Jump to content

Leaderboard

  1. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      9602


  2. lasha1616

    lasha1616

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      1716


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5887


Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/08/22 in all areas

  1. მოვიტანე ლააშ, შეგიძლია მომილოცო... რამხელა ყუთში ყოფილა, ადრე მახსოვს რაც მეყენა ძველ სახლში ერთ მოცუცქნულ ყუთში იყო, მაგრად გაზრდილა ზომაში როუტერები...:დ უი ეგ რა კარგი რამე მითხრაი აბა რომ მოვლენ ვეტყვი მაგას ეგ მაწყობს მაგრად კიი, ეგრე გადაბმა თუ შეიძლება იდეალური ვარიანტია შეიძლება არც დამჭირდეს მეორე როუტერი ცენტრში რომ დადგება ეს სრულად დაფარავს, ოლმარკეტში მითხრეს რომ 140 კვადრატამდე ფარავსო და ცენტრში თუ დააყენებ შეფერხება საერთოდ არ გექნებაო, თან საკმაოდ მძლავრ როუტერს ყიდულობ შენო და ფაქტიურად შეფერხება არ გექნებაო... მოკლედ დაველოდები ახლა მაგთის ჯგუფს აბა რას იზამენ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის ბრო...
    2 points
  2. მოკლედ ლააშ იყვნენ და დამიმონტაჟეს ცენტრში, ზუსტად შენ როგორც თქვი ისე გამიკეთეს, მაგ გადასაბმელით დააყენეს და მითხრეს, ნებისმიერ დროს როცა მოგინდება შემოსასვლელში ცალკე როუტერის დაყენებაო მოხსნი ამ გადაბმასო და დააყენებ ცალკე როუტერსო და შემდეგ აგიმუშავდება დანარჩენი ოთახების ინტერნეტ როზეტებიო, მაგრამ ვარაუდობ ეს სიგნალი მთელ სახლს ეყოფაო, ჰოდა გავედი ვერანდის ბოლო წერტილში საერთოდ და იქაც კი ბოლომდე იჭერდა სიგნალს...^^ მადლობა ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ თემაში და რჩევები არ დაიზარეთ, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა @lasha1616-ს. პატარა ბეტმენია ცვეტში...
    1 point
  3. კომპანია ASUS-მა გააზიარა გასულ თვეში დაანონსებული Radeon RX 7900 XTX TUF Gaming და Radeon RX 7900 XT TUF Gaming ვიდეო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები. ორივე მათგანს ექნება გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება ეტალონურ სიხშირეებთან შედარებით. ფოტოს წყარო: ASUS ASUS მიუთითებს თითოეული ვიდეო ბარათის ორ სამუშაო რეჟიმზე: „სტანდარტული“ და „OC”. ბოლო მათგანი აქტიურდება საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა ASUS GPU Tweak-ით და საშუალებას იძლევა კიდევ ოდნავ გაიზარდოს GPU-ის მაქსიმალური სიხშირე. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7900 XTX-ის გრაფიკული პროცესორის ეტალონური გეიმინგ სიხშირე 2300 მჰც-ს შეადგენს, Boost რეჟიმში კი აღწევს 2500 მჰც-ს. ფლაგმანური ამაჩქარებელი აგებულია GPU Navi 31-ის ბაზაზე 6144 ნაკადური პროცესორით. ვიდეო ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე 384-ბიტიანი სალტით. Radeon RX 7900 XT-ის ეტალონური ვერსია აგებულია 5378 ნაკადური პროცესორის მქონე GPU Navi 31-ის ბაზაზე, მისი გეიმინგ სიხშირეა 2000 მჰც, Boost სიხშირე კი 2400 მჰც-ს შეადგენს. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე და 320-ბიტიანი სალტე. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XTX OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები: „OC” რეჟიმი: 2615 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.6%-ით მაღალი; 2455 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) – ეტალონურ მაჩვენებელზე 6.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2565 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 2.6%-ით მაღალი; 2395 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) — ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XT OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები „OC” რეჟიმი: 2535 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 5.6 %-ით მაღალი; 2175 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 8.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2500 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი; 2130 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 6.5 %-ით მაღალი. ASUS-ის ორივე ვიდეო ბარათს აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. თითოეული ამაჩქარებელი 3.6-სლოტიანია. ორივეს აქვს სამი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. გარდა ამისა, ვიდეო ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 2.1. Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების გაყიდვა 13 დეკემბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/yuvaya3y
    1 point
  4. შეიძლება გაკეთდეს, თუ კომპრომისზე წახვალ ანუ საჭიროა rj45 coupler (ორი ჯეკის გადასაბმელი) და როცა მაგთი შემოიყვანს ინტერნეტის კაბელს, შემოსასვლელში მაგ კაპლერით გადააბი ცენტრალურის კაბელი და ტელევიზორის უკან დააყენებ მაგ ტპ ლინკს. კომპრომისი კი ისაა რომ იმ ორი ოთახის კაბელები დარჩება დროებით ჰაერში. სამაგიეროდ ერთ მოწყობილობას იყიდი და იქ დადგავ სადაც გინდოდა, არც რეინჯ ექსტენდერი დაგჭირდება და არაფერი, მერე კი შეგიძლია რამე როუტერი იყიდო და შემოსასვლელში დააყენო, ზედ დააერთებ იმ ორ ოთახს და მაგ ტპ ლინკის კაბელსაც. არაფრის, პირიქით, რაც მეტ-ნაკლებად ვიცი, იმ ინფორმაციის გაზიარებას წინ არაფერი უდგას, ასე რომ თუ რამეში დაგაკვალიანე, ჩემთვისაც სასიამოვნოა
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.