Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by მათე

  1. ერთი უცნაურობა ისაა რომ 4 GB RAM რომ მივეცი პროცესების რაოდენობა 73 გახდა და 700-800 MB-ს იყენებს. windows-ს დებილი დედაც. აი რა შუაშია პროცესების რაოდენობა RAM-თან? ჩემი linux 13324235 TB RAM-ზე რომ ჩართო შეილება 160-ს ნაცვლად 200-220 გამოიყენოს კარგი მაგრამ რა 24 თუ რამდენი პროცესიც მაქ იმდენივე იქნება ზუსტად! არა რა 10 იმენა ნაგავი სისტემაა, მისით წყვეტს ფაქტობრივად ყველაფერს და შენ თუ გადაუწყვეტ რამეს მოვა update ბიძია და დედას ტირობს ყველა ნასტროიკას.
  2. ასე კარგად ვერ გამოშიგნავ მაინც.
  3. ჰაჰა დაჟე იმ intel-ს საცოდაობას რაც შეეხება, თავიანთი ლეპტოპი მოდიფიცირებული ყოფილა იმ ბენჩებში რომ გაცილებით მაღალ TDP-ზე ემუშავათ. ისე კარგი რეკლამა კი გაუკეთეს AMD-ს, რომ თურმე AMD მწარმოებლებს აძლევს არჩევანის უფლებას ლეპტოპებს ქონდეთ ძალიან მაღალი performance ან ქონდეთ დიდი battery life lol ამხელა კომპანია რომ ასეთ დონეზე დაეცემა. მაგათ ხომ არ დაავიწყდათ 28 ბირთვიან 5 ghz-იანი პროცით რომ ბლატაობნენ და გასაგრილებლად მაცივრის ხელა სისტემა რომ ეყენათ გვერდით lol.
  4. 1 ხმაურის დონე იმიტომ შემცირდა რომ ფანი საერთოდ არ აქვს 2 rosetta ძალიან მაგარი რამეა. ემულატორი არაა ეგ binary translation layer-ა. პირველი ვერსია PowerPC-დან თარგმნიდა intel-ზე და ეს მეორე intel-დან თარგმნის apple silicon-ზე. ეს layer დროებითია და იდეაში იმისთვისაა რომ დეველოპერებს დრო ქონდეთ საკუთარი სოფტი native-დ გააკეთონ apple silicon-სთვის. იდეაში არც CrossOver არაა ემულატორი, compatibility layer-ა როგორც wine. სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული 3 Windows 10-ს დაინსტალირებისთვის mac მზადაა და apple-ს თქმით 10 თუ არ ყენდება ახალ მაკზე ეს მომხმარებლებმა MS-ს უნდა მოთხოვონ და არა Apple-ს. ისე კი windows ARM-ზე ძაან ბანძია. ვნახოთ MS თუ გახდის ამას შესაძლებელს.
  5. დავდე მაგაზე ზემოთ ინფო და განხილვა თუ როგორ ცდილობს ინტელი ამ ინფორმაციებით ლიდერობის შენარჩუნებას. საცოდაობაა უკვე ამის ყურება. მითუმეტეა ეგ delay AMDს კი არა კონკრეტული OEM ების ხელშია, ანუ optional ა და ვისაც როგორ უნდა ისე დააყენწბს.
