Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Everything posted by Power_VANO

  1. ალბათ. ახლა ჯერჯერობით არ დევს არც ნიუეგზე, არც ამაზონზე. თან ანონსი უკვე იყო, ტესტებიც დაიდო მე უფრო ველოდები Z68 ჩიპსეტს. P67-ზე და H67-ზე პატარა "ჩეპეა" H67-ზე შეგიძლია ინტეგრირებული გრაფიკა გამოიყენო, მაგრამ CPU-ს ვერ გაუკეთებ ოვერქლოქს, მარტო RAM-ი შეგიძლია ქლოქო. P67-ზე კი პირიქით, ოვერქლოქინგში გზა ხსნილია, მაგრამ ინტეგრირებულ ვიდეოს ვერ იყენებ, იძულებული ხარ დისკრეტ GPU გქონდეს თუ მინდა, რომ ოვერქლოქი შემეძლოს, მაგრამ დისკრეტ GPU არ მჭირდება, ვარ ჰაერში. Z68 მაგ პრობლემას გამოასწორებსო. მერე თუ გავყიდე კარგ ფასში ჩემი მაზერი და პროცი, კი გადავალ, თუ ვერა და დავრჩები. წარმადობა ისედაც ოხრად აქვს ლინფილდებსაც.
  2. ზუბა 24/7-ზე უფრო პროცზეა დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ახლოს 100%-ით მიიყვან 5.0-მდე 24/7-სთვის 4.4-ზე ბოქს ქულერით დგება, 1.27-1.30 ვოლტით თვითონ ტექნოპროცესია ძალიან დახვეწილი. 32 ნმ ლინფილდებით იგივეს გამეორება არ გამოდის მაგალითად. ნამდვილად. წარმადობით უკვე დღევანდელ 50-60$-იან NVIDIA/ATI-ს კარტებს გაუტოლდა და ჯობნის. Ivy Bridge-ის ინტეგრირებული გრაფიკა უკვე სადღაც 70-80$-იანი დისკრეტული კარტების დონეზე იქნება ალბათ (ახალი ტექნოპროცესიც მაღალი სიხშირეების შესაძლებლობას მისცემს და არქიტექტურაც დაიხვეწება) და 1280-ზე სავსებით ნორმალური გეიმინგისთვის იქნება ბრწინვალე. სულ არ იქნება მაგ სეგმენტში საჭირო დისკრეტული ვიდეო დაფა. ნუ აი ეს კი მიტყდება, ადრე ოვერქლოქს ტვინი უნდოდა საკმაოდ, რომ გამოგეწურა შედეგები, მაღალი სიხშირეები დაგედო, ოპტიმიზაცია და ა.შ. ახლა მიდი-მოვდივარ, მოუმატებ მამრავლს და ეგაა OC არც მთლად ეგრეა საქმე, ინტელმა სენდის ეკონომ სეგმენტში სერიოზულად მიქარა. i3-ები მაგრად არიან ჩაკეტილები, ოვერქლოქი შეზღუდულია მოშნად. მაგ საფასო სეგმენტში AMD-ს მხარეს მეტი თავისუფლებაა, unlocked პროცებიცაა საკმაოდ. ნუ გარკვეულწილად ინტელისაც მესმის, i3-ის ანლოქი ნიშნავდა რომ საშუალება მიგეცა ეკონომ კლასის პროცისთვის უფრო მაღალი დონის i5-ების წარმადობის ნიშნულისთვის მიეღწია. მეორესმხრივ გარკვეულწილად უბიძგებს ეს მომხმარებელს AMD-სკენ, ეკონომ კლასში :)
