Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/24/14 in all areas

  1. Blaster-თან კონსულტაციების შედეგად, რომელმაც თავის მხრივ სოსოსთან გაიარა კონსულტაცია, გადაწყდა დამეწერა სტატია Linux-ის Ubuntu-ზე, რათა მომხდარიყო ამ ოპერაციული სისტემის პოპულარიზება. 1. ზოგადი ცნობები დავიწყოთ სახელწოდებით. სიტყვა Ubuntu სამხრეთ აფრიკულია, დაახლოებით იშიფრება, როგორც "კაცობრიობა კაცობრიობის დასახმარებლად", "ადამიანობა" (ან "კაცობა და მეობა" ) და წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ხედავთ რა ღრმა ფილოსოფიური სახელი ჰქონია ამ OS-ს? თქვენ კიდევ ალბათ ბევრჯერ დაგიცინიათ... აბა რა ჯობია? Microsoft-შუშაბანდი? ან ლოჯია? განვაგრძოთ... Ubuntu Linux არის "FOSS" - Free And Open Source Software, ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც უფასოდ ვრცელდება (კაცობრიობის შესანიშნავი გამოგონება, რაც კრეკების საჭიროებას სპობს). ერთი სიტყვით არანაირი აქტივაცია საჭირო არაა, პროგრამა ლიცენზიურია და უფასო. Ubuntu 2006-7 წლებში Linux-ის ბაზაზე არსებული კომპიუტერების 30%-ს იკავებდა. 2. შემადგენლობა Ubuntu არის Debian GNU/Linux-ის ბაზაზე შექმნილი ოპ. სისტემა, რომელსაც Linux-ის კერნელი აქვს. მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა. დებიანის სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით უბუნტუ უფასოდ გავრცელებად პროგრამებს შეიცავს. ქართველებს რათქმაუდნა ფეხებზე გვკიდია ლიცენზია, საავტორო უფლებები (Copyright) და მისთანები - "კრეკი და მისი ჯანიო" ვიტყვით, მაგრამ უცხოეთში, სადაც ლიცენზიური პროგრამა შეიძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშუალო მომხმარებლისთვის. Ubuntu-ს თავისებურებაა ლიცენზიის "მხარდაჭერის" ვადა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ოპ. სისტემა ხმარებაში გამოდის, კომპანია მას აძლევს გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც პროგრამა კომპანიის პროგრამული მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან ერთად ეს მხარდაჭერა არის ორგვარი - LTS (Long Term Support) და CLTS (Canonical Long Term Support). CLTS ვერსია გამოდის 2 წელიწადში ერთხელ და აქვს 3-წლიანი განახლებების მხარდაჭერა დესკტოპ სისტემებზე და 5-წლიანი - სერვერებზე. ბოლო CLTS არის Ubuntu 8.04, ანუ სისტემის ამჟამინდელი ვერსიის - 9.04-ის წინამორბედი. მომდევნო CLTS რელიზის გამოშვება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი მზის სინათლეს Ubuntu 9.10 - Karmic Koala იხილავს. რაც შეეხება სახელდებას, როგორც უკვე მიხვდით, პროგრამის ვერსიის პირველი რიცხვი წლის აღმნიშვნელია, ხოლო მეორე - თვის. ანუ "კარმულ კოალას" 2009 წლის ოქრომბრის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. სურათზე - ამჟამინდელი ვერსიის ინტერფეისის სქრინი 3. ფუნქციურობა Ubuntu ფოკუსირებული გამოყენების სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე. ოპ. სისტემას მოყვება ინსტალატორი "Ubiquity", რომლის საშუალებითაც შეიძლება Ubuntu-ს კომპიუტერში დაყენება. 5.04 ვერსიიდან მოყოლებული OS-ს აქვს UTF-8 კოდირების მხარდაჭერა. "Sudo Tool" ემსახურება მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის უფლების დროებით მიცემას, ან უფლებების შეზღუდვას. ოპ. სისტემას შეუძლია აკრძალოს ინტერნეტ-პორტებთან წვდომა "Firewall"-ის მსგავსი პროგრამის მეშვეობით. Ubuntu-ში "ჩაქსოვილია" რამდენიმე უფასო პროგრამა, მაგალითად OpenOffice, Firefox, Pidgin, Transmission, GIMP და რამდენიმე თამაში (სუდოკუ, ჭადრაკი და ა.