Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. IP და პორტის ნომერია საჭირო. შეიძლება არასოწრად უთითებ და მაგიტომ ვერ უკავშირდება.
  2. ეს გადაწერე და ამით სინჯე https://www.kingston.com/en/support/technical/kingston-ssd-toolbox
  3. რა მოდელია? შესაბამისი ფირმის პროგრამა გადმოწერე, სავარაუდოდ იმით მოაგვარებ დაფორმატებას
  4. @mail10 ივნისის ბოლომდეა მეორე კვარტალი. ერთის მხრივ კარგიცაა, ყველა ცუდ მოვლენას თუ კარგი კუთხით შეხედავ, შეიძლება უმჯობესიც იყოს, ანუ ფასების ამბავში, არამგონია Nvidia-ზე მეტი დაადონ. თორე ვერ გაყიდიან. ძველი ინფორმაციის მიხედვით Vega 20 გამოვა 7nm-ზე 2018 წელს, მაგრამ რომელ კვარტალში არ უწერიათ. Navi-ის გამოშვება მაშინ გადაივწეს 2019-ში. (თუმცა ეს ჭორის დონეზეა)
  5. time spy ბენჩში founder edition GTX 1070 სტანდარტული graphics score სადღაც 5700 იქნება, არაფერესენსები ცხადია უფრო მეტს ანახებენ. გეიმინგისთვის კი იქნება მაგრამ, უფრო მეტად არაგეიმერული ფუნქციებისთვის ექნებათ შექმნილი, ასე მგონია მე, ძირითადად უფრო სამუშაოდ, ვიდრე გასართობად. გეიმინგში არაფერი პრობლემა არ იქნება, ოპტიმიზებას გაუკეთებ და გამოწურავ უამრავ FPS-ებს, ამის პოტენცია AMD-ს ბარათებში ყოველთვის იყო მაგრამ ოპტიმიზაციისა რა მგოახსენო, ეგ უკვე თამაშის შემქნელებზე და თამაშის ძრავზეა დამოკიდებული (Fury X-ის სიმძლავრე ბევრ თამაშში არ ჩანს), ამ მხრივ Nvidia-ს კარგად აქვს საქმე, გეიმინგის თვალსაზრისით თავიდანვე კარგ შედეგს ანახებს, მერე თუ ეწევა AMD ოპტიმიზაციებით, ეხლა მთლად ასეც აღარაა, ეხლა უფრო მომრავლდა AMD-ზე ოპტიმიზებული თამაშები, ბევრი პატჩი გამოდის და ასე თუ ისე, სხვაობა მინიმუმამდეა შემცირებული NVidia-სთან მიმართებაში, ერთეულ თამაშებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ვიდეო ბარათი ასევე პარელელური გამომთვლელი მანქანაა და უფრო ამ პარამეტრებს გააძლიერებენ AMD-ს ინჟინრები. რაც უფრო მეტი გამომთვლელი სიმძლავრე ექნება, მით უფრო რთული გრაფიკული გამოთვლების შესრულებას შეძლებს მომხარებელი, ჩიპის ეს პარამეტრები აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის რომ ესეთი ვიდეო ბარათები გუგლს, მაიკროსოფტს და ალიბაბას მიჰყიდონ. გამოვა 1-2 თვეში და რომც იყოს 1070-1080-1080Ti-Titan-ის მსგავსი როგორც პერფორმანსით ასევე ფასით, ვინღა იყიდის? დავუშვათ მე მაქვს 1080Ti და ვეგაც გამოვიდა ამ სიმძლავრის ამავე ფასად, რატომ გადავიდე 1080Ti-დან Vega-ზე? ერთადერთი შეიძლება ვიყიდო იმ პირობით თუ იქნება მის კონკურენტთან შედარებით იაფი, მძლავრი და რაღაც ახალი ტექნოლოგია ექნება. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია, Pascal-თან როგორ აპირებს კონკურენციას.
  6. AMD Works on At Least Three Radeon RX Vega SKUs, Slowest Faster than GTX 1070? 3DMark-ის ბენჩებში გამოჩნდა სამი ვიდეო ბარათი შემდეგი იდენტიფიკატორებით: 687F:C1, 687F:C2 და 687F:C3 ესენი ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ VEGA-ს სერიადან არიან, რადგან მათ ყველას აქვს 8GB მოცულობის HBM2 მეხსიერება. 687F:C1 როგორც ჩანს GTX 1070-ის დონის ჩანს აქ საინტერესოა ეს ორი მოდელი, 687F:C2 და 687F:C3, ამ ორიდან რა სხვაობაა მათ შორის უცნობია, სავარაუდოდ 1080 და 1080Ti-ის კონკურენტები იქნებიან. Time Spy-ის ქულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ, ამ ორიდან ერთ-ერთი 1080Ti-ის დონის არის.