  3. ეს თემა ნიუსი არაა, აქ ვისაუბროთ Intel-ის სენდი ბრიჯის პლიუსებსა და მინუსებზე, რამდენად ღირს აპგრეიდი, რა მხრივ და ა.შ. ჩემი გადასახედიდან სენდი ბრიჯი საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. კი, გასაგებია რომ ინტელმა სენდის ამ იტერაციაში ექტრემალური ოვერქლოქინგი მოკლა (ლამის მაქსიმუმის მიღწევაა წყალზე შესაძლებელი), მაგრამ დიდი + დაიწერა ე.წ. "სახლის ოვერქლოქინგში". 2500K და 2600K 4.4 გჰც-ს სტაბილურად დებენ ბოქს ქულერზე. 5K-მდე ჰაი ენდ ჰაერით და წყლით უპრობლემოდ ავალთ. 24/7-ზე სამუშაოდ თუმცა, ამის საპირისპიროდ ბიუჯეტური მოდელები შეზღუდულია საკმაოდ, განსაკუთრებით i3-ები. აქ მინუსი ინტელს. განსაკუთრებით რაც მომეწონა მე, ესაა ვიდეო ტრანსკოდირების ახალი ძრავი QuickSync. კაი ხანია NVIDIA და ATI გარკვეულ ქულებს იწერდნენ იმით, რომ ვიდეო დაფებზე ვიდეო ენკოდინგი გაცილებით სწრაფად ხდებოდა, ვიდრე CPU-ზე. Intel-მა QuickSync-ით ორივეს რომ იტყვიან - დაახურა, როგორც წარმადობის საკითხში, ასევე განსაკუთრებით ხარისხის საკითხში. QuickSync-ით ტრანსკოდირებული ვიდეოს ხარისხი ძალიან ახლოსაა x86 ალგორითმით შესრულებულ საქმესთან, აი ვიდეო დაფების საკითხი კი რთულადაა. ATI Stream-ის ალგორითმი მოიკოჭლებს და NVIDIA CUDA საერთოდ კოჭლია - კატეგორიულად მიუღებელი ხარისხის ტრანსკოდირებას აკეთებს. ხარისხი შეგიძლიათ შეადაროთ ამ ლინკზე: http://www.anandtech.com/show/4083/the-sandy-bridge-review-intel-core-i7-2600k-i5-2500k-core-i3-2100-tested/9 უბრალოდ მაუსი მიიტანეთ შესაბამის ტრანსკოდ ენჯინზე და მისი შესაბამისი სურათიც გამოჩნდება. მანდვეა წარმადობის გრაფიკებიც. მოკლედ, დამანახეთ სადაა NVIDIA-ს CEO ერთი საწყალი რა დღეში იქნება ახლა წარმომიდგენია. კაცი GPU-თი CPU-ს უპირებდა ჩანაცვლებას... QuickSync-თან პატარა პრობლემაც გვაქვს - მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ პროცის GPU-ა ჩართული თუ ჰაი-ენდ დისკრეტ GPU-ს ვიყენებთ ATI/NVIDIA-სგან, QuickSync არ იმუშავებს სტანდარტულად. ასამუშავებლად მოგვიწევს კომპის გათიშვა, პროცის GPU-ზე გადართვა და ხელახლა ჩართვა. პრობლემა იდეაში გამოსწორებადია რომ გვქონდეს Switchable Graphics, ლეპტოპების მსგავსად. სულ ახლახანს CES-ზე Lucid-მა წარმოადგინა დრაივერი, რომლის საშუალებითაც მსგავსი რამ შესაძლებელი იქნება იდეაში რამდნეიმე კვირაში გადმოსაწერადაც იქნება ხელმისაწვდომი და პრაქტიკულ შედეგებსაც ვნახავთ. ახლა თქვენი ჯერია :D
  4. რაიყო ზურა? ისე, რაღათ უნდა მაზერს ბიოსის გასანულებელი ღილაკი, ოვერქლოქინგი მამრავლის მატების დონეზე ჩამოვიდა და... :)
  5. ისე, პირველ გვერდზე სია გადაასდგილებელია მგონი DDR2 კვდება, ჩამოვწიოთ დაბლა, DDR3-ების შედეგები ავწიოთ მაღლა :)
  6. ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ძალიან სამწუხაროა გუდვილში მუშაობდა ხო, 2 თვის წინ ჩემგან სელშოკები იყიდა, ოვერქლოქინგში აქტიურობდა.
