Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. მაგალითი ხომ დავდე შუა სურათი როა ისეთი მინდა, ოღონდ იმაში ფორმები არ ჩანს მთლად კარგად.... Vako™ მანდ მაინც ჩანს რომ სურათია მინდა, რომ იყოს გრაფიკულ პონტში.... მომავალი წლის აგვისტოში დიდი სამეცნიერო კონფერენცია ტარდება და ლოგოს ვარჩევთ ფინანსები შეზღუდულია, ამიტომ დიზაინერების დაქირავებას ვერ ვახერხებთ....
  2. მოკლედ ეს არის ორიგინალი (საწყისი ყოველ შემთხვევაში) სურათი: და მინდა იყოს როგორც გრაფიკა და არა ცოცხალი სურათი შევჩერდი ორფერიან ვარიანტზე Photo Filtre-ს Duotonate ფუნქციით მივედი ამ შედეგამდე: ცოტა კიდევ მოდიფიცირებით აქამდე: Photoshop-ში დიდად ვერ ვერკვევი, არასდროს დამჭირვებია მისი სრული ფუნქციები და ახლაც Content Aware ფუნქციის გამო ვიყენებ ხომლმე მისი Duotone ფუნქცია ვერ დავამუღამე რაღაც, Graystyle-შიც ვერ გადავიყვანე სურათი ნორმალურად, დამეხმაროთ იქნებ, ისე რომ მე-2 სურათის სტილის გამოსახულება მქონდეს, ოღონდ ცოტა უფრო უკეთესი: აქ ბევრი ფორმა გადღაბნილია ერთმანეთში
  3. სხვადასხვანაირადა... ზოგი DLC მარტო ახალ იარაღს, ან ჯავშანს ამატებს, არის ასევე გუნდის პერსონაჟებსაც ამატებს: მაგალითად ზაიდ მასაი და კასუმი გოტო არის მცირე მისიები-მაგალითად პირველი ნორმანდიის ჩამოვარდნის ადგილის მონახულება, ასევე დიდი მისიებიც, რომელიც სიუჟეტს მოშორებულია ასე თუ ისე (მაგალითად Overlord, Firewalker) და სულ ბოლოა Liar Of The Shadow Brocker-ეს პერსონაჟი პირველ ME-შიც ჩანს,ჩანს ასევე კომიქსებში ME-ს შესახებ, ამ DLC-ში ასევე ძველი გუნდის წევრს (და შესაძლოა ძველ სიყვარულსაც)-ლიარას ისევ გუნდში აბრუნებ, მართალია დროებით და მხოლოდ ამ მისიაში, მაგრმ მაინც, , მოკლედ ეს ძალიან კარგი DLC-ა რამმდენიმე სიახლით, 2 ბოსფაითით და ასევე ზის ზოგად სიუჟეტუხ ხაზშიც დადის ჭრები, რომ ME3-ის გამოსვლამდე რამდენიმე DLC გამოვა, რომელიც ME2 და ME3 შორის პერიოდს დაეთმობა
  4. ხო, იაჰუზე გამახსენდა... ალტერნატიული მეილი ვიციო და ვხსნი პაროლსოდა მანდ საკონტროლო კითხვა-პასუხიც რომაა აუცილებელი? თუ მაგაზეც იცი პასუხები? მაშინ რაღა "გატეხვა" გამოდის? მეილების გატეხვას რაც შეეხება... ანუ ისე, როგორც იყო პირობა: მეილსერვერზე არ ინახება პაროლები, იქ ინახება პაროლების ჰეშები ჰეშების "ამოხსნა" კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია თუკი ბრუტფორსით მიაწვები, მაგრამ კარგი სერვერის და Dictionary Attack-ის მეთოდით შესაძლოა საშუალო სიმძლავრის პაროლის ჰეშის რამდენიმე საათში დეკრიპტირება, რთულზე კი უფრო მეტი დროა.... ამიტომაა უსაფრთხოებისთვის პერიოდულად რომ ცვლიან პაროლს პაროლებად კი იყენებენ ალოგიკურ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ფრაზებს თუ სიმბოლოთა თანმიმდერობას. არსებობს პაროლების Hardware გენერატორებიც, ისეთ სისტემებში (ფიზიკური თუ კომპიუტერული) შესასვლელად, სადაც პაროლო გამუდმებით ივლება რათა ქსელიდან გატეხვა გამორიცხონ...ბიომეტრული დაცვა და ა.შ იდეაში სპეცსამსახურებს შეუძლიათ პაროლის "ამოხსნა", თუმცა საკმაოდ დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული, ვებსაიტის ადმინს ნაკლები შანსი აქვს, შეუძლიათ დაარესეტონ, ისიც ისე, რომ ახალ პაროლს მაინც ვერ გაიგებენ (მეილის შემთხვევაში) ისე, კარგი დეა დამებადა ახლა: FingerPrint სენსორები ლამის ყველა მე-2 ლეპტოპს აქვს, არც USB ვარიანტი ღირს ძვირი, რატომ არ თავაზოვენ ბიომეტრულ დაცვას მეილ პროვაიდერები? შესაძლოა ამ იდეის დაპატენტებაც არავინ იცით საპატენტო?