  7. ენერგო ეფექუტორბის კუთხით, ვეგაში იმ ტექნოლოგიას დებენ რაც პოლარისში არ იყო და არც იმის წინაში ანუ ვეგა არ არის, რიგითი მომდევნო ბარათი, ოდნავ მეტი წარმადობით, ოდნავ მეტი GPU ბირთვებით და ოდნავ მეტი გამტარობით, მისი არქიტექტურული დაპროექტება მოხდა ფუნდამენტურად (ისევე როგორც Zen), რაც არ იყო პოლარისში და არც მის წინამორბედში. მე რამდენადაც ვხვდები VEGA შექმნეს ისე რომ უპასუხოს უფრო მეტად დღევანდელ ინდუსტრიულ მოთხოვნილებებს, ვიდრე გეიმერების მოთხოვნებს. დღეს კი აქტუალურია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან სრაფად იკიდებს ფეხს, უზარმაზი კორპორაციები სულ უფრო და უფრო გადადიან ამ ტექნოლოგიებზე. მონაცემების დამუშავება და ვიდეო პრეოქტები, სასაერვერო გამოთვლითი სამუშაოები და ა.შ. ამიტომაც მგონია რომ ეს უფრო სამუშაოდ განკუთვნილი ბარათია, ვიდრე გეიმინგისთვის განკუთვნილი. გეიმერებისთვის რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდეც გამოუშვებდნენ, თუნდაც პოლარისს აიღებდნენ და GTX 1070-ის დონის ბარათს მაინც შექმნიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს VEGA-თი აპირებენ 1070-1080-titan-თან ჭიდილს როგორც გეიმინგში, ასევე პროფესიონალ სეგმენტში. ასე რომ 250 ვატი დასაშვებია მაგხელა სიმძლავრის ჩიპისთვის. Nvidia-სთან კონკურენციაში ენერგო ფაქტორი თუ არ გამოასწორეს, კორპორატიულ გაყიდვებში არ ექნებად კარგად საქმე, რადგან მაგ ჩიპზე იქნება დაფუძნებული, როგორც პროფესიონალი, ასევე სასერვერო ბარათები და ეს არის AMD-ში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც ეცდებიან მაქსიმალურად დაბალი ენერგო მოხმარება ჰქონდეს VEGA სერიის ყველა ბარათს.
  8. Naples, Vega გამოდის მეორე კვარტალში და მემგონი სასერვერო/პროფესიონალი GPU-ები, ასევე უნდა გამოვიდეს ინტელის LGA 2066 სოკეტის კონკურენტი სისტემა, სავარაუდოდ ერთმანეთს მიაყრის ამათ გამოშვებას რადგან, ამ წლის მეორე ნახევარში გამოვა APU-ები და მობილური ვარიანტები.
  9. ეგ ის ვეგაა რომელიც ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გამოჩნდა AOTS-ის ბენჩში და სავარაუდოდ იგივე ბართი უნდა იყოს რომელიც ლინუსამ ნახა USB პორტით, რომელიც AMD Ryzen-ის პრეზენტაციზე იყო მიწვეული მიმოხილვის გასაკეთებლად. როგორც ჩანს ეგ იქნება VEGA 20 რომელიც ორი ჩიპით გამოვა, ისევე როგორც პოლარისის შემთხვევაში Polaris 10 - 580 და 570. VEGA 10 იქნება 1080ti-Titan x-ის ფარგლებში სავარაუდოდ, თუმცა ზუსტად მსგავსი სიმძლავრის ბარათზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ არ ჩავთვლით ამ პოსტს ვეგაში როგორც ამბობენ, ვიხილავთ ძალიან დიდი ენერგო ეფექტურობას, იგივენაირად როგორც ეს Nvidia-ს აქვს.
