Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Everything posted by bloodred

  1. არ დავკვირვებივარ ინთელის კარტების გაყიდვის სტატისტიკას და საერთოდ ოემის გარდა ვინმე ყიდულობს მაგ კარტებს? ფასი დაბალი არ აქვს და ობიექტურად რომ ვთქვა მე პირადად არ ვიყიდიდი მაგ კარტებს.
  2. იმას ვგულისხმობ რომ, ვისაც უკვე აქვს ინთელის მეთერთმეტე მეთორმეტე ან აემდეს მეხუთე სერია არაფერში არ სჭირდება აფდეითი თუ ვიღაც მარკეტინგს აყოლილი ტიპი ან ტექნოლოგიების მოყვარული ფულიანი ენთუზიასტი არაა. შეადარე თაობები და კარგად ჩანს რამხელაზე მოიმატა ენერგიის მოხმარებამ გინდა პროცესორებში და გინდა ვიდეო კარტებში. საერთოდ მეც და ბევრიც უკვე ფიქრობს რომ იყიდოს მინი ქეისი, მინი მაზერით და მინი კვებით. 5700G იმიტომ ავარჩიე რომ არც გაგიჟებული მოთამაშე ვარ და თამაშებს კიდე სრედნებზე და ლოუზე ყელამდე ყოფნის ამის ინტეგრირებული. არანაირი ლაგები და სტატერები არ აქვს. პროცესორის ჩასტიც ყელამდე მყოფნის მართლა ყველაფერში. 3600 რამები მიყენია ბალისტიკები. ვიფიქრე 4000 გავცვლი მეთქი მაგრამ რომ გადავხედე ტესტებს იმდენად მიზერია სხვაობა რომ გადავიფიქრე. მე პირადად ერთ სამ თაობას გადავახტები გინდა ერთი კომპანიის და გინდა მეორის.
  3. ჩვეულებრივი და დაჟე ცოტა მეტი რო უნდა იმ მომხმარებლისთვისაც კი სრულიად საკმარისია მეთერთმეტე სერიაც მეთორმეტეც და აემდეს მეხუთე სერიაც. 99% არ აქვს 500 ჰერციანი უზარმაზარი მონიტორები 1500 ვატიანი კვება და 2000$ ვიდეო კარტები ერთი ელექტრო სადგური და 1000$ წყლის გაგრილება რომ სჭირდება. Აი როგორც ჯორჯს უყვარს თქმა ჩემი 5800× და მეორე 5700g მეყოფა დობრად ხუთი და მეტი წელიც. თამაშსიც მუშაობაშიც და ა.შ. თუ ვინმეს სერვერი ან უზარმაზარი პროექტებისთვის უნდა ეგერაა თრიდრიპერი და ზიონები 500 ბირთვით. რეალურად ზედმეტია უკვე ამხელა წარმადობები მასიური მომხმარებლისთვის
  4. ზუსტად შენს აზრზე ვარ მეც. თუ აემდე ახალ ძლიერ apu გამოუშვებს აუცილებლად ვიყიდი მასზე აწყობილ მინი პისის. Არც 4k ვთამაშობ და არც 8k. Არც ონლაინ გეიმერი ვარ. Უზარმაზარ 9 სლოტიან და 80სანტიმეტრიანი ძლიერ ვიდეო კარტას უბრალოდ უნდა ვაწვევინო დენი. Დავდო უზარმაზარი ქეისი 9 ფშვიტინა ქულერით და წყლის გაგრილების პომპებით, უზარმაზარი ვატიანი ბლოკპიტანიით. 400 ვატიანი ინთელის 999 დიდი და დაკოდილ ბირთვებიანი პროცესორით. Დღეს ჩემი პრიორიტეტებია ჩუმი გრილი კომპიუტერი. Დენის მოხმარება და სიმძლავრის შეფარდება. კომპაქტურობა. შარშან ბევრი ავწონ დავწონე და ამ კრიტერიუმებით ავაწყე 5700G. Არქიკადში ლუმიონში, ფოტოშოფში 3დ მაქსში ყველაფერში გვყოფნის სამ ოჯახის წევრს ვინც რაში ვმუშაობთ. 32გბ 3600 რამები დავაყენე crusial დაბალი ტაიმინგებით. თამაშებსაც ვთამაშობთ 1080p ყველანაირს არც სტრატერები აქ და ლაგები.