  5. ეგ სხვა ამბავია ამას წინათ მაგალითად, ჩემი მაილიდან სპამები დაგზავნეს და Gmail-მა პაროლის შეცვლა მომთხოვა (თემაც გავხსენი ამის შესახებ ფორუმზე, რამდენიმეს გამოაცვლევინეს კიდევ პაროლი)ნეტშიც გამოჩნდა ინფო, რომ ეს შეტევა იყო.... ასეთი რამ Yahoo-ს არასდროს ჰქონია, ასევე სულ ნუ მიუთითებ ალტერნეტიულ მეილს ფოსტის შექმნისას წაკითხვაში იგულისხმება წერილების წაკითხვა და მისი კონტენტის გამოყენება შენთვის რეკლამების გამოსაგზავნად.... ასევე თვითნებრად ჩართული Buzz... მოკლედ, გადაიკითხეთ Gmail-ის EULA (რომელიც არც მე წამიკითხია რეგისტრაციისას და დარწმუნებული ვარ არც თქვენ)
  6. მოზილას გარეშეც მშვენივრად მუშაობს Thunderbird-ის ადონები...
  7. ME-ზე მაგას ვერ იტყვი, ძალზე მაღალ დონეზე იყო ნათარგმნი რუსულად ნამდვილად....
  8. ვაა, ამ აპდეითმა და კრეკმა რა მაგრად უშველა... დაბალ რეზოლუციაზეც მიჭედავდა და ახლა 1440X900 დაფრინავს... თამაშიც უფრო საინტერესო გახდა და თითქოს გრაფიკაც გაუმჯობესდა (ნუ ეს რა თქმა უნდა რეზოლუციის ბრალიცაა) მოკლედ, წინა შეფასებაში უფრო კრიტიკული ვიყავ, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ერთადერთი ნაკლი ხანმოკლეობაა... სხვა მხრივ ისეთივე და კიდევ უფრო თავბრუდამხვევია როგორც ყველა CoD
  9. იაჰუს ფასიანი აქვს POP/IMAP მომსახურეობა, ან yahoo.co.uk-ზე უნდა დარეგისტრირდე რაც შეეხება რატომ უნდა გამოვიყენოს, პირველ რიგში იმიტომ, რომ Yahoo არ კითხულობს ჩემს წერილებს Google-სგან განსხვავებით, აქვს ძალიან მოსახერხებელი ვებ-ინტერფეისი-ტაბები, ასევე არ ტყდება ისე ხშირად როგორც Gmail (მართალია Gmail-ს მთლად ვერ ტეხავენ, მაგრამ სპამს აგზავიან ხოლმე შენი სახელით) Hotmail-ის დიზაინი არ მომწონს მაინცდამაინც, თუმცა Gmail-საც ვიყენებ POP ფუნქციისთვის და ასევე ზოგიერთი მოსახერხებელი ფუნქციის გამო
  10. ვიყენებ ThunderBird-საც და Outlook-საც, პრინციპში Windows7-ის დეფაულტ კლიენტიც WindowsMail-იც მაკლმაყოფილებდა დიდი მოთხოვნები მე არ მაქვსდა.... Thunderbird-ის უპირატესობა კი რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო ედონია
  11. Home Server-ისთვის Microsoft-მა გამოუშვა ზუსტად Windows Homeserver (შესაძლოა სატესტო ვერსიის გადმოწერა და მერე დაკრკვა) სპეციალურად სახლის პირობებში გამოსაყენებლად, შედარებით გამარტივებულია სერვერის კონფიგურაცია, კარგად იმუშავებს მოცემულ ჰარდზე Microsoft-ის საიტზე შეგიძლია ნახო დეტალური ინფორმაცია და Guide-ბი
  12. არ უნდა დაიჭირო და თვითონ შეწვა მაგის გამკეთებელი??? :diablo:
  13. ხო, მაგრამ ME-ში მაგალითად მორდინის გაგება ძალიან მიჭირს უამრავი დიალექტი თუ კილოა გამოყენებული რაც ართულებს გაგებას შუტერებში არაა პრობლემა,პრინციპში არც აქ, თუნდაც ნახევარი რომ გაიგო თამაშის აზრს მაინც ჩაწვდები, მაგრამ მე 10% მინდა :D