  10. ის წინასწარი რეკლამა რაც უკვე გაჟონა, ტვინი აქვსო და სულიო მგონი მანდაც იგივე ტექნოლოგიას ჩადებენ რაც რაიზენის პროცესორშია, ვითომ ხელოვნური ინტელექტი... მაგრამ მგონი ეგ არავის არ დაჭირდება გარდა გეიმ დეველოპერებისა. მემგონი ამ ვეგას ბარათებს კორპარციებისთვის უფრო უშვებს ვიდრე ხალხისთვის
  11. კი, ასევე ყველას ვისაც უნდა სამსუნგის ტექნოლოგიის გამოყენება, იქნება AMD, Nvidia თუ სხვა ბრენდები. ჩიპების მწარმოებლები ფულს გადაუხდიან სამსუნგს, სამსუნგი კი ლიცენზიას გასცემს წარმოებაზე. არა, ინტელი და AMD შექმნის მხოლოდ პროცესორების არქიტექტურას 10nm-ზე, ოღონდ ფურცელზე, პროექტში, გეგმაში ანუ ვირტუალრუად. გამოშვებაზე კი ქარხანა იზრუნებს, ეგ უკვე ქარხნის საქმეა. ეხლაც შეუძლია intel-ს, AMD-ს, Nvidia-ს და კიდე სხვა კომპანიებს, შეიმუშაონ 7nm-ზე ახალი არქიტექტურა, მაგრამ ფურცლიდან მერე რეალურ წარმოებაზე ხომ უნდა გადავიდეს? ქარხანამ რანაირად დაამზადოს 7nm-ზე ჩიპები, თუკი ამის ტექნოლოგია ფიზიკურად არ არსებობს? ანუ იმ ქარხანას თუკი არააქვს დანადგარები რომლებიც 7nm-ზე დააპატარავებს ტრანზისტორებს, მაშინ ვერანაირ ჩიპს ვერ გამოუშვებს 7nm-ზე. თუმცა სამუნგს (და არამარტო სამსუნგს) აქვს ის ტექნიკა, ის დანადგარები, ის ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ სილიკონიდან ასეთი პატარა ზომის ტრანზისტორები გამოუშვას. კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, გადატანითი მნიშვნელობით მოვიყვან მაგალითს. სამსუნგმა გამოუშვა ახლი შემადგენლობის აგური, რომელიც ძალიან ეფექტურია და კარგი, სხვა აგურებთან შედარებით. შენ ხარ არქიტექტორი და ჰქმნი სახლის პროექტს ფურცელზე ან 3D-ში. როცა აშენებას დაიწყებ, იყიდი სამსუნგის ტექნოლოგიით დამზადებულ აგურს, იმიტომ საუკეთესოა. რატომ იყიდი გივიას ცეხში კუსტარული წესით დამზადებულ აგურს? იგივე ხდება კომპიუტერულ სამყაროშიც. ნებისმიერ არქიტექტურულ პროექტს, ჭირდება ქარხანაში დამზადება. ქარხანა კი იყენებს საუკეთესო ტექნოლოგიას რათა ისეთი ჩიპები გამოუშვან, როგორი დაკვეთაც მიიღო AMD-სგან, intel-სგან თუ Nvidia-სგან. მაგალითად Nvidia-ს Pascal-ის ჩიპები რომლებიც 16nm-ზე გამოვიდა, ეკუთვნის ტაივანურ ნახევარგამტარულ კომპანიას TSMC-ს, რომელსაც თავისივე ქარხანა გააჩნია. ეს ფირმა განაგრძობს ახალი ტრანზისტორების შექმნას და გააჩნია მომავლის პრეოქტები როგორც 10nm-ზე ასევე 7nm-ზე. როდის გამოვლენ ჩიპები 10nm და 7nm-ზე ჯერ უცნობია. AMD-ს Ryzen-ის ჩიპები, ასევე Polaris და მომავალი VEGA, დამზადებულია GlobalFoundries ქარხანაში (რადგან AMD-მ მოამვალი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ამ ქარხანასთან მისი ჩიპების გამოსაშვებად) რომელიც იყენებს სამსუნგის 14nm ტექნოლოგიას. TSMC, Samsung-ის გარდა, კიდევ არის ბევრი ნახევარგამტარული კომპანიები რომლებიც ჰქმნიან ახალ ტრანზისტორებს, უფრო ეფექტური მუშაობისთვის. ეს ტექნოლოგიები ძირითადად პროექტების სახით არსებობს და ეს რომ განხორციელდეს, კოლოსალური თანხები და ბიზნეს პროექტები ჭირდება. ამიტომ nm-ების შემცირება, ძალიან რთული და შრომატევადი საკითხია. იგივე ეხება ოპერატიული მეხსიერების ჩიპებს. რაც უფრო ნაკლებ ენერგიაზე იმუშავებენ, რომც არ გაიზარდოს წარმადობა, მაინც კარგი შედეგია. მომხარებლისთვის ალბათ ეს ყველაზე ბოლო ხარისხოვანია, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით, ჩიპების დაპროექტებისას, ელქტრო ენერგიის მოხმარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
  12. 10 ნანომეტრი არის სიგრძის საზომი ერთეული, როგორც მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი და ა.შ. ტრანზისტორების ზომა რაც პატარაა მით უკეთესია, თუმცა ეს ყველა ტრანზისტორზე არ ითქმის. ტრანზისტორი არსებობს ბევრნაირი, სხვადასხვა ამხასიათებლებით და სხვადასხვა დანიშნულებით. ჩიპების შემთხვევაში მანდ გამოიყენება კონკრეტული ტრანზისტორები, რომლებსაც განსახვავებული პარამეტრები გააჩნიათ სხვა ტრანზისტორებთან შედარებით. სამსუნგმა შექმნა ისეთი ტექნოლოგია რომელიც ჩიპებისთვის საჭირო ტრანზისტორებს 10 ნანომეტრზე დაამზადებს. დამზადების ტექნოლოგიებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყველა ტრანზისტორი ერთნაირად არ მზადდება. ზოგს სხვა ქიმიური შემადგნელობა აქვს, ზოგს სხვა. დღეს ჩიპებში 3D FinFET ტექნოლოგიის ტრანზისტორები გამოიყენება და სამსუნგმა უკვე 10nm LPP FinFET ტექნოლოგია შეიმუშავა. პროცესორები და ვიდეო ბარათები, რაც უფრო დაბალ ნანომეტრზე გამოვა, მით უკეთესია. ერთი და იმავე არქიტექტურა, მაგალითად Zen პროცესორი 28 nm-ზე ნაკლებად ეფექტური იქნებოდა ვიდრე ეხლაა 14-ზე. პროცესორები, ჩიპები, პლანშეტები, სერვერები, ამ ყველაფერს ჩიპები ჭირდება და დაბალი ნანომეტრის ტექნოლოგია გაცილებით ეფექუტრია. ამიტომ უპირატესობა ყოველთვის დაბალ ნანომეტრს ენიჭება.
