Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/18/14 in all areas

  1. ბევრს გექნებათ გაგონილი ეს ამბავი და აგერ თავად გმირიც
    4 points
  2. MSI -მ დაანონსა ახალი და სუპერ მძლავრი ვიდეო ადაპტერი GTX 970 GAMING 4G GOLDEN EDITION რომელსაც აქვს გაზრდილი სიხშირეები და აქვს საუკეთესო გაგრილება სპილენძის სითბური მილაკებით ახალ MSi twin Frozr V გაგრილების დიზაინი, უზრუნველყოფს სრულ სიჩუმეს გაგრილებისას და აქვს საუკეთესო შედეგი რადგან გაგრილებას უზრუნველყოფს 10 სმ-ისნი Torx ფანები რომელიც მაქსიმალურ ბრუნზედაც ინარჩუნებს მინიმალურ სიჩუმეს. ახალი დიზაინი ორიენტირებულია მაქსიმალურ გაგრილებაზე და სიგრილის უსწრაფეს დროში გადაცემაზე ეს ახალი ადაპტერი როგორც MSI იმედოვნებს გახდება წამყვანი გღეს დღეობით არსებულ 970 ებს შორის რადგან მისი დიზაინი არის ძალიან ლამაზი აქვს საუკეთესო გაგრილება და ორიენტირებულია თამაშის მაქსიმალურ გაფართოებაზე. მისი ტექნიკური მონაცემები ასე გამოიყურება აგრეთვე ამ ახალში დანერგილია EyeRest ტექნოლოგია და შესაძლებელია კონტროლი ლურჯი ეკრანისა რაც ძალიან ასვენებს თვალებს და არეგულირებს ლურჯ ფერს რომ მომხმარებელს არ დაეძაბოს თვალები დიდხანს მონიტორის ყურებსას
    2 points
  3. პროგრამების ბაზა CPU Benchmarks: Disk Drive Benchmark: GPU Benchmarks: Monitoring & Info Tools: Overclocking Tools: GPU Overclocking Tools: VGA BIOS Tools: Stability & Stress Tests: Program Versions: მოკლე ბმული ამ გვერდზე: http://bit.ly/ocsoft
    1 point
  4. გამარჯობათ, დღეს $#^#(|დები აგიხსნათ თუ როგორ შევფუთოთ, კომპიუტერის კვების ბლოკის კაბელები. ვინაიდან საქართველოში არ იშოვება საჭირო მასალა, დაგვჭირდება უცხოური ბაზრის დახმარება, მაგალითად amazon-ის, საიდანაც მე გამოვიწერე ეს ბადე http://www.amazon.co...d_bxgy_pc_img_b (მე ამას არ გირჩევთ რადგან საკმაოდ ცოტა კაბელი შეფუთა და მთელ კვებას არ ეყო) აქ კი შეგიძლიათ ზომის მიხედვით შეარჩიოთ http://www.dazmode.c...ndex&cPath=139= ასევე დაგჭირდებათ, ამდაგვარი რამ კაბელების მოსახსნელად რომლის შეძენაც აქ შეგიძლიათ http://www.amazon.com/mod-smart-Full-Removal-Tool/dp/B001KQDS6G/ref=pd_bxgy_pc_img_c ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს გადავალ ახსნაზე მე ზემოთ ხსენებულ ნივთში რომელიც კაბელებს ხსნის ფული ვერ გავიმეტე რადგან ადვილად შეიძლება შემცვლელის დამზადება სახლის პირობებში უბრალოდ დაგჭირდებათ: ორ კბილა თმის სამაგრი, უბრალო საწერი კალმის გული და ალუმინის ქაღალდი (როლემსაც კალმის გულზე შემოვახვევთ) ასე გამოიყურებიან კალმის გული გამოგვადგება molex კაბელებისმოსახსნელად, რომელსაც შემდეგნაირად ვიყენებთ, კალმის გულის წვერს ჩავარჭობთ მოლექს შტეკერში და დავაწვებით მასზე ჩამოცმულ ალუმინის ფირფიტას როგორც კი ფირფიტა ჩამოეცმევა მოლექსის თავს, კალმის გულს ოდნავ მივაწვებით და კაბელი კარეთ აღმოჩნდება. ახლა თმის სამაგრის გამოყენებას გასწავლით ჩავარჭობთ 24 პინიანი შტეკერის, გვერდებზე დატოვებულ ჭრილებში, ცოტა ძლიერად დავაწვებით და უკანა მხრიდან კაბელს ხელით გავწევთ, კაბელი გარეთ აღმოჩნდება. ანალოგიურად ვიქცევით 4 პინიან, 8 პინიან და 6 პინიან კაბელებზეც ხოლო რაც შეეხება SATA PoWer კაბელს, აქ შედარებით მარტივადაა საქმე, ზემოთ ხსენებული ხელსაწყოები არ გვჭირდება, უბრალოდ შტეკერის თავზე არსებულ პლასმასის სახურავს ამოვწევთ და კაბელებიც გამოჩნდება, ამ კაბელებს კი სათითაოდ ამოვწევთ ზევით, აუცილებელია სწორი მიმართულებით ამოვწიოთ რათა კაბელი არ დაზიანდეს უხეში ამოგლეჯვით, რადგან შეფუთვის შემდეგ ისევ უკან მოგვიწევს ჩასმა და შესაძლოა, პრობლემატური გახდეს სწორად ჩაჯენა. თანმიმდევრობას არააქვს მნიშვნელობა, პირველს 24 პინიანს დახსნით და ააწყობთ თუ მოლექს-ს, მთავარი აუცილებლობაა! კაბელებიი არ აგერიოთ და აწყობისას სწორედ იქ დააბრუნოთ საიდანაც მოხსენით. ამისათვის საჭიროა თითოეული კაბელის დანომრა, ეს შესაძლებელია მოხერხდეს, ქაღალდის წობოვანი ლენტით (სკოჩით), რომელიც კაბელის თავზე შეგვიძლია შემოვახვიოთ, ნომერაცია კი აწერია თავად შტეკერს, ნუ რომლებსაც არ აწერია, როგორც ჩემი კვების 24 პინიანს არ ეწერა, მოვახდინე საწყისი წერტილის მონიშვნა და იქიდან დავიწყე კაბელების ათვლა, მაგალითად თუ საწყისი წერტილის კაბელი მოუწია ყვითელი ფერის, კაბელის თაზე დავაწერე 1, შემდეგ კაბელზე 2 დ.ა.შ 24-მდე შემდეგ კი ყველა კაბელი შევკარი ერთი მთლიანი სკოჩით და ჩამოვაცვი ბადე, შეკვრა აუცილებელია თუ მთლიანად ვფუთავთ 24-ივე კაბელს 1 ბადეში რადგან რომელიმე კაბელის წვერი ბადეს არ გამოედოს და არ დაზიანდეს. ნუ თუ სათითაოდ ვფუთავთ თითოეულ კაბელს, მაშინ არაა საჭირო, ჩემს შემთხვევაში რაღაც ნაწილის ერთი ბადით შეკვრა მომიწია,, ხოლო შემდეგ კი სათითაოდ შევფუთე 24 კაბელი, რადგან სხვანაირად ბადე არ მეყოფოდა ყველა კაბელზე. როგორ ჩამოვაცვათ ბადე კაბელს, აუცილებელია თავი მოვუწვათ ბადეს რადგან ჩამოცმის დროს არ გაიშალოს თორემ გაშლილი ნაწილის მოჭრა მოგვიწევს და ეს თუ არ გავითვაისწინეთ შესაძლოა ბადე არ გვეყოს. ოდნავ მივაწვებით ბადეს თავი გაუფართოვდება და თავისუფლად გადავა მოუხსნელ შტეკერზეც კი ეს კი მაგალითისთვის: შესაძლებელია სანთებელით დავაწვრილოთ შეკუმშვადი მილი, მაგრამ არის სპეციალური ფენი რომელიც თანაბრად კრავს ყველა მხრიდან ამ მილს. თუ კვების ბლოკს შიგნით შეუშვებთ ბადეებს, სასურველია ე.წ. ხამუთით შევკრათ, რათა არ გაძვრეს მოულოდნელად გარეთ სისტემის აწყობისას. ამჟამად ასე გამოიყურება ჩემს მიერ შეფუთული კვება, მერწმუნეთ თუთითოეულ კაბელს სათითაოდ შეფუთავთ ვიწრო ბადით უფრო ეფექტური და ლამაზი გამოდის ვიდრე ყველა კაბელი 1 ბადეში მოქცეული, უბრალოდ მე ეს ვერ გავთავლე და ამიტომ ასე მომიწია შეფუთვა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოხარული ვიქნები ეს სტატია ვინმეს თუ გამოგადგებათ :blush:
    1 point
  5. ავტორი - მიშა დღესდღეობით Networking ერთ-ერთი ყველაზე მძინარა განყოფილებაა. ვეცდები ცოტა გამოვასწორო ეს სიტუაცია და ამისთვის გთავაზობთ ინტერნეტის ისტორიას, მოდერატორს კი ვთხოვ თემას გადახედოს და შეცდომები გაასწოროს... 1. რა იყო ინტერნეტამდე? ინტერნეტის "დაბადებამდე", 1950-იან წლებში საკომუნიკაციო ქსელების უმეტესობა მხოლოდ ერთი სადგურის რამდენიმე კომპიუტერის დამაკავშირებელი იყო, ანუ ახლებური ენით რომ ვთქვათ, Local Network. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ დიიიიიიდ კომპ. სადგურს ჰქონდა მთავარი კომპიუტერი, სახელწოდებით "mainframe" და პატარ-პატარა, მასზე დაქვემდებარებული კომპიუტერები. 2. სამი ტერმინალი კომპიუტერების რეალური სიმბიოზის პირველი მომხრე და სულისჩამდგმელი J.C.R. Licklider-ი აღმოჩნდა, რომელიც 1962 წელს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევების საპროექტო სააგენტოს (Department of Defense's Advanced Research Projects Agency, შემოკლებით DARPA) თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ სააგენტოში ლიკლიდერმა კომპიუტერული კვლევების განყოფილება დააარსა სამი მუშა ტერმინალით, რომელთაგან ერთი სანტა მონიკაში, მეორე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო მესამე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში განთავსდა (MIT). სამი ტერმინალი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად ეს გახლდათ პირველი რეალურად ფართომასშტაბიანი ქსელი. ცხადია, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის პროექტს, "სამ ტერმინალს" სამხედრო დანიშნულება ჰქონდა - თუკი დაიწყებოდა ატომური ომი და რომელიმე ქალაქი აფეთქდებოდა, ინფორმაცია სწრაფად უნდა გადაცემულიყო დანარჩენ ტერმინალებში... 3. ARPA შემდგომში ინტერნეტის სახელი უკვე რობერტ ტეილორს დაუკავშირდა - DARPA-ს ინფორმაციის გადამუშავების განყოფილების უფროსს. მან და MIT-ს სპეციალუსტმა ლარი რობერტსმა შექმნეს "Packet Switching" ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ქსელი - ARPANET, რომელიც 1969 წლის 29 ოქტომბერს აამოქმედეს. თავდაპირველად იგი მხოლოდ 2 კავშირის ობიექტს შეიცავდა, თუმცა შემდეგ კიდევ 2 დაემატა, 1981 წლისთვის კი ARPANET-ში უკვე 213 ობიექტი იყო გაერთიანებული. ARPANET-ის მთავარი ნაწილი IMP (Interface Message Processor) გახლდათ, რომელიც პასუხისმგებელი იყო Packet switching-ზე. სურათზე თქვენ ერთ-ერთ IMP-ს ხედავთ. 4. X.25 ARPA-ს კვლევებზე დაფუძნებით ინტერნაციონალური ტელეკომუნიკაციების გაერთიანებამ (ITU) შექმნა ქსელი "X.25". მისი სისტემური წრედები ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელის იდენტური იყო. 1974 წელს X.25-ის ბაზაზე შეიქმნა ბრიტანული "JANET". 1978 წლისთვის იგი გაიზარდა და კანადა, ჰონგ-კონგი და ავსტრალია მოიცვა. ARPANET-ისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სამხედრო ქსელი იყო, X.25-ი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თავდაპირველად მისი ერთადერთი ფუნქცია "Telemail" გახლდათ. 5. უნიფიკაცია ცხადია არ შეიძლებოდა ამდენი ქსელის ერთად არსებობა საერთო სტანდარტის გარეშე, ამიტომ ცხადია მცოდნე ხალხი ( ) ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და 1974 წელს შექმნეს კიდეც Specification of Internet Transmission Control Program - ქსელთაშორისი გადაცემის პროგრამის სპეციფიკაცია, ანუ TCP, აბრევიატურაში გამოყენებული სიტყვა "Internet" კი შემდგომში საზოგადო სახელი გახდა. ოდნავ მოგვიანებით TCP დაიხვეწა, მიემატა IP და 1982 წელს შეიქმნა TCP/IP პროტოკოლის ქვეშ გაერთიანებული ქსელი. ახალმა ქსელმა მოიცვა ARPANET-იც, ხოლო სამხედროებმა მიიღეს თავიანთი დამოუკიდებელი ქსელი - "MILNET". ქვედა სურათზე თქვენ ხედავთ 1982 წლისთვის არსებული ქსელის მიახლოებით სქემას: 1986 წლისთვის ქსელი კიდევ უფრო გაიზარდა, MILNET-ი და კიდევ რამდენიმე მცირე ქსელიც მოიცვა: 1990-იანების დასაწყისში როუტინგის EGP პროტოკოლი BGP პროტოკოლმა შეცვალა, 1992 წელს აშშ-ს კონგრესმა მოქალაქეებს ინტერნეტის კომერციული მიზნებით გამოყენების ნება დართო. 6. WWW ინტერნეტი გაიზარდა, გაზიბზიბდა და საჭირო გახდა მასში შემავალი ინფორმაციის მოწესრიგება. საამისოდ შექმნეს პროტოკოლები Gopher, WAIS და FTP Archive, მაგრამ მათ არ გაამართლეს, რადგან არ ჰქონდათ ყველა არსებული მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა. მათზე იღბლიანი აღმოჩნდა პროგრამა-ბროუზერი "MosaicWWW", რომელმაც შეძლო ყველანაირი ინფორმაციის გაერთიანება და მოიპოვა პოპულარობა (1993წ.). სურათზე ბროუზერის სქრინშოტს ხედავთ. სამწუხაროდ არც ის აღმოჩნდა დღეგრძელი, 1994-ში იგი Netscape Navigator-მა შეცვალა, მაგრამ ტერმინი "www" სამუდამოდ დარჩა გამოყენებაში. 7. საძიებო სისტემები რათქმაუნდა ფაილების სისტემების მოწესრიგების გარდა საჭიროების შემთხვევაში მათი მოძებნის აუცილებლობაც არსებობდა. საამისოდ საძიებო სისტემები შეიქმნა. პირველი მათგანი WebCrawler იყო (1994). მსურველებს შეგიძლიათ კვლავ ისარგებლოთ მისი მომსახურებით - webcrawler.com . ვებქრაულერს 1995 წელს მოყვა Altavista (altavista.com) და Yahoo. Google - გუგული დეიდა (© Blaster) კი შედარებით ახალია - 1998. აი ასე, თანდათანობით 1960-იანებიდან მოვედით დღემდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი მიხეილ რ. :rolleyes:
    1 point
  6. ახლა რა ხდება... ეს არის ლექციების კურსი რომელსაც მე გავდივარ ამჟამად უნივერსიტეტში და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხოთ და პოსტები თემასთან დაკავშირებით გააკეთოთ და არა მხოლოდ "საღოლ ჯამბო" და ა.შ თუნდაც იმიტომ რომ ეს ჩემი კი არ ჩემი ლექტორის დაწერილია N1 შესავალი, ტოპოლოგიები N2 OSI მოდელი N3 პაკეტების სტრუქტურა და დანიშნულება N4პროტოკოლები N5 ინფორმაციის გაცვლის მეთოდები N6 სტანდარტული ქსელები N7 Ethernet/Fast Ethernet ქსელების ალგორითმები N8 ადრესაცია IP-ქსელებში TCP/IP სტეკის მისამართების ტიპები მოკლედ ის თემები დავხურე და თუ ვინმე წაიკითხავთ და რამე კითხვა გაგიჩნდებათ აქ დაწერეთ
    1 point
  7. გამარჯობა დღეს ჩვენ განვიხილავთ 26 - ი სახეობის სხვადასხვა თერმო პასხტებს და შევადარებთ ერთმანეთს. მოდით დავიწყოთ ტეტსი : პირველი წარდგება ARCTIC MX-2 და ARCTIC MX-3 ARCTIC MX-2 30გრ (26.5$) ARCTIC MX-3 4 გრ (12.3$) Arctic Silver Matrix Arctic Silver Matrix 2.5 გრ (5.63$) Arctic Silver 5 Arctic Silver 5 12გრ (25$) Cool Age CA-CT3 Nano Cool Age CA-CT3 Nano 2გრ ($ უცნობია) Coolink Chillaramic Coolink Chillaramic 10გრ (9$) Deepcool Z9 Deepcool Z9 7გრ (12$) Evercool Cruise Missile (STC-03) Gelid GC-1, GC-2 and GC-Extreme Gelid GC-1, 3.5გრ (7$) GC-2 3.5 გრ (10$) GC-Extreme 5გრ (12$) GlacialStars IceTherm II GlacialStars IceTherm II 1.5გრ (5$) Nanoxia Heat Buster and Nano TF-1000 Nanoxia Heat Buster 2გრ (7$) Nano TF-1000 0.5გრ (10$) Scythe Thermal Elixer (SCYTE-1000) Scythe Thermal Elixer (SCYTE-1000) 3.5გრ (10$) Thermalright Chill Factor III Thermalright Chill Factor III 4გრ (10$) Thermaltake TG-1 (CL-O0027) and TG-2 (CL-O0028) Thermaltake TG-1 4გრ (10$) TG-2 4გრ (14$) Titan Royal Grease (TTG-G40030) Titan Royal Grease 3გრ (7$) Tuniq TX-3 and TX-4 Tuniq TX-3 3გრ (5$) TX-4 3გრ (10$) TX-3 TX-4 Xigmatek PTI-G3606 Xigmatek PTI-G3606 3გრ (6$) Xilence X5 (ZUB-XPTP.X5) and SilverTim (ZUB-XPTP) Xilence X5 (ZUB-XPTP.X5) 1.5გრ (4$) SilverTim (ZUB-XPTP) 2.5გრ (4$) Zalman ZM-STG2 Zalman ZM-STG2 3.5გრ (6$) გატესტილ იქნა შემდეგ კონფიგზე შედეგები!!!
    1 point
  8. 1 თვეში ჩამომდის სულ ახალი MSI GTX 970 GAMING და ვისაც უნდა დაჯავშნოს. ფასი 800 ლარი.
    1 point
  9. კი გაუშვა საშუალო სეთინგებზე შეილება თამაში ლეპზე ესეც ცალკე კრეკი > RELOADED ისგან ვისაც გჭირდებათ მარა ყველა ვერსიას არ ერგება უფრო სკიდროუ ვისაც აქვს და მეხანიკების რეპაკი ქონდა გადმოწერილი ჩუვაკა იმედია ხვალე დილით განაახლებს თავის რეპაკსაც შავ ეკრანის პრობლემა როგორც ჩანს საკმაოდ ბევრს აწუხებს და გამოწვეულიაო ორბირთვიან პროცესორების მხარდაჭერის არქონის გამოვო ანუ პროცებს რომელთაც HT არ აქვთო 2/4 ზე თუმცა ზოგს იმისთანა სისტემებზეაქ შავი ეკრანი რო გაგეცინება ი7 პროცებზე ვერ რთავენ ......მადლობა იობარსოფტს ასეთი თამაშის პროვოკაცისთვის დაკიდევ ეხლა თამაშზეც დავწერ ცოტას მეორე დღეა ვთამაშობ დავხედავ ფარქრაი 3 მს ოდნავ შელამაზებულს და უამრავი დამატებებით + მაპებით რაზე მუშაობდნენ ამდენს კაცმა არიცის ამთამაშის მერე უბისოფტი ჩემთვის იგივე გახდა რაც ფილმებში გლობალ ასილუმია ......
    1 point
  10. https://www.youtube.com/watch?v=DDCd_19ZRII
    1 point
  11. ეგ კაი და ტემპერატურა რამდენზე ადის? ქულერის გამოცვლას ჯობია თერმოპასტა წაუსვა, გაწმინდო რადიატორი და კიდევ შეამოწმო ტემპერატურა...
    1 point
  12. ფილიფსის უახლესი ტელევიზორები ანდროიდ სისტემაზე მუშაობენ, ამიტომ სმარტის მაგივრად მე უფრო ანდროიდ თივის ვუწოდებდი ამ ახალ სერიას... აღნიშნული ტელევიზორი უშუალოდ დაკავშირებული არის ფლეი სთორტან და თავისუფლად შეგეძლებათ ფლეი სთორიდან აგდმოიწეროთ თამაშები, სხვადასხვა აპლიკაციები და ა.შ. ტელევიზორს დავუკავშირებტ USB კაბელით ჯოიპადს და ჩვეულებრივად შევძლებთ ფლეი სთორიდან გადმოწერილი თამაშების თამაშს ჯოიპადით...^^ https://www.youtube.com/watch?v=PAMiCvlatTw&list=UUXB2R0dS8Z3_JJSnqnLkgWA https://www.youtube.com/watch?v=JQ1_-M-1mRc https://www.youtube.com/watch?v=yQlqHO8N3N0 https://www.youtube.com/watch?v=bPBrfqEmGBA
    1 point
  13. გადმოწერე Nitro Pro და იმით სცადე ისე არ მგონია ეგ შუაში რო არის წარწერა მოაშრო მარა მაინც სცადე გადაყვანას და ეგეთ რაღაცეებს ეს პროგრამა აკეთებს ვორდსა და PDF შორის თუ რამე შიეძლება
    1 point
  14. settings - language & infuT - language მგონი ყველა ენა აქვს
    1 point
  15. ჩვეულებრივი ერთჯერადი ნემსი აავსე მანქანის ზეთით, მერე ფანს იარლიკი მოაცილე უკან, იქ რეზინის საცობი ექნება, მოხსენი და ჩაასხი ზეთი, სულ ეს იყო.