  7. "თანამედროვე" ბროუზერების პრობლემაა. ესენი ხო აღარ კადრულობენ პირველი გვერდის განახლებას, რეფრეში თუ არ მიეცი, ეგრევე კეშიდან აგდებენ. საერთოდ, ეგ პრობლემა რომ არ გაწუხებდეთ, ჯერ ლოგ-ინ-ი უნდა გააკეთოთ და მერე ჩასვათ ბუკმარკებშI ფორუმი. თუ ლოგ-ინ-ამდე ჩასვამთ, მუდმივად პრობლემა გექნებათ :)
  8. დომინო ჰაიზე ულტრა 120-ს ჯობნის. ეს ჯერ კიდევ მაშIნ რომ გავტესტეთ, E8600-ზე. ნეჰალემზე წესით სხვაობა მეტი უნდა იყოს + ნუ წყალია მაინც და მეტ სითბოს იკავებს.
  9. მერამდენედ უნდა გაიხსნას მსგავსი თემა? არ ჩაირთვება BB კოდი ხელმოწერაში. power_vano-ს ხელმოწერა ნათელი მაგალითია ყველაფრისა, რაც დაშვებულია ხელმოწერაში :D
  10. ეგ არის ზუსტად კვების ბლოკია იმენნა ოპერატიული მეხსიერებისთვის :)
  11. ამ ბოლო დროს ბევრი წვრილმანი რაღაც დამიგროვდა გასაყიდად, ჰოდა, ცალ-ცალკე თემების გახსნას, სჯობს ყველა ერთ თემაში მოვაქციო. მოკლედ, წარმოგიდგენთ ნივთებს, რომელთა შეძენაც ჩემს სექს-შოპში შეგიძლიათ: ოპერატიული მეხსიერება DDR1 - Samsung PC-3200 CL3 256MB - ფასი: 30 ლარი 20 ლარი (საწყობშია: 2 ცალი) DDR1 - Kingston ValueRAM PC-3200 CL3 256MB - ფასი: 30 ლარი 20 ლარი (საწყობშია: 2 ცალი) ქსელები +9dBi Wi-Fi ანტენა http://www.amazon.co...d_bxgy_e_text_c ფასი: 10 ლარი ვენტილატორები Scythe Kaze Server 5.25" ფენ კონტროლერი სძალიან კარგი და მუშა ფენ კონტროლერი, მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი, თბოსენსორები აბსოლუტურად უხმარებია. დეტალური სპეციფიკაციები აქ: http://www.scythe-eu...server-525.html ფასი: 50 ლარი Scythe Gentle Typhoon 120 mm Silent Case Fan - 57 CFM, 1850 RPM ერთ-ერთი საუკეთესო ფენი მსოფლიოში. ტექნიკური მახასიათებლები: ზომა: 119*119*25მმ საკისრები: Double Ball Bearing ძაბვა: 12.0 VDC ამპერაჟი: 0.083 Amp სიჩქარე: 1850 ბრუნი/წუთში აირფლოუ: 57.0 CFM / 98 მ^3/სთ ხმაურის დონე: 28 დბ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 100000 საათი 35 გრადუსზე / 55000 საათი (60°c) წონა: 200 გრამი კონექტორი: 3-პინიანი საწყობშია - 1 ცალი ფასი: 35 ლარი ფასი: 25 ლარი სუპერ მოწყობილობები Hipro-Tech DDR Maximizer DDR2 Version საწყობშია - 1 ცალი ფასი - 120 ლარი ფასი: 80 ლარი ფასი: 70 ლარი ფასი: 50 ლარი სხვადასხვა 6-პინიანი PCI-Express-დან 8-პინიან (4+4-პინი) EPS პროცის კვებაზე გადამყვანი, 30 სმ საწყობშია - 2 ცალი ფასი: 20 ლარი ახალი ფასი: 15 ლარი ანტიკვარიატი Intel Celeron 1700 მჰც, Socket 478 საწყობშია - 1 ცალი ფასი - 30 ლარი ფასი: 20 ლარი ფასი: 10 ლარი ვიდეო კარტები Sapphire Radeon 9550, 256 MB, AGP ვიდეოს გაფუჭებული აქვს ფენი, დროდადრო