  6. ხოდა ოს რომ 8 ჯერ სწრაფია მხოლოდ 1.6 ჯერ მეტი ენერგიით ჯობნაა აბა რა არის? ლეპტოპებში იკიდებს უკვე ფეხს. დიდი დრო არ დარჩენილა სანამ arm ზე დესკტოპ ტიპის პროცესორიც არ დაიდება. ეფლს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს და ნახავ დეველოპერებსაც და შენს მაიკროსოფტსაც როგორ გადაიბირებს ეგ კომპანია. ტელეფონების სამყაროც ეფლმა შეცვალა და ეხლა ლეპტოპებს და კომპიუტერებს მოადგნენ. ზისტად იმ დროს ინტელი რო ჩიხშია უკვე და ორივე კომპანია რო მარტო სიხშირეს და ბირთვებს აწვება. სხვა სიახლე რომ აღარ აქვთ. აქ მომხმარებელზე ძალიან იმოქმედებს ენერგომოხმარება. ეგ ეფლი ეგერ რა სწრაფია და რამდენ ხანს მუშაობს. ვინღა იყიდის ისეთს რომელიც იგივე სიმძლავრისაა და 2 ჯერ ნაკლებ დროს მუშაობს პლიუს ტვინს ბურღავს ფენი იმიტომ რომ პროცესორი 95 გრადუსზეა და დუღს? Os ებს რაც შეეხება ისევ უცნაური მსჯელობა. მხოლოდ დესკტოპებს განიხილავ შენ. დესკტოპები მსოფლიო მოწყობილობების მცირე ნაწილია და ჩაკეტილი წრეა. არ არის თამაშები/პროგრამები ამიტომ არ არიან მომხმარებლები ამიტომ არ არიან დეველოპერები რომლებოც ამ თამაშებს გააკეთებდნენ. მსოფლიოში ყველზე მეტად გავრცელებული os იცი რომელია? ალბათ ხვდები რომელიც. მაგ ტოპ 500 სუპერკომპიუტერშიც ყველა მაგ სისტემაზე მუშაობს. ამიტომ დამიჯერე ძალიან პოპულარულია სამყაროში ზოგადად linux. წინაზე რომ ახსენე iot მანდაც განსაკუთრებულად. დესკტოპია მხოლოდ რეალურად დარჩენილი, რომელიც ms ს უკავია, მაგრამ კი ხედავ შიშებს ლინუქსი ჩააშენეს მის სისტემაში და dx ჩაშენება უნდოდათ linux kernel ში. ლამისაა nt linux თ ჩაანაცვლონ. ამიტომ დესკტოპი ბოლო ფრონტად რჩება და ნელ ნელა ეგეც ირღვევა ვულკანის გამოგონებით რისთვისაც მადლობა amd ს. Arm თუ მოიხოდება კიდევ უფრო აჩქარდება linux ს გავრცელება რადგან ms მა ჩაისვარა arm არქიტექტურაზე სოფტით.
  7. @Georgeნამეტანი უცნაურად მსჯელობ მინდა გითხრა. ჯერ ერთი ეგ მაგალითი იმიტომ კი არ მოვიყვანე არიქა ინტელი გაქრა უკვეთქო. ეგ იყო მაგალითი იმისა შენ რომ თქვი x86-ს ვერ შეეჯიბრებაო. მარტო arm-ს პროცესორებიანი სუპერკომპიუტერი არის ნომერ პირველი მსოფლიოში და ბევრად ასწრებს მეორე ადგილოსანს. ეს ერთი. 30 000 kw დამიჯერე არაა ბევრი როდესაც მეორე ადგილოსან 13 000 kw-იანზე 3-ჯერ სწრაფი ხარ (ეგ მეორეადგილოსანი Power9 CPU-ებზეა და nvidia-ს GPU-ებზე ამიტომ ეგეც ენერგოეფექტურია) ან მესამეადგილოსან (ესეც Power9 CPU-ზეა და nvidia GPU-ებზე) 11 000 kw-იანზე 5-ჯერ სწრაფი. https://www.top500.org/lists/top500/2020/11/ intel-ებზე მარტო მეექვსე ადგილოსანიდან იწყება, რომელიც 8-ჯერ ნელია მაგ ARM-ზე და იცი რამდენი დენი უნდა? 18 500 KW. ანუ ეგ ARM 8-ჯერ სწრაფია და 1.6-ჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს. თან შენ გაგრილებაზე დანახარჯებს არ ითვალისწინებ. ალბათ იცი რომ arm ძალიან გრილია, იგივე M1 რომ ავიღოთ მაგალითად ბევრი i7-ებს აჯობა და ფენის ფრთაც კი არ გაუტოკებია, იმიტომ რომ სულ არ აქვს მერე მეორე ლამის ყოველ პოსტში რომ წერ ინტელსო