Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8072
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by gio_kiborg

  1. მეც ძალიან მომწონს 7 მაგრამ მოძველდა მორალურად უკვე, Win 10 ძალიან კარგი სისტემაა Microsoft რომ გაჩერებულიყო ოპერაციულ სისტეემაზე და მასიურ მონაცემთა შეგროვება/ანალიზისთვის არ გამოეყენებინა და ზედმეტად დაჩქარებული და მოუხერხებელი აპდეით ციკლი არ ჩაერთო, თვითონ კოორ ფუნქციები უსაფრთხოება, წარმადობა ძალიან კარგია, მარამ ტელემეტრული მონაცემების შეგროვებას რომ თავი დავანებოთ, ნაჩქარები განახლებების გამ ბაგები, ძალით შემოტენიილი ფუნქციები და დაუხვეწავი ახალი ფუნქციები ძაან ტვინს ბურღავს
  2. Known issues in this update Microsoft is not currently aware of any issues with this update. მეტი მაგათ რა ვუთხარი სიმართლე რო ითქვას DX12 არც ისე ბევრ თამაშშია და არც მკვეთრად განსხვავებული წარმადობააქვს (პირიქით ცოტა ნაკლები Nvidia-ზე), ერთადერთი UWP და XBox თამაშებს ვერ ითააშებ რომლებსთვისაც მეეჭვება ღირდეს დარჩენა, Win7 არც ისე კარგი მდგომარეობაა უსაფრთხოების თვალსაზრისითო პროფებს რომ კითხო (თუმცა დეტალები არ ვიცი კონკრეტული) მაგრამ გააჩნია რას აკეთებ, არ მგონია კატასტროფა ხდებოდეს
  3. წაშლილია სურათები სადაც ტესტები იყო სამწუხაროდ https://www.sevenforums.com/performance-maintenance/335296-partitions-can-affect-performance-post2811131.html?s=f57cb9ed886e1f32104cdbec6e361657#post2811131 თუმცა მიზეზი სხვანაირადაა ახსნილი ლეიერს რაც შეეხება თუ პირდაპირ ერთ დისკზე ერთი პარტიშენი გაქვს Windows პირდაპირ წერს, თუ 2 ან მეტი, ჯერ Disk Management-მა უნდა გადაწყვიტოს საიდან დაიწყოს ჩაწერა მეორე პარტიშენზე. როგორც ვთქვი ეფექტი მინიმალურია, სავარაუდოდ სინთეტიკური ტესტების გარდა ვერ შეამჩნევ, მაგრამ აქსეს თაიმში მოსალოდნელია განსხვავება, (თუმცა შეიძლება ეს ფიზიკური ლოკაციის გამო იყოს SSD ზე შეიძლება გატესტვა, იქ არ აქვს მნიშვნელობა მონაცემების ფიზიკურ მდებარეობას და ძირითადად კონტროლერი წყვიტავს სად რა წავიდეს, ამიტომ Windows ში თუა განსხვავება, გამოჩნდება, თუ მოვიცალე მაგისთვის გავტესტავ აინტერესებს ციფრები
  4. ერთი ფიზიკური ვინჩესტერი თუ გაქვს კი რა თქმა უნდა გაყო ჯობია, მე ვამბობ, 1 ვინჩესტერს და ორ დისკს 2 ვინჩესტერი და 2 დისკი ჯობიათქო წარმადობაზე მე არ დამიტესტია, მაგრამ არის დატესტილი და მცირე განსხვება არის, შეიძლება არა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინცაა, მაგალითად D დისკზე აღარ გექნება დამატებიი ლეიერი, ხოლო თუ ერთდოულად კითხულობს C და D დისკიდან, უფრო შესამჩნევი ქინება წარმადობის შემცირება ერთ ვინჩესტერზე, როცა 2 ზე არ ექნება სხვაობა თითქმის