    1 point
  16. ჯერ ერთი ultraზე 680 კი არა 780საც უჭირს ხოდა მითუმეტეს პატარა გამტარობის გამო ერთ 680ზე გინდ 2gb გქონია გინდ 4gb მნიშვნელობა არ აქვს. ორ კარტას რაც შეეხება ორი 680 4gb დაახლოებით 290x წარმადობას მოგცემს ან ცოტა უკეთესს, მაგრამ ორ კარტაზე თამაშს ერთ კარტაზე ჯობია. თან 680 claasified reference გაგრილებაზეა და ერთიც ხმაურიანია და ცხელი , ორზე არაფერი რომ არ ვთქვათ. მე 290 tri-x, pcs ან რამე სხვა წესიერ ქულერზე გირჩევდი, reference ყიდვას ნებისმიერი ჯობს 970 არ ჯობია 290 იყიდოს ? წესით საკმაოდ იაფად უნდა იშოვოს
    1 point
  17. 1 point
  18. შენს სისტემაში შეცვალე მხოლოდ ვიდეო მინიმუმ 670 ით და ეგაა სულ
    1 point
  19. ჩუვაკის რეპაკი, აფდეითი 1. ყველაფერი მუშაობს, შეგიძლიათ გადაწეროთ. ლინკი პირველ პოსტში.
    1 point
  20. Thrustmaster T300 RS - SRT PC Review ბიჭებმა InsideSimRacing.tv-დან გამოუშვეს Thrustmaster’s T300 RS საჭის PC განხილვა . ქვემოთ მოცემულ ვიდეოში Darin Gangi იყენებს საჭეს და ამოწმებს მის შესაძლებლობებს PC-ის სხვადასხვა სარბოლო თამაშში. მათ შორის: & Darin აგრეთვე იყენებს რამოდენიმე სხვა Thrustmaster eco-system-ის საჭის ჩარჩოს, რომელიც შეესაბამება T300 RS-ს. თავსებადობა: PC, Playstation 3 და Playstation 4. T300RS საკუთარი თავსებადობით არის Thrustmaster’s top-shelf T500RS საჭის პატარა ძმა, მაგრამ მისგან განსხვავებით T300RS-ს აკლია ზოგიერთი პროფესიონალური თვისებები, როგორიცაა: პედლების შებრუნების შესაძლებლობა და თვითონ კონუსი (გადაბმულობის პედალი). ისევე როგორც მისი დიდი ძმა, T300RS-იც აღჭურვილია brushless-ის ძრავით, აგრეთვე Thrustmaster-ის დაპატენტებული Heart Hall Effect-ის ზუსტი ტექნოლოგიით და 16 bit უკონტაქტო მაგნიტური სენსორით (contactless magnetic sensor). საჭე უკვე გაყიდვაშია მთელი მსოლფიო მასშტაბით და მისი გაყიდვის საცალო ფასი შეადგენს 369,99€-ს.
    1 point
  21. შავი გადავწყვიტე მიანც :დ გამოვიწერ დღეს, მადლობა დახმარებისთვის :******
    1 point
  22. ხო ეგრე ჯობია, 670-ზე მეტის დასმა მაგ პროცზე ცოდოა
    1 point
  23. კიდე ახალი დრაივერი გამოუშვა ამ დღეებში ნვიდიამ სპეციალურათ ახალი ასასინისთვის შემდეგი ჰაილაიტსებით: New in GeForce Game Ready Drivers The new GeForce Game Ready driver, release 344.65 WHQL, includes improvements which allows GeForce owners to continue to have the ultimate gaming platform. In addition, this Game Ready WHQL driver ensures you'll have the best possible gaming experience for Assassin’s Creed: Unity Game Ready Best gaming experience for Assassin’s Creed: Unity თუმცა მაგ თამაშს მარტო ეგ ერთი დრაივერი არ ეყოფა, საშინელი ოპტიმიზაცია ქონია, აი სრული ჩეინჯლოგიც თუ რეებია დაფიქსული ამ ახალში: Windows Vista/Windows 7/Windows 8/Windows 8.1 Fixed Issues  340.52, GeForce GTX 750 Ti: Characters faces are blacked out in Risen 2: Dark Waters. [1547033]  340.52: Space Engine does not allow HDR or FXAA to be set in game settings after an update to R340 drivers. [1538966]  332.21, Windows 8.1: Tomb Raider has a significant drop off in performance with 3D Vision enabled in SLI. [1441093]  GeForce GTX 980 SLI, Windows 8.1. Ryse: Son of Rome exhibits stuttering during gameplay. [200046505]  Need an SLI profile for Train Simulator 2015. [1557561] ესეც გადმოსაწერი ლინკი: Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit, Windows 8 64-bit, Windows Vista 64-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/79527/en-us Windows 7 32-bit, Windows 8.1 32-bit, Windows 8 32-bit, Windows Vista 32-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/79526/en-us ფერები გავასწორე როგორც იქნა დისპლეპორტზე, ჩემი საკუთარი დრაივერი შევქმენი Edidoverride-ით და თავისი ცვეტავოი პროფილიც მივაშალე დელის მონიტორის დრაივერს რაც მოყვება, მაგის გარეშე ხოშიანი ჩვენება აქვს ეხლა და არ არეულა ჯერ-ჯერობით, 75 გერცზე დავარაზგონე მონიტორი და კიდე უფრო კარგ ვიდზეა მემგონი ფერები და ინპუტ ლაგიც დააკლდა, აი ვიდეობში მიკროსტატერინგი ვერაფრით ვერ დავფიქსე, ფორუმებზე სხვებსაც ქონია ეგეთი პრობლემები ჩემნაირ კარტებზე ისე, ჩემთან სკაირიმში ხოშიანათ უბერავს სტატერინგის გარეშე და ვიდეობზე უჭირს იმენა მარტო, FULL=RGB ფიქსი წესით უკვე მალე უნდა დაამატონ ვისაც ვერ მოუგვარებია ეგ პრობლემა განსაკუთრებით დისპლეიპორტზე სადაც არ მუშაობს HDMI FULL-RGB ფიქსი
    1 point
  24. ახალი როუდმაპი დადეს... 2019+ უნდა იყოს 5 ნანომეტრი და როგორც ვატყობ 2 წელი ააცილეს სავარაუდოდ თუ შესძლეს და დახვეწეს შესაბამისი ტექნოლოგიები რეალურად 2022 წლისთვის ან უფრო გვინა იქნება
    1 point
  25. G1ORG1 , შენს ადგილას ამას ვიყიდდი http://www.amazon.com/Akribos-XXIV-AK537YG-Stainless-Multifunction/dp/B0093FIJYC/ref=sr_1_124?ie=UTF8&qid=1416264869&sr=8-124&keywords=clock+for+man ან ამას http://www.amazon.com/Akribos-XXIV-AK632YG-Multifunction-Gold-tone/dp/B00FGL7RSQ/ref=pd_sbs_watch_6?ie=UTF8&refRID=1W9NHDN947TXC4KKGEHP