  14. Symbian-ის აპლიკაციები SIS/SISx გაფართოებითაა, ასევე მასზე მიდის JAVA ფორმატის JAD და JAR გაფართოების აპლიკაციები, ხოლო თუკი პითონის, ან სხვა რომელიმე პროგრამირების ენასაც დააყენებ, მათი შესაბამისი გაფართოების ფაილების გაშვებაც შეიძლება
  15. რუსულად თავისუფლად ვგებულობ ყველაფერს და მიტომ მიჩევნია ME-ს ტიპის თამაშები მაგ ენაზე... ინგლისური კი ჯერ უნდა გადავთარგმნო გონებაში და ამ დროს რაიმე ამორჩება ხომე, 90% მეც ვგებულობ, მაგრამ არც ის 10% მინდა დამრჩეს გაუგებარი თუმცა რამდენჯერმე რაც დავხურე უკვე სუბტიტრებიც აღარ მჭირდება... თან რა თქმა უნდა ორიგინალი გახმოვანება ჯობია, სხვა თამაშებს არც მე ვეტანები რუსულს, მაგრამ ME1 თავიდან ვითამაშე ინგლისურად 2008-ში, მაშინ არც RPG მიყვარდა და ინგლისურსაც ვერ ვფლობდი ისე საფუძვლიანად და ვერ დავამუღამე რატომღაც ერთი წლის მერე წავაწყდი რუსულ "ოქროს გამოცემას" და ვითამაშე და მის მერე ვეღარ მოვშორდი ME1 მერე ინგლისურადაც დავხურე რამდენჯერმე :)
  16. Symbian OS Nokia-ს მობილური ოპერაციული სისტემაა მობილური მოწყობილობებისა და სმარტფონებისთვის. ის შემუშავებული იყო Symbian Ltd-ს მიერ, რომელიც დააარსეს კომპანიებმა Psion, Nokia, Ericsson და Motorola. 2008 წელს, ამ კომპნიებმა დააარსეს ახალი კონსორციუმი Symbian Foundation, რომელის მიზანია ღია კოდიანი მულტიპლათფორმული OS-ის შექმნა. Symbian LTD-ს დანარჩენი ნაწილი კი შეიძინა Nokia-მ. Symbin OS მუშაობს ექსკლუზიურად ARM პროცეორებზე, თუმცა აქვს ჯერ კიდევ დაურილიზებელი X86 პორტიც, ის არის არის ოპერაციული სისტმა EPOC32-ს შთამომავალი, რომელიც შექმნა Psion-მა თავისივე წარმოების ჯიბის კომპიუტერებისთვის. 1998-2000 წელს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწერა, რათა მოეხდინათ მისი სრულყოფა და ოპტიმიზაცია შეზღუდული აპარატურული რესურსების მქონე მოწყობილობებზე. შემქმნელებმა შეძლეს მიეღწით მეხსიერების მნიშვნელოვანი ეკონომიისთვის, კოდის კეშირების გაუმჯობესებისთვის და ამის შედეგად პროგრამების სისწრაფის მომატებისთვის შემცირებული ენერგომომხმარებლობის პირობებში. მწარმოებელებისთვის ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტია API-ს დონეზე ობიექტ-ორიენტირებული არქიტექტურა, რეალური მულტიტასკინგი. Symbian-ის შექმნისას ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ ფაქტორებზე: მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და საიმედო შენახვაზე მომხმარებლის დროის ეკონომიაზე ძალზე შეზღუდულ რესურსებზე მუშაობაზე დღესდღეობით Symbian OS-ს ბაზრის 40%-ზე მეტი უჭირავს. ძირითადი პროგრამირების ენაა C++, აქვს ასევე ჩაშენებული JAVA-ს მხარდაჭერაც.ასევე შესაძლებელია პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებაცL Python, Flash Lite, Ruby, .NET, Web Runtime (WRT).