Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/29/14 in all areas

  1. მოგესალმებით. ამ თემაში განვიხილავ თუ როგორ შეიძლება შეაფასოთ თქვენი თამაშის ხარისხი. ყველას გაგვიგია ალბათ FPS (frames per second)-ს შესახებ და უმეტესობას გონია რომ რაც მეტი მით უკეთესი, ნუ როგორც მიხვდით ამ თეორიის გაქარწ#$%ბა მინდა პირველ რიგში FPS სასურველია ემთხვეოდეს თქვენი მონიტორის განახლების დროს ანუ hz_ებს. უმეტესობას 60 hz-იანი მონიტორი გვექნება ამიტომ ჩვენთვის სასურველია 60 FPS თამაშებში. თუ სიტყვაზე 100 გაქვთ ჯობია V-sync ჩართოთ. (ეს მთლად smooth-ს ვერ გახდის თამაშებს იმიტომ რომ თავისი პრობლემები აქვს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ 60 ჰერციან მონიტორზე 100 FPS-თ თამაშს აჯობებს მაინც) ასევე FPS-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანია frame time (ალბათ ამ პარამეტრს არავინ უყურებს) მინდა გითხრათ რომ ამ კომპონენტის სიკარგე შეიძლება იმაში გამოიხატოს რომ ოდნავ ნაკლებ FPS-იანი თამაში უფრო smooth იყოს ვიდრე ცოტა მეტ FPS-იანი, რომელსაც frame time შედარებით დიდი (ანუ ცუდი აქვს) გაგიგიათ ალბათ რომ ამბობენ micro stuttering. ეს მარტივად რომ აგიხსნათ არის კადრის კანკალივით რა აი ენაბლუები რო არიან რო უჭირთ ლაპარაკი, როცა ეგ FPS-ს ემართება კადრი თითქოს დახტის. ხოდა დიდი შანსია ამაში დამნაშავე სწორედ ეს კომპონენტი იყოს. წარმოგიდგენთ crysis 3-ს benchmarks სეთინგები იყო 1920x1080 with 4xMSAA 'high' settings იდეალური ვარიანტი იქნებოდა რომ ხაზი იყოს სწორი, ან მინიმუმ ამპლიტუდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. თქვენ ხედავთ მკვეთრ ზრდას და ვარდნას frame time-ში სწორედ ამ წერტილებში წარმოიქმნება ეგრედწოდებული stuttering. ცნობილია რომ ადამიანისათვის 30 ms-ზე დაბლა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ვერ არჩევსო მაინც, მაგრამ ესეც ისეთივე ცნებაა როგორც ზოგი რომ ამბობს 24 FPS-ზე ზემოთ ვერ არჩევსო, ზოგიც ამ ნიშნულად 60 FPS-ს იღებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, ზოგმა შეიძლება შენიშნოს ზოგმაც ვერა. ეს კი იგივე ბენჩის სხვანაერი ჩანაწერი ამ ჩანაწერიდან ის ჩანს რომ ~99% შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიდეობარათი ამ ტესტის მსვლელობისას თითოეულ კადრს არენდერებდა 31 ms-ზე უფრო სწრაფად. (რაც მშვენიერი მონაცემებია) აი 50 ms-ზე მაღლა უკვე ძალიან ცუდია და აუცილებლად ამ მომენტში იქნებოდა micro stutter. შეიძლება ვერ შენიშნოთ თამაშში ჩართულობის გამო მაგრამ მისი ხშირად გამეორება უკვე გააფუჭებს თამაშის ხარისხს. სწორედ ამიტომ თუ თქვენ შემთხვევაში input მოწყობილობიდან მონიტორამდე დიდი დაყოვნებაა ან frame time ანუ თითოეული კადრის რენდერის დრო დიდია თქვენი avg FPS ვერაფერს იტყვის იმის შესახებ თუ რამდენად smooth არის თამაშის ხარისხი. მათემატიკურად რომ გამოვთვალოდ 60 hz-იანი მონიტორისთვის საუკეთესო შედეგი გამოდის ~frame time 16 ms იმიტომ რომ 60 x 16 = ~1000 ms-ს ანუ 60 FPS. მაგრამ პრაკტიკაში ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თამაშის ძრავის შექმნისას სწორედ ამ ბევრ რამეზე ფიქრობენ. ამიტომ იმის დამახსოვრების ნაცვლად რომ 30 FPS ან 60 FPS არის კარგი სათამაშოდ ჯობს დაიმახსოვროთ და თამაშის ხარისხი შეაფასოთ 33 ms და 16 ms frame time_თ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი შესაძლოა უფრო დაბალი FPS-თ თამაში იყოს უფრო მაღალი FPS-თ თამაშზე უფრო გლატკი. თამაშის ძრავთან დაკავშირებით. მაგალითად გაქვთ ძრავი რომელიც არის ძალიან ნელი. თქვენ ცვლით სხვადასხვა პარამეტრებს და მიხვედით დასკვნამდე რომ ყველა ეფექტით თქვენ აღწევთ 50 FPS-ს, მაგრამ თუ ჩრდილების დამუშავებას გათიშავთ აღწევთ 66.6 FPS-ს. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ყოველ მესამე კადრზე შეცვალოთ ჩრდილების დამუშავება (SM) ასე რომ თქვენ იღებთ 60 FPS-ს. მიუხედავად ამისა თამაში მაინც არაა smooth და რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ყოველი ორი კადრი საჭიროებს 15 ms frame time-ს და ის მესამე 20 ms-ს ამიტომ თამაში თუნდაც მუდმივ 60 FPS-ზე არაა smooth იმიტომ რომ ზოგი ეფექტი მუშაობს 300 fps-თ ზოგი 20-30 FPS-თ და საბოლოო ჯამში ვიღებთ stuttering-ს. ასეთ შემთხვევას ვერ ჩაწერთ FPS-თ ამიტომ უმჯობესია თამაშის ხარისხი შეაფასოთ frame time-თ. ეს იდეალურ სამყაროში FPS-ებისა და frame time_ს დამოკიდებულება არ გაზომოთ თქვენი თამაშის ხარისხი FPS-ებში გაზომეთ frame time ანუ ms-ებში, მაგრამ მთლად არ დაივიწყოთ FPS-ც DX12_ს უპირატესობა DX11-თან შედარებით 2:22-ზე იწყება DX12 არ გეგონოთ რმ ეს მაჩვენებელი მხოლოდ GPU-ზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ რა კვებავს ვიდეოს CPU ეხლა კი წარმოგიდგენთ იგივე ბენჩმარკს ოღონდ ეხლა CPU-ებში ეს კი 16.7 ms-ზე ზემოთ როცა იყო ანუ 60 FPS-ს ექვივალენტია 16.7 ms და მასზე დაბლა რამდენ ხანს იყო ჯამში ესეც მაგარი სკრინია AMD აი აქ კი ნათლად ხედავთ რატო არ ვარგა AMD-ს CPU-ები. იმის გარდა რომ მათ აქვთ დაბალი FPS თავისი ნელი არქიტექტურის წყალობით მათ აქვთ ძალიან დიდი Frame time intel-ს CPU-ებთან შედარებით. ასევე ნათლად ჩანს ინტელის ახალი არქიტექტურების სისწრაფე ძველთან შედარებით. ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ბენჩმარკს რათა პრაქტიკაში აღიქვათ რა ხდება. ესეც ორი ვიდეობარათის განხილვა Radeon HD 7950 და GeForce GTX 660 Ti გთავაზობთ 120 და 240 FPS-იან ვიდეოებს შენელებულს 30-მდე რათა თვალით იოლად გასარჩევი გახდეს 120 FPS 240 FPS 240-ში უფრო იოლად შენიშნავთ რომ 7950-ზე მომენტებში კადრი დახტის მაშინ როცა 660 ti-ზე შედარებით რბილად გადადის. ეს იმიტომ ხდება რომ ამ ვიდეოტესტის დროს ასეთი სიტუაცია იყო როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში 660 ti-ზე გაცილებით ნაკლები ამპლიტუდა იყო თვითონ frame time_ებში და ასევე საშუალო მნიშვნელობითაც ნაკლები იყო. გთავაზობთ რამოდენიმე თამშის შედეგს ეს Skyrim ჩვენ ვხედავთ რომ 7950-ზე ამ შემთხვევაში უფრო ხშირია frame time-ს ცვლილება ვიდრე 660 ti-ზე რაც რათქმაუნდა მოქმედებს overall gaming experience-ზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთლად იოლი შესამჩნევი არ იქნება ეს. Battlefield 3 აქ 7970-ს კარგად უჭირავს თავი. ეხლა კი SLI და CF როგორც ხედავთ ამ მხრივ SLI-ს შემთხვევაში შეადრებით უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე Crossfire-ს დროს. რათქმაუნდა ამაში software -ს ხელი ურევია. თუმცა მინდა გითხრათ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობია SLI-ს ერთი ვიდეობარათი. დააკვირდით და წაიკითხეთ რასაც ვიდეოში წერენ ატყობდით SLI-ს დროს როგორ გადადიოდა კადრი? მალე-მალე-დიდხანს ასეთია თამაშების მუშაობის პრინციპი მადლობთ ყურადღებისთვის. თემა მოამზადა matusala -მ
    10 points
  2. ავთოს გოგოა, სხვა თვალით არ შეხედოთ თორე დაგენძრევათ
    5 points