  5. ჩემთან მუშაობს Photo Viewer ამ ბილდში, არ აქვს პრობლემა, მე დავააპდეითე Windows Update-დან არ ვენდობი "სბორკებს" =, ძირითადად რასაც ადრე ვიყენებდი არასტაბილურები იყო, მირჩევნია ჩემი ხელით დავაკონფიგურირო ყოველთვის 1. ფაილების უსაფრთხოება: C და D დაყოფის მიზანი ის იყო, რომ Windows რომ რამე დაემართებოდა, ფაილებს არაფერი მოსვლოდა, მაგრამ თუ დისკს რამე დაემართება ფიზიკურად ყველა ლეოგიკურ პარტიშენს ექმნება პრობლემა, ამიტომ მირჩევნია Windows იყოს ცალკე დისკზე (უმჯობესია მცირე ზომის SSD-ზე) სადაც დიდი რაოდებობის IO ოპერაციებია, ხოლო ფაილები დიდი ზომის მექანიკურ დისკზე (თუმცა SSD ები ისე იაფდება უკვე საკმაოდ რეალურია რომ მექანიკური მთლიანად ამოიღო). არასისტემურ დისკს ნაკლები დატვირთვა აქვს როგორც წესი(თუ სარენდერო სისტემაზე scratch დისკად არ იყენებ და იქაც დიდ ფაილებთან გაქვს როგორც წესი საქმე, რაც გაცილებით ნაკლებად ცვითავს ვინჩესტერს) 2. წარმადობა: ლოგიკურ დისკებად დაყოფა ერთ ლეიერს ამატებს OS და ჰარდს შორის, რომ გადაანაწილოს ფაილები სწორ ლოგიკურ დისკზე ერთ ფიზიკურ დისკში, მართალია ძირითადი დატვირთვა ჩიპსეტს/hdd კონტროლერს ადგება, მაგრამ გარკვეულწილად (არა მნიშვნელოვნად) იზრდება ლატენტურობა (იზრდება access time) და ზოგ შემთხვევაში ჯამური ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარეც (თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად)
  6. Windows Defender-ს რას ერჩი ისე? არსად გამჩენია ანტივირუსის დაყენების სურვილი Win 10-ზე და არც ვირუსებს შევუწუხებივარ
  7. მაგაშია საქმე რატომ უნდა დაგჭირდეს უფრო და უფრო მეტი დრო ხელით დასატვიკად რატომ შეოაქვთ ახალ ვერსიებში ახალი გამაღიზიანებელი ნიანსები ძალიან მომწონს სადა ინტერფეისი, მაგრამ ახლა სეთინგებში ახალი ნოტიფიკაცია გამოჩნდა, რომლის გათიშვას ვერ მივაგენი: თან კონფიგურაციაც სპეციალურად გართულებულია, ან მხოლოდ რეესტრის მოდიფიცირებით შეიძლება (მაგალითად OneDrive მოშორება Windows Explorer-დან, ან დეფაულტ ფოტო ვიუერის შეცვლა Photo აპლიკაციიდან ტრადიციულ ვიუერზე) ან კიდევ წვრილი შრიფტით და მოშორებულ კუთხეებშია (მაგალითად Safe Mode-ში გადატვირთვა, ან Network and Sharing center-ში შესვლა) თან ისე რომ სხვა ალტერნატია ერ აქვს ახალ ინტერფეისში ერთი გამართლება შეიძლება მოუძებნო, რომ ნაკლებად მცოდნე მომხმარებელი ადვილად ვერ შეძვრება და ვერ დააზიანებს რამეს, მეორე მხრივ რამდენი ნაკლებად მცოდნე დაძვრება სეთინგებში? ბრაუზერის, საოფისე და მულტიმედია აპლიკაციების გარდა არ არსად შევა 99.9% და ის 0.1% თუ რამეს დააშავებენ ქვეყანა არ დაიქცევა