შ.), მაგრამ მას შეუძლია MS Windows-ისთვის შექმნილი პროგრამების უმრავლესობის შეთავსება (მათ შორის VMware-სიც კი), აქვს 46 ენის მხარდაჭერა. ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ნახავთ, როგორ უნდა უბუნტუში პროგრამის ჩაწერა/წაშლა: http://www.youtube.com/watch?v=jS7s2kFPO9U 4. მოთხოვნები და ინსტალაცია Ubuntu-ს დაყენება შესაძლებელია სპეციალური LiveCD-დან და რათქმაუნდა USB ფლეშ-დრაივიდან. ოპ. სისტემის "გასასინჯად" გაშვება პირდაპირ დისკიდან ან ფლეშკიდანაც შეიძლება, ოღონდ, რათქმაუნდა წარმადობა დაბალი იქნება. უბუნტუს ISO იმიჯები გამოსვლისთანავე იდება მისსავე საიტზე - http://www.ubuntu.com/GetUbuntu/download . პროგრამის მინიმალური სის. მოთხოვნებია: 300 MHz x86 CPU 64 MB ოპ. მეხსიერება მინიმუმ 4GB თავისუფალი ადგილი HDD-ზე დისპლეი მინიმუმ 640x480 გაფართოებით CD-ROM დრაივი და ლანქარდი ოპტიმალური მოთხოვნები: 1.2GHz CPU 386MB ოპ. მეხსიერება 8+ ადგილი HDD-ზე. პროგრამის LiveCD ვერსიის ასამუშავებლად "ზედმეტი" 256MB ოპ. მეხსიერება დაგჭირდებათ. სურათზე სწორედ LiveCD ვერსიის სქრინს ხედავთ რა არის Ubuntu live CD? Ubuntu-ს ნებისმიერი საინსტალაციო თავისთავად არის live CD ანუ სისტემის გაშვება ინსტალაციის გარეშე, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ხშირ შემთხვევებში (მაგ. სისტემის და კომპიუტერის ნაწილების ურთიერთშეთავსება, ზოგადად დისტრიბუტივის გაცნობა და ა.შ.). სისტემის live CD-დან გაშვების დროს მთელი ოპერაცია მიმდინარეობს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში და არანაირი კავშირი არ აქვს HDD-სთან (თუ სპეციალურად არ შევალთ კომპიუტერის მყარი დისკის ფაილურ სისტემაში), შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს, იმისა, რომ შეიძლება უნებლიედ რაიმე ზიანი მივაყენოთ შენახულ ინფორმაციას. რა ანტივირუსი უნდა დავაყენოთ Ubuntu-ზე? Ubuntu-ს არ სჭირდება ანტივირუსი, ვინაიდან linux-ზე არ არსებობს ვირუსი და საშიში პროგრამები. 5. რელიზები როგორც ზემოთ ვთქვი, Ubuntu-ს ვერსიების აღნიშვნა საკმაოდ სპეციფიურია და რადგან მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა, იგი არის 4.10 და არანაირი 1.00 ან რამე მისთანა. ასე რომ მოცლილო ხალხო, არ ეძებოთ "საკოლექციო" 1.00 რელიზი. ქვემოთა ცხრილში მოყვანილია Ubuntu-ს რელიზები თავიანთი კოდური სახელწოდებებითურთ: 6. ვარიანტები დღესდღეობით არსებობს Ubuntu-ს რვა ოფიციალური ვარიანტი: 1. Kubuntu. იგი GNOME-ს მაგივრად KDE გრაფიკულ ინტერფეისს იყენებს. 2. Edubuntu - პროგრამის "სასწავლო-საგანმამათლებლო" ვერსია, ძირითადად გამიზნულია სკოლებისთვის (ალბათ სამხრეთ აფრიკის ) 3. Ubuntu Server Edition. მგონი სახელიდანაც ხვდებით ... და თუ ვერ ხვდებით, მაშინ გეტყვით, რომ ეს ვერსია სერვერისთვისაა განკუთვნილი. 4. Xubuntu - Ubuntu-ს "ლაით" ვერსია. როგორც ჩანს განკუთვნილია განსაკუთრებით დანჯღრეული და დრომოჭმული კომპიუტერებისთვის, ან კომპიუტერებისთვის, რომლებსაც პატარა HDD აქვთ. 5. Ubuntu MID Edition - განკუთვნილია მობილური ინტერნეტ-მოწყობილობებისთვის (MID - Mobile Internet Device). 6. Ubuntu Netbook Remix - ნეთბუქებისა და ლეპტოპებისთვის. 