ერთი კაცი ყიდის მარკეტზე 1200-დ იმანაც სად რანაერად იშოვა ღმერთმა იცის. ეგ უფრო გამონაკლისია და ტყუილად გგონია რომ 1200 ლარებად შემოყრიან მაგეებს. ამათ latency-ს პრობლემები თუ ვერ მოაგვარეს და ჯერ განახლებულ microcode-ზეც ქონიათ ეგ პრობლემა, ეგ იქნება საკმაოდ დიდი პრობლემა. back port რომ გაუკეთეს არქიტექტურას იმიტომაც დაემართათ ეგ. არ იყო მორგებული და მაინც ძალით გამოუშვეს და წინაზე უარესი გამოვიდა. დანაპირები 19% IPC gain-ს ნაცვლად 6-10% მაქსიმუმ ეგეც უკეთეს შემთხვევებში. gaming-ში მაგ latency-ს გამო აგებს კიდეც 10 სერიის პროცესორებთან ზოგ თამაშებში.
  24. Chance-ს უყურე House თუ მოგწონს. ერთგვარი გაგრძელებასავითაა House-ს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.