და პირიქით, რამეს ისწავლიან მაინც, ხოლო advanced მომხმარებლებს კიდევ ბარიკადებს უდებს Microsoft გზაზე კარგად ნაცნობი და მძლავრი ხელსაწყოების გამოყენების გზაზე, ისე რომ არ თავაზობს ალტერნატივას... თუ უნდათ MacOS დაამგვანონ, მგონი ბევრ მომხმარებელს დაკარგავენ (ახლა MacOS ფილებმა არ დამაყარონ მაგრამ მეეჭვევბა ამ ტოპიკს კითხულობდნენ) Dumbed Down ვერსიას აკეთებენ, მაგრამ ძველ ხელსაწყოებს ვერ ელევიან თვითონაც, ბოლო ბოლო თვითონ სჭირდებათ ხოლმე ისევ
  8. ნატივური Linux თამაშები (გარდა Valve-ს) გაცილებით ნაკლებად ოპტიმიზირებულია კი, ეგ კი არა Steam-ზე Proton-ით იგივე თამაში გაცილებით უკეთესი წარმადობით იყო Vulkan-მა შეიძლება გვიშველოს, მაგრამ სანამ Linux-ის ერთი მასიურად გავრცელებული დისტრო არ იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას Ubuntu-მ ცადა ეს, მაგრამ ისიც გადაეშვა რეკლამებში, ამიტომ ჯობია ფასიანი იყოს და დეველოპმენტი დააფნანსონ OS-ის ფასით და არა მომხმარებლის მონაცემების გაყიდვით Windows ახლა ორივეს აკეთებს ფულსაც უხდი და შენს მონაცემებს იყენებს კიდევ ფულის საშოვნელად როგორც Kernel Maintain-ერები არიან, ისე უნდა იყოს ერთი ძირითადი დისტროს მწარმოებლები, ვინც Advanced იუზერია ის თავისით დააყენებს რაც უნდა და ხელთ დააკონფიგებს, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის კი ერთი დისტრო იქნება, სოფტის მწარმოებლებიც ერთის მიხედვით გააკეთებენ ოპტიმიზაციას ამ Windos 10-ზე ნარკომანივით ვარ, ბევრი რამე არ მომწონს და მაინც ვერ ვეშვები
  9. 1809-ს გადმოსაწერი Creation Tool აღარაა ვებგვერდზე იმედია გამოასწორებენ რამდენიმე დღეში, მე გამიმართლა, სამ კომპზე ვცადე და არ აურევია, ისედაც არ ვინახავ დოკუმენტების ფოლდერში მნიშვნელოვან ფაილებს (გეიმსეივები მარტო ძირიტადად) მაგრამ ბევრ ლეპტოპზე მაგალითად სადაც 256-512 გბ სსდ აყენია მხოლოდ ჩ დისკია, ზოგადად ფიზიკური დისკის ლოგიკურად დაყოფაც არაა მთლად კარგი, ამიტომ წარმომიდგენია ბევრისთვის ძალიან სერიოზული იქნება მოკლედ ყოველ ახალ რილიზზე ახალი პრობლემები ემატება აშკარად წინა მოდელი ჯობია, კარგად გატესტვა, RTM ვერსიების გამოშვება და ბაგების გასწორება Service Pack-ებით, ახალი features-ები ახალ Windows-ში დაამატონ ყოველ 4-6 წელში დარწმუნებული ვარ ენტერპრაიზ სექტორში ბევრი უხურებს Micorosoft-ს, ამიტომაც მათვის ცალკე ვერსიაა, მაგრამ პრობლემა მაინცაა, მაგალითად კორპორაცია იყენებს ენტერპრაიზ ვერსიას (სტაბილურს) მაგრამ აწარმოებს სოფტს, რომელსაც ყიდის, კი ტესტავს მიმდინარე ვერსიებზე, რადგან უმეტესობა მცირე კომპანიებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ გიგანტური