  3. როგორც იცით ხვალ გამოდის windows 9 technical preview და მასში იქნება ახალი თაობის tracking telemetry data of Windows 9 Preview რომელიც იქნება live. რა არის ეს? ესაა ინფორმაცია თუ რომელ feature-ს იყენებს user სად აკლიკებს რას აკეთებს და ა.შ. ხოდა ეს ადრე კეთდებოდა ასეთ სახით. გროვდებოდა ინფორმაცია და ეგზავნებოდა microsoft-ს სერვერებს. ალბათ 8-ში ვერ ქნეს კარგად რაღაცა და HDD იტვირთებოდა 100 %-თ მერე 8.1-ში ცოტა გამოასწორეს და 9-ში როგორც ჩანს აღარ გროვდება ეგრევე იგზავნება. თუმცა ვფიქრობ რომ თუ ინტერნეტი არ ექნება PC_ს იასნია უნდა მოგროვდეს და მერე გაეგზავნოს. მოკლედ ჩვენ უფლებებს არღვევენ და ტყუილად გვახარჯინებენ ჩვენი PC-ს რაღაც რესურსს. მგონი XP-დან დაიწყეს ამის კეთება. http://www.neowin.net/news/windows-9-telemetry-data-will-be-near-real-time
    2 points
  4. დამწყებებმა შეიძლება არ იცოდეს და დავწერ ბარემ Hyper-V-ის გასააქტიურებლად ასევე აუცილებელია ბიოსიდან ჩართული იყოს ვირტუალიზაციის ფუნქცია. დაველოდები სრულის გამოსვლას. იმდენად სრულყოფილად მუშაობს windows 8.1 რომ მეზარება ექსპერიმენტების ტარება თუნდაც ვირტუალურში.
    2 points
  5. 1) რა არის SSD(SOLID STATE DRIVE)? ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. 2)რა განსხვავებაა SSD-სა და USB FLASH DRIVE (ეგრეთწოდებული "ფლეშკა")-ს შორის?! SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC(შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია,საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში Fლეშზე) ეს ფუნქციები "ფლეშკას" არ გააჩნია 3)რა პლიუსები და მინუსები აქვს მას? დავიწყოთ რაღათქმა უნდა პლიუსებით : ა) SSD-ები არ გამოცემენ ხმას ბ) არ აქვს მოძრავი ნაწილები და შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე,რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე) გ) ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის და ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს ენერგომოხმარებაზე დ) ძებნის დროს გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებით ე) არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით ( ) გადავიდეთ მინუსებზე: ა) SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს , ის იწყებს ცუდად მუშაობას ბ) ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა ჩვენდა სასიხარულოდ ) 4) რას ნიშნავს SLC და MCL და რა განსხვავებაა მათ შორის ? SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება , SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები) SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი(ასე უფრო გასაგები იქნება ) და გაზრდილია ენერგომოხმარება , აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის) SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი) დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება 5) რა ტემპერატურას უძლებს SSD მოწყობილობები? მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში (რათქმა უნდა სავალდებულოა ისინი დაცული იყვნენ კონდესატისაგან) 6) შესაძლებელია თუ არა SSD-ებს ქონდეთ BAD sector-ები (დაზიანებული სექტორები) მსგავსად HDD-სი? შესაძლებელია. SSD-ების შემთხვევაში მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში , რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას. არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს. 7) რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის მოწყობილობის შეძენისას? ყველაზე მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ : ა) I/O ოპერაცია წამში. აქ მოქმედებს მარტივი წესი: რაც მეტია მით უკეთესია . ამ მაჩვენებელს შეუძლია არც თუ მცირე რამ გვითხრას პერფორმანსზე .