შემოსავალი აქო ძალიან დიდიო მაქედანო. ალბათ არ იცი რომ ზოგადად სერვერები და სუპერკომპიუტერები ძალიან გვიან იღებენ კომპიუტერული hardware-ს სიახლეებს. ამას წლები ჭირდება ხოლმე. ARM-ც ახალი ხილია ჯერ, ვგულისხმობ ეგეთი ძლიერი რომელსაც x86-ს დამარცხება შეუძლია და ძალიან დიდი performance-ს მოცემა, რომ კონკურენცია გაუწიოს. მანდ ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. მილიონების დაზოგვა arm-თ მარტო გაგრილებაში და დენის გადასახადში შეიძლება. ეჭვი არ შეგეპაროს ასე თუ გაგრძელდა arm-ზე აწყობილი სერვერებისა და სუპერკომპიუტერების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. თანაც ეგ პროცესორები წლიდან წლამდე გაცილებით დიდ მატებას დებენ ვიდრე ინტელი ან ამდ. რეალობა დღეს ის გვაქვს რომ apple-ს ARM M1-მა ინტელების i7-ები წაკუზა. ამიტომ ვიმედოვნებ რომ უფრო მეტი კომპანია გამოუშვებს ARM-ზე ლეპტოპებს. nvidia-მ რომ იყიდა arm ეგ ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ დაიხვეწება და GPU ექნება მაგარი. nvidia-მ მის დროზე რომ გამოუშვა shield gpu ყველაზე ძლიერი მაგას ქონდა. ისე samsung-საც აქვს წელს გამოშვებული მოდიფიცირებულ snapdragon-ს ჩიპზე ძალიან მაგარი ლეპტოპი 25 საათი video playback-თ, თუმცა windows 10 აყენია ზედ და ეგ ისეთი ნაგავი სისტემაა arm-სთვის რომ სოფტი ბევრი არ აქვს. აი linux რომ დააყენო მაგ ლეპტოპზე კანფეტივით მოიხმარს უამრავი მომხმარებელი.
  8. https://www.extremetech.com/extreme/317657-intel-is-spreading-fud-about-supposedly-huge-ryzen-4000-performance-drops-on-battery ქვეშაჯმია ინტელი! ეს უკვე დამარცხებულის საქციელებია.
  9. სასაცილოა ამის წაკითხვა მაშინ როცა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი ARM-ზეა და არ იყენებს GPU-ებს გამოთვლებში. the computer doesn't use other compute capabilites, such as GPUs https://en.wikipedia.org/wiki/Fugaku_(supercomputer) ARM-based Japanese supercomputer is now the fastest in the world ARM აღარაა ხელწამოსაკრავი და ტყუილად ფიქრობ რომ x86-ს ვერ დაჩაგრავს. დაჩაგრავს და თანაც როგორ. Apple-მა უკვე დაამტკიცა რომ ბევრ intel-ს CPU-ებს სახესაც ახევს ფაქტობრივად ყველაფერში. GPU-ში პირველივე მცდელობაზე intel-ზე მინიმუმ 2-ჯერ ძლიერი GPU დადეს. 1050-ს დონის. პროცესორს რაც შეეხება video editing-ს და სხვადასხვა ტესტებში იგივე წინა წლის მაკბუქებს რომლებიც top intel-ს ჩიპებზეა სახე გააძრო. განსაკუთრებით რომ დაფიქრდები რომ fan-ს გარეშეა და იგივე ბატარეა 2-ჯერ დიდხანს ყოფნის ამხელა სიმძლავრეზე. მაგ ჩიპებს სხვადასხვა საქმეებისთვის აქვთ ცალკე hardware ამაჩქარებლები და სოფტით მაგას ვერ გაუქაჩავს intel და AMD შუაზე რომ გაიხნენ მაინც. 10 w სიმძლავრეში რაც macbook air-ებია შეზღუდული იგივე intel-ზე 2.5-ჯერ სწრაფია ეგ ჩიპი. შენი cpu რო აიღო მაგალითისთვის ფაქტობრივად ვერსად და ვერაფერში ვერ აჯობებს მაგ M1-ს და ეგ ჩიპი მაქსიმალური კონფიგურაციით 20-24 w-იანია. macbook-ში 10 w-იანი დევს. მომავალი ნაღდად arm-საა.