კორპორაციის პროდუქტს იყენებენ (სოფტს) არ აქვთ ენტერპრაიზ ვერსია, მაქსიმუმ 6 თვეში კი გამოვა განახლება და შეიძლება ძვირადღირებულმა სოფტმა არ იმუშაოს და გამოსწორებას დრო და ფული სჭირდება იმდენად აგრესიულ მარკეტინგს აწარმოებს ახლა, ჯერ ჯერობით ჭრის, თუმცა მე მგონი ნელ-ნელა ამოუვა ყველას ყელში და გადავბარგდებით Linux-ზე, რომელიც აშკარად უფრო უსაფრთხოა და უმეტესობა დისტროებში შპიონური მოდულები არაა თუნდაც ფასიანი ვერსია იყოს Linux-ის, თუ კარგი და ხანგრძლივი ტექნიკური მხარდაჭერა ექნება მწარმოებლიდან, აპარატურის ვენდორებიდან და სოფტის მწარმოებლებიდან, რატომ დარჩება ვინმე ამ დაბაგულ და შპიონიური მოდულებიღთ სავსე OS-ზე (რომელიც ძალიან მომწონს ამ პრობლემების გარდა) STEM-მა გამოუშვა კლიენტი რომელიც უმეტესობა თამაშებს გათამაშებს დამატებითი ტვინის ბურღვის გარეშე, რამდენიმე წელში მგონია გაცილებით დაიხვეწება, პროცესორის და ვიდეოს იმ დონის ვირტუალიზაცია შეიძლება ახლაც, რომ მინიმალური პერფომანსის დანაკარგით შეიძლება Windows პროგრამების/თამაშების გაშვება Linux-ში, ეგ კი არა DX12-Vulkan ტრანსლატორიცაა უკვე, ასე რომ DX12 აღარაა Win10 ექსკლუზივი და ისე მგონი ყველა მწარმოებელი Vulkan-ს მიაწვება ალბათ უფრო (საინტერესოა, Win 7-ისთვის არა ფიქრობენ ამ ტრანსლატორს? სერიოზულად ვიფიქრებდი დაბრუნებას)
  10. One Drive-ზე უნდა დააბექაფოას და შლის თურმე თუ არაფერი წაუშლია, აპდეითისას, მერე აღარ წაშლის მე 3 კომპზე გავაკეთე და არსად ქონია პრობლემა 0-დან თუ აყენებ არც იქ ექნება სავარაუდოდ
  11. ერთადერთი ახალი Snip&sketch მომეწონა ახალი, სხვა მნიშვნელოვანი არ შემიმჩნევია პირდაპირ დავააპგრეიდე ლეპტოპზე, იმდენი რამე მიყენია და ისეთი სეთინგებით მაგრად მეზარება 0-დან დაწყება დესკტოპზეც ალბათ დავააპგრეიდებ პირდაპირ, ძირითადად თამაშებისთვის ვიყენებ და cloud save-ებს ვენდე ერთი ორჯერ და მიმტყუნა ამიტომმეზარება კიდევ თავიდან დაყენება და ყველა თამაშის სეივების, მოდების შენახვა და მერე აღდგენა.... UI გასუფთავდა კიდევ უფრო თითქოს, არ ვიცი Windows ის ბრალია თუ Opera-სი მაგრამ ბრაუზერის ფონტები ლინუქსისას გავს თუ მეჩვნება?
  12. დააპდეითდა ჩემთან, მაგრამ როგორ გავააქტიიურო არ ვიცი, თავისით თუ აქტიურდება, თორემ სეთინგებში არაფერი იყო...
  13. ცოტა დიდხანს უნდება პირველ დაკავშირებას, მერე უნდა იმუშაოს მე Airplain Mode-ში ვამუშავებდი (GPS ხელით მქონდა ჩართული) საზღვარგარეთ და აშკარად შევატყვე თავიდან მაგრად უჭირდა დაჭერა, მერე აღარ ქონდა პრობლემა
  14. ტაბლეტზე მუშაობდა თუ სწორად მახსოვს Osmand რამეს წერს კონკრეტულად სიმ ბარათის გარეშე რომ რთავ? GPS ანტენას არ სჭირდება SIM ბარათი...