  5. რა შედარებაა. ჯობია ბევრად. Პრემიერში არ ვიცი ალბათ გამოდგება. Ბიოსიდან შეგიძლია გაუზარდო მეხსიერება თუმცა 512 და 4გბ დატესტეს და არ ჰქონდა სხვაობა. Ალბათ ავტომატურად იყენებს იმდენს რაც სჭირდება. Მე მაქვს ამისი უფროსი ძმა 5700g Და თამაშებში არ მეგონა თუ ასე კარგად მათამაშებდა.
  6. ხო საინტერესოა. კიდე ის მაინტერესებს შესაბამისი დატვირთვის არ არსებობის შემთხვევაში ენერგო ეფექტირობისთვის ეს პატარა ბირთვები მუშაობს მხოლოდ თუ მთლიანი პროცესორი. ეს თუ ასეა ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა ამ პროცესორში. ახალი ინტეგრირებული რომ ჩადეს მიდლში ეგეც ყველაზე მეტად საინტერესოა ვიდეო კარტების დეფიციტის პერიოდში. საინტერესოა რა სიმძლავრისაა ეგ ინტეგრირებილი ჯპუ.
  7. არა მგონია ეს ინფო მართალი იყოს რადგან ერთერთი ენთუზიასტის დადებულია. როგორც წერენ ინთელის ამ პროცს აქვს 8 ძლიერი ბირთვი თავისი 8 თრიდით და 8 სუსტი ბირთვი უთრიდოთ. გამოდის 16 ბირთვი 8ძლიერი + 8სუსტი + 8 თრიდი. ანუ სულ 24 აემდეს აქვს სრული ძლიერი 16 ბირთვი + 16 თრიდი სულ 32. კაი შეიძლება ერთ თრიდში ჯობდეს. ნუ მე ეჭვი მეპარება 26% ჯობდეს მაგრამ ვთქვათ. აი მრავალ ბირთვიან რეჟიმში რანაირად აჯობებს ვერ ვხვდები. ვნახოთ რამდენიმე თვეში გავიგებთ.
  8. პრობლემა აემდესი არის ის რომ ჩიპების მწარმოებლები ვერ აკმაყოფილებენ მიწოდებას რადგან ვაშლს აქვს ყველა რესურსი დაკავებული. ამ მომენტისთვის ერთ კი არა ორი თაობა აქვთ წინსწრებით უკვე მზად მაგრამ ვერ უმზადებს tsmc.
  9. ეს სისტემა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოხმარებისთვის რაც არ უნდა გეიმერი ან პრადვინუტი მომხმარებელი იყო ზედმეტია. ეს არის რაბოჩი სისტემა. 3დ, არქიტექტურული გრაფიკული ან დიდი გამოთვლითი პროგრამებისთვის. ესეთი სამუშაო პროგრამები ასეთი სისტემის ფულს თავისუფლად ამოიღებს.
  10. ვნახოთ. მეც არაერთხელ დავწერე რომ მივესალმები ინტეგრირებული გრაფიკის განვითარებას თორემ მაინიგმა და ფასების კატასტროფულად აწევამ მსოფლიო დატოვა ხელცარიელი. ბევრი პლიუსიც აქვს ინტეგრირებულს. ცოტა დენის მოხმარება მინი ქეისებში მოთავსება წონა და ა.შ. მე მაგალითად აღარ ვთამაშობ ან იშვიათად. თანახმა ვარ საშუალო რეზოლუციაზე და საშუალო სეტინგებზე თუ გაქაჩავს თამაშებს ინტეგრირებულები.
  11. მე ვფიქრობ დდრ5 უნდა დაელოდო ორივე მწარმოებელზე და მერე აირჩიო.
  12. ხო ამ პაპსა ეპლმა შეჭამა ყველა რესურსი. მაინინგმა ვიდეო კარტები შეჭამა მაგრამ წარმოების სიმძლავრეები არ ყოფნის უკვე მსოფლიოს. ხან მეხსიერების ჩიპებია დეფიციტში ხან პროცები და ხან ჯეპეუები. წელს კიდე ახალი კონსოლების გამოშვებაც დაემატა და კატასტოფა დეფიციტია ყველგან.