  10. RAM-ს რეკორდი მოიხსნა 7 GHZ რაღათქმაუნდა AMD-ს CPU-ზე. სერიოზული memory controller აქვს. https://hwbot.org/submission/4608761_baby_j_memory_frequency_ddr4_sdram_3502.1_mhz
  11. @მიშკა მაგ შემთხვევაში შეიძლება დასაწყისისთვის დატვიკვა გაგიჭირდეს მაგ სისტემის, თორემ იგივე manjaro-ზე უკვე იმდენად გამარტივებულია ყველაფერი რომ დამწყებიც კი ჩვეულებრივად იმუშავებს, (manjaro-ს მე პირადად რიგი მიზეზების გამო აღარ ვურჩევ მაგრამ ეგ მიზეზები რომც ჩამოგითვალო, თავიდან არც კი შეგეხება ასე რომ ცადე) რომ დააყენებ steam და ბევრი რამე უკვე მოყვება. lutris-ს გამოყენებას გირჩევ კიდევ. manjaro აიღე და დააყენე ვირტუალში და ნახე როგორ მიეჩვევი სისტემას. ეგრევე ჭირს გადასვლა. dual boot-შიც შეგიძლია დააყენო რკინაზე რომ დატესტო ბარემ gaming-ში. gaming PC მქონდეს სიამოვნებით მოვხოდავდი linux gaming rig-ს თავის ტვიკებიან ყველაფრიანად, ბევრ თამაშში უკეთეს შედეგს დებს. მანდ დაჟე შეგიძლია გარსი არ გაუშვა და პირდაპირ აპლიკაცია გაუშვა მარტო გარსის სახით, რესურსები მთლიანად მაგ პროგრამას დაეთმობა. მანჯარო გატენილია პროგრამებით, აი arch რომ აიღო მასე გარსის გარეშე 60 MB RAM ყოფნის და თითებით დაითვლი სერვისებს წარმოიდგინე მაგაზე რომ ეგრევე თამაში გაუშვა. kernel-ც თუ დატვიკე clear linux-ს patch-ებით საუკეთესო შედეგს დადებს. მე კიდევ qemu vm-ს მუღამი მაქვს. ვირტუალბოქსი თუ იცი. შეგიძლია ვირტუალში დააყენო windows 10 რამე შეკვეცილი, გავაძრე მე 993 MB-იანი დავდე windows 10-ს თემაში ლინკები და მიყენია vm-ში და შეგიძლია GPU გადასცე როგორც რკინა პირდაპირ რა 100%-დან 99%-მდე რჩება vm-ს ანუ ვერც კი შენიშნავ performance-ს კლებას და ეგ გქონდეს gaming-სთვის. ეგ იდეალური ვარიანტი სიმარტივის მხრივ. როცა მოგინდება gaming მოქოქავ vm-ს და ეგაა. როცა მორჩები გამორთავ. ეგ wind კიდევ გექნება სტაბილურად მარტო gaming-სთვის და შეგიძლია დააძრო აბსოლუტურად ყველაფერი, დრაივერები სერვისები გათიშო და რამე, ძალიან დაპატარავდება და light გახდება. თუმცა 2 GPU გინდა სისტემაზე ეგ რომ ქნა ვირტუალს რომ მისცემ ერთს მეორე უნდა გქონდეს host-ზე რომ დაგრჩეს, ან ისევ linux უნდა იქონიო headless mode-ში გაუშვა. intel-ს და პროფესიონალურ ბარათებს კი აქვთ ისე vGPU-ს მხარდაჭერა, ანუ ერთი ბარათი გაქ ორივეგან, მაგრამ ინტელი ნაგავია თამაშებში და ის კარტები კიდე ათასობით დოლარები ღირს.