  13. ალბათ შესაძლებელია, განვითარების ტენდენცია მუდმივად უცვლელია, უფრო მეტად ენერგო ეფექტური, უფრო მეტად მცირე, უფრო მეტად ძლიერი, ეს სამი კომპონენტი ნაწილობრივ უმჯობესდება, თუმცა ალბათ მივლენ ფიზიკურ ზღვრამდე და დასჭირდებათ ახალი ქიმიური ელემენტები რათა განავითარონ ეს მიმართულებები. ჯერ-ჯერობით GLOBALFOUNDRIES იყენებს Samsung-ის მიერ შექმნილ 14nm LPP FinFET ტექნოლოგიას. მათ შორის მოხდა სტრატეგიული ხელშეკრულების დადება და მხოლოდ კორეასა და ამერიკაში იწარმოება 14nm LPP FinFET ტექნოლოგიის ჩიპები. თავიდან სამსუნგმა 2015 წლის პირველ კვარტალში, მსოფლიოში პირველად გამოუშვა 14nm LPE ტექნოლოგია, რომლის პირველი SoC გახლდათ Exynos 7. შემდეგ გამოუშვა მეორე თაობის 14nm LPP ტექნოლოგია, რომელის პერფორმანსიც 10%-ით გაიზარდა და ამის ტექნოლოგიის პირველი პროდუქცია იყო Exynos 8. ამის შემდეგ უკვე ლიცენზია აიღო Qualcomm-მა და გამოვიდა მისი Snapdragon 820 SoC-ები ამავე ტექნოლოგიით. როგორც სამსუნგი უწოდებს, ყველაზე საუკეთესო 14nm LPP FinFET ტექნოლოგია არისო და სამსუნგი კვლავ გააგრძელებს ამ მიმართულებით ლიდერობას. ისევე როგორც სხვა SoC-ები, AMD-ს ჩიპებიც 14nm LPP FinFET ტექნოლოგიაზეა, რაიზენი, პოლარისი და ვეგა. Samsung and GLOBALFOUNDRIES Forge Strategic Collaboration to Deliver Multi-Sourced Offering of 14nm FinFET Semiconductor Technology 14nm FinFET Technology 14LPP 14nm FinFET Technology ეს თავად სამსუნგის მიერ წარმოდგენილი სხვაობა 14 nm, LPE vs LPP ცოტა ხნის წინ, სამსუნგმა დაანონსა 10nm LPP FinFET მეორე თაობის ტექნოლოგიის დასრულება, რომელიც მზადაა ფართო მოხმარებაში პროდუქციაში ჩასაშვებად. Samsung Completes Qualification of its 2nd Generation 10nm Process Technology სამსუნგი როდესაც გადადის კიდევ უფრო მცირე ნანომეტრზე, პირველად აკეთებს LPE ტექნოლოგიასა, შემდეგ აუმჯობესებს იმავე ნანომეტრს და უკვე ჰქვია LPP. შესაბამისად LPP გაუმჯობესებული ვარიანტია. ეს იმას ნიშნავს რომ, თუკი სამსუნგი მისცემს ლიცენზიას სხვა ფირმებს, დღესვე შეიძლება 10nm-ზე CPU, GPU და ნებისმიერი SoC ჩიპის წარმოება. სამსუნგი ამ მხრივ მართლაც გამოირჩევა. ერთია როცა ფურცელზე ქმნი და მეორე როდესაც უკვე გასაყიდად ამზადებ. შეიძლება ალბათ არის კიდევ სხვა დიდი კომპანიები, რომლებიც ჯერ ფურცელზე ჰქმნიან იდეებს, ხოლო სამსუნგის შემთხვევაში იდეას ფურცელზე არ ტოვებენ და რეალურად რასაც ჰქმნიან ახორციელებენ კიდევაც. რაც შეეხება კონკრეტულად მეხსიერების ჩიპებს, სამსუნგი წარმოადგენს 8nm და 6nm ტექნოლოგიებს მაისის თვეში. Samsung to unveil details of 8, 6-nanometer microchips in May