მაგალითისთვის: ინტელის x25-E გააჩნია 35000 I/O ოპერაცია წამში კითხვის შემთხვევაში და 3300 ჩაწერის , რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ბ) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. იგი მოცემულია მეგაბაიტების რაოდენობით წამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ მონაცემად წაკითხვისათვის ითვლება მინიმუმ 150 მეგაბაიტი/წამში , ხოლო ჩაწერისათვის 80+ . საუკუთესო მოდელებს ამ მოწყობილობისა რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე გააჩნიათ დაახლოებით 250მბ/წმ წაკითხვა და 200მბ/წმ ჩაწერა (რათქმა უნდა ნაგულისხმები არაა SSD-ები რომლებიც რაიდშია...) ______________ კრიტიკას არ ვართ, ისედაც თვალები მტკივა უკვე მერე დავამატებ კიდე რაღაცეებს By mischaia88 SSD კონტროლერი ხშირად მესმის ხოლმე SSD-ს მთელი მუღამი ისაა, რომ კონტროლერი აქვსო. ჰოდა გადავწყვიტე გამერკვია რა არის ეს კონტროლერი და რას აკეთებს. უკვე კარგად იცით რას წარმოადგენს DRAM ტიპის მეხსიერება. ის საკმაოდ სწრაფი გახლავთ. მათზე ჩაწერა-წაშლა ნანოწამებში ხდება, ფაქტობრივად CPU-ს ტაქტთან შეწყობით. უპირატესობა HDD-სთან შედარებით შთამბეჭდავია. HDD-ს ხომ ფიზიკური დრაივი აქვს, დისკები, მაგნიტური წამკითქველი, მოკლედ მექანიკური ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, ამას კი დრო სჭირდება...აი, მაგალითად ყველაზე სწრაფი HDD 7 მილიწამს ხარჯავს დისკიდან ინფორმაციის წაკითხვაში მაშინ, როცა CPU-ს ამ დროში ასი ათასი ოპერაციის ჩატარება შეუძლია...სხვაგვარად რომ ვთქვათ, HDD CPU-სთვის მეტისმეტად ნელია. აქაა DRAM-ის მთავარი პლიუსი - სისწრაფე, მაგრამ DRAM-ს აქვს უარყოფითი მხარეც - თუკი მასში შენახულ ინფორმაციას პერიოდულად არ გაუკეთდება განახლება (refresh), იგი იკარგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც DRAM მოწყობილობას გამორთავთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მასში ინახება, დაიკარგება. NAND ფლეშ მეხსიერება "ოქროს შუალედია", ის სწრაფიცაა და არც მონაცემებს "აორთქლებს". ეს მეხსიერება შედგება სპეციალური ტრანზისტორ MOSFET-ისგან (MOSFET - metal–oxide–semiconductor field-effect transistor), მასში მუხტის გატარების შემდეგ აღარაა საჭირო refresh-ი - ინფორმაცია აღარ იკარგება. ერთი MOSFET-ი მხოლოდ ერთ ბაიტ ინფორმაციას "აკავებს", ასე რომ NAND ჩიპებს მწკრივებად განლაგებული მილიონობით მოსფეტი აქვთ, რომლებიც შემდეგ ჯგუფებადაა დაყოფილი. ამ ჯგუფებს page (პეიჯი რა). თანამედროვე page 4KB ზომისაა. მოსფეტში ინფორმაციის ჩაწერა მარტივია, მაგრამ ინფორმაციის წაშლისას ერთი მოსფეტის გასუფთავება შეუძლებელია, სუფთავდება მოსფეტების მთელი ბლოკები. NAND ჩიპის ბლოკი ძირითადად 128 პეიჯისგან შედგება (ანუ 512KB). ანუ თუკი მე მინდა ამ ბლოკში ერთი page-ს წაშლა (4KB), ამისათვის დანარჩენი 127 page-ც უნდა წავშალო (508KB). ხშირი წაშლა-ჩაწერა კი ჩიპისთვის საზიანოა, 10000 ციკლის შემდეგ იგი უკვე შეცდომებს უშვებს. ჰოდა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთსადაიმავე ბლოკში ხშირი წაშლა-ჩაწერა და ნაადრევად არ გამოვიყვანოთ იგი მწყობრიდან, საჭიროა კონტროლერი. კონტროლერი არის მოწყობილობა, რომელიც ყველა ბლოკზე თანაბრად ანაწილებს ჩაწერის და წაშლის ციკლებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლერის წყალობით ჩვენ არ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერების რომელიმე ნაწილი 2 დღეში, არამედ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერება, ოღონდ, მაგალითად 2 წელიწადში . გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ჩიპია, სურათზე - ზედა მარცხენა კონტროლერი იმახსოვრებს, რომელი ბლოკია წაშლილი, რომელი - ჩაწერილი, რომელი ცარიელი და რომელი - წასაშლელი (ასეთად მიიჩნევა ბლოკი, რომელშიც ყველაზე მეტი "ნაგავია"). ყველაფერი ეს აადვილებს ძებნასაც და ასწრაფებს SSD-ს მუშაობას, მაგრამ საკუთარ მეხსიერებაში ქექვისთვის კონტროლერს რათქმაუნდა გარკვეული დრო ეხარჯება. დრო, რომელსაც ლატენტურობა ეწოდება და უკვე კარგად იცით რას ნიშნავს . ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ ზოგიერთი SSD-ს კონტროლერის საშუალო ლატენტურობას მილიწამებში როგორც ხედავთ საშუალო ლატენტურობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ მაქსიმალური ლატენტურობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია, აი ასე: კონტროლერს შეუძლია ინფორმაცია დაყოს და სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად ჩაწეროს ან წაშალოს. დაახლოებით ისე, როგორც სურათზეა. შედეგი - უფრო მეტი სისწრაფე. SSD იგებს. ყველაზე პატარა ინფორმაცია, რისი დაყოფაც საჭირო არაა, 4KB სიდიდისაა. ხოლო თუკი გვაქვს ცარიელი ბლოკები, ინფორმაცია იყოფა თანაბარ ნაწილებად და ისე იწერება ბლოკებში (რომ ისინი რიგრიგობით არ გაფუჭდეს, ამაზე ზევით ვილაპარაკე). ფაილის წაშლისას კი ხდება შემდეგი: ან თუკი ფაილი უფრო მცირე ზომისაა: იმედია ცოტა მაინც გაერკვიეთ იმაში, თუ რა არის SSD-ს მეხსიერების კონტროლერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას SSD-ს სიცოცხლის გახანგრძლოვებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი, მიხეილ რ.
    1 point
  6. მაგ ფასში მათე რაც ბოლოს ტელევიზორების ჩვენებებს ვტესტავდი მაღაზიებში, ეს სონი მომეწონა საკმაოდ კარგი ჩვენება ქონდა ფასთან მიმართებით: http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8667 სამსუნგს რაც შეეხება 2014 წლის მოდელებიდან ეს მოგივა რომელიც საკმაოდ ნორმალური ვარიანტია Blu ray ფილმების საყურებლად... http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8817 ისე ეს მოდელი ალტაში ყველაზე იაფია...
    1 point
  7. რატომ ჯობია და იმიტომ რომ რაც მალე იცვლება კადრი მით უფრო "SMOOTH" არის თამაში, უფრო არ ექნება ლაგი და ა.შ. წარმოიდგინე 2 წამში რო გადადიოდეს კადრი, გეგონებოდა სლაიდშოუ; და როდესაც სიტყვაზე 10 მილიწამში გადადის კადრი უფრო კარგია რა
    1 point
  8. არა, არა ნამდვილად გერევა.1) MS ნიშნავს მილიწამს. ეგ განსაზღვრავს TIMES (როგორც შენ თქვი) ეგ Time როგორც შენთქვი არის Frame Time (ანუ კადრის სისწრაფე) MS კიდე ნიშნავს მის სისწრაფეს. ანუ წარმოიდგინე 1 კილო კარტოფილი. (კარტოფილის როლში Frame Time და კილოს როლში MS) ანუ საზომი ერთეულია მს (მილიწამი/milesecond ხო ასე იწერება ინგლისურად შემისწორეთ ) 2) რაც ნაკლები იქნება კადრის სიწრაფე (Frame Time), მით უკეთესი იქნება. ანუ 50 მს-ს სჯობს 20 მს (ანუ კადრის წამი რომელიც 50 მილიწამში იცვლება) უფრო ცუდია ვიდრე 20 მს (ანუ კადრი წამში, რომელიც 20 მილიწამში იცვლება)
    1 point
  9. კიკი მაგაში მართალი ხარ. მანდ უკვე გვერდების შეფარდებაზეა 16x9-ზე თუა თვითონ კადრი თუნდაც დაბალი გაფართოება იყოს მაინც გაიშლება 1080p-ზე მთლიანად.