    1 point
  26. rFactor 2 - Atlanta Motorsports Park Previews როდის ეღირსება Sim Racing-ს ნორმალური გარემო და ხეები მე ამ ყველაფერს დიდი ალბათობით ვერ მოვესწრები
    1 point
  27. ASUS-მა წარადგინა ყველაზე მონსტრი სერიის მონსტრი ვიდეო ადაპტერი ახალ სერიაში. ASUS Republic of Gamers (ROG) -მა დაანონსა Poseidon GTX 980 DirectCU H2O-თი, მას აქვს ახალი ჰიბრიდული გაგრილება 2 ფანით ხოლო აგრეთვე ვისაც არ აკმაყოფილებს ტემპერატურები აქვს მხარდაჭერა წყლის გაგრილებისათვის, რათა უფრო და უფრო მაღალ გადაწყვეტაზე ითამაშონ მოთამაშეებმა უახლესი თამაშები და მიიღონ საუკეთესო შედეგი. ROG Poseidon GTX 980 -ის გაგრილება უზრუნველყოფს 27o ით დაბალ ტემპერატურას რეფერენს ვერსიასთან შედარებით, ხოლო გეიმინგ პერფორმანსი 10 % უფრო სწრაფია Watch Dogs-ში და 7% ით უფრო სწრაფია Battlefield 4-ში. რაღათქმაუნდა ROG Poseidon GTX 980 აქვს მხარდაჭერა ROG ტექნოლოგიებისა და ინოვეციებისა პირველ რიგში, მტვრისგან დამცავი ორმაგი სისტემა, გაუმჯობესებული ჯავშანი და ისეთი დიზაინი რომ სიგრილე მიწვდეს მაქსიმალურად კრიტიკულ ადგილებსაც კი, აგრეთვე Digi+ voltage-regulation მოდულები (VRMs) წარმოდგენილია შავი მეტალის კონდენსატორებით და არის 5X უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი ვიდრე რეფერენს ვერსია. ROG Poseidon GTX 980 აღჭურვილია 3 დისპლეი პორტით, რომელთაც აქვს მხარდაჭერა NVIDIA G-SYNC, გეიმერებს შეუძლიათ დააერთონ 3 G-SYNNC და შექმნან გასაოცარი გარემო თამაშის პროცესში უმაღლეს გრაფიკულ გაფართოებაზე. აგრეთვე ამ უკანასკნელს აქვს GPU Tweak მხარდაჭერა რათა ადვილად სოფთების დახმარებით მიიღწეოდეს გასაოცარი შედეგი. ერთი სიტყვით მისი ტექნიკური მონაცემები ასეთია: NVIDIA GeForce GTX 980 GPU PCI EXPRESS 3.0 ინტერფეისი 4GB GDDR5 მეხსიერება 1279MHz Boost Clock 2048 cuda ბირთვი 7010 MHz მემორი ქლოქი 256-Bit მეხსიერების ინტერფეისი გამომავალ პორტებს რაც შეეხება 1xDVI-I 1xHDMI 2.0 3xNative DisplayPort 1.2
    1 point
  28. ნამდვილად საინტერესოა და ერთადერთი სასურველი ხელმისაწვდომი ტელეფონი იყო ჩემთვის. საქართველოში არ ვარ, ისრაელში ვარ და აქ 1600 შეკელი ღირს 2 წლიანი გარანტიით, დღევანდელი კურსით ლარზე დაახლოებით 740 ლარი გამოდის. სხვა ფლაგმანებს უაზრო ფასები აქვთ, 3000 შეკელი და ზევით. პირველი თაობის მოტო X-ს ვფიქრობდი, რადგან ზოგადად არ მომწონს ფაბლეტები, მაგრამ ამ ტელეფონმა გადამაფიქრებინა. 5.36"-იანი დისპლეი აქვს, მაგრამ ძალიან ვიწრო კანტები აქვს და ჩემს "ტორებით"(191 სმ და 110 კგ ვარ ) თითქმის ვახერხებ ერთი ხელით მუშაობას. + ები: ძალიან სწრაფია ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანი აქვს. ოპერაციული სისტემაც ძალიან მოხერხებულია. - ები: ჯერ არ შემინიშნავს. ერთადერთი რაც შევნიშნე, დღეს ბევრი ვილაპარაკე mobilevoip-ით და ცოტაზე მეტად გაცხელდა ტელეფონი. დავაკვირდები სხვა ოპერაციების დროს რას იზამს.
    1 point
  29. მაშინ Channel აქვს 1 და მხოლოდ თვითონ ზის. დალიმიტების შემთხვევაში ნამდვილად ვერ გეტყვი რა ხერხი არსებობს
    1 point
  30. არაუშავდა კიარა, ძალიან მაგარი ფილმია, აა ანუ შენი არაუშავს და პლიუს ეგ სმაილი, ესეიგი მაგრად მოგეწონას ნიშნავს, ოქეი მენ, ანდერსთენდ... იმედია გალაქტიკის მცველებიც მოგეწონება რემაქსში, შენც რემაქსებს უყურებ? მი თუ^^
    1 point
  31. რეალობა თუ დეფექტი http://bigpicture.ru/?p=573702 ყველაზე ცნობილი მოჩვენებების ფოტოები საოცარი რუსული გამოგონებები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო http://bigpicture.ru/?p=574113 20 ფაქტი რომლის ვარაუდი არ შეიძლებოდა 10 წლის უკან http://bigpicture.ru/?p=573567
    1 point
  32. ყველაზე ძვირი ეს 105 ინჩიანი სამსუნგია მგონი დღესდღეობით http://www.amazon.com/Samsung-UN105S9-Curved-105-Inch-Ultra/dp/B00L403O8U/ref=sr_1_1?s=tv&ie=UTF8&qid=1416051585&sr=1-1 თუმცა რამე ექსკლუზიური შეიძლება აქვს კიდე ვინმეს უფრო ნაკლებათ ცნობილი
    1 point
  33. lenovo-ს დაერხა, ჩივილის სუნი მცემს იპოვეთ 10 განსხვავება ახალ lenovo-სა და iphone 6-ს შორის
    1 point
  34. რომელ სთორიზე ამბობთ კაცურად. გაცვეტილ დრამატიზმზე რომ არის აგებული? ყელში არ ამოგივიდათ დრამა რომელიც ვირაცის მკვლელობით სრულდება ? ერთი გენიალური დასასრული არ აქვს სულ ვიღაც კვდება და იტოკში რა ბრაზილიურ სერიალს ჰგავს უკვე და თურქულს თამაში კიარა წიგნებს ვეღარვიტან უკვე ასეთ სტილში დაწერილს. რომელი გეიმფლეია იდეალური ? რახდება იდეალური მითხარი აბა? ანუ შენ მოთამაშე რომ ხარ იზდი ასეტ თანხას რა სიამოვნებას ღებულობ? რა განსაცვიფრებელი მომენტი ხდება თამაშში ანუ ტექნიკური თვალსაზრისით და არა სთორით? არაფერი ! საერთოდ ! ის ეფექტები რაც მაგას აქ თუ ექშენია მაშინ BF ბედ ქომფანი 2 ზე თამაში ყოფილა. რა მუღამს უწერთ ტვიები დაბლა რომ არ მდიის და რეალობასთან საერტოდ ახლსო რომ არ არის თამაში? ელემენტარულია