იყენებს მიკროკერნელს (მიკრობირთვს) არსებობს Symbian-ის რამდენიმე პლათფორმა: UIQ (User Interface Quartz)-Sony Ericsson და Motorola-ს სმარტფონების ძირითადი OS, მთავარი თავისებურებაა სენსორული ეკრანის მხარდაჭერა, 2006 წლიდან გადავიდა SE-ს საკუთრებაში, ხოლო 2008 წელს შეწყდა მისი განვითარება (მერე გადაერთო SE Windows Mobile-ზე) Series 60 (S60)-Nokia-ს ძირითადი პლათფორმა, თავიდან შექმნილი იყო სტანდარტული კლავიატურის მქონე სმარტფონებისთვი, თუმცა შემდეგ Nokia მთლიანად ამ სისტემის სრულყოფაზე გადაერთო, იყენებენ ასევე Samsung, Siemens და LG Series 80-Nokia იყენებდა QWERTY კლვიატურული სმარტფონებისთვის, თუმცა, შემდეგ შეწვიტა მუშაობა და S60-ის სრულყოფაზე გააგრძელა. FOMA (Freedom of Mobile Access)-გავრცელებულია იაპონიაში, იყენებს უმსხვილესი მობილური ოპერტატორი NTT DoCoMo, მას იყენებენ Mitsubishi, Fujitsu, Sony Ericsson და Sharp. გარდა ამისა არსებობს ცალკემდგომი მოწყობილობები, რომელიც იყენებს Symbian OS-ს, მაგალითად Nokia 7700, Nokia 7710 (Series 90) და SGH L870 მივყვეთ განვითარების ისტორიას: 1998 წელს დაარსდა Symbian LTD 1999 წელს კომპანია Psion უშვებს OS-ს EPOC Release 5, რომელმაც მიიღო დასახელება Symbian OS v5. ის გამოიყენებოდა მაგ SE-ს MC218-ში 2000 წელს გამოდის სისტემა EPOC5U (Symbian OS v5.1, u = Unicode) პირველად ის გამოიყენეს სმარტფონში Ericsson R380(ალბათ გახსოვთ ეს ტელეფონი) იმავე წელს გამოდის Symbian OS v6.0 და v6.1 ამავდროულად გამოდის პირველი სრულყოფილი Symbian -სმარტფონი Nokia 9210 იმ დროისთვის საოცნებო ტელეფონი 2004 წელს გამოჩნდა პირველი ვირუსი Symbian OS-ისთვის- Cabir, რომელიც თავისით ვრცელდებოდა ბლუთუსის საშუალებით და აზიანებდა მომხმარებლის ინფორმაციას იმავე წელს გამოვიდა Symbian OS v8.0, რომლის ძირითაი თავისებურება იყო ორი განსხვავებული ბირთვი: EKA1 და EKA2, ეს უკანასკნელი არ გამოიყენებოდა სმარტფონებში Symbian OS v8.1b-მდე. 2004 წელს გამოვიდა Symbian OS v9.0 ის იყენებდა EKA2 ბირთვს, ძირითადი ცვლილებები შეეხო უსაფრთხოებას: შემოღებული იქნა უსაფრთხოების სერთიფიკატები, რომელიც განსაზრვრავდა ამა თუ იმ აპლიკაციის წვდომის უფლებებს-როგორც აპარატურულს, ისე პროგრამულს და ასევე წვდომას მომხმარებლის მონაცემებთან. ასევე ამ ვერსიაში რეალიზებული იყო ARM5 პროცესორების მხარდაჭერა. თუმცა, ამ OS-ზე სმარტფონები გამოვიდა მხოლოდ 2006 წელს 2006 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა Symbian OS v9.2 Bluetooth 2.0 და OMA Device Management 1.2 მხარდაჭერით 2006 წლის 12 ივლისს გამოვიდა Symbian OS v9.3 იგივე S60 V3 HSDPA მხარდაჭერით. მაგალითად, მას იყენებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სმარტფონი N73 2006 წლის 16 ნოებბრისთვის გაყიდული იქნა 100 მილიონი სმარტფონი Symbian OS-ის მხარდაჭერით. Symbian