    1 point
  10. შავები თუ არ გიდნა ქონდეს ფილმს საერთოდ ესეთი უნდა იყიდო მაშინ კაცმა... http://www.amazon.com/MX299Q-29-Inch-Ultra-LED-Lit-Monitor/dp/B00ENCTVDS/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1412009621&sr=8-4&keywords=ultra+wide+monitor ან ესეთი თუნდაც: http://www.amazon.com/LG-Electronics-29EB73-P-29-Inch-LED-Lit/dp/B00EDPZ346/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1412009621&sr=8-5&keywords=ultra+wide+monitor ეს იმ ფილმებისთვისაა გათვლილი ვითომ რომ 1080P ქვია სინამდვილეში კი 1920x800-ზეა, ხოლო ნამდვილი 1080P-ი ფილმებს 1920x1080 გაფართოების მონიტორზე ნამდვილად არ ექნება ხაზები რადგან სრულად დაჯდება ეკრანის გაფართოებაზე ფილმის გაფართოება და მიიღებ მაქსიმალურ ხარისხსს, რაც შეეხება პროგრამით გაწელილი ფილმის ყურება მეც არ მგვრის დიდ სიამოვნებას... http://www.imdb.com/title/tt1232829/?ref_=nv_sr_1 გუშინ ვუყურე და მაგრად მომეწონა, კარგი გასართობია... მეორე ნაწილსაც ველოდები კარგი ხარისხით...
    1 point
  11. http://www.youtube.com/watch?v=xW8oSRr1Y3Q <3
    1 point
  12. ვახ ჩინურად ხო არ ვწერ? დაბალი უკეთესია!
    1 point
  13. Gogla1990, გოგლა აბა ამ ვიდოეს მიყევი
    1 point
  14. დავასრულე შეგიძლიათ ახალი ინფოც გადაიკითხოთ CPU-ებისა და SLI Crossfire_ების შესახებ
    1 point
  15. Spintires off-road თამაშებში N1 თამაშია ყველაფრით ძალიან მაგარია...
    1 point
  16. კარგია! თემის დასაწყიში, FPS თან დაკავშირებით, რომ წერ გეთანხმები 100 %. ერთს დავამატებ - როცა FPS - ი აღემატება მონიტორის Hz -ს GPU - ს ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს. ეგ კი არადა, ზოგ ტანჯულა 'ზრავზე' თამაშს, სპეციალურად ნაკლებზე ვალიმიტებ FPS )) და 10/15 °c იკლებს. ამიტომ თამაში არაა, რომ vSync ჩართული არ მქონდეს. წინააღმდეგ შემთვევაში, 100 დან 300 „ FPS ავა და ტემპერატურა ჩახურებული 'ჩურივით გახდება პ.ს. ამიტომ არასდროს ვურჩევ მონიტორის არჩევისას, მაღალ Hz -იან მონიტორებს.
    1 point
  17. ms არის მილიწამი. 1 წმ = 1000 მილიწამს და frame time ითარგმნება როგორც სურათის/კადრის დრო. ანუ რამდენი მილიწამი ჭირდება თითოეულ კადრს.
    1 point
  18. კი თვითონ ადის მაგრამ მანდ ბირთვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენი ბირთვი იტვირთება.