7. Gobuntu - Ubuntu, რომლის აბსოლუტურად ყველა პროგრამა უფასოა. 8. Ubuntu JeOS (წარმოითქმება, როგორც "ჯუს" - ინგლისურად წვენი) - სპეციალური ვერსია ვირტუალური კომპიუტერებისთვის. სურათზე: Kubuntu KDE ინტერფეისით ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- როგორც ხედავთ, Ubuntu ერთი შეხედვითაც საკმაოდ საინტერესო ოპერაციული სისტემაა ძალზედ დაბალი სისტემური მოთხოვნებით. ასე რომ თუკი შინ გიდევთ კომპიუტერი, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული და დღე-დღეზე კაბელებს გაფშეკს, თქვენ კი გინდათ ასეთი კომპი აამუშაოთ და ინტერნეტისთვის, ან საოფისე პროგრამებისთვის გამოიყენოთ Ubuntu-ს ვუწევ რეკომენდაციას. თანაც დღე-დღეზე ახალი ვერსია გამოვა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ეს არის ზოგადი ცნობები Ubuntu-ზე, თუკი რომელიმე თქვენგანი რეკომენდაციას მომცემს იმის შესახებ, თუ რა ჩავამატო სტატიაში, მადლობელი დავრჩები
    1 point
  2. Process Lasso Tame CPU hungry processes and take control of your PC! ProBalance - Automatically restrains CPU hogs to improve system responsiveness. EnergySaver - Run at maximal performance while active, but conserve energy when idle Automate and control process settings, persistent CPU affinities and priorities Gaming Mode with Bitsum Highest Performance power plan System power plan automation Native 64-bit code for maximum performance Unique system responsiveness metric to quantify your experience! საინტერესო უტილიტაა, Core parking კონტროლიც აქვს, ბოლო ვერსიის გადმოწერა აქედან შეიძლება http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4829616 მე ბოლო ბეტა დავაყენე, გეიმინგ რეჟიმიც აქვს, მე Samsung Performance-ზე მიყენია რაც ფაქტიურათ იგივეა, ოღონდ ეგ უტილიტა აკონტროლებს მთლიანათ ეხლა
    1 point
  3. ჩოუარა ქორივიით? [emoji3] [emoji3] [emoji3] ვახ რას არ ნახავ კაცი [emoji2] [emoji2]
    1 point
  4. მეც ეგეთი მონაცემები მაქ ოღონდ რამ 8გბ ი7 და კარტა ეგაა რაც წერია და საკმაოდ გაუჭირდა ლოუზეც მიჭედავდა ,
    1 point
  5. კაი ძლიერი რამე ჩანს ეგ skylake თუ გამოთვლებით ვიმსჯელებთ ამ მონაცემებიდან http://hwbot.org/newsflash/2764_skylake_and_broadwell_cpu_and_gpgpu_performance_figures_at_sisoft_sandra The hyperthreaded Haswell quad-core here (4770K) runs at 3.7 GHz with turbo boost and attains a score of 114.58 GFLOPs. This Skylake quad-core presumably running at 2.3 GHz attains a score of 91.8 GFLOPs Haswell's clock speed (3.7 GHz) divided by Skylake's (2.3 GHz) = 1.6087 times higher clock speed Skylake's arithmetic score (91.8) multiplied by 1.6087 = 147.68 GFLOPs 147.68 GFLOPs (Skylake's theorized score at 3.7 GHz) divided by the equivalent Haswell score at the same clock speed (114.58) = 1.29x higher IPC, again based only on these assumptions of accuracy and scaling. I know SiSoft is far from a perfect source of specs and conditions, but for now it's all we have. Also, the same calculations of the iGPU scores against the 4770k igpu suggests a 56% throughput increase per core assuming perfect scaling with the given 300MHz clock. We don't know the RAM speeds unfortunately.