  15. მთავარია GPS მუშაობდეს, მეტი არაფერი უნდა, SIM ბარათი და მობილური ინტერნეტი თუ გაქვს, ლოკაციის სიზუსტე გაიზრდება და უფრო სწრაფად დაიჭერს სატელიტების სიგნალებს, აშკარად შემიმჩნევია ეს ყველა ლოკაციის პროგრამაზე P.S: Google Maps აქვს Offline რუქების გადმოწერა და ნავიგაცია, ასე რომ მანქანით თუ დადიხარ, სხვა ბევრი არ დაგჭირდება
  16. DX 12-ის Asynchronous Computing მკვეთრად გააუმჯობესეს და ჩანს თამაშებშიც, 2 თამაშში განსაკუთრებით მაღალი მატებაა (2080 ti vs 1080 ti ) 50%-ზე მეტი (Hitman და Wolfenstein - ბოლოები) და ასევე No Mans Sky-შიც მაღალია ფასია ძაან მაღალი, თორემ საშუალოდ 30%-იანი მატება დასაწუნებეი არაა RTX-ზეც და DLSS-ზეც რომ არაფერი ვთქვათ (ვერც ვერაფერს ვიტყვით ისე სანამ Windows არ განახლდება და თამაშებს მხარდაჭერა არ ექნებათ_) მაგრამ 70%-იანი ფასის მატება ნამეტტანია მე-10 სერიები დარჩათ ამოსაყიდი და ამიტომ აქვს ასე მაღალი ფასიო ჭორებია, არაა გამორიცხული, თან კონკურენტიც არ ყავთ P.S: 4K 60 FPS ძალიან თავისუფლად შეიძლება 1080 და 1080 Ti-თაც ყელაფერი Ultra-ზე თუ არ დააყენეე High/Medium სეთინგებზე (მაგალითად ჩრდილები რომ დაუწიო და AA სულ გათიშო) 60+-იც თავისუფად შეიძლება და ვიზუალურად დიდი არაფერიი შეეტყობა Frame by Frame შედარებას თუ არ აკეთებ, თუმცა Doom-ში 140+ FPS 4K Ultra-ზე Sშთამბეჭდავია ? 144Hz 4K მონიტორის ფული თუ გაქვს ერთი 2080Ti კი უნდა იყიდო
  17. Binary Domain-ის Steam კოდია ვინც გამოიყენებთ დაწერეთ
  18. ლაინუსმა გამოაქვეყნა პირველი ვიდეო მიმოხივა როგორც მოსალოდნელი იყო, 2080 არის 1080 ti დონეზე (სტანდარტულ გრაფიკაში) და 2080ti 25-30%-ით სწრაფია მაგრამ Ray Tracing და DLSS ზე ვერაფერი ვერ გავტესტეთო Jayz2Cent-საც დაუდია:
  19. NVidia RTX არის Microsoft DirectX Ray Tracing-ის და Nvidia-ს საფირმო ტექნოლოგიების ნაზავი Ray Tracing მოკლედ რომ ვთქვა არის ჰოლივუდის კომპიუტერული ეფექტების ანალოგიური ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მომთხოვნია კომპიუტერის რესურსებისადმი (ამიტომ იყო საჭირო რენდერ ფარმები ჰოლივუდის გრაფიკისთვის), Nvidia-მ კი ახალი Tensor Core ების წყალობით შეძლო ამ ტიპის გრაფიკის დამუშავება გაცილებით მცირე ზომის ვიდეოკარტებში ვიდრე რენდერ ფარმის სერვერებია, რომლებიც ძირითადად CPU-ს იყენებენ გრაფიკის დასამუშავებლად და არა GPU-ს. Nvidia-ს საფირმო ტექნოლოგია გარდა ამისა არის მაგალითად Deep Learning Super Sampling DLSS, რაც ანტიალიასინგის (ობიეექტებზე დაკბილული კიდეები თამაშებში, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დაბალ რეზოლუციებზე და ახლოს როცა უყურებ მონიტორს) შემცირების ძალიან ეფექტური საშუალებაა, (როგორც წესი ძალიან ტვირთავს ვიდეოკარტას მაღალი ხარისხის