Jump to content

Leaderboard

  1. brevalo

    brevalo

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      447


  2. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      2

    • Posts

      9602


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5891


  4. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      10889


Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/10/22 in all areas

  1. კომპანია Apple-მა ჩაატარა ღონისძიება Far Out, რომელზეც წარადგინა ახალი თაობის iPhone-ები. საბაზისო iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელებთან ერთად შედგა ასევე მოწინავე iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების დებიუტი. ორივე უფროს მოდელს აქვს ოდნავ განახლებული დიზაინი, ახალი პროცესორები და განახლებული კამერების ნაკრები. დიზაინი ძირითადად უცვლელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ყურადღებას მომენტალურად იპყრობს - ახალ iPhone Pro-ს აღარ აქვს ფრონტალური კამერა და Face ID სენსორი. ამჯერად კამერა და სენსორები განთავსებულია „დინამიურ კუნძულზე“, ანუ ეკრანის ორ ჭრილში, რომლებიც ერთად ქმნიან წაგრძელებულ შავ ზონას ეკრანის ზედა ნაწილში. სხვა მხრივ iPhone Pro-ს დიზაინი უცვლელია - წინა და უკანა მხარეს განთავსებულია მტკიცე მინა, ჩარჩო დამზადებულია პრიალა ლითონისგან. სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეი 1600 კდ/მ2 სიკაშკაშით გამოსახულების HDR-ში გამოტანისას, ღია გარემოში სიკაშკაშემ შესაძლოა 2000 კდ/მ2 -ს მიაღწიოს. მხარდაჭერილია 1-დან 120 ჰერცამდე ცვლადი კადრის განახლების სიხშირე. iPhone 14 Pro-ში გამოყენებულია 6.1-დუიმიანი პანელი, iPhone 14 Pro Max-ში კი - 6.7-დუიმიანი. iPhone-ში გამოჩნდა ფუნქცია Always-On Display, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია Android-სმარტფონებში და საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოვიდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როდესაც სმარტფონი დაბლოკილია. iPhone 14 Pro-ს საფუძვლად უდევს ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A16 Bionic, რომელშიც, Apple-ის თქმით, გამოყენებულია ყველაზე სწრაფი მობილური ცენტრალური პროცესორი. ჩიპს აქვს 6 ბირთვი (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური), აგრეთვე მძლავრი გრაფიკული ქვესისტემა. პლატფორმა წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და დაახლოებით 16 მლრდ ტრანზისტორს შეიცავს. ამასთან, ენერგომოხმარება შემცირებულია 20%-ით წინა თაობის მოდელებთან შედარებით. და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ახალი სმარტფონი წინამორბედებზე სწრაფია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება შეეხო უკანა კამერას. იგი კვლავ სამმოდულიანია, თუმცა Apple-მა მრავალი წლის განმავლობაში 12-მეგაპიქსელიანი სენსორის გამოყენების ნაცვლად დიდი გაფართოების სენსორზე გადასვლა გადაწყვიტა - iPhone 14 Pro-ს მთავარი კამერა 48-მეგაპიქსელიანია. თუმცა ფოტოგადაღება ძირითადად კვლავ 12-მეგაპიქსელიანი იქნება, რადგან კამერა იყენებს Quad Bayer ტიპის სისტემას, რომელიც აერთიანებს ოთხ პიქსელს ერთ დიდ 2.44 მკმ პიქსელში, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი ფოტოები გამოვიდეს არასაკმარისი განათების პირობებში. მთავარ კამერას აქვს შვიდელემენტიანი ოპტიკა ექვივალენტური ფოკუსური მანძილით 24 მმ და f/1.78 დიაფრაგმით. ფოკუსი მხარდაჭერილია პიქსელების 100%-ით და გამოყენებულია მეორე თაობის სენსორული ცვლის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია გადაღება სრული გაფართოებით ProRAW ფორმატში. მეორე, ულტრაფართოკუთხიანი კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე 1.4 მკმ ზომის პიქსელებით. გამოყენებულია ექვსელემენტიანი ოპტიკა ფოკუსური მანძილით 13 მმ და f/2.2 დიაფრაგმით. ფოკუსი შენარჩუნებულია 100% პიქსელზე. ამ კამერას ასევე შეუძლია მაკრო გადაღება. Apple-ის თქმით ულტრაფართოკუთხიანი კამერით სამჯერ გაუმჯობესდა ცუდ განათებაზე გადაღება. დანარჩენი ორის შემთხვევაში გამოცხადებულია ორმაგი გაუმჯობესება. მესამე კამერა ასევე 12-მეგაპიქსელიანია, აქვს ოპტიკა ფოკუსური მანძილით 77 მმ და დიაფრაგმა f/2.8. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. აღსანიშნავია, რომ iPhone-ში ასევე მხარდაჭერილია ორმაგი ზუმი მთავარ კამერაში, რაც ხორციელდება სენსორის ჩამოჭრის გამო - ამ გზით მიიღებთ სურათებს ფოკუსური მანძილით 48 მმ. წინა კამერაც 12-მეგაპიქსელიანია და აქვს ავტოფოკუსი. მის ოპტიკას აქვს ფოკუსური მანძილი 23 მმ და დიაფრაგმა f/1.9. ეს კამერა მუშაობს სიღრმის სენსორთან წყვილში, რომელიც აგრეთვე Face ID სისტემის ნაწილს წარმოადგენს. Apple-ის თქმით, უკანა კამერების მსგავსად წინა კამერა ორჯერ უკეთესი გახდა ცუდი განათების პირობებში გადაღებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, iPhone 14 Pro სერიის სმარტფონების წინა კამერა განთავსებულია პატარა მრგვალ ჭრილში ეკრანის ზედა ნაწილში. ახლოს განთავსებულია წაგრძელებული ჭრილი Face ID სისტემის ელემენტებით. ეს ჭრილები გაერთიანებულია ეკრანის შავ სივრცეში და ამ წაგრძელებული ელემენტის გარშემო, სახელწოდებით Dynamic Island, Apple-მა შექმნა ახალი შეტყობინებების ინტერფეისი. Apple-მა აჩვენა სხვადასხვა ანიმაცია და ვარიანტი, თუ როგორ მუშაობს Dynamic Island, მათ შორის ანიმაციური აქტივობის ვიჯეტები, შეტყობინებების ანიმაციები და მუსიკის კონტროლი. როდესაც გადაფურცლავთ აპლიკაციის მინიმიზაციისთვის და დაბრუნდებით მთავარ ეკრანზე, ფონური ამოცანები, როგორიცაა მუსიკის დაკვრა, გადაინაცვლებს "კუნძულზე". როგორც ჩვეულებრივი iPhone 14-ის შემთხვევაში, ახალი Pro-სერია მხარს უჭერს თანამგზავრულ კავშირს სასწრაფო დახმარების სერვისებთან. სატელიტური კომუნიკაცია მუშაობს იქ, სადაც ფიჭური დაფარვა საერთოდ არ არის. თუ თანამგზავრთან დაკავშირებას პრობლემები ახლავს, iPhone შეგატყობინებთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი შეტყობინებები, რათა აუხსნათ თქვენი სიტუაცია მაშველებს, ან გაგზავნოთ შაბლონური შეტყობინება. კომუნიკაცია ორმხრივია - iPhone მომხმარებელს შეატყობინებს, რომ მაშველებმა მიიღეს მისი შეტყობინება და გზაში არიან. თანამგზავრული კავშირის სერვისი ამოქმედდება ნოემბერში აშშ-სა და კანადაში, ხოლო iPhone 14-ის მყიდველები მიიღებენ უფასო ორწლიან გამოწერას. iPhone 14 სერიის სმარტფონებში გამოჩნდა ფუნქცია Crash Detection-ის მხარდაჭერა, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს სენსორების (პირველ რიგში აქსელერომეტრის და გიროსკოპის) მეშვეობით განსაზღვროს, თუ მომხმარებელი საავტომობილო ავარიაში მოყვება. ამასთან ეკრანზე გამოდის შეტყობინება, რომელშიც iPhone მომხმარებელს ეკითხება, რიგზეა თუ არა. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს, სმარტფონი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარების სამსახურს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს საინტერესო ფუნქცია, რომელიც ელოდება აშშ-ში ნებისმიერი iPhone 14 ან 14 Pro-ის მყიდველებს. გაიყიდება სმარტფონების ვერსიები SIM ბარათის სლოტის გარეშე. მათ ნაცვლად შემოთავაზებულია ელექტრონული eSIM-ის გამოყენება. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ორი სხვადასხვა ოპერატორის eSIM-ის ერთდროული კავშირი. ახალი სმარტფონების გაყიდვა 16 სექტემბერს დაიწყება, წინასწარი შეკვეთების მიღება კი - 9-დან. iPhone 14 Pro ვერსიის ფასი 999 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 14 Pro Max მინიმუმ 1099 აშშ დოლარი ეღირება. იგივე ფასები ჰქონდა წინა თაობის Pro ვერსიებს. https://tinyurl.com/mubsndam