    1 point
  6. დაემატა ერთი ახალი მეპი Happy Holidays from the Oovee team
    1 point
  7. 2015 წლიდან samsung_ს ტელევიზორები playstation 3-ს ფუნქციასაც შეითავსებენ http://www.cnet.com/news/samsung-tvs-will-let-you-play-playstation-games-without-a-playstation-in-2015/? LOL ახალ კონსოლებზე ამის უფლებას იასნია არ მიცემენ თორე ისეთი hard აქვთ პულტის ხელა ადგილს დაიკავებდა ტელევიზორში
    1 point
  8. ყველა პროგი წაშალე გომი მედია და კოდეკებიც თუ გიყენია და ეს დააყენე x86 ვერსია. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2143954
    1 point
  9. თუ კარგად ჩაუჯდები წესით კაი Moto X უნდა ააგდო
    1 point
  10. Samsung Now Mass-producing First 8 Gigabit LPDDR4 Mobile DRAM http://www.guru3d.com/news-story/samsung-now-mass-producing-first-8-gigabit-lpddr4-mobile-dram.html
    1 point
  11. ესეც Danube Sunsets-ის თემა:
    1 point
  12. 7.5.3 ბეტა გამოვიდა კიდე შემდეგი ჩეინჯლოგით: 7.5.3[beta] Addition GUI Add 'SmartTrim', an intelligent algorithm that can *selectively* and *appropriately* periodically trim the virtual memory of memory hogs (some log items still need implemented and other work remains). Contrast this to classic RAM optimization, the 'brute force trim', where they trim out everything and what is in-use gets immediately paged back in. SmartTrim, in it's final form, will use a scalpel, not a knife. 7.5.3[beta] Constant Love for Lasso Support Process Lasso, purchase a license! Christmas Sale! 7.5.3[beta] Addition GUI Add '(limit CPU use)' in paranethsis of CPU affinity menu items 7.5.3[beta] Change Core Utilize manually set refresh rates w/o sanity checks (a user request, enabled in beta builds only) 7.5.3[beta] Change GUI Systrem tray tooltip abbreviated app name now 'Lasso' not 'ProLasso' 7.5.3[beta] Change GUI Minor menu consistency improvements 7.5.3[beta] Change GUI Move gaming mode process designation for more intuitive access 7.5.3[beta] Change Installer Remove local CHM from installer. ~1Mb savings, new installer size about 1Mb. 7.5.3[beta] Change GUI Planned build system adjustments 7.5.3[beta] Change GUI Update Chinese Simplified 7.5.3[beta] Change GUI Update Chinese Traditional 7.5.3[beta] Change GUI Update German 7.5.3[beta] Change GUI Update Italian 7.5.3[beta] Change GUI Update Japanese ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://bitsum.com/files/processlassosetup64.exe გეიმინგისთვის კარგი რამეა, გეიმინგ რეჟიმი ჩავურთე სკაირიმზე და ცოტა უფრო გლატკათ უბერავს ეხლა, პროცესორის პოტენციალის მაქსიმუმს იყენებს და უფრო დაბალანსებულია პროცესორის ნაგრუზკა გეიმინგის დროს