  12. https://www.xolphin.com/support/Certificate_conversions/Convert_pfx_file_to_pem_file თუ შენით ვერ იზამ აგერ online. მაგრამ გაითვალისწინე შეიძლება ინახავდნენ ფაილებს. https://www.sslshopper.com/ssl-converter.html
  13. მე კი არ მერევა ვერ წაგიკითხავს ჩემი ნაწერი კარგად. მეც ეგ დავწერე 10 nm-ზე იყო ეგ გათვლილი და არის backport 14 nm-ზე, შესაბამისად წარმადობაც შედარებით ნაკლები აქვს. მაგ big little-ს რაც შეეხება, x86-ზე დიდი არაფერი გავლენა არ ექნება arm-ს უკვე წლებია ეგ ტექნოლოგია აქვს. intel მაგარ ცუდ დღეშია ეხლა იჭყლიტება ryzen-სა და M1-ს შორის. Apple-მა სასწაული პროცესორი დადო. IPC -თ ინტელს აჯობა და macbook-ები რომ შეადარეს intel-ს და M1-ს 2-ჯერ მეტ ხანს გაძლო M1-ზე იგივე ზომის ბატარეით. ყველაზე მაგარი კი ისაა რომ ამდენად მძლავრი GPU-ს და CPU-ს მიუხედავად ფენი საერთოდ არ აქვს და არც ჭირდება ისეთი გრილია. intel-ები მაგ ულტრაბუქებში დუხოვკებია 95 გრადუსს აღწევს macbook-ებში. apple სახით მაგარი კლიენტი დაკარგა ინტელმა. ეგ იმედია სხვა მწარმოებლების ინტერესს გააღვივებს arm-ზე და გადავა კომპიუტერული სამყარო ნელ-ნელა arm-ზე. დიდი უპირატესობები აქვს საკმაოდ. ჯერ მარტო ენერგომოხმარება და სიგრილე რად ღირს. ლეპტოპები 15-20 საათი იმუშავებენ 60-70 Wh-იანი ელემენტებით. 100 Wh არის ლიმიტი რომ თვითმფრინავში დაგიშვან. lol 95 Wh-თ ეგ ახალი macbook 30 საათსაც თავისუფლად გაძლებს. ინტელს რაც შეეხება ჯერ ადრეა მაგეებზე ლაპარაკი. ვნახოთ შემდეგ თაობაში რას დადებს. რაც თავი მახსოვს სულGPU-ებს გვპირდებიან და ვერ ეღირსა მაგასაც გამოსვლა უკვე. სხვა კომპანიებმა აღასრულეს უკვე მათი დაპირებები და ამათი კიდევ დაპირებებად რჩება დღემდე.
  14. შენ რას უყურებ არ ვიცი, მაგრამ Ryzen-ს single thread-ში IPC უპირატესობა აქვს ნებისმიერ intel-თან შედარებით იმ 10 nm-ებთანაც რაც გამოუშვეს. TSMC-ს ახალი 7nm ინტელის 10-ს დონეზეა. არაფერი უპირატესობა ინტელს არ აქ მაგ 7nm-თან. უცნაურია რომ არ იცოდი ინტელის ნებისმიერი პროცესორი 5 სერიის მერე skylake არქიტექტურას იყენებს. ახალი არქიტექტურა არ გამოუშვიათ ბოლო წლებში. ინტერნეტსივრცე სავსეა მაგ ინფორმაციით. დაჟე ის ბოლო 10 nm-ს ნაცვლადაც რომ 14 nm გამოუშვეს ეგეც კი backported-ა. მაგიტომაც არ აქ იმხელა წარმადობა, რამდენსაც 10 nm-ზე ელდონენ, რომ ექნებოდა. ახალ არქიტექტურას თუ გამოუშვებენ კიდევ შეილება რამე ეშველოთ, თორემ 5 წელია roadmap-ს სულ უკან უკან წევენ და ისევ 14nm++++++ებზე არიან და ამიტომ ძნელია ამის დაჯერება რომ 2023-ში 7 nm ექნებათ. ისე ერთი ნათელია ადრე რომ 1-2 წელში იძახდნენ ეხლა 3 წელში გვპირდებიან lol.