ბედ ქომფანი 2 საც კი უფრო მეტი რეალიზმიაქვს ბრზოლაში ვიდრე ქოდ გოუსთს. მათე მაგარი გრაფიკა აქ :D ძაან თანამედროვე ვიზუალიაქ. ეგეთი ვიზუალი ონლაინ ფრითუფლეი რომ არის ფეისბუქზე იმასაც აქ. სიბრტყეზე დახატული ლამაზი ნახატები ლამაზ ფერებში ეს გრაფიკაა? ფიზიკაზე საუბარი ზედმეტი :D ქოდის გენერლარუ სპონსორს NVIDIA ს ფიზიკაზე აქ გართულება და COD ის დეველოპერებმა ჯერ არ იციან ფიზიკა რაარის. და რომელ მრავალფეროვნებაზეა საუბარი კაცი BF3 თამასობ და მრავალფეროვნება ვერ ნახე COD ში ნახე? თან მე 72 საატიანი BF4 ის გეიმფლეი რომ ვითამაშე BF3 ვეღრ ვთამაშობ 4 ის ლომკა მაქ იმდენად უფრო გაზრდილი მაპებია და უფრო მეტი მოქმედება. ბევრად მეტი ექშენი. მინიმალიზაციას რაც შეეხება ბედ ქომფანი 2 რომ მინიმალიზაცია ჰქონდა სად იყო მაგდროს ქოდი. ან BF3 ის მინიმალიზაციაშ ირაა არ მოგწონს. ნუ BF4 ზე საუბარი ზედმეტია. ================================================================================================= მე არავის და არაფრის "ფანატიკოსი" არ ვარ რომელიც თვალს ხუჭავს ნაგავზე რადა ფანატიკურად უყურებს. ჩაისვრის BF ვიტყვი რომ ჩაისვარათქო. ბევრი რამ არ მომწონს თუნდაც BF ში მაგრმა უკეთესი არ არის ამ ეტაპზე. BF ბევრად ჰარდკორია ვიდრე COD და ამას ვერ გაექცევი როგორც არ უნდა თვალი დახუჭო ================================================================================================= ემინემს რომ ჩართავ საქმის კრუსში რეკლამირებისტვის ლოლ და რა მონაცემებს უწერენ ჯერ მარტო ეგ არის სირცხვილი მთელი სტიმი და არის სირცხვილი ფულის ხამები. ================================================================================================== ამხელა ფასი ღრის თამაში და ონლაინი აქვს ზე მერე იტყვიან პირატულს რატომ თამაშობთ COD სო მათე შენ პრეტენზია NVIDIA ზეც გაქვს გეიმინგ ინდუსტრიაში წარმატებების მხრივ. და იქნებ ეს გენახა http://www.guru3d.com/articles_pages/call_of_duty_advanced_warfare_vga_graphics_performance_benchmark_review,7.html 270X მა 760ს აჯობა 4ფსპით და 2 ფპს ით ჩამორჩა 770ს რა კოსმარია ფასები იემდია იცით რაც ღირს 770 ის ფასად Cross გააკეთებ 270ხ ების 290 პრასტოიმ იგივე ფპს დადო რაც 780 თი. ნუ ფასებზეც ვჩუმდები ხო ეხლა იმ გეიმერებს რ უნდა კიტხონ ვინც ყველა კომპონენტს აფასებს ცდილბოს რაციონალური იყოს. მოცემეული ფაქტებით მიიღოს გადაწყვეტილება და COD და NVIDIA funy boy ხალხს უნდა კითხონ
    1 point
  35. SYTER რეპაკია ყველაზე ნაღდი ეხლა ჩავთე ლეპტოპზე I3-3120M 4GB RAM Video GT710M ავტოზე დადგა თავისით და ჩვეულებრივად გაქაჩა შეილება თამაში და გრაფიკასთანაც ნორმ აქვს ყველაფერი PC ზე ულტრაზე მშვენიერი იქნება პროსტა თამაშს რაც შეეხება სადღაც გადაუხვიეს უცხოპლანეტელებიო მერე ტიპები დახტიან კილომეტრზე ლამისაა დაფრინავენ არეკადრება ქოდს ასეთები ერთხელ საყომარდ წავა
    1 point
  36. გაგიმარჯოთ ! იმისთვის რომ თემიდან არ გავიქცეთ , ჯერ ვნახოთ შედეგი: ყველაფერი ლატუნის მილით და სპილენძის ფურცლით დაიწყო დავჭერი მილი სასურველ ზომებზე: როგორ დავამზადოთ მსგავსი სფეროები: დაგვჭირდება მეტალის ბურთი და მილი, რაშიც გამოვჭედავთ სპილენძს ბურთს ვათავსებ მილის პროექციაზე და ვიწყებთ დარტყმით მოძრაობებს: გამოვშტამპე, მაგრამ მე მჭირდება, რომ გამოჭრა არ მომიწიოს ნახევარსფეროსი ამიტომ, არ ვინდობთ და ბოლომდე ვაჩაქუჩებთ: მივიღეთ შედეგიც: რადგან ფლეშის თავი-ბოლო უკვე დავამზადე, დამრჩა მირჩილვა, ამისთვის სარჩილავი აპარატი დაგჭირდებათ და მცირედი თეორია, ზუსტად, მირჩილვის ხაზის გარეშე მირჩილვისთვის(ჰუჰ, დავიღალე მირჩილვების წერით და კიდევ ბევრი მაქვს საწერი) ზედაპირებს გავუქლიბავთ მისარჩილ ზედაპირებს, შევათანასოვნებთ, რომ ვნახოთ არის თუ არა მათ შორის არე, თუ არ არის, მოვკალავთ ორივე ზედაპირს და ზეწოლის ქვეშ (მაგ:პლასკაკუცი ან პინცეტით) გავაცხელებთ სარჩილავი აპარატით(პაიალნიკით). ვიღებთ მსგავს შედეგს (დამუშავების შემდგომ) : არის მირჩილვის ხაზი?! არა, ამიტომ ზედაპირი კარგად მოარგეთ მირჩილვამდე მოვარგე მინის მილს: ახლა ვამზადებ ფლეშის ხუფს: სურათზე ხუფი უკვე 60%-ით დასრულებულია ხუფის ბოლო, რაც ხელშია სპილენძ-ფოსფორის "პრიპოითაა" მირჩილული, რადგან კალით რომ მიმერჩილა ორივე, ხან 1 გაძვრებოდა, ხან მეორე მირჩილვისას, ასე კი, დნობის ტემპერატურას შორის დიდი სხვაობაა(890 გრადუსია საჭირო მყარი მირჩილვისას) და არაა საშიში, რომ მირჩილული დეტალი დაშორდება ერთმანეთს. ფლეშზე მსგავს ხუფს ესაჭიროება ჩამკეტი( რომ არ გამოვარდეს) ამიტომ, უჟანგავი ლითონისგან ვაკეთებ ჩამკეტს, რომელსაც მივარჩილავ ზემოთხსენებული მეთოდით. ვამზადებ დეტალს: დამაგრება, რომ არ გადაიწიოს მირჩილვისას: ესეც მირჩილული : ახლა ვახდენ ფიქსატორის კალით მირჩილვას: დამუშავება: ზუმფარით დამუშვება და საბოლოოდ პოლირება: რაც შეეხება მინის ჩაწებებას ხუფებს შორის, გამოვიყენე ბიზონკიტის 2 კომპონენტიანი ებოქსიტი (თქვენც მსგავსს გირჩევთ) მივიღე საბოლოოდ ეს:
    1 point