    1 point
  13. ესეც cataclysm-ს ROM lolipop თავისი smart radio-თი და ამბებით nexus 4-ზე. 5-დან გადაკეთებ-გადმოკეთებულია მარა მუშაობს და რავი მიყენია ამ წუთასაც 5.0.0 ვერსიაა და 5.0.1-ს flashable zip ფაილი უნდა გავაკეთო და მერე იმაზეც გადავიტან. პახოდუ რაღაც app-ები უნდა ამოვიღო ვაფშე რასაც არ ვიყენებ და ასეთი ბევრია. დავაკვირდები თუ იქნა სტაბილური დავტოვებ cyanogenmod 12-ს გამოსვლამდე რომელსაც არ დაადგა საშველი
    1 point
  14. 850 პრო 3დ ტრანზისტორებზეა დამზადებული 40 ნანომეტრით და ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე 840
    1 point
  15. https://www.youtube.com/watch?v=ShSRZ_meF-I <3
    1 point
  16. Grichika, შენ ერთი ცალკე თემა უნდა გაგიხსნათ რო შენს პონტში პოსტო ხოლმე
    1 point
  17. ორიგამის მუღამზეც მოვედი პახოდუ..
    1 point
  18. ესეც ძველი.. ჩემი ფავორიტი ვიდეო ამ ერთ წუთში რა იუმორი და ხასიათია უბადლოდ გადმოცემული :დ
    1 point
  19. საზღვარგარეთ ხალხი გენურ ინჟინერიაზე და ზე ტექნოლოგიებზე დაობს და ამათ კიდე მეგობრობა და ძმაკაცობაო
    1 point
  20. ავტორი - მიშა აქ უკვე ყველას ყველაფერი ჰკიდიან, პრინციპში "იქაც" (უცხოეთს ვგულისხმობ), კარგ სიახლეებს აღარავინ დებს თითქმის, მაგრამ დღეს ძია ტომთან წავაწყდი ერთ ფრიად საინტერესო სათაურს - "BIOS-ის დღეები დათვლილია! მიესალმეთ UEFI"-ს. ჰოდა ახლა ამ სტატიას გითარგმნით და მოგართმევთ შემწვარს და პირში ბოლოკგაჩრილს ---------------------------------------------------------------------------------------------- "ბებერი კეთილი" ბიოსის დღეები დათვლილია. მას სიცოცხლეს უნიფიცირებული გაფართოებადი მიკროპროგრამული ინტერფეისი, ანუ ინგლისურად "Unified Extensible Firmware Interface", შემოკლებით UEFI (ბურთის მადევრებს UEFA-ში არ აგერიოთ). ეს გახლავთ ინტერფეისი, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერზე მანამ, სანამ ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთება. ო არა მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ UEFI მზაკვრულად მიეპარა BIOS-ს და უთხრა "წადი ბაბაია პენსიაზეო". ასე სულაც არ ყოფილა. UEFI-ს "მამა", "EFI", ჯერ კიდევ 2003 წელს წარუდგინა პუბლიკას ყოვლისშემძლე Intel-მა Itanium IA64 არქიტექტურასთან ერთად. თუმცა მაშინ EFI-ს "Boot Initiative" ერქვა. მას შემდეგ შეიქმა EFI-ს "ფორუმი" და ახლა EFI-ს მიმდევრები გახლავთ AMD, AMI, Apple, Dell, HP, IBM, Insyde, Intel, Lenovo, Microsoft და Phoenix (ანბანური