  15. intel-ს 7 nm-ს ექვივალენტი TSMC-ს 5 nm-ა. https://www.anandtech.com/show/15217/intels-manufacturing-roadmap-from-2019-to-2029 TSMC is still using FinFETs for its 5nm process (Intel’s 7nm equivalent). ოდნავ სუსტი კი არა intel-ს 7 nm ბეევრად უკან იქნება TSMC-ს 3 ან 2 nm-ზე 2023 წელს 2 nm ექნება TSMC-ს https://www.techpowerup.com/274720/tsmc-achieves-major-breakthrough-in-2-nm-manufacturing-process-risk-production-in-2023 მანდ ინტელის ჩამორჩენა იმაში ჩანს რომ დღემდე SkyLake-ს არქიტექტურას იყენებენ. არქიტექტურულად ყველა სხვა კომპანია იხვეწება ryzen ავიღოთ მაგალითისთვის. ინტელი 14 nm-თან ერთად არქიტექტურულადაც გაჭედილია. ეგერ Apple-მა პირველივე მცდელობაზე სახე გააძრო ინტელს CPU და GPU-ში. განსაკუთრებით GPU-ში. 2009 წელს გამოვიდა პირველი core i სერიის პროცესორი 11 წელია ინტეგრირებულ iGPU-ებს უშვებს და ასეთი ინფო ძაან ტეხავს, მითუმეტეს 10 w-იან ჩიპში ასეთი ძლიერი GPU რომ ჩადო Apple-მა lol. Translation layer-თ ნათარგმნ თამაშებში უკეთესი FPS აქ ვიდრე native-დ intel-ებს windows-ზე. intel საკმაოდ ჩამორჩება თუ ასე მოხდა ყველაფერი. 2023-ში 5nm მაინც თუ არ ექნა intel-ს დაერხევა.
  16. მე დამჭირდა და იმიტომ დავდე რომ თუ სხვასაც უნდა მინიმალ დისტრო აგერაა. ამაზე პატარა სხვაგან ვერ ვნახე და ჩემით მეზარება ჩალიჩი. ეგ ახალი გატენილია ნაგვით და ბაგებით. რაც მანდ უაზრო პროცესები ეშვება იმდენი ერთად 7-ში სულ არ მახსოვს და bloatware-თაც გამოტენილია, მარტო მეტრო რო იყოს ნაგავი რა უჭირს ნაგვის ურნადაა ქცეული. თან რასაც კი შეცვლი ყველაფერს იკიდებს windows update და ეგ მთლად სახეს აძრობს მერე სისტემას. მაგ ახალს ვინც იყენებს ფაქტობრივად MS-ს უფასო ტესტერები არიან არაფერი ფიშკები არ აქ, უაზროდ hype-სთვის ლაპარაკობენ. game mode-ო და რაღაცები, საბოლოოდ ეგ "ფიშკები" bloatware-ა ხოლმე და საჭირო ხდება მათი ამოჭრა, გათიშვა და მოსპობა რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს. ამას ისევ ძველი სტაბილური ვერსიის გამოყენება ჯობია. მითუმეტეს არც ისე ძველია ეგ მე რაც დავდე 1903-ცაა მანდ. მაგ ძველმა შეკვეცილმა შეიძლება მაგ შენ ახალსაც კი აჯობოს gaming performance-ში, გაცილებით ნაკლები პროცესების წყალობით, სისტემას ნაკლები overhead ექნება. მითუმეტეს update არ მოვა და არ აგირ დაგირევს სისტემას. lol ჯერ ერთხელ არ ჩაუვლია windows-ს update-ს რომ პრობლემები არ მოყოლოდეს. Meme-დ არის ქცეული უკვე windows 10-ს update. სტაბილურობაში ნებისმიერი სხვა OS ჯობია ამას. იგივე 7-ც და 8.1-ც კი 10 თავით მაღლა დგას. უბრალოდ ძალიან ტეხავს რომ ამოდენა კორპორაცია როგორიც MS-ა 7-ს მერე მსგავს სისტემებს უშვებს და აგერ უკვე 5 წელია ვერ ასტაბილურებს ამ 10-ს. ისეთი პირი უჩანს არც არაფერი ეშველება. ეგე apple ARM-ზე გადავიდა და უკვე იმდენი სოფტი მუშაობს ხოშიანად რომ რავიცი. სოფტში apple ms-ს თავზე ახტება და ისე ჩანს PC სამყარო ARM-ს მიაწვება და 10 სანამ დალაგდება მოუწევთ ARM ვერსიის მოხოდვაც.