არტეფაქტები გამოაქვს. საწყობშია - 1 ცალი ფასი - 20 ლარი ფასი - 10 ლარი ASUS Geforce 7300 GT 256 MB. PCI-E, Passive Cooling დროდადრო არტეფაქტები გამოაქვს. საწყობშია - 1 ცალი ფასი - 20 ლარი ფასი - 10 ლარი მონიტორები Samsung SyncMaster 795MB, 17" უნაკლო, მშვენიერ მდგომარეობაში. დეტალური სპეციფიკაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.nix.ru/au...hite_26862.html საწყობშია - 1 ცალი ფასი: 40 ლარი კომპები მაზერი: ASUS P4P800-E Deluxe მაზერი ლეგენდა. დეტალური სპეციფიკაციები აქ: http://www.asus.com/...P4P800E_Deluxe/ პროცი: Intel Pentium 4 2400 MHz, Hyper-Threading, Northwood Core, Socket 478 + BOX ქულერი პ4-ებს შორის ყველაზე სახელოვან ბირთვზე აგებული პროცი, სპეციფიკაციები აქ: http://ark.intel.com...che-800-MHz-FSB ოპერები: Nanya 4 x 256 MB (სულ 1 GB) ვიდეო კარტა: VisionTek Radeon HD2600 Pro 256MB, AGP (VT26P256AGP) ესეც ლინკი: http://www.amazon.co...ils_o04_s00_i01 HDD: Seagate Barracuda 120GB, SATA NCQ სიგეიტის პირველი SATA დისკი NCQ-ს მხარდაჭერით ფასი: 120 ლარი (ზედა 5 ნაწილი ერთად) (+10 ლარად კოდეგენის 350/400 ვატიანი კვების ბლოკი)
  12. განსაკუთრებული არაფერი, ინოვაციური დიზაინის რადიატორებს უშვებს ფესერი, წესIთ დეკემბრის შუაში უნდა დაიდოს მაღაზიებშიო რაც ვნახე ინფო. მაინტერესებდა სადმე ვინმეს ხომ არ ჰქონდა უკვე დათრეული http://www.tfc-admiral.com/
  13. ზურა, შენ რამე ანდერგრაუნდ ინფო ხომ არ გაქვს გერმანული ფორუმებიდან TFC Admiral-ზე?
  14. მძიმე არაა V8 უფრო? და ძვირიც? ეგ 1 გრადუსი დაიკიდე, პრაქტიკაზე სხვაობას მაინც არ მოგცემს და მეგაჰერცებს :)
  15. ორივეს შიდა ქსელი გაქვთ? ქსელის პრობლემაა სავარაუდოდ ან IP ადრესებთან, ან MAC-ებთან. გადაამოწმეთ ორი კომპის ეგ მისამართები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ქსელის კონფიგის პრობლემაა მოკლედ. ან OS-ის დონეზე, ან როუტერის/გამანაწილებლის დონეზე თუ გიყენიათ ეგ.
  16. რატომ და იმ მეორე კომპიდან პირდაპირ მაზერზე გადიხარ. მაგ კომპიდან კი ჯერ OS-ი უნდა გაიარო, სრული სისტემა და მერე მიხვალ მაზერამდე. მაგ ROG კაბელით თეორიაში დამატებით რამდენიმე მეგაჰერცის გამოწურვა შეიძლება :)
  17. ღირს კაცო აბა რა. მით უმეტეს, ტურბოს ხარჯზე რაზგონი ისედაც არაა საჭირო თანამედროვე თამაშების აბსოლუტური უმეტესობისთვის, ისედაც საკმარისი სიმძლავრე აქვთ ნეჰალემებს. რაც გადმოვბარგდი ახალ სისტემაზე, ბოდიშს მოვითხოვ ყველასთან ამ სიტყვებისთვის (რადგან არაეთიკურია ასეთი რამის აქ თქმა), მაგრამ მაგის მერე დიდად ოვერქლოქინგის სურვილი არც გამჩენია. 90% შემთხვევაში საკმარისი ჰორსპაუა აქვს სისტემას.