OS 9.4 გამოვიდა 2007 წელს, მასში მხარდაჭერილია SQL SQLLite-ს საშუალებით, Wi-Fi,სენსორული ეკრანი ასევე ოპტიმიზირებულია კოდი, პროგრამები ირთვება 75%-ით უფრო სწრაფად ვიდრე Symbian 9.3-ში. ეს რილიზი ცნობილია როგორც S60 5th edition ანუ S60 V5. მას იყენებენ მოდელები: Samsung i8910 Omnia HD, Nokia N97, Nokia N97 mini, Nokia 5800 XpressMusic, Nokia 5530 XpressMusic, Nokia 5228, Nokia 5230, Nokia 5233, Nokia 5235, Nokia C6-00, Nokia X6, Sony Ericsson Satio, Sony Ericsson Vivaz და Sony Ericsson Vivaz Pro. Symbian OS 9.5 გამოვიდა მალევე, მასში მხარდაჭერილია ციფრული მობილური ტელევიზია DVB-H და ISDB-T ფორმატში Symbian^3-სულ ახალი პროდუქტია, წინავერსიებისგან განსხვავებით მას გააჩნია FullHD Output-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია ბრაუზერი, თაჩ-მენიუები, მხარდაჭერილია QWERTY და პრორტრეტული კლავიატურა,მულტითაჩი, მხარდაჭერილია ტექსტის შეყვანის SplitScreen რეჟიმი,Nokia-მ გამოაცხადა, რომ, Symbian^3-ს შემდგომი განახლებები დაფუძვნებული იქნება Qt Framework-ზე. პირველი სმარფონი ამ OS-ზე იყო Nokia N8, შემდეგ C7, C6-01 და ახალგამოსული Nokia E7. Symbian^3 ოჯახში შედიან Symbian Anna და Symbian Belle (ბოლო განახლება) 9.5(S60 v5.2) და 10.1(S60 v5.3) ვერსიები შესაბამისად.გამოსული Symbian Belles Future Pack 2, რომელშიც გაუმჯობესებულია User Experience, დამატებულია Homescreen-ები და Live ვიჯეტბი, ჩამოსაშლელი მენიუ, მოდერნიზებულია ნავიგაცია Nokia Maps-ით, გაუმჯობესებულია Status Bar,შემოტანილია ვიზუალური მულტიტასკონგი, ლოქსკრინზე შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა, მხარდაჭერილია NFC დევაისები,დამატებულია ახალი აპლიკაციები, მოკლედ, ამ ბოლო განახლებით Nokia-მ Symbian-ს თანამედროვე სრულყოფილი მობილური OS-ის სახე მისცა, რა თქმა უნდა მთლად Android 4.1 ან WP 8-ს დონის ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება, იმ სმარტების მფლობელებს, სადაც მხარდაჭერილია Belle FP2, გირჩევთ განაახლოთ, (ფაქტიურად ყველა Symbian^3 სმარტფონისთვის) წყარო: Wikipedia სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან: AllNokia.Ru საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის: AllNokia.Ru Smart60.Ru Smart60.Kiev.Ua
  17. შენ ურევ აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას ერთმანეთში.. თუმცა გეთანხმები, Nokia-ს იაფფასიანი ტელეფონები შესაძლოა ხარისხით ვერ ამოირჩევიან, მაგრამ TOP მოდელები ხარისხის ეტალონია შეიძლება ითქვას... სინაზეს რაც შეეხება, მგონი ყველა ტელეფონს, რომელსაც უზარმაზარი სენსორული ეკრანი აქვს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება... თორემ ჩემი N73-ის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მგონი