  14. RX 580-ზე თითქმის გამოწურულია ოვერქლოქის შესაძლებლობა, ოდნავ მომატება შეიძლება კიდევ, მაგრამ მერე უკვე იქრაშება და ა.შ. ამ ვიდეოში რაც ჩანს GTX 1060-თან სამ თამაშში ჩამორჩა. GPU-ს სიხშირე აღარ მერყეობს განუწყვეტლივ და მუდმივად ერთ სიხშირეზეა დატვირთულ რეჟიმში, რაც ძალიან კარგია. სრულ დატვირთვაზე ფენებმა ყველაზე დაბალი ხმაურის დონე ანახა, რაც სიჩუმის მოყვარულებს მოეწონებათ. გაგრილებაც ეტყობა რომ გაუმჯობესდა სადღაც -7 გრადუსით საშუალოდ. მოკლედ რეფრეშით გააუმჯობესეს ბარათის ყველანაირი მახასიათებელი, სიგრილე, სიხშირე, ხმაურის დონე, თუმცა GTX 1060-თან მიმართებაში საშუალოთ 70 ვატით მეტს მოიხმარს. ეს საფირის მოდელი ვიზუალურად საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ხარისხიანი ვიზუალი აქვს. კარგი დიზაინი აქვს. კონკრეტულად ეგ მოდელი limited edition-ია, ანუ უკეთესი ჩიპებითაა GPU +1500-ზე მეტს ადის როგორც ხედავთ. 280$ ღირს, ასევე არის ჩვეულებრივი nitro ვერსიები, სტანდარტული ვარიანტები, ისინი სავარაუდოდ ნაკლებად რაზგონდებიან, შესაბამისად ოდნავ იაფი ღირს.
  15. ჰოო... მეგონა GDDR5X შესაძლებლობის ზღვარი იყო, სადაც GDDR6 გამოვა, იქ GDDR7-იც გამოვა ისეთი პირი უჩანს AMD Navi-ში ახალ შემდეგი თაობის მეხსიერებას ვიხილავთ, საინტერესოა კიდე რა ალტერნატივა შექმნეს
  16. x299 მაზერი 200-300 დოლარის შუალედში უნდა იყოს, საუკეთესო მაზერები ალბათ 350$ ფარგლებში იქნება. 4-6 ბირთვიანი პროცესორებიისთვის წესით რამე H ან B სერიის ჩიპსეტიც წავა, ვისაც 8-10-12 ბირთვიანები უნდა იმას კი დაჭირდება X299 ჩიპსეტი. 4 ბირვისნებს სავარაუდოდ 150-200 დოლარის ფარგლებში დაადებს. ვნახოთ არც ისე დიდი დრო დარჩა, მანამდე კიდე გაჟონავს წინასწარი ბენჩების შედეგები
  17. Nvidia-მ უკვე სტანდარტულად ამოყიდა ის ბარათები რაც პასკალში იყო, Titan Xp-ის გამოშვებით დამთავრდა პასკალი, მაგრამ რომც არ გამოეშვა, დიად არაფერი შეიცვლებოდა, გეიმინგისთვის მაგას მაინც არავინ იყიდის, თუმცა Nvidia-ს უპირატესობა ის იქნება რომ, რაც შეიძლება მალე გამოუშვას ვოლტა. რაც უფრო მალე გამოუშვებს უფრო მალე ამოყიდის, რადგან ფაქტია ძაან გაიწელა vega-ს გამოშვება და მაგიტომ ვთქვი, AMD თუკი vega-თი აპირებს 2017 წელს კონკურენცია გაუწიოს 1 წლის წინანდელ ვიდეო ბარათებს მაშინ, ვოლტასთვის როდისღა მოიცლიან? თუკი დავუშვებთ რომ 1080Ti-ის მაინც აჯობებს ყველაფერში, ეგეც მიზერულად ალბათ +5%-ით და მერე რაცარუნდა იყვიროს AMD-მ პირველი ვარო, ბაზარი უკვე გაჯერებულია პასკალით და ესეთ VEGA-ს ერთეულები თუ იყიდიან რომლებიც, არანაირ მოგებას არ მოუტანს AMD-ს და უზარმაზარ ზარალშიც წავლენ. პროდუქცია თუ არ გაყიდე და ელემენტარულად მოგება არ მოიტანა, მაშინ რაც უმუშავიათ და ფინანსები ჩაუდიათ, უკვე