თანიმიდევრობით ). შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ UEFI-ს 100%-იანი აპატარული უზრუნველყოფა კომპიუტერებს უკვე 2007 წელს მიეცათ, მაგრამ მწარმოებლები რატომღაც არ ჩქარობენ ახალ სტანდარტზე გადასვლას... უი სულ დამავიწყდა, Windows Vista-ს (ალბათ 7-საც) და Windows Server 2008-ს აქვთ UEFI-ს მხარდაჭერა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ 64-ბიტიან ვერსიებს. ახლა მოდით ვნახოთ რას შვრება UEFI ჩატვირთვისას. EFI არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდე და აქვს BIOS-ის ჩანაცვლების საშუალება. იგი განვითარების დონით BIOS-სა და OS-ს შორისაა გაჩხერილი და შეიცავს ინფორმაციას სისტემის შესახებ. რათქმაუნდა ინფორმაცია მოწესრიგებულადაა ჩაწიკწიკებული რეგისტრში და თქვენ ცხრილების სახით მოგეწოდებათ. UEFI-ს გამოყენებით კომპიუტერის ჩართვა და OS-ის ჩატვირთვა შემდეგნაირ სახეს იღებს: ალბათ მიხვდებოდით, რომ თუკი კომპიუტერზე 2, ან მეტი განსხვავებული ოპ. სისტემა გიწერიათ, აღარ არის საჭირო მათთან ხლაფორთი და ნორმალურ "boot manager"-ზე წვალება, UEFI დაინახავს ყველა OS-ს და თქვენ თავად აირჩევთ სასურველს. სხვათაშორის ეს არამხოლოდ Windows-ის სხვადასხვა ვერსიებს ეხება, არამედ სრულიად განსხვავებულ ოპ. სისტემებსაც - UEFI-ს გამოყენებით ერთმანეთის გვერდიგვერდ შეიძლება გქონდეთ Windows და Mac OS. ჰაა, როგორია? მწარმოებლებისგან მხარდაჭერა - ნული. 2008 წელს EFI-ს "ჩაეხუტა" კომპანია IBM, HP და HP-Compaq, 2009 წელს - Dell. მაგრამ სამწუხაროდ დედაპლატების რეალურად დიდი მწარმოებლები უარს აცხადებენ UEFI-ს მიღებაზე... აი რამდენიმე მათგანის რეპლიკა (ისევ ანბანურად, რომ გული არავის დაწყდეს): Asus - "დღესდღეობით EFI-ს მხოლოდ P5Q Deluxe დედაპლატაზე ვთავაზობთ მომხმარებლებს. ისიც ბეტა ვერსიას და EFI-ს სხვა დედაპლატებზე გადასვლა და ვერსიის განახლება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს მას მომხმარებელი". Foxconn - "დღეისათვის ჩვენი დედაპლატები არ იყენებენ UEFI-ს და არც დამუშავებაში გვაქვს ამ ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე დედაპლატა". Gigabyte - "გვაცადეთ ბატონო, გვაცადეთ ( ), დამუშავებაში გვაქვს ეგეთი დედაპლატა, მაგრამ როდისთვის იქნება მზად არ ვიცით". Intel - "ჩვენ მხარს ვუჭერთ UEFI-ს და დარწუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში იგი მეტ გავრცელებას ჰპოვებს ბაზარზე". თუმცა როგორც გაირკვა, UEFI-ს არ შეუძლია OS-ის ჩატვირთვა, თუ იგი 2TB-ზე დიდ ინფორმაციის მატარებელზეა ჩაწერილი და რაც მთავარია, ეს ეხება RAID-საც. MSI - “ჩვენმა კომპანიამ უკვე გამოუშვა UEFI-ს მხარდაჭერის მქონე დედაპლატა "ClickBIOS"-ით P45 