ისე ვისაც 8 ან ნაკლები გაქვთ RAM და არ გყოფნით RAM compression გამოიყენეთ აუცილებლად. linux-ში (ასევე ანდროიდშიც) ZRAM, ZSWAP კაი ხანია არის. მეც ვიყენებ ZRAM-ს და RAM როდესაც ივსება საკმაოდ მადგება მაგ მომენტებში, არანაერი ფრიზები ან პროგრამის მოკვლა სისტემის მიერ. zstd კომპრესიის ალგორითმით მშვენივრად უმკლავდება. აგერ სკრინი სპეციალურად ყველაფერი ჩავრთე რაც კი მქონდა. screen recording-ც გავუშვი 299 tab ბრაუზერში, ოფისები და მოკლედ ყველაფერი და ხედავთ 8 RAM-ზე 9.25 GB-ს swap იყენებს რათქმაუნდა zram-დან და ჯამში კომპი მაინც უპრობლემოდ მუშაობს. ეს i5 5300u საკმაოდ სუსტი ლეპტოპის პროცესორია. რაც ვნახე windows 10-ში დაუმატებიათ მსგავსი რამ. რამდენად დეტალურად შეგიძლია კონფიგურაცია არ ვიცი, linux-ში ყველაფერს აკონტროლებ, თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ თუკი RAM 8 ან უფრო ნაკლები გაქვთ. რაც მთავარია linux-ში swap-ს აშორებს დისკს და სრულად გადააქვს RAM-ში. windows-ში არ ვიცი როგორ მუშაობს და შეგიძლია თუ არა page file-ს სრულად კომპრესირებულ RAM-ში გადატანა.