ორ დღიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მეტ–ნაკლებად მოვარჯულე დააპგრეიდებული Overkill რეტრო სისტემა
შევცვალე დედადაფა და პროცესორი
Asrock X79 Extreme 6 ბოლო High End ვორქსტეიშენის პლათფორმაა X79 რომელსაც XP-ს ოფიციალური მხარდაჭერა აქვს
Xeon E5-2643-V2 პროცესორი (6C/12T 3.8 Ghz)
RAM გავზარდე 16 გბ–მდე, რომ Quad Channel მქონოდა,
XP–ს ინსტალაციამ ძალიან გამაწვალა: ცოცხალი თავიდ არ დაყენდა AHCI რეჟიმში, ვცადე ოფიციალური დრაივერები (დისკიდან, ინტეგრირებული, ფლოპიდანაც) მაგრამ დრაივერების ჩატვირთის ეტაპზე აბლუსკრინებდა,
მრერე ვცადე და დავაყენე XP Integral Edition , სადაც ინტეგრირებულია თითქმის ყველა აპდეითი, ასევე ბევრი AHCI/SATA და NVME დრაივერებიც,
ეს კი დაყენდა, მაგრამ რესტარტის მერე ჩატვირთვისას აბლუსკრინებდა, საბოლოოდ IDE რეჟიმზე გადავრთე კონტროლერი და დავაყენე ისე, იდეაში დიდად ვერ ვგრძნობ რომ სიჩქარე ნელია (არადა Cristal Disk Mark ზომავს რომ ნელია SATA3 თან შედარებით)
შემდეგი პრობლემა ჩემი მონიტორი იყო, GTX 980 Ti-ს მოდიფიცირებული დრაივერის დაყენების მერე მაქსიმალურ რეზოლუციას და refresh rate აყენებდა (2560x1440@144Hz) შემდეგ მივაგენი ამ ძალიან კარგ გარჩევას XP-ს მაღალი რეზოლუციების შესახებ: http://wp.xin.at/archives/5616
ანუ XP–სთვის Nvidia-ს დრაივერები მუშაობენ HBR1 პროტოკოლით, რომელიც შეესაბამება 8.64 Gb/s ხოლო ჩემი მონიტორის სპეციფიკაციებს ესაჭიროება 11.9 Gb/s
2560x1440x(3x8[RGB პიქსელები 8 ბიტიანი თითო])x 144[ჰერცი] / (1024^3[Gb/s გადასაყვანად]
ანუ 60 ჰერცზე იგივე გათვლებით სჭირდება 4.9 Gb/s მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ავტომატურად აყენებდა 144 ჰერცს და ვერ აჩვენებდა
გამოსავალია, მეორე მონიტორის შეერთება და იქედან შეცვლა (ასე გავაკეთე წინაზე) თუმცა ახლა რატომღაც მხოლოდ ამ მონიტორს რომ ვტოვებდი, ისევ 144 hz დგებოდა, ბევრი წვალების მიერე მივაგენი MSFN ფორმუმზე პოსტს, სადაც რეზოლუციის Windows Registry -ში მითითებაზე იყო საუბარი
HKCC\System\CurrentControlSet\Control\Video\
თუ დაგჭირდათ, აქ ნახავთ საჭირო განყოფილებას (მიხვდებით რეზოლუციის და რეფრეშის მიხედვით რომელია და რომელი უნდა შეცვალოთ)
ასევე xin.at ბლოგპოსტის მიხედვით ბოლო დრაივერი აღარ დავაყენე, არამედ რეკომენდირებული 355 ვერსია და Custom resolution-იც ამუშავდა (ბოლო დრაივერში გაბაგულია)
შემდეგი პრობლემა იყო PAE, წინა დედაპლატაზე ASROK Xfast RAM საშუალებით ვრთავდი PAE და ვაყენებდი RAMDisk-ს, აქ კი ეს უტილიტა რატომღაც არ მუშაობს გამართულად, მომიწია Windows XP x86 64gb Ram Patch დაყენება, მაგრამ მთლად სტაბილური არაა, ramdiks კი მუშაობს ახლა, მაგრამ მაგალითად CPU-z გაშვებისას იქრაშება, სხვა პატჩებიცაა მაგ საიტზე და ვნახავ
რადგანაც RAM გავზარდე, Vista და 7 გადავყწვიტე 64 ბიტიანი დამეყენებინა, მთელ რესურსებს ავითვისებ და თავსებადობაც მშვენიერი აქვს, თუ რამე XP-ს გამოვიყენებ იმ თამაშებისთვის და პროგრამებისთვის რომლებიც არაა თავსებადი 64 ბიტიანთან.
Windows Vista-ს ინსტალაცია და დრაივერები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე უმტკივნეულო იყო, ყველაფერმა იმუშავა პირველივე ცდაზე, აპდეითებს ვერ ვაკეთებ ჯერ (DX 11 მხარდაჭერა მინდა) თუმცა არაა დიდი პრობლემა, მუშაობს ძალიან კარგად და სტაბილურად
Windows 7-მაც ცოტა გამაწვალა, მაგალითად Nvidia-ს ბოლო დრაივერზე Error 52 წერდა (დრაივერის ფაილები არ არის სწორად ხელმოწერილიო, ანუ digital signature უფრო ახალი იყო, ვიდრე შესაბამისი შემამოწმებელი მოდული 7–ში და ამიტომ არ მოწონდა, Driver Signature check თუ გაუთიშავდი (F8 ჩართვისას და მენიუში ჩანს) მაშინ მუშაობდა, შეიძლებოდა პერმანენტულადაც ამის გაკეთება, მაგრამ უსაფრთხოების რისკებს ზრდის (ისედაც უკვე ვადაგასულ OS-ზე დამატებითი ხვრელები არაა საჭირო) გამოსავალი კი 472.22 დრაივერის დაყენება იყო, რომლის ციფრულ ხელმოწერაზე არ ქონია პრობლემა.
გარკვეული პრობლემები იყი Creative-ის X-fi ხმის ბარათზე: რატომღაც ოფიციალური საიტიდან აუღიათ დრაივერების ლინკები, Snappy Driver Installer Origin –ით კი მოვძებნე და დავაყენე
მოკლედ რთულდება სიტუაცია Retro კომპიუტერებზე, მწარმოებლები დრაივერებსაც კი იღებენ საიტიდან,
ბენჩებზე რომ მოვახერხებ დავწერ, თან მინდა დავარაზგონო 4 გჰზ–მდე მაინც, 25 მბ L3 ქეში და ოთხ არხიანი მეხსიერება მგონია რომ წაადგება წარმადობაში
(p.s HT გათიშული მაქვს ჯერ ჯერობით და მეეჭვება ჩავრთო, 6 ბირთვიც საკმარისზე მეტია)