დაკარგულია. სავარაუდოდ ისეთ რამეს ჩადებენ, რაშიც მოგებას ნახავენ.. რამე ტექნოლოგია ალბათ... ამ გადმოსახეიდან ერთი ვარიანტი ის რჩება რომ, როგორც კი Vega გამოვა, რომც აჯობოს Nvidia-ს, მაინც იაფი უნდა დაადონ, სხვანაირად აბა რითი უნდა გაიყიდოს? წინასწარ რაც გავრცელდა ვიდეო რაღაც soul და brain აქვსო, ალბათ ხელოვნური ინტელექტი, რაცარუნდა იმეორონ ეს, მაინც დაგვიანებული პროდუქტია და მოგებას ნაკლეებად მოუტანს. ამას ჯობდა პოლარისის დროს გამოეშვათ და ყოფილიყო თუნდაც სუსტი, ცოტა იაფი, უფრო მეტ მოგებას ნახავდა, თუმცა ვერ გააკეთეს ფაქტია. Nvidia-მ თუ არ აუჩქარა ცოტა, მაშინ Navi-ს გამოშვება წესით შორს არ უნდა იყოს AMD-სთვის, რადგან ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლარისი-ვეგა-ნავი ახლო-ახლოს დგას და შესაძლებელია Navi იმდენედად რთული არ იყოს გამოსაშვებათ როგორც Vega, რადგან როგორც ამბობენ, Vega არქიტექტურულად ახალი თაობის ვიდეო ბარათია AMD-სგან და შეიძლება კიდე უფრო მეტი დრო და ტესტირება ჭირდებათ.. რაცარუნდა იყოს, ფაქტია რომ, Vega-ს მერე Navi უნდა მიაყოლონ, თუარადა ისევ მოუწევს ჩამორჩენა და გაწელვა როგორც ეხლაა. მე ლოგიკურად სხვა გზას ვერ ვხედავ
  18. კი იყო თავიდან 14 nm-ის პრობლემაც, მაგრამ ეგ მაინცადამაინც არ იყო გადაუჭრელი პრობლემა, რამდენადაც თანხები. პირველი პასკალის ვიდეო ბარათი, GTX 1080-ის გამოსვლიდან ერთ თვეში გამოვიდა პოლარის RX 480 ივნისის თვეში. იდეაში AMD-ს მზად უნდა ჰქონოდა 1080-ის კონკურენტი vega-ს სახით (ან შეიძლებოდა გაკეთებინათ უფრო მეტ ბირთვიანი GPU ჩიპი პოლარისზე 1070-ის კონკურენტად რაც არ გააკეთეს, ან Fury X-ის იმედად დატოვეს ან RX 480 კორსის) მაგრამ ფაქტია, ივნისის თვეში მორჩნენ VEGA-ზე მუშაობას. მერე სანამ სატესტო ბარათებს შექმნიან, სანამ დატესტავენ, სანამ მოარგებენ ახალ ტექნოლოგიებს, სანამ ის, სანამ ეს და კი გავიდა 1 წელი. წესით ეს უფრო ადრეც უნდა გაკეთებინათ მაგრამ ისევ მგონია ფინანსებმა შეუშალათ ხელი. ახლა უკვე პასკალი მორჩა Titan Xp-ს სახით და არამგონია AMD-ში 1 წლის წინანდელ ბარათებს დაუწყონ კონკურენცია. რაღაც ძაან დიდი ნახტომი უნდა გააკეთონ რომ ვოლტას დაეჭიდნონ ან რამე ისეთი ჩადონ რომ ეს 1 წლიანი ლოდინი აანაზღაურონ. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა გააკეთონ ან ორივე ერთად