    1 point
  19. ფაქტი დაიდოს ეს ჩემი
    1 point
  20. ესეც გასული კვირის თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა: http://www.3dnews.ru/902543 ამ ინფოებს გამოვყოფდი პირველ რიგში: ასე გამოიყურება წინა კვირის თამაშების გაყიდვების ჩარტი ბრიტანეთში და სტიმზე: Destiny Disney Infinity 2.0 Hyrule Warriors Watch Dogs The Sims 4 Minecraft: Xbox 360 Edition Call of Duty: Ghosts Minecraft: PlayStation 3 Edition The Last of Us: Remastered Plants vs Zombies: Garden Warfare Gauntlet Stronghold Crusader 2 Life is Feudal: Your Own Counter-Strike: Global Offensive Wasteland 2 Outlast DayZ Borderlands: The Pre-Sequel TransOcean — The Shipping Company The Long Dark წინა კვირას Nintendo 125 წელი შესრულებია, 1982 დაუწყიათ ისე NES გამოშვება, ეხლა კრიზისში იმყოფება ეგ კომპანია, 2013 წელს რეკორდული დანაკარგები ქონდაო, Steam სერვისის აქტიური მოხმარებლების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბაო, ყოველდღიურათ მაგ სერვისს 3-5 მილიონამდე კაცი იყენებსო,Blizzard შეწყვიტა მულტიპლეირ პროექტზე Titan მუშაობა, მაგ პროექტზე 7 წელი მუშაობდენ, იდეებიც მოძველდენო ამასობაში და ალბათ არც ხარისხით გამოირჩეოდა ეგ თამაში, Tokyo Game Show 2014 გამოფენაზე Metal Gear Solid V: The Phantom Pain იგრავოი მეხანიკის ახალი ელემენტები აჩვენეს, თამაშის მთავარ პერსონაჟს ნაპარნიკი მგელი ეყოლებაო სახელათ Diamond Dog რომლის წაყვანაც მისიებზეც შეიძლება, ეგ თამაში 2015 წელს უნდა გამოვიდეს პს-ზე და კონსოლებზე, კომპანია Capcom Resident Evil სერიას ორ მიმართულებით გაყოფსო სხვადასხვა აუდიტორიისთვის, ნომრიან ვერსიებში რომელიც უფრო მასიური აუდიტორიისთვის იქნება განკუთვნილი უფრო მეტი ეკშენი იქნებაო და დინამიური სცენები, სერიის პირველი ნაწილების ფანატებისთვის კი Resident Evil: Revelations სერიას გამოუშვებენო ცალკე, მანდ უფრო ბევრი პუზლები იქნება და მთავარი აქცენტი სიცოცხლის შენარჩუნებაზე იქნება გაკეთებული და არა სროლებზე და ზომბების დაბრედვაზე, Resident Evil: Revelations 2 პს-ზე და კონსოლებზე 2015 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს, ეკშენი Bloodborne შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში იყოსო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რაც გამოუშვეს იმ თამაშებიდან, ეგ პს4 ექსკლუზივი 6 თებერვალს გამოდის ევროპაში, Final Fantasy XV დემო ვერსია რომელსშიც თამაშის პირველი ჩაპტერი იქნება მარტში გამოვაო Episode Duscae სახელით, მაგ დემოს დასახურათ გეიმერებს დაახლოებით 3-4 საათი დაჭირდებათო, Square Enix Final Fantasy XIII-ის პს ვერსიასაც გამოუშვებსო, თამაში უკვე 9 ოქტომბერს გამოვა, მაგ სერიიდან პს-ზე კიდე Final Fantasy XIII-2 და Lightning Returns: Final Fantasy XIII გამოვლენო შემდეგი წლის გაზაფხულზე, Wasteland 2 უკვე გაყიდვაშია სტიმზე და საკმაოთ კარგი პრესა აქვს, United Front free-to-play ეკშენი Triad Wars დაანონსა, რომელიც უკვე შემდეგი წლისთვის უნდა გამოვიდეს, თამასში ბევრი მაფიოზური რაზბორკები იქნებაო და მთავარი პერსონაჟი ერთ-ერთი მაფიოზურ კლანში შევაო, თამაში Sleeping Dogs სტილში იქნებაო გაკეთებული, კიდე რამდენიმე წვრილ-წვრილი ინფო იყო ძირითადათ კონსოლების თემატიკაზე და ვისაც ეგეთებიც აინტერესებს თავისით გადაავლოს თვალი
    1 point
  21. https://www.youtube.com/watch?v=BiGXT0zc43g
    1 point