მარტო: რამდენჯერ გადამვარდნია, დაცემულა ასფალტზე, ბეტონზე თუ სხვა არც თუ ისე რბილ ზედაპირზე, ერთი ორჯერ ფეხიც გამირტყამს მერე სიარულში და მუშაობს ჯორივით, არა მგონია რომელიმე ნებისმიერი მწარმოებლის თაჩსკრინიანმა მოდელმა გაუძლოს ამდენს (კი არა ერთ ასფალტზე დახეთქებასაც ) სწორედ მაგიტომ ვიკავებ თავს მაგ ტიპის ტელეფონის ყიდვისგან, თორემ N900 მომწონს ძალიან. პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, მგონი რაც რამე აპლიკაცია იდებოდა smart60.ru-ზე ყველა მაქვს მოსინჯული ფოტოების გადაღებაში კიდევ NOkia-ს იშვიათად ჯობნის სხვა ტელეფონი, Carl-Zeiss-ის ოპტიკა UltraHigh End-ია, ასევე მტრიცებიც ხარისხიანები აქვთ ვიდეოს რაც შეეხება, 720P-ს გადაღება ნამდვილად კარგია, თუმცა თუკი ხანგრძლივი ვიდეო გინდა, დამტენი შეერთებული უნდა გქონდეს-ბატარეები მალე იცლება DVD ხარისხიც სრულიად დამაკმაყოფილებელია სამოყვარულო მიზნებისთვის :)
  18. ფლეში ინტერნეტის გნუყოფელი შემადგენილი ნაწილია (რაც არ უნდა ამტკიცონ, ზოგიერთებმა, რომ HTML5 მოდის რაღა დროს ფლეშიაო, არა მგონია უახლესი რამდენიმე წლის მანძილზე ის ვინმემ დაივიწყოს) ფლეშ ფორმატი მოხერხებულია იმის გამო, რომ მისი საშუალებით შეიძლება დამზადდეს კროსპლათფორმული, მულტიბრაუზერული კონტენტი, აღარაფერს ვამბობ საიტის დიზაინის ელემენტებზე-დღეს იშვიათია საიტი ფლეშს რომ არ იყენებდეს, აღარ ვამბობ მთლიანად ფლეშში შესრულებულ საიტებზე... მაგრამ, ამ ყველაფერმა რომ იმუშაოს, საჭიროა ბრაუზერისთვის პლაგინის დაყენება მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან: Get Flash Player გადმოწერეთ სრული საინსტალაციო: Flash Player Distribution მიმდინარე ვერსიაა 13.0.0182 სტანდარტული პლაგინი მხოლოდ 32 ბიტიანი ბრაუზერებისთვისაა, თუმცა თანდათან მკვიდრდება 64 ბიტიანი სისტემები, მართალია 64 ბიტიან ბრაუზერებს ჯერ არ არ უშვებენ ცნობილი მწარმოებლები, თუმცა Microsoft-ს უკვე აქვს 64 ბიტიანი IE, რომელშიც რა თქმა უნდა არ მუშაობს 32 ბიტიანი პლაგინი, ამიტომ Adobe ამუშავებს ფლეშის ახალ 64 ბიტიან ვერსიასაც, მისი გადმოწერა შეგიძლიათ Adobe Labs-ის საიტიდან: Flash Player "Square" Preview Release კიდევ ერთი Adobe-ს პროდუქტია Shockwave Player მისი საშუალებით შესაძლებელია სრულფასოვანი კროსპლათფორმული 3D აპლიკაციების (მაგალითად თამაშების) შექმნა. პლეერის გადმოწერა შეგიძლიათ ადობეს საიტიდან: Get Shockwave Player მიმდინარე ვერსიაა 11.5.9.615
  19. მენიუ რომ რუსული იყოს რა პრობლემაა, რაში გიშლის ხელს? გახმოვანება ყველგან ინგლისურია (ნუ არის სხვა ენებიც, მაგრამ არა რუსული) სხვანაირი ვარიანტი როგორც მე ვიცი (და ისედაც) არ არსებობს
  20. სამწუხაროდ მარტო მასეთი რუსიფიკატორია Download რუსულ გახმოვანებაზე არც კი ფიქრობენ მგონი თუ შნ გინდა, რომ მენიუ იყოს ინგლისური და რუსული სუბტიტრები?