  18. მარტო ერთი თაობით უკან არაა კონსოლები. 2 თაობით უკან არიან. გაიხსენეთ რა პროცები და ვიდეო დაფები დევს დღევანდელ XBOX 360-სა და პუსუ3-ში და მერე შეაფასეთ რამდენი თაობით ჩამორჩენილი ჰარდია :)
  19. ეტყობა არასწორად გაიგეთ - აქ მარტო სურათებზე არაა საუბარი. წინა ფორუმი ესთეტიურად სიმახინჯე იყო ეგეთ ხელმოწერებით. ლამის პოსტის ხელა ხელმოწერები უზარმაზარი სურათები... 1000-ჯერ მივუთითე ბევრს წესების წაკითხვაზე და ხელმოწერის, მაგრამ უმეტესობამ დაიკიდა ჰოდა ახლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვ-ბან-ო ყველა. + დიზაინის მხრივ, ესთეტიურად დაიხვეწა ფორუმი. სურათები პოსტებში ჩასვით რამდენიც გინდათ, მაგრამ ხელმოწერაში არა. + თავისთავად უსაფრთხოების მხარეცაა ძალიან მნიშვნელოვანი. როცა მხოლოდ პოსტებშია ალაგ-ალაგ ისეთი საიტიდან რამე ჩასმული, სადაც ვთქათ მალვეირია, ეგ არაფერი. მაგრამ როცა ხელმოწერაშია ჩასმული ეს ბედნიერება და ამ წევრს აქვს 1000+ პოსტი... ხომ ხვდებით რაც ხდება? გუგლი ეგრევე მასიურად მალვეირს პოულობს და საიტს ბლოკავს. მერე ერთი 5 დღე კი უნდა რომ ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდე, ჰოდა არ ღირს ნამდვილად. როგორც LEON-მა დაწერა, ხელმოწერებში BB კოდის აკრძალვა ფორუმის ინტერესებშია.
  20. მერე კაცო ეგეთI რამე რომ ხდებოდა, დაგეწერათ აქაც წამოვიდოდი, ვნახავდი მე ამ სამინისტროს გამო ვეღარ მივყვები IT სიახლეებს აქტიურად.
  21. ეს თემა მეზობელი განყ-ისაა გადატანილია.
  22. გიგაბაიტი თუ ტერაბაიტი? და ეგეც არაა პრობლემა, ისე დაანახებ დღევანდელ ჩიპსეტებს 2 ტბ-ზე მეტს რომ... კამფეტივით HDD/SSD ერთია, ორივე სიტყვაზე სატაში მიდის და ა.შ.
  23. აჰა, გაიხარე, მადლობა. ე.ი. რეპაკიც მუშაა და სკიდროუს დივიდიც.
  24. პიპალ, რომელია ამ თამაშის 100% მუშა ვერსია, რომელი გადმოვწერო?
  25. აუ ამ კინექტით რამე პორნო თამაში კაიფი იქნება :D ეგრეა კაცო, ყველა აბოლებს ხალხს. აგერ ინტელს საშუალოდ 40-50$ უჯდებოდა დესკტოპ პროცესორები თითო, იყო ადრე მაგაზე ინფო. ანუ ექსტრიმ ედიშენ პროცის თვითოღებულება, რომელიც 999$-ად იყიდებოდა იგივე იყო, რაც ვთქვათ Core 2 Duo E6550-ის, რომელიც 130$ ღირდა :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.