  37. მოგესალმებით ფორუმელნო დღეს ცოტა დრო გამოვნახე და გადავწყვიტე დამემზადებინა ჩემი ბნელი კლავიატურისათვის განათება, თავად ღილაკებში ვერ ჩავამაგრებდი, ამიტომ მომიწია კომპიუტერის მაგიდის ქვედა მხარეს დამაგრება. დასამზადებლად შემდეგი მასალები დამჭირდა: 5 ცალი შუქდიოდი 1 ცალი 2 წვერიანი კაბელი 1 ცალი ცამრთველი 1 ცალი მობილურის დამტენი და ორგანული მინის პატარა ნაჭერი. პირველ რიგში გავზომე მაგიდის ის ადგილი, სადაც განათების ჩამაგრებას ვაპირებდი. შემდეგ ორგანულ მინას მოვაჭერი საჭირო ზომის ნაწილი. მოჭრილი ნაწილი დავხვრიტე 5 ადგილას, სადაც შუქდიოდები ჩაჯდებოდა, ასევე ორივე მხარეს ერთჯერადი წებოთი დავაწებე, 2 პატარა ორგმინის ნაჭერი რადგან ნათურის უკანა მხარე მაგიდას არ შეხებოდა. შემდეგ ჩავამაგრე ნათურები. ჩამრთველი ღილაკი მქონდა შემდეგი ტიპის, (მხოლოდ მაშინ იქმნება წრედი, როდესაც დაწოლას განიცდის) ამიტომ მაგიდასთან ისე დავამაგრე ხელით ოდნავ მიწოლისას იჭედება და სინათლე ირთვება, ოდნავ ქვევით ჩამოწევისას კვლავ ქვრება სინათლე. იმედია თავი არ შეგაწყინეთ კიდევ ერთი უაზრო თემით და ვიმედოვნებ რამეში გამოგადგებათ :)
    1 point
  38. გაუმარჯოს მოვიცალე და გასწავლლით თუ როგორ ამოვჭრათ კეისის გვერდი საკუთარი ხელებით თავიდან დაგვჭირდება ეს სამუშაო იარაღები ფოტოები იხილეთ ქვემოთ. ვიღებთ ზომებს სახაზავით და ფარგლით. სადაც გვაქვს ზომები აღებული იქ ვიწყებთ ზუბილით გაჭრას რადგან შემდეგ გავჭრათ ჟეშტის მაკრატლით. როდესაც გავჭრით ისეთ მანძილზე რომ ჩაეტიოს მაკრატელი ვიწყებთ ამოჭრას, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად თორე დაიკაწრება კეისი როცა დავამთავრებთ ამოჭრას ვიღებს შკურკას და ამოჭრილს ვშკურკავთ. შემდეგ მივდივართ ელიავაზე და ვყიდულობთ აკფიქსის ფირმის სილიკონს პატარას 2 ლარი და კიდევ ვყიდულობთ ორგმინას (თუ ორგმინას ვერ იყიდით როგორც ჩემ შემთხვევაში ვაწეპებთ ჩვეულებრივ მინას 3-4მმ-იანს) შემდეგ ვბრუნდებით სახში და ვუბრუნდებით და ვჭრით ორგმინას ან ჩვეულებრივ მინას იმ ზომაზე როგორც თქვენ გაქვთ კეისი ამოჭრილი ანუ რა ფორმაზეც გაქვთ ამოჭრილი. ვიღებთ უბრალო დანას და სადაც გინდათ რომ დაასხათ სილიკონი იმ ადგილებში ვაძრობთ საღერაბს ვიღებთ ამოჭრილ მინას ან ორგმინას და ვაწეპებთ. მე ფოტოზე ძაან ცოტა სილიკონი წავუსვი და არ მიწპდა თქვენ უფრო ბევრი მიასხით. თუ სილიკონი გამოვიდა კეისის გარეთ ანუ მინის გარეთ მაშინვე ვწმინდავთ სველი სალფეტკით იმით რა ბავშვებს რო უსუფთავებენ ჩასვრილი როცაა :D ახლა კეისს მინაზე ვადებთ რაიმმე სიმძიმეს რომ კარგად დაწეპდეს და დაწეპებას ვაცდით 1ღამე და როცა გაიღვიძებთ მზადააააააააააა. P.S. ამის ამოჭრაშI და რაღაც რუღაცეებში დამეხმარა 1 ძაანმაგარი ადამიანი და მადლობა მას. რო გავიზრდები მეც ამოვჭრი ჩემისით მთავარია თეორია ვიცი. სურათების ლინკები აქაა არ ამითვირთავს საიტზე დიდებია ძაან სტატია დაწერა:c.a.y.z.y ფოტოების ატვირთვაზე ტვინი დაასხა:c.a.y.z.y სტატიის დაწერაში მონაწილეობდა(ობდნენ):c.a.y.z.y აი საბოლოო ჯამში დადგა ასეთი ნეონები ვერ ვიყიდე და საახალწლი ნათურები ჩავაყენე :D
    1 point
  39. პაკეტების სტრუქტურა და დანიშნულება ლოკალურ ქსელებში ინფორმაცია გადაეცემა, როგორც წესი, ცალკეული პორციების ე.წ. პაკატების (packets), კადრების (frames) ან ბლოკების სახით. ამასთანავე პაკეტების სიგრძე მკაცრად განსაზღვრულია (ჩვეულებრივ რამოდენიმე კილობაიტს შეადგენს). პაკეტების სიგრძე განსაზღვრულია ქვემოდანაც (როგორც წესი რამოდენიმე ათობით ბაიტს შეადგენს). პაკეტური გადაცემა შეირჩევა განსაზღვრული თვალსაზრისით. ლოკალური ქსელი, როგორც უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფს ხარისხიან და გამჭვირვალე კავშირს ყველა აბონენტთან (კომპიუტერთან). მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს წვდომის დრო (access time), რომელიც განსაზღვრავს დროით ინტერვალს აბონენტის მზადყოფნისა ინფორმაციის გადასაცემად (თუ მას აქვს რაიმე გადასაცემი) და გადაცემის დაწყების მომენტს შორის. ეს არსი აბონენტის ლოდინის დრო ინფორმაციის გადაცემის დასაწყებად. Bბუნებრივია, ლოდინის დრო არ უნდა იყოს ძალიან დიდი წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემის რეალური, ინტეგრალური სიჩქარე მკვეთრად შემცირდება მარალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაშიც. ლოდინი ინფორმაციის გადაცემის დაწყებისას დაკავშირებულია იმასთან, რომ ქსელში შეუძლებელია ერთდოულად გადაიცეს რამოდენიმე ინფორმაცია (ყოველ შემთხვევაში სალტის და ვარსკვლავის ტოპოლოგიების შემთხვევაში). წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა გადამცემიდან მირებული ინფორმაცია ირევა ერთმანეთში და მახინჯდება. Aამასთან დაკავშირებით აბონენტები ტავიანთ ინფომაციას გადასცემენ მიმდევრობით. ამასთანავე ყოველი აბონენტი სანამ გადასცემს თავის ინფორმაციას უნდა დაელოდოს თავის რიგს. ხოლო თავისი რიგის ლოდინის დროს ეწოდება წვდომის დრო. ინფორმაციის გაცვლის პროცესი ქსელში წარმოგვიდგება პაკეტების მიმდევრობით გადაცემით, ყოველი რომელთაგან შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აბონენტიდან აბონენტს გადაეცემა. მოცემულ კერძო შემთხვევაში (ნახ.3.1.) ყველა ეს პაკეტი სეიძლება გადაიცეს მხოლოდ ერთი აბონენტის მიერ (იმ შემთხვევაში, როცა დანარჩენებს არ სურთ გადაცემა). მაგრამ ჩვეულებრივ ქსელში სხვადასხვა აბონენტების მიერ გადაცემულ პაკეტები ენაცვლებიან ერთმანეთს. (ნახ.3.2.) პაკეტის სტრუქტურა და სიდიდე ყოველ ქსელში მკაცრად განსაზღვრულია სტანდარტებით მოცემული ქსელისთვის, რაც დაკავშირებულია მოცემული ქსელის აპარატურულ თავისებურებებთან, არცეული ტოპოლოგიით ინფორმაციის გადაცემის გარემოს ტიპით. Gგარდა ამისა, ეს პარამეტრები დამოკიდებულია გამოყენებულ პროტოკოლზეც. მაგრამ არსებობს პაკეტის სტრუქტურის ფორმირების ზოგადი პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებენ ინფორმაციის გაცვლის მახასითებელ თავისებურებებს ნებისმიერ ლოკალურ ქსელში. პაკეტი ძირითადად შედგება შემდეგი ძირიტადი ველებისაგან და ნაწილებისაგან (ნახ.3.3): ნახ.3.3. პაკეტის ტიპიური სტრუქტურა • ბიტების სტარტული კომბინაცია ანუ პრეამბულა, რომელიც უზრუნველყოფს ადაპტერის აპარატურის ან სხვა ქსელური მოწყობილობის დაყენებას პაკეტის მიღებასა და დამუშავებაზე. Eეს ველი შეიძლება იყოს გამოტოვებული ან დაყვანილ იქნას ერთადერთ სტარტულ ბიტზე. • მიმღები Qაბონენტის ქსელური მისამრთი (იდენტიფიკატორი) ანუ ინდივიდუალური ან ჯგუფური ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ყოველ მიმღებ აბონენტს ქსელში. ეს მისამართი საშუალებას აძლევს მიმღებს ამოიცნოს პაკეტი, რომელიც მისთვის არის დამისამართებული ან ჯგუფისთვის, რომლშიც ის შედის ან ყველა ქსელის აბონენტისთვის ერთდროულად. (ფართომაუწყებლობისთვის). • გადამცემი Qაბონენტის ქსელური მისამრთი (იდენტიფიკატორი) ანუ ინდივიდუალური ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ყოველ გადამცემ აბონენტს. ეს მისამრთი ინფრომირებას ახდენს მიმღები აბომნენტისა თუ საიდან მოვიდა მოცემული პაკეტი. პაკეტში გადამცემის მისამართის გაწერა საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა ერთ მიმღებთან მოდის პაკეტები სხვადასხვა გადამცემი აბონენტებიდან. • სამსახურებრივი ინფორმაცია მიუთითებს პაკეტის ტიპზე, ნომერზე, ფორმატზე, მის მარშუტზე მიიღო თუ არა ადრესატმა • მონაცემები (მონაცემტა ველი) – ეს ინფორმაციაა, რის გადასაცემადაც გამოიყენება პაკეტი. პაკეტის ყველა ველისაგან განსხვავებით მონეცემტა ველს გააჩნია ცვალებადი სიგრძე, რომელიც განსაზღვრავს პაკეტის სრულ სიგრძეს. არსებობს სპეციალური მმართველი პაკატები, რომლებსაც არ გააჩნიათ მონაცემთა ველი. მათ განიხილავენ, როგორც ქსელურ ბრძანებებს. პაკეტები, რომლებიც შეიცავენ მონაცემტა ველებს, უწოდებენ საინფორმციო პაკეტებს. მმართველ პაკეტებს შეუძლიათ შეასრულონ კავშირის სეანსის დაწყებისა და დასრულების ფუნქციები, საინფრომაციო პაკეტების მიღების დადასტურება, საინფორმაციო პაკეტის მოთხოვნა და ა.შ. • პაკეტის საკონტროლო ჯამი – რიცხვითი კოდია, რომელიც ფორმირდება გადამცემის მიერ გარკვეული წესების მიხედვით, და მოიცავს ინფორმაციას მთლიან პაკეტზე. მიმღები, რომნლეიც ასრულებს განმეორებით გამოთვლებს, რომელიც შესარულა გადამცემმა მიღებულ პაკეტთან, ახდენს შედარებას საკონტროლო ჯამთან და ასკვნის მიღებული პაკეტის ჭეშმარიტებას თუ შეცდომითობას. თუ პაკეტი სეცდომითია მაშინ მიმღები მოითხოვს მის ხელახლა გადაცემას. ჩვეულებრივ გამოიყენება ციკლური საკონტროლო ჯამი (CRC). • სტოპური კომბინაცია ახდენს მიმღები აბონენტის აპარატურის ინფორმირებას პაკეტის დასრულებაზე, უზრუნველყოფს აპარატურის გამოსვლას მიღების მდგომარეობიდან. ეს ველი შეიძლება გამოტოვებულ იყოს თუ გამოიყენება თვიტსინქრინირებადი კოდი, რომელიც განსაზღვრავს პაკეტის გადაცემის დასრულების მომენტს. პაკეტის სტრუქტურაში გამოიყოფა სამი ველი: • პაკეტის საწყისი მმართველი ველი (ანუ პაკეტის სატაური), ე.ი. ველის, რომელიც შეიცავს სტარტურ კომბინაცია, მიმრებისა და გადამცემის ქსელურ მისამართს და აგრეთვე სამსახურებრივ ინფორმაციას. • პაკეტის მონეცემთა ველი. • პაკეტის საბოლოო მმართველი ველი, სადაც შედის საკონტროლო ჯამი და სტოპური კომბინაცია, აგრეთვე სამსახურებრივი ინფორმაცია. როგორც აღინიშნა, ლიტერატურაში პაკეტის (packet) გარდა არსებობს ტერმინი კადრი (frame). ზოგჯერ ეს ტერმინები ემთხვევა. ხოლო ხანდახან განსხვავდებიან. ზოგიერთი წყაროებიდან მტკიცდება, რომ კადრი ჩადებულია პაკეტში. ამ სემთხვევაში პაკეტის ყველა ჩამოთვლილი ველების გარდა პრეამბულისა და სტოპური კომბინაციისა მიეკუტვნება კადრს. (ნახ.3.4.). მაგ. Ethernet ქსელის აღწერაში მოცემულია, რომ პრეამბულის ბოლოში გადაეცემა კადრის დასაწყისის ნიშანი. ინფორმაციის გაცვლის სეანსის პროცესში, ქსელში გადამცემ და მიმღებ აბონენტებს შორის მიმდინარეობს საინფორმაციო და მმართველი პაკეტების გაცვლა დადგენილი წესების შესაბამისად, რომელსაც ეწოდება გაცვლის პროტოკოლი. ეს საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის საიმედო გადაცემა ქსელში გაცვლის ნებისმიერი ინტენსივობის დროს. ნახ.3.5-ზე მოცემულია უმარტუვესი პროტოკოლის მაგალითი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.