    2 points
  2. გადმოსაწერი ლინკები:http://s3104797238.torrent-games.rip/7819-nba-2k22.html თამაშის შესახებ: გამოშვების წელი: 2021 წლის 10 სექტემბერი ჟანრი: Simulation, Sport შემქმნელი: Visual Concepts გამომცემელი: 2K პლატფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია ენა: ENG კრეკი: (CODEX) ზომა: 96.33 GB თამაშის შესახებ: NBA 2K22 puts the entire basketball universe in your hands. PLAY NOW in real NBA and WNBA environments against authentic teams and players. Build your own dream team in MyTEAM with today’s stars and yesterday’s legends. Live out your own pro journey in MyCAREER and experience your personal rise to the NBA. Flex your management skills as a powerful Executive in MyGM and MyLEAGUE. Anyone, anywhere can hoop in NBA 2K22.New tactical offense meets an overhauled defense for a more competitive and immersive NBA 2K22. Add skill-based dribbling, shooting, dunking, and alley-oops to your bag of moves, and counter them with ferocious new blocks and contests on the other end of the court. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: Requires a 64-bit processor and operating system OS: Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit or Windows 10 64-bit PROCESSOR: Intel® Core™ i3-2100 @ 3.10 GHz/ AMD FX-4100 @ 3.60 GHz or better MEMORY: 4 GB RAM VIDEO CARD: NVIDIA® GeForce® GT 450 1GB/ ATI® Radeon™ HD 7770 1 GB or better DirectX: Version 11 Network: Broadband Internet connection Storage: 110 GB available space Sound Card: Directx 9.0x Additional Notes: Dual-analog Gamepad recommended. Initial installation requires one-time internet connection for Steam authentication; software installations required (included with the game) include DirectX and Visual C++ Redistributable 2012. In order to play NBA 2K22 on PC, you need a processor capable of supporting SSE 4.2 and AVX. რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: OS: Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit or Windows 10 64-bit PROCESSOR: Intel® Core™ i5-4430 @ 3 GHz/ AMD FX-8370 @ 3.4 GHz or better MEMORY: 12 GB RAM VIDEO CARD: NVIDIA® GeForce® GTX 770 2GB/ ATI® Radeon™ R9 270 2GB or better DirectX: Version 11 Network: Broadband Internet connection Storage: 110 GB available space Sound Card: Directx 9.0c Additional Notes: Dual-analog Gamepad recommended. Initial installation requires one-time internet connection for Steam authentication; software installations required (included with the game) include DirectX and Visual C++ Redistributable 2012. In order to play NBA 2K22 on PC, you need a processor capable of supporting SSE 4.2 and AVX.
    1 point
  3. ეხლა ვიწერ, არ მაქ იმედი რო მომეწონება რამეთუ არც ჰორორი მიყვარს არც სტელსი და არც პარკური ))) მარა მოვსინჯავ მაინც
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.