  22. Windows Technical Preview 30 სექტემბერს (როგორც იგეგმება), შესაძლებელია გამოვცადოთ Windows 9 Technical Preview (იგივე "Threshold" ან "Windows TH"). რამდენიმე ვებ-გვერდზე გავრცელდა "ტექნიკური მიმოხილვის" გადმოსაწერი ბმულები, მაგრამ ყველას ნამდვილად არ ენდოთ! (ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ) 1) რა არის Technical Preview? - მიკროსოფტი ძალიან მალე ახალ ვინდოუს 9-ს ჩაუშვებს გაყიდვაში. მანამდე კი შეგიძლიათ გამოსცადოთ ის სწორედ "ტექნიკური მიმოხილვის" საშუალებით. რათქმაუნდა ამ ვერსიას ექნება რამდენიმე ბაგი, რადგან ფინალური ვერსია არ არის და ის მხოლოდ მიმოხილვაა, მაგრამ ყველა პრობლემა "Threshold"-ში გადაჭრილი იქნება. 2) რამდენ ბიტიან "ტექნიკურ მიმოხილვებს" გვთავაზობენ? - აქ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივი ვინდოუსის ვერსიის შემთხვევაში. გვაქვს 32 ბიტიანი (არა ვინდოუსი - არამედ Software (ქვემოთ გაიგებთ რატომ Software და არა ვინდოუსის ვერსია)) და 64 ბიტიანი. გადმოსაწერი ბმულები: Windows 9 TH 32 BIT Windows 9 TH 64 BIT შენიშვნა: გადმოწერა მოცემულ ბმულებზე შესაძლებელი იქნება 30 სექტემბერს შესაძლებელია 1 დღით ადრეც (30 სექტემბერს, როდესაც "მიკროსოფტი" ვინდოუს 9-ს დააანონსებს) 3) რატომ არ უნდა ვენდოთ ისეთ ბმულებს, რომლებიც Torrent-ით გადმოწერას გვთავაზობენ? - როდესაც "ტექნიკური მიმოხილვა" გამოვა, ის აუცილებლად ISO ფორმატით იქნება. Torrent-ით გადმოწერის დროს შესაძლებლობაა თან ავიკიდოთ: 1) Viruses 2) Malware 3) Trojan 4) Ransomware 5)Denial of Service hosts. 4) რატომ Software და არა ვინდოუსის ვერსია? როგორც ცნობილია ეს შემოთავაზება იგივე სახის იქნება როგორიც ჩვეულებრივი ვინდოუსის ISO ფაილია, და მისი დაინსტალირება იგივენაირად იქნება შესაძლებელი, როგორც ვინდოუს 8.1 ანდაც 7 და ნებისმიერი ვინდოუსი, მაგრამ მიკროსოფტი გვიქვეყნებს შენიშვნას: სჯობს ტექნიკური მიმოხილვა "ვირტუალური ძრავის" საშუალებით გავტესტოთ (VM), მისი დაყენების შემთხვევაში წინა ვინდოუსის ვერსიის დაბრუნება შეუძლებელი იქნება (ვერ დავუკავშირდებით წინა ვერსიის Recovery ფაილს) რა არის Virtual Machine ვირტუალური ძრავი შესაძლებელია დაყენდეს ვინდოუს 7-ზე, მაგრამ ვინდოუს 8.1-ს ეს ფუნქცია ჩაშენებული აქვს: Hyper-V. მისი გააქტიურების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გვეყენოს ჩვენი 8.1, მაგრამ გავუშვათ ასევე "ტექნიკური მიმოხილვა". მას ექნება მარტივი Software-ს სახე, იქნება ჩვენს Desktop-ზე. ამას ისიც ემატება, რომ ვინდოუს 9-ს დაინსტალირება (ანუ "ტექნიკური მიმოხილვიდან" 9-ზე გადასვლა) ძალიან მარტივი იქნება. იგივენაირად როგორც 8.1 Preview-დან 8.1-ზე (იმედია გაუგებრად არ ვსაუბრობ ) 1) შევდივართ Control Panel-ში და ვუშვებთ Program and Features-ს 2) Turn Windows features on or off 3) მონიშნეთ (თოლია) Hyper-V-ზე 4) გადარესტარტების შემდეგ Hyper-V გააქტიურებული იქნება 5) მისი "ტექნიკურ მიმოხილვაზე" გატესტვა კი 30 სექტემბერს დაიდება შენიშვნა: რესტარტის დროს რა დროც არ უნდა დასჭირდეს, არ გამორთოთ კომპიუტერი! VM-ს გამოყენებას, რათქმაუნდა მძლავრი კომპიუტერი სჭირდება, რადგან ის მეტ რესურსს მოითხოვს პროცესორისგან, ოპ. მეხსიერებისგან და მყარი დისკიდან. ესეიგი ის გვაძლევს საშუალებას გავუშვათ რამდენიმე ვინდოუსი ერთად პროგრამის სახით...
    1 point
  23. G1ORG1 , გაგიმარჯოს გიო ესენი ნახე, ერთი ტიპი ყიდის და ერთერთს დათმობს წესით 150-ში http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_118&product_id=6640165 http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_118&product_id=6640172
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.