ჩიპსეტზე, მაგრამ მან პოპულარობა ვერ მოიპოვა". რათქმაუნდა UEFI-ს შესაძლებლობების, კონკრეტულად კი 2TB-ზე დიდ HDD-სთან შექმნილი პრობლემების სანახავად და შესასწავლად საუკეთესო გზა მისი დატესტვაა. საამისოდ ძია ტომის დამქაშებმა აიღეს Intel DP55KG დედაპლატა და შეუდგნენ მის წვალებას დედაპლატას მიუერთეს LaCie 4big Quadra, რომელშიც 4TB საერთო ტევადობის მყარი დისკების ჩადება შეიძლება: ჩართეს სისტემა, ჩატვირთეს BIOS-ი: და ჩართეს UEFI-ს ჩატვირთვის ფუნქცია... შემდეგ სქრინზე კი ვხედავთ, რომ 2.6TB სიდიდის RAID სისტემას არ აქვს OS-ის ჩატვირთვის ფუნქცია: და მასზე ვერანაირად დააყენებთ Windows-ს (და ალბათ Mac OS-საც): ხოლო 1.9TB სიდიდის RAID-ს აქვს ეს ფუნქცია: Windows Setup-ი ავტომატურად იყენებს GPT (GUID Partition Table)-ს 2TB-ზე დიდი HDD-ებისათვის, ხოლო 2TB-ზე პატარა HDD-ებისთვის მომხმარებელი თავად ირჩევს GPT-ს, ან MBR (Master Boot Record)-ს. რათქმაუნდა UEFI-ს არ მქონე (ან ფუნქციის გათიშული) სისტემისთვის არც 2 და არც 10TB-იანი HDD-დან სისტემის ჩატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენს... არ დაგავიწყდეთ ის, რომ GPT-ს გამოყენებისთვის 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა დაგჭირდებათ. თუ უკვე გაქვთ ასეთი OS, მაშინ თქვენთვის სასარგებლო იქნებოდა იცოდეტ, რომ GPT-ს აქვს: 18 ექსაბაიტი (ანუ 18000000 ტერაბაიტი) ტევადობის აღქმის საშუალება; მაქს. 128 "partition"-ის მხარდაჭერა თითო დისკზე; "Primary" და "Backup" ფართიშენები RAID-ისთვის. GPT ავტომატურად დააყენებს EFI System Partition (ESP) პროგრამას, რომელიც ავტომატურად დააყენებს Boot Loader-ს, EFI-ს დრაივერებს და ა.შ. HDD-ზე იგი მინიმუმ 100, ხოლო მაქსიმუმ 1000MB-ს იკავებს. GPT-სთან ერთად თქვენ "მიიღებთ" MSR (Microsoft Reserved) "ფართიშენსაც" 128MB ზომით. აი, მაგალითად ასეთ რამეს მიიღებთ: სადაც პირველი ფართიშენი გახლავთ ESP, მეორე ფართიშენი - MSR, ხოლო მესამე - დანარჩენი HDD. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ თქვენ დაინახოთ, UEFI ალბათ მალე მოიკიდებს ბაზარზე ფეხს, ალბათ ოდესმე ამოიღებს ხმარებიდან BIOS-ს და როდესაც ეს მოხდება, ან გამოვა UEFI 2TB-ზე დიდი ფართიშენების მხარდაჭერით, ან მოგიწევთ ზემოთ აღწერილი სქემით HDD-ს დაყოფა. თუ ყველამ ყველაფერი გაიგო, მადლობა ღმერთს! გმადლობთ ყურადღებისთვის :)
    1 point
  21. 32 ბიტიანი ვინდოუსი ხედავს მაქსიმუმ 3GB ოპერატიულს.. თუ გაქვს 4GB და მეტი უნდა დააყენო 64 ბიტიანი ვინდი.. თუმცა 64 ბიტიანზე პროგრამებიც 64 ბიტიანის გექნება საძებნი სულ ესააა თუ ეგ სისტემა გაქვს რაც გიწერია 64ბიტიანი არ გჭირდება.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.