ანტიალიასინგი) თუმცა აქამდე რაც აჩვენეს, 4K გაფართოებაზე იყო ერთ თამაშში შედარებული DLSS და ტრადიციული ანტიალისინგი, რა თქმა უნდა DLSS გაცილებით ნაკლებად ტვირთავდა ვიდეოს (შესაბამისად მეტი FPS) თუმცა 4K-ზე AA თითქმის არ არის საჭირო. Microsoft-ის DX12 Ray Tracing არის DirectX-ის ფუნქცია და იდეაში ყველა ვიდეობარათზე მუშაობს, რომელსაც DX12 მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამ ტიპის გრაფიკის დამუშავება ძალიან რთულია აცლადელი ტოპ კლასის ვიდეო ბარათებისთვის P.S: Ray Tracing ნიშნავს სხივებზე თვალის მიდევნებას, ანუ განათების რეალისტურ ეფექტებს, ანუ სინათლის წყაროდან წამოსული შუქი როგორ ეცემა და აირეკლება და იფანტება ობიექტების მიერ და მერე როგორ ხვდება ეს სხივები მაყურებლის თვალში, რეალური ფიზიკის სიმულაციაა, თუმცა თანამადროვე თამაშებში ყველა ეს ეფექტი "გაყალბებულია" ანუ ჩრდილი მაგალითად არის არა იმიტომ რომ ზედაპირს სხივი არ ეცემა, არამედ იმიტომ რომ დაახლოებით ითვლის თამაშის ძრავი სად რა განათება უნდა იყოს და შემდეგ შეიდერები მეტად და შესაბამის მუქ ტექსტურებს ადებენ, ეფექტი საკმაოდ რეალისტურია, თუმცა ხშირად შეიმჩნევა არტეფაქტები, მაგალითად ჩრდილები ისეთი არ არის როგორსაც მოელოდები და ა.შ თუ დააკვირდები თამაშის FPS-ზე ჩრდილების ხარისხი ახლაც დიდ გავლენას ახდენს. Ray Tracing გამოსათლელად გაცილებით რთულია, ხოლო კოდირებისთვის გაცილებით მარტივი, რადგანაც უთითებ მხოლოდ სინათლის წყაროს, ობიექტების მდებარეობას მის მიმართ და მათ თვისებებს და დანარჩენს თავისით ითვლის, როცა ახლანდელი ჩრდილები მეტ-ნაკლებად წინასწარ უნდა მიუთითო სად რა იქნება და ტექტსურებიც გქონდეს მზად Cinnebench R15 ბენჩმარკში CPU რომ სურათშ არენდერებს იქაც Ray Tracing გამოიყენება მაგალითად თუმცა არა Microsoft-ის,
  20. კი, 20-მეა (ჩვენთან 21 იქნება ალბათ უკვე ამერიკის დროითაა ეგ) RTX ტექნლოგია დიდი ალბათობით არ იქნება 2060-შიო, ეგ კი არა GTX შეიძლება ერქვას საერთოდ https://www.techpowerup.com/247429/nvidias-20-series-could-be-segregated-via-lack-of-rtx-capabilities-in-lower-tier-cards ეს თუ სწორად მახსოვს Gamers Nexus-ის სტივმაც გამოთქვა ვარაუდი თუკი დანარჩენი სიმძლავრე საკმარისი არ იქნა RTX რა აზრი აქვს და ლოგიკურიცაა, თუკი 2080ti ძლივს აღწევს 60 FPS-ს RTX-ით, 2060 ვერაფერს იზამს პრობლემა ისაა, რომ 3 სუპერ ძვირ ბარათს თუ ექნა RTX ის მხარდაჭერა (რომელიც გეიმერების 5%-ზე ნაკლებს ექნება ალბათ მაქსიმუმ) მეეჭვება დეველოპერებმა გამოიყენონ თამაშებში, რატომ უნდა დახარჯონ რესურსები თუ 95% მომხმარებლების ვერ გამოიყენებენ? ანუ რეალურად 20 სერია მაქსიმუმ 20-30% ით მაღალი წარმადობის იქნება P.S: თვითონ RTX ძალიან კარგი ტექნოლოგიაა, თუმცა ძალიან ახალი და ძვირი ჯერ...