  19. ბიუჯეტი არააქვთ რომ ყველაფერი ერთბაშად მიაყარონ და გამოუშვან. როცა პოლარისი გამოუშვეს გასაყიდად, ცოტახანში გვამცნეს რომ VEGA-ს დაპროექტებას მორჩნენ "ფურცელზე", არადა წესით ყველანაირად დატესტილი უნდა ყოფილიყო სანამ პოლარისს გამოუშვებდნენ (მაგრამ ვერ გააკეთეს, ბიუჯეტი ალიმიტებთ) ეს რაიზენი კიდე არარის მხოლოდ დესკტოპ პროცესორი, ეს იქნება ერთი დიდი "ოჯახი" რომლის სეგმენტები დაიყოფა, დესკტოპებად, მობილურებად, სერვერებად და SoC-ად. თითოეული სეგმენტი რომ განავითარო და ხალხისთვის გასაყიდად გამოუშვა, უზარმაზარი ფინანსები ჭირდება. წესით რატომ არ უნდა იყოს Zen APU, Zen სერვერი, Zen მობლური და Zen soc აქამდე გამოსული? ან ვეგა? ფაქტიც სახეზეა, ის მცირე ბიუჯეტი რაც აქვთ არ ყოფნის ამ ყველაფერს ერთბაშად, ამიტომ ელოდებიან კვარტლიდან კვარტლამდე დაფინანსებას რათა მიიყვანონ დაწყებული პროექტები დასრულებამდე... NVIDIA-ს და INTEL-ს ფინანსური პრობლემები არ აქვთ, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალი ჩიპები გამოუშვან. აი ერთ-ერთი მაგალითი Intel hastens CPU and platform updates due to AMD pressure ინტელი 3 თვით ადრე აპირებს გამოუშვას ახალი თაობის პროცესორები. როცა ფული გაქვს, არაა პრობლემა ადრე გამოშვება, ისევე როგორც Nvidia-მ, პოლარისის გამოსვლისას მიაყარა GTX 1060, 1070, 1080 და ტიტანი. სად ეჩქარებოდა? იცოდა რომ AMD პოლარისზე ძლიერ ბარათს ვერ გამოუშვებდა კარგა ხანი და ამით კარგადაც გაასაღა თავისი GTX ბარათები. დიდმა ფირმებმა იციან როგორ "ეთამაშონ" ერთმანეთს ბაზარზე, მომხარებლის თვალით ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, სანამ იმათი გადმოსახედიდან არ გადახედავ სიტუაციას. ამ სიტუაციიდან ასეთი ფილოსოფია გამომდიანრეობს, Nvidia და Intel არ ქმნიან რაიმე ახალს, რაიმე ინოვაციურს, თითოქს ფინანსები ან კრეატივი აკლდეთ.. AMD-ს რაც შეეხება, ფული არააქვთ რომ შექმნან კიდევ უამრავი ახალი ტექნოლოგია და ამიტომ გაუთავებელი რებრენდინგი და "დაგვიანებული" პროდუქცია, უფულობის გამო, აქილევსის ქუსლად იქცა მათთვის, თუმცა სხვა გზა არ დარჩენიათ. როცა ფული არ გაქ და ბაზარს ვერ აკმაყოფილებ დროულად ახალი პროდუქციით, მაშინ რაიმე ახალი ტექნოლოგია უნდა შექმნა რითაც კომპენსირებას მაოხდენ კონკურენტებთან და AMD ამას აკეთებს. თუ პირველი ვერაა პერფორმანსში, მას მოეძებნება რაღაც სხვა ტექნოლოგია რომელიც სხვას არააქვს, ესაა ძირითადი ნიშა რაც ღარიბ AMD-ში უფრო ხშირად გამოირჩევა ვიდრე მდიდარ კონკურენტებში. ვეგაში ალბათ რაღაც ახალ ტექნოლოგიებს ჩატენიან ან რამე ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ალბათ "ცდად" ღირდა და უკვე მომავალ Volta-საც გაუწევს კონკურენციას. სხვანაირად GTX 1060-ის ზემოთ დაკარგა კონკურენცია და ზოგადად 11 თვე გავიდა რაც GTX 1080 გამოვიდა. სანამ vega გამოვა ალბათ კიდე 2-3 თვე დაჭირდება და მერე ის აღმოჩნდება 1080-ის კონკურენტი? ერთადერთი ვარიანტია, უფრო იაფად გაყიდონ, თუმცა არაა გამორიცხული vega-ს გარდა რამოდენიმე ვერსია ვიხილოთ მის კონკურენტებზე იაფად, სხვა გზა მგონი AMD-ს არ დარჩენია.