  21. :lollol: :lollol: :lollol: სიმბიანი ფაქტიურად დღესაც ერთადერთი ოპტიმალური OS-ია ტელეფონებისთვის iOS-ცარიელი მარკეტინგი-რეალურად ლამაზი ინტერფეისის ქვეშ ერთადერთი გამოკვეთილი ორიგინალური ფუნქცია მულტითაჩია არა აქვს მულტიტასკინგი (ანუ ვერ გამოიყენებ ორ პროგს ერთდროულად-უფრო სწორად გამოიყენებ, მაგრამ რეალურად მუშაობს მხოლოდ ის პროგრამა, რომელსაც იმ მომენტში იყენებ) Android- ესეც გუგლის უდიდესი მარკეტინგს პირმშოა, რა თქმა უნდა კარგი სისტემაა,პერსპექტიული, ოხრადაა უფასო აპლიკაციები (თუმცა მაგ მხრივ საქართველოში მაინც არაა პრობლემა) მაგრამ მაინც ნედლია ჯე, პრობლემები აქვს აკუმულატორების რესურსების გამოყენებასთან- შედარებით მალე სვამს,ასევე მოშნად ჭამს ინერნეტ ტრაფიკს, რაც ჩვენთან საკმაოდ ძვირია (და არა მარტო ჩვენთან) WindowsPhone-ოხრად ჭამს რეურსებს, ასევე იკიდებს ვირუსებს ჩემთვის ჯერჯერობით Symbian ერთადერთი უალტირნატივო საშუალებაა-რესურსების ეფექტური გამოყენება, ტრაფიკის დაზოგვა, უკვე წლობით დახვეწილი აპლიკაციები, რეალური მულტიტასკინგი (მაგალითად, ახალ მოდელებში, ფლეშის მხარდაჭერა.... მოკლედ ეს თემა Android-ს ეხება და არ მინდა VS თემა გამოვიდეს, ამიტომ,თუ სურვილი გექნებათ მობილური OS-ების შედარებაზე, ცალკე ტოპიკი გახსენით, ამ ტოპიკში ამ კუთხით დისკუსია ვორნს გამოიწვევს
  22. ნეროს თვითონ მოყვება მე-5 თუ მე-6 ვერსიიდან დაწყებულს Nero CD/DVD Speed ქვია როგორც მახსოვს.... ცალკე მდგომი სიმართლე გითხრა არ მახსოვს შემხვედროდეს... შესაძლოა მწარმოევბლებს ჰქონდეთ საიტზე
  23. გუგლი გამოიყენეთ ხოლმე ტუტორიალების საძებნად, ან თვითონ პროგრამის ჰელფ ფაილები ნახეთ უკიდურეს შემთხვევაში: http://www.ehow.com/how_2108687_burn-image-using-alcohol.html
  24. რა თქმა უნდა შეიძლება, თუკი დაცვის პარამეტრებს ცოტა გააუმჯობესებ ხელით და ინტერნეტშიც ფრთხილად იქნები გადაიკითხე: უსაფრთხოება windows-ის ქვეშ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.