  17. ssd hdd რაშუაშია, მაგიტომ კი არა. უბრალოდ იმდენი bloatware აქ მოშორებული რომ ისედაც ღირს ამის დაყენება. პროცესებზე და RAM usage-ზეც ეტყობა რომ გაწმენდილია ნაგვისგან და update-ბიც არ აქ რომ სახე არ აეხეს. გამოვა ახალი და ახალ ვერსიას დააყენებ და ეგაა. სამუშაოდ სათამაშოდ მშვენიერია. მე ვირტუალში დავტესტე თორემ საერთოდ არაფერში მჭირდება windows და თუ დამჭირდა ისევ tiny 7-ს დავაყენებ 2-ჯერ უფრო light-ა ყველამხრივ.
  18. ფორუმზეც დავდე და აქაც დავდებ გამოგადგებათ ეს ინფო. ძაან მაგარი ვერსიები გავაძრე. აი ამ საიტზე https://oprekin.com/ ესენი Super Light ვერსიებია 1809 Enterprise LTSC და 1903 Pro კიდევ არის სხვა ვერსიები უფრო დიდებიც, ვისაც დაგაინტერესებთ გადახედეთ. ეს კი ვირტუალში როგორ გამოიყურება ეგ 1809 Enterprise LTSC Tiny 7-თან შედარებით. ლოლ საინსტალაციო 1809-ს მარტო 993 MB-ა და იმ მეორე 1903-ს 1 GB ეს კი ეგ დაყენებული სისტემების image-ები რამდენს იკავებენ ასე შემცირებულიც კი 10 მაინც 2-ჯერ მეტ რესურსებს მოითხოვს. 2-ჯერ მეტ ადგილს და 2-ჯერ მეტ RAM-ს იყენებს მაგ 7-თან შედარებით და ლამის 2-ჯერ მეტი სერვისებიც აქვს, თუმცა სტანდარტულ 10-ს მილიონჯერ ჯობია ეს. ყოველ update-ზე იმდენი ბაგები აქვს და იმდენ ინფოს ვკითხულობ ხოლმე ნეტში რომ ხალხი როგორ იყენებს მიკვირს. თუმცა ეს შემცირებული ვერსია კი იქნება სტაბილური.
  19. lol 5.5 GHZ გახიეს შუაზე და 655 ქულაო 649 აქ AMD-ს 4.9-იან 5950-ს. არქიტექტურულად ბევრად ჩამორჩება ინტელი. ეგ 5.5-ზე კიდევ დუხოვკა იქნება და კიდევ უფრო მეტ ენერგიას შეხვრიპავს. 10900 ეხლა იმაზე ბევრად მეტს ხვრიპავს ვიდრე AMD 2-თ მეტი ბირთვით, lolმგონი 16-იანი AMD-ც კი ნაკლებს ხვრიპავს ვიდრე ეგ კუანა ინტელის ჩიპი :D
  20. ინტელს ახალი თავის სატკივარი აქვს საბოლოოდ დაკარგა apple. ეგ უზარმაზარი მარკეტი იყო. mac mini-შიც, air-შიც და pro-შიც საკუთარი ARM ჩიპი ჩადგეს, რომელიც საკმაოდ ძლიერი ჩანს და ძალიან დაბალი ენერგომოხმარება აქვს. lol ქულერიც კი არ ჭირდება და ელემენტი 20 საათს ყოფნის. ამავდროულად გრაფიკაში ინტელის ინტეგრირებულზე ძლიერია. 5nm-ზეა ეგ ჩიპი და apple-ს cpu-ები საკმაოდ ძლიერებია. https://www.anandtech.com/show/16226/apple-silicon-m1-a14-deep-dive
  21. AMD Radeon RX 6800 may be 50% faster than GeForce RTX 3090 for cryptomining https://videocardz.com/newz/amd-radeon-rx-6800-allegedly-1-5x-faster-than-geforce-rtx-3090-in-cryptocurrency-mining https://www.techradar.com/news/amd-radeon-rx-6800-may-be-50-faster-than-geforce-rtx-3090-for-cryptomining https://wccftech.com/amd-radeon-rx-6800-50-faster-geforce-rtx-3090-at-crypto-mining-rumor/ ამ კარტებს ააორთქლებენ წამებში თუ ეს სიმართლეა.