  20. წაშალე და ახლიდან დააყენე სკაიპი თუკი იუზერნეიმი და პაროლი სწორად შეგყავს, თუმცა ვეჭვობ არასოწრად შეგყავს ერთ-ერთი
  21. არა ზოგ ვიდეოს ვერ ნახავ კარგად, შეიძლება წყვეტებით ნახო, ეგ ვიგულისხმე, ანუ აქსელერაცია არ ექნება. ვიდეო ბარათების შერჩევაში მე ვერ გამოვდგები, სხვა გიპასუხებს მაგაზე @Gogla1990 ამას მისწერე
  22. sefe mode რად გინდა? ჩართვე ჩვეულებრივ ვინდოუსი ოღონდ ვიდეო ბარათის დრაივერი არ დააყენო და იმუშავებს ისევე როგორც safe mode-ში. გამოსახულებას მოგცემს, თუმცა არანაირი 3D აქსელერაცია და სხვა დამატებითი შესაძლებლობები არ გექნება, ანუ ვერც თამაშს ითამაშებ და ვერც ვიდეოს უყურებ ნორმალურად, წყვეტები ექნება.. მაგრამ არამგონია ასეთი "გამოსახულება" რამედ გიღირდეს. ამიტომ ჯობია ინტეგრირებულზე გადახვიდე. ჯერ ვიდეო ბარათი ამოიღე, მერე ბიოსი გაანულე (ან ელემენტი ამოიღე ან clear cmos მონახე მაზერზე) მერე ჩართე ჩვეულებრივ კომპი და უკვე ინტეგრირებულზე იქნები, ინტელის ინტეგრირებული ვიდეოს დრაივერი დააყენე და დაუბრუნდები ნორმალურ სამუშაო გარემოს. ეხლა ვნახე და მაგ მაზერის ჩიპსეტს ვიდეო პორტი არ ჰქონია, შესაბამისად ინტეგრირებულ ვიდეოს ვერ აამუშავებ. მოკლედ ვიდეო ბარათი უნდა იშოვო ან გააკეთებინე (რაც მეეჭვება ვინმემ მოახერხოს) ან ამუშავე ეგრე უდრაივეროდ. ან სხვა მაზერი ნახე რომელსაც VGA პორტი ექნება რომ ინტეგრირებული მაინც ამუშაო, ნორმალურად მაინც დაინახავ გამუსახულებას, სხვა თუ არაფერი.
  23. ყველა ვიდეო ბარათს შეუძლია იმუშაოს ორი რეჟიმით: დაბალი და მაღალი დონის გაფართოებით. ეს ტექნიკურად როგორ არის რეალიზებული არ ვიცი, ერთ GPU კრისტალს შეუძლია ასე მუშაობა თუ დაბალი დონის გაფართოებისთვის ცალკე მიკრო ჩიპია სადმე განლაგებული არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამ ორიდან ერთ-ერთია. შენს შემთხვევაში, მუშაობს მხოლოდ დაბალი დონის GPU ჩიპი რომელსაც დრაივერი არ ჭირდება (სხვანაირად ვერც ბიოსს დაინახავ და ვერც დესკტოპს, რომ ვიდეო ბარათისთვის დრაივერი დააყენო), როცა nvidia-ს დრაივერს აყენებ, მაშინ ვიდეო ბარათი გადაერთვება მაღალი დონის GPU-ს ჩიპზე, რა დროსაც ეწყება პრობლემები. (ზუსტად ეგეთი პრობლემით მიგდია Nvidia-ს ძველისძველი ბარათი, მარტო VGA რეზოლუციით თუ გამოდგება გამოსახულების დასანახად, Pentium 2-ის ეპოქაში ამაზე დიდი რეზოლუცია ალბათ არც ჰქონდათ) ვინდოუსის გადაყენება არაფერს შეცვლის, ვინდოუსის ბრალი არ არის ეგ. ზუსტი მიზეზი არავინ იცის კონკრეტულად რისი ბრალია, შეიძლება ვიდეო ბარათში ეს მეხსიერების ჩიპის ბრალი იყოს, ან ვოლტაჟის პრობლემაა, ან რომელიმე კონდესატორის, ან თავად GPU-ს ჩიპის რომელმაც ალბათ ამოწურა რესურსი, ამის ზუსტს მიზეზს ვერ გაიგებ თუ Nvidia-ს ვიდეო ბარათის ინჟინერს არ გამოიძახებ.
  24. IDF რომელიც ბოლო 20 წელი ტარდებოდა, ინტელის გეგმებში უკვე აღარ შედის რადგან ორიენტაციას აფართოვებს და აღარ იქნება ეს მხოლოდ კომპიუტერზე ორიენტირებული კორპორაცია, გადაიდს სხვადასხვა სეგმენტებში, ისევე როგორც Nvidia რომელიც მხოლოდ ვიდეო ბარათების მწარმოებელი აღარაა. ინტელმა, როგორც უკვე მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 2-3 წელია მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი სტრატეგიული გეგმები და IDF-ის გაუქმებას როგორც ჩანს კარგა ხანია გეგმავდნენ. ერთი სიტყვით კიდევ ერთი ძლიერი კოპორაცია ერთვება ავტოინდუსტრიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბეულოვან ტექნოლოგიებში. AMD-ს ჯერ-ჯერობით მცირე ბიუჯეტის გამო, კიდევ რამდენიმე წელი დაჭირდება სანამ საკმარისი ფინანსები გაუჩნდება რათა აითვისოს სხვადასხვა ინდუსტრიები როგორც intel და nvidia.
  25. ვიდეო ბარათის ბრალია, ალბათ შეიძლება შველა მაგრამ რამდენად ღირს, ეგ უკვე სხვა საკითხია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.