  13. ბევრს სულ არ აინტერესებს თამაშები. აი მე მაგალითად დამაინტერესებდა ამ ორი პროცესორის შედარება პროგრამებში. გაძვირდა ძველი რიზენებიც. ალიზე მეგონა დავარდებოდა ფასი მაგრამ უფრო მოიმატა. ესეც ვიდეო კარტები ხო არაა კაცო.
  14. შენ შეიძლება კარგი ჩიპი შეგხვდა
  15. დღეს თქვა ინთელის დირექტორმა მომავალ წლებში პისი სექტორში მთავარ კონკურენტად ეფლს განვიხილავთო. ზოგადად კარგია ბაზარი რომ გაიშალა და ერთ კომპანიას არ მიყავს პარადი მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამოჩნდა. ადრე თუ ინთელი გლობალ ფაუნდერსი ტიესემსი სამსუნგი და კიდე იყვნენ კომპანიები უშვებდნენ ჩიპებს ახლა ეს TSMC გაიჭრა წინ და ყველა ცდილობს ამათ დაუკვეთოს. ამათ კიდე სიმძლავრეები აღარ ყოფნით. ამიტომ დეფიციტი წარმოიქმნა ბევრ სეგმენტში. ჯერ აემდეს პროცესორებს და ვიდეო კარტებს ძლივს ასწრებდა და ახლა ვაშლი და ინთელიც ემატება. ამიტომ თუ კონკურენციამ ფასები დააგდო ეს დეფიციტი ფასებს ზემოთ წევს. ამას ემატება ეს ოხერი კიბო მაინინგიც. ახლა აშკარად გამოჩნდა რომ საჭიროა ახალი ჩიპების დამამზადებელი. აქაა უკვე საჭირო კონკურენცია.
  16. მე მქონდა ადრე E5450 მაგ მაზერზე 3.8 მეტი ვერ დავიჭირე სტაბილურად. 3.9 ლურჯ ეკრანს მიგდებდა. ვოლტაჟი არ მახსოვს მაგრამ კაი ბლომად მქონდა დაყენებული. თუ 3.8 იმუშავებს დატოვე. 3.8 და 4.0 შორის დიდი სხვაობა არ იქნება.
  17. ინთელმა იმიტომ გადაასწრო მაშინ რომ უკეთესი პროცესორები გამოუშვა რასაც აემდემ 15 წელი ვეღარ უპასუხა. როცა უპასუხა შედეგიც სახეზეა. გოგლა თქმის არ იყოს 3-4 წელი უნდა კიდე ასეთი ტემპით რომ აემდე ფეხზე დადგეს. ჩინური რუსული და სხვა ალტერნატივა თუ შემოვა მივესალმები. იგივეს მივესალმები ვიდეოკარტების ბაზარზე თორემ არაადეკვატური კოსმოსი ფასებია. თან ეს ორი კომპანია ვეღარც აკმაყოფილებს ბაზარს.
  18. ინთელი იძულებილია მაქსიმალურად დაწიოს ფასები. შეტრიალდა სიტუაცია. ადრე აემდე აკეთებდა იგივეს. ახლა ფასი წარმადობით ინთელი უკეთესი გახდა. რომ შეეძლოს ინთელი არაფრით არ იზავდა ფასის დაწევას. როგორც ჩანს არ შეუძლიათ. როგორც ჩანს ვერც 10 ნანომეტრი გამოდის ისეთი რომ რამედ ღირდეს. მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ნელნელა ფინანსური გათანაბრებაც მოხდება.
  19. მე იმას ვამბობ რომ ამ სერიით აემდეს 5000 სერიას ვერ გადაასწრო. კონკურენტული გარემო ვერ შექმნა. ამდს პროცესორების გაყიდვის პრობლემა არ აქვს. პირიქით დამზადების პრობლემა უფრო აქ. მყიდველი მეტია ვიდრე მიწოდება შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ ფასს არ დააგდებს. შენ კი იცი ამას მე სულ ინთელზე ვწერდი და ახლა აემდე დგას მაგ რელსებზე. რაც მომეწონა და მთელი გულით ვგულშემატკივრობ ეს ინტეგრირებული ვიდეოა ინთელის. ინთელმა თუ ვიდეოკარტების გამოშვებაში წარმატებას მიაღწია ეს ყველას წაგვადგება. ისეთი ცუდი სიტუაციაა ვიდეოკარტების მხრივ ეს შვება იქნება.