  21. თურქი Youtuber-ის გჟონილი ბენჩმარკებია 1080ti vs 2080ti 30%-მდე (და ზოგჯერ მეტითაც) ჯობს 1080ti-ს, რაც არ არის შორს მოსალოდნელისგან, მაგრამ მიკვირს NVidia რატომ არ დებს მსგავს ციფრებს. RTX ტექნოლოგიების გარეშე რა თქმა უნდა რამდენად ღირს 700 დოლარიანი კარტის ნაცვლად 1200 დოლარიანის ყიდვა ხვა საქმეა როგორც ვფიქრობ მგავს სიტუაციაში 2080 ვერ ჯობდა მთლად 1080ti და მაგიტომ გამოუშვეს თავიდანვე 2080ti RTX თუ იქნება ათვისებული (DLSS განსაკუთრებით თორემ სრული Real Time Ray Tracing ჯერ მეეჭვება ნორალურად გაქაჩოს) კიდევ შეიძლება მე-20 სერიაზე ფიქრი, მაგრამ მე პირადად მე-10 დან არ გადავალ, ძალიან მაღალია ფასები ჩემი აზრით
  22. თვითონ Uplay არ ირთვება და იქრაშება, Division ჩაირთო კიდეც და მერე მოითხოვა uplay. ვცდი ბექრაუნდ აპების შეზღუდვას მაქსიმალურად, მაგრამ უცებ დაემართა, არაფერი ახალი არ დამოყენებია, არც Windows update
  23. ჩემთან uplay ურევს, 10-დან ერთ ცდაზე ირთვება, ვერ ვთამაშობ წესიერად მაგის გამო არადა საკმაოდ კარგი გეიმფლეია და ძალიან დიდი ღია ტერიტორია სათამაშოდ ყველაფერი ვცდადე, ubisoft-ის საპორტსაც დავუკავშირდი, მაგრამ სტანდარტული ბლა-ბლა მომწერეს, იმედია აპდეითს გამოუშვებენ uplay-ისთვის რომ ნორმალურად ვითამაშო Division-იც არ ირთვება...
  24. თეორიულად შეიძლება ოპერატიულში დარჩეს, ესეც რომ გამორიცხო უბრალოდ ამოაძვრე ოპერატიულები რამდენიმე წუთით, თუ დენი საერთოდ არ მიეწოდება, ყველაფერი განულდება, თუმცაუფრო რუთკიტს გავს ეგ საქციელი, ვინჩესტერის მთლიანი ფორმატი (არა მარტო C დისკის) შველის როგორც წესი ისე რუთკიტების მოსაშორებლად Live ანტივირუსის გამოყენება კარგი აზრია, ნახავ თემას ინსტრუქციებით ინსტრუქციები/ტუტორიალების განყოფილებაში, გირჩევ სინჯო Kaspersky Rescue Disk ან Dr.Web Live CD (ორივე ფლეშკიდანაც შეიძლება გაეშვას) Linux-ზე რა ქნა? ისევ ცხელდებოდა? რომელ Windows-ს იყენებ? გადმოწერე ოფიციალური საიტიდან https://www.microsoft.com/en-us/software-download/windows10 (სასურველია სხვა კომპიდან და სხვა ფლეშკაზე, ან DVD ზე ჩაწერო) კარგი იდეაა თუ პროცეორის ქულერს შეამოწმებ და თერმოპასტას შეცვლი, ხშირად გამხმარმა თერმოპასტამ და გამტვერილმა ქულერმა იცის მაღალი ტემპერატურები პროცესორი შეიძლება დაბალ სიხშირეზე მუშაობდეს ტემპერატურა რომ არ აიწიოს თუ ქულერი, არ თერმოპასტა არ არის კარგ მდგომარეობაში
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.