  22. ბუღალტრები როდიდან გავხდით ამ საიტზე არ ვიცი. კომპანიის შემოსავალზე ასე რომ ნერვიულობ უცნაურია ფაქტია რომ პროცესორებში ბევრად წინაა ყველანაერი პროდუქტიულობის მხრივ, უფრო გრილებია ეგერ დევს ვიდეოები და ა.შ. სულ არ მკიდია ეგ სერვერული ბაზრის წილი lol დავუბრუნდეთ ტექნოლოგიების განხილვას ჯობია.
  23. მაგაშია საქმე რომ გეიმინგის გარდა ნებისმიერ ვარიანტში AMD გაწყობს, თუ 5000 სერია არა მაშინ 3000 ან 2000. რადგან ეგენიც ბევრად უფრო უკეთესია პროდუქტიულობის მხრივ ვიდრე ინტელები, მითუმეტეს ეხლა როცა ფასები დააკლდა. მაგას ნებისმიერი რევიუერი ამბობდა ყოველთვის ძველ სერიებზე, რომ მხოლოდ gaming-ში ჩამორჩებოდა და დანარჩენში ჯობდა ინტელს. ეხლა კი მითუმეტეს gaming-ც კი აღარ დარჩა უპირატესობად ინტელს. რაზე მუშაობ აღარ აქ აზრი AMD ერთპიროვნული ლიდერია სხვა საქმეებში, მარტო gaming იყო და ეგეც კი აღარ არის უპირატესობა. დანარჩენი კი შენ რომ გინდა რომ amd იყოს ისევე ცხელი როგორ ინტელი ბოდიში მომითხოვია. ეგერ დაგიდეს ვიდეოც და 4-17 გრადუსით გრილია იგივე 12 ბირთვიანი 5900x 10 ბირთვიან 10900k-სთან შედარებით. ეგ არცაა გასაკვირი ბევრად დახვეწილი არქიტექტურა აქვს AMD-ს და ბევრად პატარა ტრანზისტორები. რაღას ირჯება AMD ზედმეტად არ მესმის. მაინც გამოუშვია 64 ბირთვიანი ეპიკი https://ranker.sisoftware.co.uk/show_run.php?q=c2ffcfe988e9d4ecd9ebdce9dafc8eb383a5c0a598a88efdc0f8&l=en ძველ ეპიკებსაც კი ვერ ჯობია intel 1-თ კი არა 2 top xeon პროცესორით და ეს ახალი ხომ მთლად მიუღწეველი იქნება.
  24. მდაა 24 თრიდით სახეს ახევს ყველაფერში მაგ 20 თრიდიანს ვიდეო ედითინგი, კომპილაცია, ML რავი ძმაო რაშიც გინდა და თამაშებში ეგერ ჩანს კარგად და შენ ისევ იმას ამბობ იგივეაო წარმადობითო მგონია intel-ში დაიწყე მუშაობა და გვიმალავ რაღაცას.
  25. გამოდის იგივე ან უკეთესია AMD gaming-ში, იშვიათად intel-ც წინაა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია რომ mag ტემპერატურით ეგ 5900x 4-17 გრადუსამდე უფრო გრილია ვიდრე ეგ 10900k მაგ ვიდეოშიც კარგად ჩანს ეს. ამ დროს კი ნებისმიერ სხვა საქმეში ეგ AMD-ს პროცესორი თავზე დაახევს ყველაფერს მაგ ინტელს. 12 core vs 10 core @Georgeამ ვიდეოს თუ უყურე და სხვებისასაც და მაინც არ აღიარებ რომ AMD ჯამში ბევრად წინაა ეს უკვე თეთრზე შავიაო ამის თქმის ტოლფასია. 12 ბირთვიანი უფრო გრილია 4-17 გრადუსამდე ვიდრე 10 ბირთვიანი, ლამის იგივე ფასი ღირს და ბევრად უფრო დიდი პერფორმასი აქვს 24 თრიდი vs 20
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.