  20. ის. მაზერი რა ღირს მაგხელა ენერგო მოხმარებას რომ გაუძლოს? მაგას იაფიანზე ვერ დააყენებ. რა შუაში კიდე აემდეს ლიმიტი რომ მოუხსნა ენერგომოხმარების? რატომ უნდა მოუხსნა? არ სჭირდება მეტი. აი ამ 11900 სჭირდება. ვერ ეტევა მაგ პაკეტში. ფასს თუ დაადებენ იაფს თორემ ძვირი მაზერი ძვირი პროცესორი ძვირი გაგრილება კაი ფასს აარტყავს და ვის რა ჯანდაბად სჭირდება მაგი ამხელა ფასად? მე ველოდებოდი ამ ყველაფერში რომ წინ წავიდოდა და კონკურენცია იქნებოდა. ახლა ეს არაფერი არაა. ინთელის თავგადაკლული ფანი ან გაუთვიცნობიერებელი მყიდველი თუ იყიდის. აი ვკითხოთ აქაურ უზერებს 5800x da 11900 შორის რომელს აიღებდნენ და უცბათ გავიგებთ. შენ უფრო მეტად ხარ ფასებში გათვიცნობიერებული და დადე აბა რა დაჯდება ზბორკა აემდესი და ზბორკა ინთელის.
  21. ამ ინთელის მეთერტმეტე სერიამ აემდეს FX და ინთელის პრესკოტის დაპირისპირება გამახსენა. მაშინაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო როცა იმ მონენტში ინთელმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა თანამედროვე აემდეს FX და გამოუშვა ორბირთვიანი სიხშირებ გამოწურული უცხელესი პრესკოტები უზარმაზარი ენერგო მოხმარებით. მაზერბორდებს წვავდა ის პროცესორები. ახლაც ცდილობს ოღონდ რამდენიმე პროცენტით გადაასწროს და 250 ვატიან 14+++++++++++ ტექნოლოგიას წურავს ბოლომდე. მაქს 125 ვატიან 5800x 250 ვატიანი 11900კ 6.5% ასწრებს. არ ვიცი ვინ იყიდის ამხელა თბოპაკეტიან პროცესორს რომელიც ბოლომდე გაჭინთული 6% ასწრებს მხოლოდ კონკურენტს. ისიც რეალურ პროგრამებში არ ვიცით გაასწრებს თუ არა. ეს არის სრული ფიასკო. ერთადერთი ინტეგრირებული ვიდეო არის მანდ წარმატება რაც უდაოდ გასახარია.
  22. დაკარგავენ და დაკარგონ ჯორჯ. ეგ არაა სადარდებელი ჩვენი. ფასსაც დაუწევენ. ვიდეო კარტაზე ვარ გამწარებული. ამ ზაფხულს 250 ლარად აემდეს 570 580 ვყიდულობდით და ახლა 500 ლარი უნდა. უნდა რაღაც შეზღუდვა დააწესონ ლიცენზიის გამცემმა ორგანოებმა ამერიკა ევროპაში რომ ვიდეო კარტებს აღარ ქონდეს მაინინგის ფუნქცია. გამოუშვან სპეციალური ვიდეოკარტები მაგისთვის რომელსაც სხვა ფუნქციები არ ექნებათ. ვიღაცა რომ მაინინგობს ამის გამო ჩვეულებრივ უმრავლესობას რატომ უნდა გაგვიძვირდეს ორჯერ სამჯერ? იმას ამოუწყდა ოჯახი ვინც ეგ მაინინგი გამოიგონა პირველად. მაგისი წვრილი მზერა გავფანტე.
  23. მოკრძალებული კი არაა აემდეს გეგმები უბრალოდ არ სჭირდებათ მეტი. აემდე უკვე დაადგა ნელნელა გაძვირების გზას. იყიდება ეგრევე და ფასმაც მოიმატა. ახლა ინთელის პროგრესი გვჭირდება რომ ფასები დარეგულირდეს ისევ. ნეტა ვიდეოკარტების ბაზარზე გამოჩნდებოდეს რამდენიმე მწარმოებელი თორემ კარტა ვერ გიყიდია კაცს მანქანის ფასი დაედო ამ დებილი მაინინგის გადამკიდე. ნეტა აკრძალავდნენ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.